2021 წლის 25 სექტემბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თანამშრომლებთან ერთად კოვიდრეგულაციების დარღვევით იქეიფა.- აღნიშნულ ინფორმაციას სტუდია მონიტორი ავრცელბს. მათივე ცნობით, გამყრელიძემ, თანამშორმლებთან ერთად ველისციხეში ვაქცინაციის ცენტრი მოინახულა და მოსახლეობას შეხვდა. „მოქმედი რეგულაციების მიხედვით, ღია სივრცეში სკამების საზურგეებს შორის მანძილი უნდა იყოს 1 მეტრი. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში განაცხადეს, რომ იქ მყოფი ადამიანები აცრილები არიან და ღია სივრცეში მოქმედ რეგულაციებს არ არღვევენ.“-ნათქვამია სტუდია მონიტორის ინ...
1 ოქტომბრამდე დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა +19, +24 გრადუსის ფარგლებში იქნება.-აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს მათივე ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში 27-28 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +20, +25 გრადუსი დაფიქსირდება, 29-30 სექტემბერს კი მოიღრუბლება და დროგამოშვებით იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა +13, +18 გრადუსამდე დაიკლებს. "რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 27028 სექტემბერს უნალექო ამინდი იქნება, ტემპერატურა +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება, 29-30 სექტემბერს მოიღრუბლება და დროგამოშვებით იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა კი +16, +18 გრადუსამდე დაიკლებს"-აღნიშნულია ინფ...
აბსოლუტური დუმილი ამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით. დუმილი ამ ყველაფერს უშველის, პირობას გაძლევთ.- ასე გამოეხმურა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზი, დეკანოზი ილია ჭიღლაძის სუს-იდან გამოჟონილი ფარული ჩანაწერებზე გაკეთებულ განცხადებას. როგორც მეუფემ განაცხადა, სინოდი განიხილავს დეკანოზი ილია ჭიღლაძის დასჯის საკითხს. "მისი (დეკანოზი ილია ჭიღლაძის) დასჯის საკითხი დაყენებულია უკვე, წინა სინოდზე იყო ამაზე ლაპარაკი, კომისიას უნდა შეესწავლა ეს საკითხი და ნუ შემდეგი სინოდისთვის ალბათ კომისია მოგვახსენებს. მე შემიძლია ზუსტად გითხრათ ჩემი აზრით, ამის შესახებ, ეს არის შხამი, რომლითაც მოშხამეს მთელი ჩვენი ქვეყანა. აბსოლუტური დუმილი ამ ფარულ ჩანაწე...
Edison Research-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 68% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 32% მიიჩნევს, რომ ქვეყნის განვითარების მიმართულება სწორია. ცნობისთვის, აღნიშნული კვლევა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით 12 სექტემბრიდან - 25 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა 1500 ადამიანი პირისპირ კვლევის მეთოდით. გამოიკითხა 18 წელს გადაცილებული ხმის მიცემის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეები. კვლევის ცდომილების ფარგლები +/-3% 95%-იანი სანდოობის დონისთვის.
27 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით 1 749 457 პირია აცრილი, - ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. მათივე ცნობით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 971 836 ადამიანი. სრულიად ვაქცინირებულია 777 621 ადამიანი. „აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522“, - აცხადებენ NCDC-ში.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 663 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 27 პაციენტი. NCDC-ის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID19-სგან კიდევ 2383 პირი გამოჯანმრთელდა.
სასულიერო პირები, რომლებიც ეკლესიიდან ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ განკვეთა, ბრძანების საფუძველს არ ეთანხმებიან და არც საეკლესიო სამოსელის გახდას და არც მონასტრების დატოვებას არ აპირებენ. "თვითონ გაფუჭებულები, საყვარლობაში მხილებულები, საშინელ განცდებში მყოფი კლოუნები, რა დღეში არიან, შეხედონ. თქვენს საყვარლებს გახადეთ კაბები, როგორც ხდიდით, თქვენს საყვარლებთან იტიტუცეთ, აქ თუ მოხვალთ, ვინმე დაგხვდებით,"- პასუხობს ჭყონდიდის მიტროპოლიტ სტეფანეს განკვეთილი სასულიერო პირი. შეგახსენებთ, სასულიერო პირებს, რომლებიც მხარს განყენებულ მიტროპოლიტს, პეტრე ცაავას უჭერენ, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ ეკლესიიდან 19 სექტემბერს განკვეთა. განკვეთის შესახებ გადაწყვეტილე...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში სულ 1 742 547 აცრა ჩატარდა. 26 სექტემბრის მონაცემებით, ერთი დოზით ვაქცინირებულია 970 307 ადამიანი. ხოლო სრულად ვაქცინირებულია 772 240 ადამიან, რაც მოზრდილი მოსახლეობის 27.0%. 25 სექტემბერს სულ 12 402 ადამიანი აიცრა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 1132 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 30 პაციენტი. NCDC-ის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID19-სგან კიდევ 2956 პირი გამოჯანმრთელდა.
დეკანოზი თამაზ ლომიძე აცხადებს, რომ ეკლესია არჩევნებში მხოლოდ იმიტომ უნდა ჩაერიოს, რომ მრევლს გარკვევით უთხრას, ვის უნდა დაუჭირონ მხარი არჩევნებზე. მისიე თქმით, ეკლესიამ უნდა მოუწოდოს მრევლს, რომ არჩევებზე მხარი დაუჭირონ მას, ვინც უსასრულოდ არ იტყუება და ვინც „ისევ რუსეთს არ დაგვამონებს“. „ვეთანხმები, რომ ეკლესია უნდა ჩაერიოს არჩევნებში. ოღონდ, მხოლოდ ასე: ეკლესიამ გარკვევით უნდა უთხრას მრევლს, ვის დაუჭირონ მხარი არჩევნებზე. ეკლესიამ უნდა მოუწოდოს მრევლს, რომ არჩევნებზე მხარი დაუჭირონ მხოლოდ მას, ვინც უსასრულოდ არ იტყუება, ვინც ასრულებს დანაპირებს, ვინც არ “გადააგდებს” პარტნიორებს, ვინც საქართველოს ხალხის მიერ არჩეულ კურსს ცივილიზირებული სამყაროსკენ არ ...
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ტელეკომპანია "ერთსულოვნების" ეთერში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილ ფაილებზე ისაუბრა. ანდრია ჯაღმაიძემ ტელევიზიები გააკრიტიკა და დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. "ამ ტელევიზიების უკან ვინც არიან, მათ ვუსვამთ საკითხს, ნამდვილად გინდათ, რომ ეკლესიამ ყველაფერი ილაპარაკოს და წინასაარჩევნოდ ნამდვილად გინდათ, რომ თავის მრევლს ყველაფერი დაუღეჭოს და უთხრას, რასაც თქვენ შესახებ ვფიქრობთ? აი, შევხედავთ რამდენიმე დღე, კიდევ დავაკვირდებით რა რიტორიკა იქნება, რა პათოსი იქნება და შესაძლებელია, რომ ამის მერე არავის აღარ უკვირდეს, თუ ეკლესია მკაფი...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 1 597 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 38 პაციენტი. NCDC-ის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ19-სგან კიდევ 1 189 პირი გამოჯანმრთელდა.
თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში ვაქცინაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 65% ვაქცინირებულია. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი მიზანია, ვაქცინაციის პროცესში კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს მთლიანად სასკოლო საზოგადოება, რაც სასწავლო პროცესის სასკოლო სივრცეში უსაფრთხოდ გაგრძელებას შეუწყობს ხელს. „ხაზგასასმელია, რომ მასწავლებელთა იმუნიზაციისთვის ბოლო თვეების განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და UNICEF-ის თანამშრომლობით, ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო კამპან...
24 სექტემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +13, +18 გრადუსის ფარგლებში იქნება. 25-26 სექტემბერს ტემპერატურა +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს და დროგამოშვებით იწვიმებს. 27 სექტემბერს გამოიდარებს და +20, +25 გრადუსამდე დათბება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში 24 სექტემბერს ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდი იქნება. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 15, +17, ხოლო 25-27 სექტემბერს შედარებით გამოიდარებს და +21, +23 გრადუსამდე დათბება.
სამეცნიერო მტკიცებულებების შესწავლის შემდეგ, ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) ფაიზერის მესამე ე.წ ბუსტერ დოზის გამოყენების რეკომენდაცია გასცა. ადმინისტრაციის განმარტებით, ბუსტერის გაკეთებას შეძლებენ 65 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები, რისკჯგუფების წარმომადგენლები, ჯანდაცვის მუშაკები, მასწავლებლები და მოხუცთა თავშესაფარში დასაქმებული პერსონალი. FDA-ის რეკომენდაციით, ფაიზერის მესამე დოზა, მეორე დოზის მიღებიდან, ექვს თვეში შეიძლება.
ნორვეგიული ბინეს ჯგუფი (Norwegian Clean Energy Group), რომელიც "ნამახვანჰეი" აშენებაში 10%-ით იყო წარმოდგენილი, საქართველოს ხელისუფლებას არბიტრაჟში უჩივლებს. თურქული გამოცემა "დუნია" წერს, რომ ომპანიის წარმომადგენლები ლონდონის არბიტრაჟში ჩივილს გაინხილავენ. როგორც ნორვეგიული ასევე თურქული კომპანია საქართველოს ხელისუფლებას ხელშეკრულების დარღვევასა და ფორსმაჟორული სიტუაციის შექმნაში ადანაშაულებენ. შეგახსენებთ, რომ კომპანია "ენკა" საქართველოსთან ხელშეკრულებას წყვეტს, რაც ნიშნავს, რომ "ნამახვანჰესის" ჰიდროელექტროსადგური აღარ აშენდება.
კომპანია "ენკა" საქართველოსთან ხელშეკრულებას წყვეტს, რაც ნიშნავს, რომ "ნამახვანჰესის" ჰიდროელექტროსადგური აღარ აშენდება. ინფორმაცია ამის შესახებ Enka Renewables-ის მშობელი კომპანიის - ENKA İNŞAAT-ის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ხდება ცნობილი. განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზს მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორსმაჟორული სიტუაცია წარმოადგენს.
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მისთვის ვაქცინაციის ბანერების სიძულვილი ენის შემცველი ბანერებით ჩანაცვლება კატეგორიულად მიუღებელია. ტიკარაძის თქმით, კომპანია „ალმასგან“, რომელიც სარეკლამო კამპანიას ახორციელებდა, გაცილებით უფრო გონივრული ნაბიჯი იქებოდა დაინტერესებულიყო, თუ რამდენად სწორი ბანერებით ხდებოდა ვაქცინაციის ბანერების ჩანაცვლება. „ვაქცინაციის ბანერის სიძულვილის ბანერით ჩანაცვლება ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი და ასევე, ბატონი ამირანის და ჩემი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადება, რა თქმა უნდა, იყო ჩემთან შეთანხმებული და ჩვენ აბსოლუტურად ერთ აზრზე ვართ. მე არ მაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გააკეთა ჩემმა გუნდმა. თქ...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 2016 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 43 პაციენტი. NCDC-ის ცნობით, გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსისგან 2024 გამოჯანმრთელდა.
საქართველოს კლინიკების ასოციაცია პოლიტიკურ პარტიებს მიმართვას. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოსთვის პანდემიის მე-5 ტალღა, შესაძლოა, უმძიმესი აღმოჩნდეს. კლინიკების ასოციაცია პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, არჩევნებამდე დარჩენილი 10 დღის განმავლობაში ჩამოხსნან საკუთარი პოლიტიკური რეკლამები და მათ ნაცვლად ვაქცინაციის შესახებ მოწოდებებს დაუთმონ. „შემოდგომის მეორე ნახევრიდან მსოფლიო პანდემიის მე-5 ტალღის მოლოდინშია, რაც ჩვენისთანა მცირე რიცხოვანი ერისთვის შესაძლებელია უმძიმესი აღმოჩნდეს, პრევენციის და პროფილაქტიკის ერთადერთი, ეფექტური მეთოდი მოსახლეობის დროული ვაქცინაციაა, დღეს პანდემიიდან გამომდინარე საქართველო „დანაღმულ ველს, ემსგავსება. ზემოაღნიშნულიდან გამომდი...