აზერბაიჯანის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი ყაზახეთის ქალაქ აქთაუს აეროპორტთან ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, თვითმფრინავმა კატასტროფა იმ დროს განიცადა, როდესაც ქალაქ ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა. მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავში 72 ადამიანი, მათ შორის, 67 მგზავრი და ბორტის 5 წევრი იმყოფებოდა. როგორც ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო აცხადებენ, ავიაკატასტროფას 25 ადამიანი გადაურჩა.
50-მდე პირის სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა იკვეთება, მათ შორის, საქმის ხელოვნურად გაჭიანურება, პატიმრობის პრაქტიკის გამოყენება, არასათანადო მოპყრობა,- ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ქურდოვანიძემ აღნიშნა, ამ საქმეებში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უმოქმედობა იკვეთება. „მინდა გაგაცნოთ დემონსტრანტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის მექანიზმების წინააღმდეგ ჩვენ შეფასებას. ეს შეფასება ეფუძვნება ჩვენივე მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს და იმ ანალიზს, რომელიც დაფუძნებულია მონიტორინგის პროცესზე. ჩვენი ორგანიზაცია აკვირდება 50-მდე ...
თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ვადიანი სამხედრო მოსამსახურის ზიადინ არაზის ძე მამედოვის დაღუპვის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. ამის შესახებ ინფორმასაია საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით. „გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები“,- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
„2024 წლის 24 დეკემბერს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და სახალხო დამცველის მოადგილემ ირინე ჩიხლაძემ შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ქუთაისის ფსიქიატრიული კლინიკა მოინახულეს და ადგილზე გაეცნენ დაწესებულებაში მყოფი პაციენტების უფლებრივ მდგომარეობას. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. როგორც აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ქუთაისის ფსიქიატრიულ კლინიკაში მძიმე ინფრასტრუქტურულ და სანიტარულ მდგომარეობაა. „2024 წლის 24 დეკემბერს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და სახალხო დამცველის მოადგილემ ირინე ჩიხლაძემ შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი...
მირტყამდნენ გვერდებში და თავში, ნახევრად გათიშული ვიყავი, როცა ერთ-ერთი ზონდერი მომვარდა და ხელის მოტეხას ცდილობდა - პერიოდულად გონებას ვკარგავდი ,- ამის შესახებ აქტივისტი საბა სხვიტარიძე რუსთავის ციხიდან წერილში წერს, რომელიც მის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა. როგორც სხვიტარიძე წერს, სამართალდამცავებმა მასზე ფიზიკურად იძალადეს და თავზე ხის სხვადასხვა ნივთი გადაამტვრიეს. „ახლა, პირველად მეძლევა შესაძლებლობა, მოვყვე თუ როგორ დამიჭირეს. მთელი ღამის განმავლობაში როგორ მექცეოდნენ დიღმის მთავარ სამმართველოში. როცა დამიჭირეს იქნებოდა ღამის პირველი-ორი საათი, ზესტაფონის გზაზე გამაჩერა საპატრულო პოლიციამ. თან მახლდა მამა. საპატრულო პოლიციამ მომთხოვა მანქანიდან გადმოსვლა,...
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის, 3-დან 10 იანვრამდე უქმე დღეები გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. დადგენილების თანახმად, უქმეა 2025 წლის 3 იანვარი, 6 იანვარი, ასევე 8 იანვარიდან 10 იანვრის ჩათვლით დღეები. შესაბამის დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ხელი დღეს მოაწერა.
რუსთაველის გამზირზე ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დედაქალაქის მთავარ გამზირზე სხვადასხვა პროფესიისა თუ ასაკის ადამიანები არიან შეკრებილები. საავტომობილო გზა აქციის მონაწილეებმა უკვე გადაკეტეს. რაც შეეხება საპოლიციო მობილიზებას, ისინი მცირე რაოდენობით არიან ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე. გარდა ამისა, დღეს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მოქალაქეები პროტესტს გამოთქვამენ საახალწლო განათებები გაითიშა. შეგახსენებთ, დედაქალაქი და სხვა ქალაქები პროტესტმა მას შემდეგ მოიცვა, რაც საზოგადოებისთვის „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილება ცნობილი გახდა. რომლის თანახმადაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს...
ფოტოგრაფი გიორგი მოსიაშვილი აცხადებს, რომ ქუჩაში ნიღბიანი პირი დახვდა. როგორც მოსიაშვილი აღნიშნავს, ნიღბიანმა პირმა მას უთხრა, "ახლა გადაიღე ხალხმრავალი ფოტოებიო" და დარტყმა სცადა, რომელიც მოსიაშვილმა აიცილა. "ქუჩაში დამხვდა ვიღაც ნიღბიანი. უკაცრავად, შენ მოსე არ ხარ? (აქ მივხვდი, რომ რაღაც ისე ვერ იყო) დიახ - ვპასუხობ. ხო და ახლა გადაიღე ხალხმრავალი ფოტოებიო და გამომიქანა. ავიცილე, ერთი მოვარტყი და გაიქცა. კარგად ვარ",- წერს გიორგი მოსიაშვილი.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმეორებს ზოგიერთი დაინტერესებული წარმომადგენლის პროპაგანდისტულ ნარატივს და ამით ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე არჩევნებისა და შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას ცდილობს, რითაც ხელს უწყობს ისედაც პოლარიზებულ გარემოში კიდევ უფრო მეტი დაძაბულობის შემოტანას,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, არ არსებობს დადასტურებული ფაქტები და მტკიცებულებები იმისა, რომ პარლამენტის არჩევნებზე ადგილი ჰქონდა ისეთ დარღვევებს, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენის მოხდენა არჩევნების საბოლოო შედეგებზე. ამავე განცხადების თანახმად, განცხადებები, თითქოს არჩევნები...
"სამოქალაქო საზოგადოების ფონდის" ოფისში ბრიფინგი გაიმართა, სასაუბრო თემა შეეხებოდა სასამართლო განხილვებზე გამოვლენილ ტენდენციებს, რომლებიც დაკავშირებულია აქციების მონაწილეთა სისხლის სამართლის საქმეების განხილვასთან. ბრიფინგზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა, "საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ლომჯარიამ და "კანონს უზენაესობის ცენტრის" ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ ისაუბრეს. როგორც მათ აღნიშნეს, მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეებზე დაკავებულია აქციებში მონაწილე 30-ზე მეტი პირი, რომელთა ასაკიც იწ...
საპროტესტო დემონსტრაციებისას დაკავებულ პირებთან მიმართებით მთელ რიგ დარღვევებთან ერთად, მათ მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული ნივთების ჩამორთმევის/მისაკუთრების უკანონო პრაქტიკა გამოიკვეთა,- ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) აღმასრულებელმა დირექტორმა, ნონა ქურდოვანიძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ქურდოვანიძემ აღნიშნა, სამართალდამცავები დაკავებულ პირებს ტელეფონის პაროლს სთხოვდნენ, უარის შემთხვევაში მათზე ძალადობდნენ. მისივე განმარტებით, განყოფილებებსა თუ დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებულულების გადაყვანისას, შესაბამის დოკუმენტაციაში არ აღინიშნებოდა ის ნივთები, რომლებიც დაკავებულებს უკანონოდ და თვითნებურად ჩამოართვეს თუ გადაუყარეს. ...
ქართველი ერის სულიერი გატეხვა და გაძარცვა შეუძლებელია,- ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული სოციალურ ქსელში წერს. მეუფე ზენონის განცხადებით, ამ ერს „უკადრებელი არ უნდა აკადრო“. „ეს არის სიკვდილის მტაცებელი ერი! არ უნდა აკადრო მას უკადრებელი. ფშაური ნათქვამია: „ძველთაგან მოდის თქმულება მგელი არ იძარცვებისა, რაც არა ჰმოსავ ტანზედა, არც არა გაეხდებისა“. ქართველი ერის სულიერი გატეხვა და გაძარცვა შეუძლებელია. ამ ერის შვილების გულზე სწერია: სიმამაცე და სამშობლოს ერთგულება!“ - წერს მეუფე ზენონი „ფეისბუქის“ გვერდზე.
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დაკავებულ პირებს უკანონოდ ჩამოართვეს პირადი ნივთები, არის სიცრუე და მხოლოდ და მხოლოდ უწყების და სამართალდამცველების დისკრედიტაციას ემსახურება,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც შსს ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, პირადი ნივთები დროებითი მოთავსების იზოლატორებში მყოფ დაკავებულ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გათავისუფლებისთანავე დაუბრუნდათ. „არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წევრების მხრიდან, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სამართალდამცველების დისკრედიტაციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საპროტესტო აქციებზე...
საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ქართული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ჰერჩინსკიმ იმ ვითარებაზე ისაუბრა, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ერთიწლისთავზე, ქვეყანაში არსებობს. როგორც ევროკავშირის ელჩმა აღნიშა, „ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ერთიწლისთავზე მედიის მიმართ სასტიკი მოპყრობის თვითმხილველები იქნებოდნენ“. "ძალიან მადლობელი ვარ ამ რთულ დროს თქვენთან შეხვედრისთვის. ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენ ყველანი გავხდით მომსწრენი ძალადობრივი, ამაზრზენი თავდასხმების თქვენი და თქვენი კოლეგების წინააღმდეგ. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ დაშავებულები, თქვენი კოლეგები, სწრაფად გამოჯანმ...
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. პარლამენტის შენობაში სროლა მოხდა, რის შედეგადაც ე.წ. პარლამენტის წევრი ვახტანგ გოლანძია დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ე.წ. პარლამენტთან სროლის შედეგად ასევე დაიჭრა ე.წ. დეპუტატი კან კვარჩია, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ადგილობრივი მედია წერს, რომ „დეპუტატები“ მაინინგის აკრძალვის „კანონპროექტს“ განიხილავდნენ, რომლის დროსაც, ადგურ ხარაზიასა და კან კვარჩიას შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რასაც ხარაზიას მხრიდან იარაღის გასროლა მოჰყვა, ხოლო დაღუპული ვახტანგ გოლანძია მათ გაშველებას ცდილობდა. „სროლაში ეჭვმიტანილია დეპუტატი ადგუ...
სამშაბათს, 17 დეკემბერს, ნიუ-იორკში, სამაუწყებლო კომპანია Fox News-თან ქართველი ემიგრანტების ნაწილი შეიკრიბა. აქციის მთავარი მიზანი 28 ნოემბრიდან დღემდე თბილისში დაშავებული ჟურნალისტების და ოპერატორების ისტორიების გასაჯაროვება და დაზარალებულების მხარდაჭერა იყო. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გმობენ "ქართული ოცნების" ძალადობრივ პოლიტიკას და საერთაშორისო პარტნიორებს ქართველი ხალხის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
როგორ დაგეგმა „ქართულმა ოცნებამ“ მშვიდობიანი დემონსტრანტების სისტემური წამება - არასამთავრობო სექტორი აღნიშნული სათაურით ვრცელ განცხადებას ავრცელებს, რომელიც დაკავებულების ადვოკატებისა და საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებს ეყრდნობა. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები აღნიშნავენ, რომ 28 ნოემბერს დაწყებული მშვიდობიანი მანიფესტაციების ჩასახშობად შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარ ჰქონდა განსაზღვრული მანიფესტანტების დაშლის ბრუტალური მეთოდები და წამების სისტემა. მასალა ვრცელია და დაყოფილია თავებად, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: "აქციების გადამეტებული ძალით დაშლა ათიათასობით მშვიდობიანი დემონსტრანტის დაშლისათვის შსს იყენებდა სპეციალურ საშუა...
საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პირდაპირ ეთერში არ გააშუქა სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლა,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს პრეზიდენტთან მიმართებით საზოგადოებრივი მაუწყებელი კვლავ არ ახდენს საზოგადოების სრულყოფილ და ობიექტურ ინფორმირებას. „საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელსაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ვალდებულება აქვს, უზრუნველყოს ევროკავშირში ინტეგრაციის პოპულარიზაცია და რომელიც ამტკიცებს, რომ არის დაბალანსებული და ობიექტური მედია, პირდაპირ ეთერში არ აშუქებს საქართვ...
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში ახალი საშტატო ნუსხა დამტკიცდა - ცესკოს აპარატში 118 საშტატო პოზიცია 103-მდე შემცირდა; რის თაობაზეც, კანონმდებლობის სრული დაცვით, მოსალოდნელი შემცირების შესახებ შესაბამის თანამშრომლებს წერილობით ეცნობათ. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რეორგანიზაციას საფუძვლად ინსტიტუციური საჭიროებები უდევს და ცენტრალური საარჩევნო კომისია თითოეული თანამშრომლის დასაქმების პროცესში, მხოლოდ და მხოლოდ პოტენციური კადრების კომპეტენციებითა და პროფესიონალიზმის ხარისხით ხელმძღვანელობს. „17 დეკემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დაწესებულებაში დაწყებულ რეორგ...