ეკატერინე ტიკარაძე - ყოველდღიურ ...

ეკონომიკის სამინისტროს მიღებული აქვს დავალება, რომ მათ უნდა გააკეთონ მობილიზაცია სასტუმროების საწოლფონდის, რათა ჩვენ შევძლოთ ადეკვატურად პაციენტების მართვა და ისინიც ამ მიმართულებით მუშაობენ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრმა იმ ინსტრუმენტებზე ისაუბრა, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს აქვს პანდემიის სამართავად. „ჯანდაცვის სამინისტროს არ აქვს ბევრი ბერკეტი. ეს ბერკეტები არის იმ საწოლფონდის მობილიზება, რისი რესურსიც ქვეყანაში არის და ეს სამუშაო მიმდინარეობს, ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ სამას საწოლს ვამატებთ. რაც შეეხება დამატებით ინსტრუმენტს, მეორე ტალღის დროს ეფექტურად გამოვიყენეთ სასტუმროები და დღეს ეკონომიკის სამინისტ...

საქართველოში სტიქია მძვინვარებს

დასავლეთ საქართველო ძლიერ სტიქიას ებრძვის - აჭარა, ლეჩხუმი, სამეგრელო-ზემო სვანეთი - ეს ის ლოკაციებია, სადაც ძლიერმა წვიმამ დატბორვა, გზების და ხიდების სრულად დაზიანება და სოფლების მოწყვეტა გამოიწვია. ლენტეხის მუნიციპალიტეტში ამ დრომდე გარესამყაროსაა მოწყვეტილი 20-მდე სოფელი და 500-მდე ოჯახი, ძლიერმა სტიქიამ და ჩამოწოლილმა მეწყერმა გარესამყაროს მოწყვიტა სოფელი უშგულიც.  უხვმა ნალექმა განსაკუთრებული პრობლემები შექმნა აჭარაშიც - გაუმართავი ინფრასტრუქტურის გამო ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველი ქალაქი დღეს ნახევრად პარალიზებული იყო. ზღვისპირა ქალაქში  წყლის დონემ ძლიერი წვიმის შედეგად იმდენად მოიმატა, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ნაწილიც...

Pfizer-ის ყველა ჯავშანი შეივსო

ვაქცინაციის პორტალზე - Booking.moh.gov.ge Pfizer-ის ყველა ჯავშანი შეივსო - ვაქცინაზე რეგისტრაცია 24 ივლისს, 12:00 საათზე დაიწყო. ცნობისთვის, 24 ივლისს საქართველომ აშშ-ისგან ნაჩუქარი Pfizer-ის 500 000 დოზა მიიღო.

ყველას გთხოვთ, მასობრივ სანახაობ...

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მოსახლეობას მოუწოდებს თავი შეიკავოს ანტისხეულების კვლევებისაგან. მისი განმარტებით, ვაქცინაციის შემდეგ ანტისხეულებზე ანალიზის გაკეთება საჭირო არ არის. "რაც შეეხება ვაქცინაციის შემდგომ იმუნური სტატუსის განსაზღვრას, მსოფლიოში რუტინულად არსად მიღებული არ არის. არცერთი ავტორიტეტული და საერთაშორისო ორგანიზაცია ამ პრაქტიკას რეკომენდაციას არ უწევს. ძალიან მინდა ყველას ვთხოვო, მასობრივ სანახაობრივ ღონისძიებად ნუ გადააქცევთ თქვენს გაკეთებულ ანალიზებს, შემდგომ სოციალურ ქსელში გამოფენენ ხოლმე და შემდეგ ათასი ინტერპრეტაციები ხდება. ვაქცინა როდესაც ადამიანის ორგანიზმში ხდება, იმუნური სისტემის ორი პასუხი ირთვება: ერთი არის ანტისხეულების პასუხი, მეორე უჯრ...

მთავარი არხის ჟურნალისტსა და გიო...

მთავარი არხის ჟურნალისტსა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს, გიორგი კაპანაძეს ინტერვიუს ჩაწერისას კორპუსიდან წყალი გადმოასხეს. კორპუსის მცხოვრებმა ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა და უთხრა, რომ მისი საქციელით, ალბათ, იმსახურებდა, ასე მომხდარიყო.  ფაქტს ასევე გამოეხმაურა მთავარი არხის დირექტორი, ნიკა გვარამიაც. გვარამია წერს, რომ ჟურნალისტური საქმიანობა ყოველდღიურად უფრო საშიში ხდება.

წვიმის შედეგად ბათუმში რამდენიმე...

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. უხვი ნალექის გამო დატბორილია 100-ზე მეტი გზაჯვარედინი და საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია. განსაკუთრებით რთული ვითარება ე.წ ჭაობის დასახლებასა და აღმაშენებლის ქუჩაზეა. წყალი, რამდენიმე საცხოვრებელი სახლის  პირველ სართულზე შევიდა და საყოფაცხოვრებო ტექნიკა დააზიანა, დატბორილია მაღაზიები. ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ უწყებაში დატბორვის შესახებ 150-მდე  შეტყობინება შევიდა. "ბათუმის წყლის" ინფორმაციით, ხორციელდება ამოტუმბვითი სამუშაოები და პარალელურად მიმდინარეობს სანიაღვრე არხების გაწმენდა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, საგანგებო რეჟიმში მუშაობს ,,ბათუმის წყალი“, რომელიც ამოტუმბვით სამუშაოებს ახორციე...

პირველი აგვისტოდან გლდანისა და ს...

პირველი აგვისტოდან გლდანის, სამგორისა და საბურთალოს რაიონებში, ასევე, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. გლდანში, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩებზე გამოყოფილია 132 საპარკინგე ადგილი. სამგორის რაიონში, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯავახეთისა და ხომლელის ქუჩებზე კი პარკირებისთვის 117 ადგილია განკუთვნილი. საბურთალოს რაიონში ზონალური პარკირების 748 ადგილია მოწყობილი. კერძოდ, დოლიძის, ტეხურას, ასლანიდის, ბერბუკის, ალექსიძის, ბახტრიონის, ცინცაძისა და ლორთქიფანიძის ქუჩებზე. რაც შეეხება სადგურის მოედანს, პარკირებისთვის გამოყოფილია 286 ადგი...

"ტრაკი შეწიე, წადი ვარდისფერები ...

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის ქმარმა, ნუგზარ კაკულიამ თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას შესახებ ფეისბუქზე შეურაცხმყოფელი პოსტი გააკეთა. კაკულიამ მელიას ვიდეო გააზიარა, რომელშიც ოპოზიციონერი ფორმულას ეთერში წულუკიანის შესახებ საუბრობს. "90-იანებში თითო საძმოს ჰყავდა თავისი ქალი წევრი, რომელიც ყველაფრის მკადრებელი იყო... ამ ქალბატონებს მახსენებს წულუკიანი", - თქვა მელიამ. სწორედ ამ სიტყვებს მოჰყვა ნუგზარ კაკულიას პოსტიც.  "ისიც მოყევი, შენნაირ კაცებს 90 იანებში როგორ ექცეოდნენ. ტრაკი შეწიე, წელში გაიმართე და წადი ვარდისფერები გამოიცვალე", - წერს კაკულია.

ამირან გამყრელიძე - განსაკუთრები...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარება საკმაოდ გაუარესებულია. მისივე თქმით, დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს, თუ რა დამატებითი ზომები უნდა გატარდეს და გაიცეს რეკომენდაციები, რათა ვირუსის გავრცელების შეკავება მოხერხდეს. ამირან გამყრელიძემ პანდემიის დამარცხების გზაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება დაასახელა, მათ შორის ვაცქინაციისთვის აქტიურობა და აუცილებელი რეკომენდაციების სათანადოდ დაცვა. „ერთ-ერთი პირველი მიმართულება, რაც დღეს საბჭოზე განვიხილეთ, არის აცრების მეტად გაინტენსიურება, ასევე პირბადის მაქსიმალურად ტარება – მანდატურულად დახურულ სივრცეებში, ხოლო ღია სივრცეებში იქ, სადაც ადამი...

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამო...

ავტომობილის მართვის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება სავალდებულო 2022 წლის მარტიდან გახდება - ამას ითვალისწინებს "საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში" შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა. ამბობს, რომ B და BE კატეგორიის მართვის მოწმობის აღების მსურველებს რეალურ პირობებში პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება 2022 წლის 14 მარტიდან მოუწევთ, დანარჩენი კატეგორიებისთვის კი ცვლილება ძალაში 2022 წლის 3 ოქტომბრიდან შევა. ცნობილი ხდება, რომ მართვის მოწმობის აღების მსურველებს თეორიული გამოცდისა და დახურულ მოედანზე გამოცდის ჩაბარებაც მოუწევთ.   დარახველიძ...

საქართველოს 4 დაცულ ტერიტორიას U...

საქართველოს 4 დაცულ ტერიტორიას, მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებს, კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა "დაცული ტერიტორიებისთვის მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის გაზრდას, ეკოტურიზმის განვითარებას, საერთაშორისო მართვის გამოცდილების გაზიარებას, ვიზიტორების დაინტერესებას და მათი რაოდენობის ზრდას. მსოფლიოს მასშტაბით, მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მინიჭებული აქვს სულ რაღაც 213 უბანს, მათ შორის: ამაზონის ტყეს, გრანდ კანიონის ეროვნულ პარკს, იელოუსტოუნის ეროვნულ პარკს, მთა ეტნას, შვეიცარიის ალპებს". &nda...

ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედ...

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. დაძაბულ ფინალში ქართველი სპორტსმენი მსოფლიო ჩემპიონთან, იაპონელ შოჰეი ონოსთან დამარცხდა.  ლაშა შავდათუაშვილისთვის ეს რიგით მესამე ოლიმპიადაა, 2012 წელს სპორტსმენმა ოქროს, ხოლო 2016 წელს ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. ასევე ძიუდოისტი ევროპის შვიდგზის ჩემპიონია.

აჭარაში ვაქცინაციის პროცესი გაფა...

დღეს ქობულეთში პირველად, ფაიზერით ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ადგილზე გაეცნენ. თორნიკე რიჟვაძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს რეკომენდაციის დაცვისა და ვაქცინაციის ჩატარებისკენ და აღნიშნა, რომ ვაქცინაცია პანდემიასთან ბრძოლაში ყველაზე  ეფექტური იარაღია. ,, დღეიდან ინტენსიურად იწყება ფაიზერით ვაქცინაცია. დღეს უკვე შესაძლებელია როგორც ბათუმში,  ასევე ქობულეთში ვაქცინაციის პროცესის წარმართვა. გაფართოვდება ამცრელი კაბინეტები და ყველას ექნება ხელმისაწვდომობა როგორც ლიცენზირებულ ვაქცინაზე, ასევე შესაბამის სამედიცინო სერვისზე. მე კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენ...

ნიკოლოზ ბასილაშვილი ტოკიოს ოლიმპ...

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ტოკიოს ოლიმპიადის საჩოგბურთო ტურნირის მერვედფინალში გავიდა, მან ურთულეს ბრძოლაში სამ სეტში დაამარცხა იტალიელი ლორენცო სონეგო – 6:4, 3:6, 6:4. შეხვედრა ორი საათი და 45 წუთი გაგრძელდა. ქართველი ჩოგბურთელი მერვედფინალში გავიდა და იქ გერმანელ ალექსანდრ ძვერევს შეხვდება.

ლაშა შავდათუაშვილი ნახევარფინალშია

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მესამე საშეჯიბრო დღეს, ძიუდოისტთა ტურნირზე ორი ქართველი – ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ასპარეზობენ.  ლაშა მეოთხედფინალში კანადელ მარგელიდონს შეხვდა და მეტოქე დამატებით დროში სუფთა გამარჯვებით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. იქ მისი მეტოქე კორეელი ჩანგრიმ ანი იქნება. ეთერ ლიპარელიანი კი ბრინჯაოსთვის ბრძოლას აგრძელებს.

„ფაიზერის“ პირველი დოზით ვაქცინა...

„ფაიზერის“ პირველი დოზით ვაქცინაციის პროცესი დღეიდან დაიწყება. „ფაიზერით“ იმუნიზაცია მოქალაქეებს 37 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ. ამასთან, „ფაიზერით“ ვაქცინაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებისთვის იქნება შესაძლებელი. „ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის საჭირო ორი დოზა 21-28 დღის ინტერვალით კეთდება. „ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე – booking.moh.gov.ge. „კოვიდ 19“-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მიღება ასევე შესაძლებელია ნომერზე – 15 22. წინასწარი ჯავშნების შესახებ საბოლოო დასტურს მოქალაქეები 24 საათის განმავლობ...

სამხედრო სწავლება „მტკიცე სული 2...

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „მტკიცე სული 2021“ (Agile Spirit 2021) დღეს გაიხსნება. წვრთნები სენაკში, მე-2 ქვეით ბრიგადაში, საველე ბანაკ სორტაში, ორფოლოს პოლიგონზე, ასევე ვაზიანში, მე-4 მექანიზებული ბრიგადის პოლიგონსა და ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე გაიმართება. საქართველოში უკვე ჩამოვიდნენ სწავლებაში მონაწილე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები, ასევე ამერიკული ტექნიკა და ვერტმფრენები. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შავი ქორის ტიპის ვერტმფრენები HH-60 Agile Spirit 2021-ში მონაწილეობის მისაღებად გერმანიიდან, რამშტაინის სამხედრო აეროდრომიდან ჩამოიყვანეს. ვერტმფრენები სწავლების აღსრულების პერიოდში სამედიცინო ევაკუაციის კომპონენტში იქნება ჩართული. თავდაცვის უწყებაში ა...

ვაჟა მარგველაშვილმა ოლიმპიადაზე ...

ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოისტთა ტურნირზე ვაჟა მარგველაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალში ის იაპონელ ჰიფუმი აბეს შეხვდა და დამარცხდა. ეს არის პირველი ოლიმპიური მედალი, რომელიც საქართველომ წლევანდელ ოლიმპიადაზე მოიპოვა.  

ფაიზერით დღეში 7-8 ათასი ადამიან...

უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა ვაქცინაციის პროცესში - 24 საათში ვაქცინის 163 000-ზე მეტი დოზა დაიჯავშნა. ამერიკის შეერთებული შტატების საჩუქრით, Pfizer-ით იმუნიზაცია ორშაბათიდან დაიწყება. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე "კურიერთან" აცხადებს, რომ დაჯავშნილი დოზების რაოდენობიდან გამომდინარე, დღიური აცრა Pfizer-ით გამოდის, დაახლოებით, 7-8 ათასამდე, რაც, მისივე განმარტებით, ძალიან ცოტაა. "აცრები დაიწყება ხვალიდან. დღიური აცრა Pfizer-ზე, რაც დაჯავშნილია გამოდის სადღაც 7 000-დან 8 000-მდე, რომელიც არ არის საკმარისი, ეს მინდა, რომ კიდევ უფრო გაფართოვდეს და მომავალი ორი კვი...

PFIZER-ის პირველ დოზაზე რეგისტრა...

Pfizer-ის ვაქცინის პირველ დოზაზე რეგისტრაცია 24 ივლისს, 12 საათიდან დაიწყება - ამის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა. მათივე ინფორმაციით, აცრის პროცესი 26 ივლისიდან დაიწყება. ამერიკის მიერ ნაჩუქარი Pfizer-ის ნახევარი მილიონი დოზა საქართველოში დღეს, 24 ივლისს ჩამოვიდა. ვაქცინაციისთვის დარეგისტრირება Booking.moh.gov.ge-ზე 16 წლის და ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის იქნება შესაძლებელი.