თბილისის საქალაქო სასამართლოში, 7 ნოემბრის საქმეზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებით, პროცესს არ ესწრება თავად ექსპრეზიდენტი. პროცესის პარალელურად, სასამართლოს ეზოში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილები და სკანდირებენ: "მიშა, მიშა", "ივანიშვილის მონებო". ისინი ყოფილი პრეზიდეტნის თავისუფლებას ითხოვენ. ადგილზე დიდი ოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით, თბილისში, სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებთან მიმდინარეობს საპროტესტო აქციებზე ჯამში 46 პირია დაკავებული. უწყების ცნობით, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული შენობების შესასვლელების ბლოკირებას შეეცადნენ, რაც შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს სცდება. "როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, თბილისში, სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებთან მიმდინარეობს საპროტესტო აქციები. იქ სადაც აქციის მონაწილეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, ასევე შეეცადნენ ადმინისტრაციული შენობების შესასვლელების ბლოკირებას, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ჯამში 46 პირი დააკავა. ...
ვინ და რატომ შეუშალა ხელი გალის რეგიონის მცხოვრებლების გადაადგილების თავისუფლებას არჩევნების პერიოდში. - ამის შესახებ „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" განცხადებას ავრცელებს. DRI-ის განცხადებით, გალის რეგიონის მაცხოვრებლებს ეთნიკური კუთვნილება არასანდო მოქალაქეებად აქცევს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობისთვის, ხოლო „არასასურველი“ პოლიტიკური აქტიურობა - საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის. ამასთან მათივე ცნობით, წინასაარჩევნო პერიოდში დაძაბულობა იყო ენგურის ორივე მხარეს და დაძაბულობა განსაკუთრებით საგანგაშო არჩევნების მეორე ტურის დროს გახდა. „გალის რეგიონის მცხოვრებლებმა, რომლებსაც ყოველდღიური საქმიანობა ან პერიოდული აუცილებლ...
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მიმიდინარე აქცია ხმაურსა და დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამართალდამცავებმა ადგილზე აქციის 10-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს, მათ შორის გოგა ონიანი, ზვიად კუპრავა, დავით მახარაძე და მურმან დუმბაძე. პოლიციას არ განუმარტავს, რას უკავშირდებოდა მათი დაკავება. "ნადირობა გამოაცხადეს სამოქალაქო აქტივისტებზე. იმის მაგივრად, რომ კრიმინალებს დასდევდნენ, დასდევენ ადამიანებს, რომლებსაც კრიტიკული პოზიცია გააჩნიათ“, - თქვა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, აკაკი მინაშვილმა. ცნობისთვის, აქციაზე მყოფი პირები ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, ასევე სუს-ის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან შეხვედრას, ვინაიდან მათი თქმით, ...
დედა ეტირებათ მაგათ ერთი ღერი რომ ჩამოვარდეს ჩემი გოგოს თავიდან. - ასე გამოეხმაურა "დროს" ლიდერის, ელენე ხოშტარიას მამა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ოპოზიციის მიერ ელენე ხოშტარიას მოწამლვა იგეგმებოდა. ამასთან, გოგი ხოშტარია ხელისუფლებას ურჩევს რომ ფრთხილად იყვნენ. "რაც შეეხება კობახიძის განცხადებას, მე ვურჩევდი ხელისუფლებას, ფრთხილად იყვნენ, ცეცხლს ეთამაშებიან. დედა ეტირებათ მაგათ ერთი ღერი რომ ჩამოვარდეს ჩემი გოგოს თავიდან. მარტო ჩემგან არა, ყველასგან. იმიტომ, რომ ეს ბინძური რაღაც მაგათ თავში მოიხარშა. ერთი წამით არ ვუშვებ, რომ პარტიაში და რაღაცა... აი, ძალიან სიბინძურეა, რა და ფრთხილად იყვნენ", -თქვა გოგი ხოშტარიამ ტვ პირველის ეთერში, გადაცემა "...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 751 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 78 პაციენტი. NCDC-ის ცნობით, ვირუსისგან გასული დღე–ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 3 647 პირი.
მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარის დირექტორს არჩილ ბეჟანიშვილს ცხოველების დაძინებაში ადანაშაულებენ. როგორც მოქალაქე ნანა ხანანაშვილი, სოციალური ქსელში წერს, ავტოქარხანაში არანაირი ცოფი არ დაფიქსირებულა და ამ ინფორმაციას ცხოველთა თავშესაფრის დირექტორი მიზანმიმართულად ავრცელებს, რათა ათობით ძაღლი დააძინოს. "ავტოქარხანაში არანაირი ცოფი არ დაფიქსირებულა, ამ ჭორების გავრცელება აწყობს მუნიციპალური დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებელს არჩილ ბეჟანეიშვილს, რომელიც გეგმავს უდანაშაულო ძაღლების გაყვანას და დახოცვას." - წერს მოქალაქე. მისი თქმით, არჩილ ბეჟანიშვილი ზარებს არ პასუხობს და ცხოველთა დამცველებს თავშესაფარში არ უშვებს. "ყველა ჯამრთელ ძაღლს უპირებენ ქალაქიდან გაყვ...
ცხინვალში ჩემ მიმართ არ ყოფილა ასეთი უდიერი დამოკიდებულება,- ასე ეხმაურება ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზინდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. მისი თქმით, თუ ხელისუფლება ამბობს, რომ ექსპრეზიდენტის გლდანის N18 დაწესებულებაში გადაყვანისას ძალადობა არ ყოფილა, მაშინ ეს კადრები უნდა გამოაქვეყნონ. ამის შესახებ გაფრინდაშვილმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა. "ცხინვალში ჩემ მიმართ არ ყოფილა ასეთი უდიერი დამოკიდებულება, რასაც ჩვენ ვიგებთ მთავრობისგან. მე არ მინდა მყავდეს მატყუარა მთავრობა, რომელიც ყოველ ნაბიჯზე გვატყუებს. თუ არ იყო ძალადობა გადაყვანის დროს, ეს კადრები გამოაქვეყნონ. ჩემ მიმართ ფიზიკური დაპირი...
საქართველოში კორონავირუსი საწინააღმდეგო მესამე, ე.წ ბუსტერ დოზის გამოყენება 18 წლის ზემოთ ნებისმიერი პირისთვის იქნება შესაძლებელი, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. „ბუსტერ დოზის გამოყენება შესაძლებელი იქნება 18 წლის ზემოთ ნებისმიერი პირისთვის, რომელიც აცრილია ნებისმიერი ვაქცინით. ამ შემთხვევაში, პირს, რომელიც აცრილია „სინოფარმის“ და სინოვაკის“ ვაქცინით, შეუძლია გამოიყენოს „სინოფარმის“ ან „სინოვაკის“ ვაქცინა ბუსტერ დოზისთვის, ან გაიკეთოს „ფაიზერის“ დოზა. „ასტრაზენეკას შემთხვევაში, ექვსი თვის შემდეგ პირს დამატებით შეუძლია გაი...
იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების „ფაიზერით“ ვაქცინაცია შესაძლებელი გახდა. აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. „საბჭომ მხარი დაუჭირა 12-დან 15- წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის პროცესს, „ფაიზერის“ ვაქცინის ორი დოზით, ამგვარად მშობლის გადაწყვეტილებით და თანხმობით, რაც არის აუცილებელი მოთხოვნა არასრულწლოვანში სამედიცინო ჩარევის ჩატარების შემთვევაში, 12- დან 15- წლამდე ბავშვებს შეუძლიათ მიმართონ ამცრელ ცენტრებს და „ფაიზერის“ დოზით აიცრან,“- განაცხადა გაბუნიამ.
გელა ჩარკვიანი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი შვილი თეონა ჩარკვიანი ავრცელებს. "ჩვენც და ქვეყანამაც დაკარგა გამორჩეული ადამიანი", - წერს თეონა ჩარკვიანი. ჩარკვიანი იყო პუბლიცისტი, მწერალი, პედაგოგი და ტელეწამყვანი. გელა ჩარკვიანი 1939 წელს, თბილისში, საქართველოს კომუნისტური პარტიის ლიდერის კანდიდ ჩარკვიანისა და მისი ოფთალმოლოგი მეუღლის, თამარ ჯაოშვილის ოჯახში დაიბადა. სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე. საბოლოოდ 1963 წელს დაამთავრა ჭავჭავაძის უცხო ენათა ინსტიტუტი. ჩარკვიანმა ასპირანტურა 1970 წელს, აშშ-ში, მიჩიგანის უნივერსიტეტში გაიარა. ჩარკვიანის თქმით, ამერიკაში გატარებულმა დრომ, მის მსოფლმხედველობაში ძირეული ცვლილებები ...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 021 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 75 პაციენტი. NCDC-ის ცნობით, ვირუსისგან გასული დღე–ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 3 792 პირი.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით."- წერია განცხადებაში.
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ე.წ კოვიდ პასპორტში დაფიქსირდება ვირუსის გადატანა, 2ჯერ აცრა და არა მათი თარიღები. - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განცხადა. ამასთან, როგორც გამყრელიძემ, აღნიშნა თუ ადამიანი 2-ჯერ აცრილია და გადატანილი აქვს კორონავირუსი, უფრო დაცულია. „ამ ეტაპზე საბჭოს წევრთა უმრავლესობამ საჭიროდ ჩათვალა, რომ კოვიდ პასპორტში დაფიქსირებულიყო ვირუსის გადატანა და არა გადატანის თარიღი. ისევე, როგორც ფიქსირდება 2-ჯერ აცრა და არა 2-ჯერ აცრის თარიღი. თუ ადამიანი 2-ჯერ აცრილია და გადატანილი აქვს დაავადება, მიუხედავად იმისა, როდის არის აცრილი, უფრო მეტად დაცულია““, - განაცხადა გამყრელიძემ.
დღეიდან პენსიონერი, რომელიც 1–ელ იანვრამდე კაიცრება, 200–ლარიან საპენსიო დანამატს მიიღებს.- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. "დღეიდან 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას პირველ იანვრამდე ჩაიტარებს, დანამატი გაიცემა პირველი აცრის გაკეთების შემდეგ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი დეკემბრიდან ე.წ. მწვანე პასპორტები ამოქმედდება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაცხადა. მისივე თქმით, დეკემბრიდან მოქალაქეები სხვადასხვა ობიექტზე მხოლოდ მწვანე პასპორტებით შევლენ, თუმცა ეს გავრცელდება დაწესებულებების სტუმრებზე და არა იქ მომუშავე პერსონალზე.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 ნოემბრიდან აღმოსავლეთ საქართველოში წვიმიანი ამინდი და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი. მთაში მოსალოდნელია მცირე თოვლი. მათივე ცნობით, დასავლეთ საქართველოში 10 ნოემბრიდან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ტემპერატურა +4, +18 გრადუსამდე დაეცემა. თბილისში მოსალოდნელია ძლიერი ქარი, ტემპერატურა +4, +14 გრადუსი იქნება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 191 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 74 პაციენტი. NCDC-ის ცნობით, ვირუსისგან გასული დღე–ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 4 348 პირი.
ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ხელისუფლება შავი პროპაგანდას ეწევა. "შიმშილობის წახალისება, რასაც ხელისუფლება აკეთებს მუდმივი შავი პროპაგანდით არის მკვლელობის თანამონაწილეობა. ასე მოექცე გამოკეტილ პატიმარს - ყველაზე დიდი მორალური გადაგვარებაა. “დღეს დილიდან, რათა საბოლოოდ გამოვრიცხო ყველანაირი სპეკულაცია, უარი ვთქვი არა მხოლოდ წვენზე, არამედ მინერალზე, ვიტამინზე(გლუკოზის აბებზე), რაც ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნებას ემსახურებოდა”.. - წერს დეკანოიძე.
სუს-ს განცხადებით, ოპოზიცია სახელმწიფო შენობების პიკეტს გეგმავს და ამასთნ განიხილება ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციაც. მათივე ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორები აქტიურად განიხილავენ ძალოვანი სტრუქტურების ცალკეული თანამშრომლის გადაბირებისა და ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობასაც. „მიმდინარე წლის 6 ნოემბრიდან, ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებს ქ. რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განზრახული აქვს პერმანენტული აქციების ორგანიზება, სადაც დაგეგმილია პარტიის მხარდამჭერების რეგიონებიდან ჩაყვანაც. გარდა ამისა, საპროტესტო აქცია დაგეგმილია ქ. თბილისშიც. ოპერატიული ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორები გეგმავენ სახელმწიფო დაწესებულებების, კერძოდ - საქართველოს პარლამენტის, სა...