ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით „საყოველთაო სახალხო შეკრების“ მსვლელობა დაიწყო. ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად მსვლელობას მიუძღვება “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილი ცოტნე ივანიშვილი. მსვლელობის მონაწილეებს გამოტანილი აქვთ ბანერი წარწერით: „ღირსებით ევროპისკენ“.
ბრძოლის წინა დღეს შემოგვთავაზეს დიდი თანხა, მათ არ უნდოდათ რომ რინგზე გავსულიყავი, საკადრისი პასუხი რომ მიიღეს, სიტყვები დატოვეს რომ ამ ბრძოლას მაინც ყველა ვარიანტში წაიღებდნენ, - ამის შესახებ მოკრივე ლაშა გურული სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს. როგორც ლაშა გურული აღნიშნავს, რუსი მეტოქის წინააღმდეგ გამართული შეჯიბრის შემდეგ მან ორგანიზაციის მიმართ პროტესტი გამოთქვა, რასაც სათანადო აჟიოტაჟი მოჰყვა. "ბევრი შიდა და გარე პირობების გამო გადავწყვიტე რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ოლიმპიური თამაშების შემდეგ გავაკეთო. ერთი იმას ვიტყვი რომ ბრძოლის წინა დღეს შემოგვთავაზეს დიდი თანხა. მათ არ უნდოდათ რომ რინგზე გავსულიყავი. საკადრისი პასუხი რომ მიიღეს,სიტყვები დატოვეს რომ ა...
კახეთში შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული მედია "კახეთის ხმა" ავრცელებს. როგორც მედია წერს, 13 წლის გოგონაზე მამამ იძალადა, რომელმაც სასჯელაღსრულების დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა. თელავის რაიონულ სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სხდომა მიმდინარეობს.
პარლამენტის წინ ტერიტორია რკინის ჯებირებით შემოღობეს. როგორც გამოცემა "პუბლიკას" თბილისის მერიაში განუცხადეს, ტერიტორია მმართველი პარტიის ორგანიზებით, "საყოველთაო-სახალხო შეკრების" საორგანიზაციო სამუშაოების გამო შემოიღობა. "თბილისის მერიაში შემოსულია განაცხადი პარტია „ქართული ოცნებიდან” 29 აპრილს დაგეგმილ მასშტაბურ ღონისძიებასთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები", - ნათქვამია წერილობით შეტყობინებაში.
25 აპრილიდან „ფარმადეპოში“ ბეჭდების აქცია დაიწყო. წელს ასორტიმენტი მეტად მრავალფეროვანი გახდა, რაც მომხმარებლებს მეტი სარგებლის მიღების საშუალებას აძლევს. უფრო კონკრეტულად, 25 აპრილიდან „ფარმადეპოს“ ქსელში დახარჯულ ყოველ 25-ლარიან შენაძენზე მომხმარებელი მიიღებს 1 ბეჭედს. დაგროვებული ბეჭდებით შესაძლებელია 50%-იანი ფასდაკლების მიღება ბროშურაში წარმოდგენილ პროდუქტებზე, როგორიცაა კოსმეტიკა, თავის მოვლის საშუალებები, ბავშვთა კვება, საფენები, საბავშვო აქსესუარები, სამედიცინო და საოჯახო ტექნიკა და სხვა. თქვენს სასურველ პროდუქტზე განახევრებული ფასის მისაღებად საჭიროა შეგროვდეს ბროშურაზე მითითებული შესაბამისი ბეჭდების რაოდენობა. მომხმარებელთა ...
განათლების კოალიციასა და „ლიბერთის“ შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პრემია „ჩვენი ვეფხისტყაოსანი" დაწესდა. პრემიაზე განაცხადების მიღება მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ვებგვერდზე www.tprize.ge 26 აპრილიდან 30 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება, მეორე ეტაპისთვის გამოვლინდებიან ფინალისტები და მათგან სამი პრემიის მფლობელი, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემის ცერემონიაზე დაჯილდოვდება. პრემიის მფლობელებს ფულადი ჯილდოს სახით „ლიბერთისგან“ 2000 – 2000 ლარი გადაეცემა, დანარჩენი ფინალისტებები კი სამახსოვრო სიგელებს და ვეფხისტყა...
ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას და ვაცხადებთ, რომ ჩვენ არ დავრეგისტრირდებით ღირსების შემლახავ რეესტრში, - ამის შესახებ განათლების კოალიციის განცხადებაშია ნათქვამი. განათლების კოალიცია მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რომ დარჩნენ მათი მოსწავლეებისა და განათლების ამოცანების ერთგულები და მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, არ მიიღონ მონაწილეობა 29 აპრილის აქციაში. "განათლების კოალიცია, როგორც საერთაშორისო მოძრაობის ნაწილი, შეიქმნა გამაერთიანებელი იდეით - „ხარისხიანი განათლება ყველა მოსწავლეს!“ და დღემდე ამ იდეის ერთგულია. 11 წლის განმავლობაში, განხორცილებული გვაქვს არაერთი პროექტი, მათ შორის ისეთი, როგორიც ...
ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ფინალში ნიდერლანდელ ფრანკ დე ვიტს იპონით სძლია და ევროპის პირველობა კარიერაში მესამედ მოიგო. ტატომ წინასწარი შეხვედრები დამაჯერებლად გაიარა. პირველი ბრძოლა შიდოებით მოიგო, შემდეგ კი ზედიზედ სამი იპონით დაატკბო პუბლიკა. ამასთან ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში მოლდოველი ადილ ოსმანოვი დამატებით დროში დაამარცხა. ლაშა შავდათუაშვილი ზედიზედ ორი მოგების შემდეგ დაძაბულ და ხანგრძლივ 1/4 ფინალში შიდოებით დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო, ხოლო დამამშვიდებელ წრეში ბულგ...
პარლამენტის წინ, სადაც მოძრაობები „დაფიონი“ და „ჯიუტი“ აქციას მართავენ, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შელაპარაკება მოხდა. პოლიციამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ გაათავისუფლონ გზის სავალი ნაწილი და მოძრაობა ხელოვნურად არ შეაფერხონ. ამასთან, პოლიციამ აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ თუ გაგრძელდება გზის გადაკეტვა, მათ მიმართ მოხდება შესაბამისი რეაგირება და დაჯარიმდებიან. „რამდენჯერმე მოვუწოდე აქციის მონაწილეებს, ასევე ორგანიზატორებს, გაათავისუფლონ გზის სავალი ნაწილი, რადგან ახლა, რაოდენობიდან გამომდინარე, გზის დაკეტვის საჭიროება არ არის. მოვახდენთ იმ პირების იდენტიფიცირებას, ვინც ხელოვნურად კეტავს გზის სავალ ნაწილს და სასამართლ...
ხელმომწერი ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, ვიდრე ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიხმობს,- ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიეზაციების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. არასამთავრობო ორგანიზაციები, აცხადებენ, რომ არავითარი ფორმით არ დარეგისტრირდებიან "ღირსების შემლახავ რეესტრში". ამასთან, არასამთავრობოები საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ 28 აპრილს, კვირას, 19:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდებენ. „სიტყვის გატეხითა და რუსული კანონის ხელახლა განხილვით, უდავოა, რომ ხელისუფლება გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს. ეს ქართველი ხალხის ურყევი ნების ღალატია. არ დარჩენილა სოციალური ფ...
ბაზისბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, ქართული კულტურის მხარდამჭერი პროექტების ფარგლებში, მესამე წელია კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის გენერალური სპონსორია. ბაზისბანკსა და მარჯანიშვილის თეატრს შორის თანამშრომლობა მიზნად ისახავს თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას და ერთობლივი, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. ბაზისბანკის გენერალური სპონსორობის ფარგლებში, 27 და 28 აპრილს მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე რეჟისორ ციცინო კობიაშვილის სპექტაკლის „უცნაური მისის სევიჯის„ პრემიერა გაიმართება. „უცნაური მისის სევიჯი“ ლირიული კომედიაა, რომელიც მსოფლიოს მრავალ სცენაზე დაიდგა. მარჯანიშვილის თეა...
"არა რუსულ კანონს, კი ევროპას" ამ სახელწოდებით დედაქალაქში აქცია მიმდინარეობს. აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ, იქამდე კი მეტეხის ხიდზე გაჩერდნენ, სადაც წუთიერი დუმილით საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია - მმართველმა პარტელმა გაიწვიოს "უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ" კანონპროექტი. ამასთან ისინი აღნიშნავენ, რომ ეს კანონი საქართველოს ინტერესებსა და ევროპულ პერსპექტივას აზიანებს და არ შეწყდება აქციები, იქამდე, სანამ არ მოხდება კანონპროექტის უკან გაწვევა.
"გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაია სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” წერს, რომ მას სასამართლომ 2 600-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ბრალდების მხარის მტკიცებით, გელა ხასაია პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდა და სამართალდამცველებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. "მიუხედავად ყველაფრისა დამაჯარიმეს 2600 ლარით. სპექტაკლი დასრულებულია", - წერს ხასაია. შეგახსენებთ, გელა ხასაია 16 აპრილს, “უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს.
პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფოს კუთვნილი ქონების განადგურებისთვის მსჯავრდებულმა ლაზარე გრიგორიადისმა გლდანის პენიტენციური დაწესებულება დატოვა. გრიგორიადისს სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ოჯახის წევრები, უფლებადამცველები და ახლობლები დახვდნენ. აღსანიშნავია, რომ ლაზრე გრიგორიადისმა გლდანის პენიტენციური დაწესებულება მას შემდეგ დატოვა, რაც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მისი შეწყალების აქტი გამოსცა. შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადსს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა 12 აპრილს მიუსაჯა. პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გრიგორიადისის შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იმავე დღეს მიიღო.
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა ბათუმისა და ფოთის მიმართულებით დამატებით რეისების ნიშნავს. საქართველოს რკინიგზა დამატებული რეისების მოძრაობის განრიგს აქვეყნებს. „ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებგვერდის საშუალებით – ticket.railway.ge; სწრაფი გადახდის აპარატებით; საქართველოს რკინიგზის სალაროებში; საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, - ნათქვამია რკინიგზის ინფორმაციაში.
ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამის შესახებ ფონდი „ქართუს“ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების თანახმად, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის, ფონდი „ქართუ“ ეროვნულ ნაკრებს დამატებით 30 მილიონი ლარით დააჯილდოებს. „საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლით თითოეულ ქართველს უდიდესი სიხარული აჩუქა. ამ წარმატების, თაობათა ოცნების ახდენის უკან თითოეული ფეხბურთელის, სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლის, საფეხბურთო სფეროში ჩართული ადამიანების უდიდესი შრომა დგას. სწ...
სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე დასკვნის მოსამზადებლად ეუთო/ოდირს მიმართა. ამის შესახებ განცხადებას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. აპარატის განცხადების თანახმად, სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, კანონპროექტს შემდგომი მსვლელობა ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნების გამოქვეყნებამდე არ მისცეს. "ზემოაღნიშნული კანონპროექტის შესახებ საზოგადოებისთვის 1-ელ აპრილს გახდა ცნობილი და დაჩქარებული წესით განხილვის შედეგად 4 აპრილს ის უკვე სამივე მოსმენით იყო მიღებული. კანონპროექტს სახალხო დამცველი საჯარო განცხადებით გამოეხმაურა და ნეგატიურად შეაფასა. 17 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა კანონპროექტს ვეტო დაად...
როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა, როგორც ჩანს, პოლიტიკაში „თბილისის დინამოს" მფლობელი,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ადამიანებს, ვინც დღეს „თბილისის დინამოს" ხელმძღვანელობაშია, დინამოს ბაზის ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობა უნდოდათ, რაც პრემიერის შეფასებით, „არის დამოკიდებულება, რომელიც წინა ხელისუფლებას ჰქონდა". „მინდა დავაანონსო ახალი მეგაპროექტი - ჩვენ წინა მთავრობის სხდომაზე გვქონდა საუბარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის შესახებ. დღეს გვინდა მნიშვნელოვანი სიახლე გაგაცნოთ, რომელიც ამ შემთხვევაში სპორტს უკავშირდება. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი სპ...
გვინდა, ავაშენოთ ახალი სტადიონი თბილისში, რომელიც გათვლილი იქნება 70 ათას მაყურებელზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, სტადიონის სავარაუდო ლოკაცია ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია იქნება. „სტადიონი იქნება უმაღლესი, თანამედროვე სტანდარტების, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ვუმასპინძლოთ უმაღლესი რანგის მატჩებს ჩვენს დედაქალაქში, მათ შორის „სჩემპიონთა ლიგის" ჩათვლით. ეს იქნება ბრიტანული სტილის სტადიონი. მოგეხსენებათ, ბრიტანული სტილის სტადიონებს არ აქვს სარბენი ბილიკები, ასეთ დროს მაქსიმალურად ემოციურია კავშირი გულშემატკივარსა და გუნდს შორის. ეს ყველაფერი გუნდის წარმატებაზე კიდ...
ბბ დაზღვევა საქართველოს სადაზღვევო სექტორის ერთ-ერთი ყველაზე სანდო და სტაბილური კომპანიაა, რომელიც 2018 წლიდან ოპერირებს და ქმნის ღირებულ, მომხმარებელზე ორიენტირებულ კორპორაციულ და საცალო სადაზღვევო პროდუქტებს. 2023 წელს, ბბ დაზღვევის წმინდა მოგებამ 3.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 44%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (IFRS სტანდარტით). ბბ დაზღვევის მიერ მოზიდული პრემია 20.6 მილიონ ლარს შეადგენს, პრემიის ზრდა 2022 წელთან შედარებით კი 20%-ს შეადგენს. 2023 წლის ბოლოსთვის უკუგებამ მთლიან აქტივებზე (ROA) 9.3% შეადგინა, ხოლო უკუგებამ საკუთარ კაპიტალზე (ROE) 21.9%. აღსანიშნავია, რომ ბბ დაზღვევა მომგებიანობის ჭრილში სექტორზე მაღალ მაჩვენებელს ინარჩუნებს (2023 წელს, სადა...