კატასტროფული მდგომარეობაა, ცარიელი ძვლები დარჩა, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ალასანიმ კლინიკა "ვივამედში" ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სააკაშვილი "იმდენად არის დასუსტებული, რომ დამხმარე საშუალებითაც ვეღარ გადაადგილდება". "კატასტროფული მდგომარეობაა, ცარიელი ძვლები დარჩა. ნეკნები აქვს წამოყრილი და მუცელი საერთოდ არ არსებობს, ხერხემალი ჩანს. კეთდება, კი ბატონო, რაღაც გადასხმები კეთდება, მაგრამ ეს ადამიანი ყოველდღე უარესად ხდება და აბა, რანაირი მკურნალობაა? შედეგი ხომ არ აქვს ამ მკურნალობას. ხომ ხედავთ, როგორი გამოცოცხლებაა და ინტერესია დას...
„ჯეო ჰოსპიტალსის“ საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორის, მამუკა ოთიაშვილის ინფორმაციით, საგარეჯოში სრულისას დაჭრილი 24 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. ექიმის განცხადებით, დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. რაც შეეხება კიდევ ორ დაჭრილს, ოთიაშვილის თქმით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. "ორი პაციენტი, რომელიც პალატაში განაგრძობს მკურნალობას, მათი მდგომარეობა ამ დილისთვის დამაკმაყოფილებელია. ბატონი გიორგი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ის რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას. დაზიანებებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით მდგომარეობა დასტაბილურებულია, თუმცა გართულებიდან გამომდინარე, რჩება მეთვალყურეობისა და მკურნ...
კახექსია დაწყებულია სადღაც 8 თვის წინ, ნოემბრის ბოლოს კახექსიისთვის დამაკმაყოფილებელ კრიტერიუმებს რამდენიმე კილოგრამი აკლდა, დღეს, ალბათ, უკვე არის კახექსიის სტადია, - ამის შესახებ ცენტრ "ემპათიას" ნევროლოგმა, ოთარ თოიძემ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე განაცხადა. როგორც თოიძემ აღნიშნა, მესამე პრეზიდენტს დასმული აქვს ნერვული სისტემის დაავადების 6 დიაგნოზი და გარდა ამისა, სახეზეა მაკულოპათია, რაც უმძიმეს შემთხვევაში, ცალი თვალით მხედველობის დაკარგვას გამოიწვევს. „კახექსია არის მდგომარეობა, როდესაც ადგილი აქვს წონის კატასტროფულ კლებას, აქვს თავისი პარამეტრები. პირველი ატროფიის ნიშნები, გახსოვთ თქვენ სახალხო დამცველის მეოთხე დასკვნა, სადაც აღწერილია, რომ გან...
პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება“ საგარეჯოში მომხდარს ეხმაურება და ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს. პარტიაში აცხადებენ, რომი დაჭრილია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი, რომლის სიცოცხლესაც ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება. „საგარეჯოში მოხდა უმძიმესი ტრაგედია. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს. დაჭრილია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი, 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე საგარეჯოს სიის პირველი ნომერი. ამ მომენტისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება",- წერს „გირჩი - მეტი თავისუფლება“. შეგახსენებთ, 20 იანვარს გვიან ღამით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საგარეჯოში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბ...
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც პოლიციის თანამშრომლის და ოთხი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "ფეისბუქზე" წერს. მთავრობის მეთაური სამძიმარსა და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც პოლიციის თანამშრომლის და ოთხი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. გულწრფელ სამძიმარსა და თანაგრძნობას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებს, გმირი პოლიციელის კოლეგებს და მთელ შინაგან საქმეთა სამინისტროს. თავდასხმის შედეგად დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - წერს პრემიერი. ...
საქართველოს პრეზიდენტი საგარეჯოში მომხდარს ეხმაურება და ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს. სალომე ზურაბიშვილი თავდასხმის შედეგად დაჭრილებს სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს. ."ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს, ვუსამძიმრებ შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი ღირსეული პოლიციელის ტრაგიკულად დაღუპვის გამო, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირა პროფესიული მოვალეობის შესრულებას, საქართველოსთვის სამსახურს. თავდასხმის შედეგად დაჭრილებს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", - ნათქვამია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში, რომელიც სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივის, პოლიციის უფროსი ლეიტენანტის - 1985 წელს დაბადებული ოთარ ღვინაშვილის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახს, თანამშრომლებსა და ახლობლებს თანაუგრძნობს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ოთარ ღვინაშვილი საგარეჯოში, ერთ-ერთი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ეზოდან სროლის შესახებ მიღებულ გამოძახებაზე კოლეგასთან ერთად გამოცხადდა. თავდამსხმელმა პოლიციელებს ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან ცეცხლი გაუხსნა. მიყენებული ჭრილობების შედე...
საგარეჯოს "ჯეო ჰოსპიტალის" ექიმის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაჭრილი 5 პირის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ერთ-ერთი დაშვებული კი თბილისში გადაიყვანეს. ექიმის ცნობითვე, ოთხ დაშავებულს ჭრილობების შესაბამისი ქირურგიული დამუშავება გაეწია, ხოლო ერთ პაციენტთან ქირურგიული ჩარევა მიმდინარეობს. "ექვსი ავადმყოფი იქნა ცეცხლსასროლი ჭრილობით შემოყვანილი კლინიკაში, მათ შორის ერთი არის გარდაცვლილი. 5-ის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურად მძიმეა, 4-ს გაეწია ჭრილობების შესაბამისი ქირურგიული დამუშავება, ერთ პაციენტთან ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ქირურგიული ჩარევა. ერთი პაციენტი მსუბუქი ტრავმით გადაყვანილია თბილისის სპეციალიზებულ კლინიკაში. სამი პაციენტის მდგომარეო...
საქართველოს სახალხო არტისტი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე, საკუთარი ანდერძის მიხედვით, ვერის სასაფლაოზე, ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი ჯერ ქაშვეთის ეკლესიაში, შემდეგ კი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მიმდინარეობდა. ქართველი ხელოვანის ხსოვნას პატივი პოლიტიკოსებმა, ხელოვნების სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებმა მიაგეს. პანაშვიდს, სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებთან ერთად, ესწრებოდა უკრაინის კულტურის მინისტრი ალექსანდრე ტკაჩენკო, რომელმაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სამძიმრის წერილი წაიკითხა. ქართველი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი 84 წლის ასაკში 15 იანვარს გარდაიცვალა. ვახტანგ კიკაბიძე იყო სსრკ-ის სახელმწ...
უკრაინის კულტურის მინისტრმა, ალექსანდრ ტკაჩენკომ ბუბა კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სამძიმრის წერილი წაიკითხა. წერილის მიხედვით, ვახტანგ კიკაბიძის სახელი უკრაინის ისტორიაში ჩაიწერება, როგორც დიდი ქართველის სახელი, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვაში. „ვახტანგ კიკაბიძის ნათესავებს, ახლობლებსა და თაყვანისმცემლებს: ამ მწუხარების ჟამს, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების გამო. დიდი ხელოვანის და დიდი ადამიანის, უკრაინის მეგობრის, რომელიც ყოველთვის უკრაინის გვერდით იყო. ლეგენდა, რომელიც ყველასათვის მისაბაძი მაგალითი იყო. უკრაინელები მადლობას უხდიან ვახტ...
საქართველო თქვენთან ერთად გლოვობს,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში მომხდარ ტრაგედიას. პრეზიდენტმა დაღუპულთა ოჯახებს, უკრაინელ ხალხსა და პრეზიდენტ ზელენსკის მიუსამძიმრა. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბროვარიში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, უკრაინელ ხალხსა და პრეზიდენტ ზელენსკის. საქართველო თქვენთან ერთად გლოვობს“,- წერს ზურაბიშვილი. შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში, საბავშვო ბაღის სიახლოვეს ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვი. სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო 26 ადამიანმა, მათ შორის 12 ბავშვია. ამასთა...
საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 18 იანვრის 00:00-დან 06:00 საათამდე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. თბილისის მერიის ცნობით, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების გამოყენებით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. "მთაწმინდის რაიონის სხვა ქუჩებიდან მელიქ...
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრის დაწყებამდე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა. როგორც ანთაძემ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, ცენტრალურ ხელისუფლებას უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაცია ცხელი ხაზის მეშვეობით გუშინ, გვიან ღამით მიეწოდა. "გუშინ, გვიან ღამით გააქტიურდა ცხელი ხაზი და გადმოგვეცა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ იქნა დაკავებული კიდევ ერთი ჩვენი თანამოქალაქე. დეტალებს გავარკვევთ დღევანდელ შეხვედრაზე. გადმოცემული გვაქვს მხოლოდ სახელი და ...
მწუხარებას გამოვთქვამ ქართული კულტურის სახელოვანი მოღვაწის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მსახიობ-მომღერლის, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის გარდაცვალების ფაქტს. მისივე თქმით, მისმა შემოქმედებამ და ხელოვნებამ განსაკუთრებული კვალი დატოვა მრავალრიცხოვან თაყვანისმცემელთა გულებში. პრეზიდენტმა გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა. "მწუხარებას გამოვთქვამ ქართული კულტურის სახელოვანი მოღვაწის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო. მისმა შემოქმედებამ და ხელოვნებამ განსაკუთრებული კვალი დატოვა მრავალრიცხოვან თაყვანისმცემელთა გულებში. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს", - წერს სალომე ზურა...
მიხეილ სააკაშვილის ლიკვიდაციას დიდი ხანია ცდილობენ, ეს მოწამვლაც ამიტომ მოხდა, - ასე ეხმაურება მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით "ხალხის ძალის" განცხადებას. როგორც ალასანიამ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, აღნიშნული მოძრაობის წევრები "განსაკუთრებული პროგნოზირების ნიჭით" არ გამოირჩევიან. "მის ლიკვიდაციას დიდი ხანია ცდილობენ, ეს მოწამვლაც ამიტომ მოხდა. დიახ, რა თქმა უნდა, ამას ცდილობენ, მაგრამ რაც შეეხება ამ პროგნოზებს, მე არ მგონია, რომ ეს ის ხალხია, რომელიც განსაკუთრებული პროგნოზირების ნიჭით გამოირჩევა", - განაცხადა გიული ალასანიამ. ცნობისთვის, ანტიდასავლური მოძრაიბა "ხალხი ძალა" ავრცელებს განცხადებას, რო...
თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, საქართველოს მოსახლეობა წლიურად, დაახლოებით, 200 მილიონ ლარამდე დაზოგავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს. პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით მთავრობამ ახალი რეფორმა დაიწყო, რომელიც წამლებზე მაქსიმალური ზღვრული ფასის დადგენას ისახავს მიზნად და რეფორმის შედეგად, მედიკამენტების ღირებულება საშუალოდ 40%-ით შემცირდება. „გასული წლის დასაწყისში გავხსენით თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი. ცვლილების შემდეგ ქვეყანაში მედიკამენტების ფასი 60-80%-ით შემცირდა. თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, საქართველო...
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 9 მსჯავრდებული შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისინი პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისგან სრულად გათავისუფლდნენ. შეწყალებული მსჯავრდებულები პენიტენციურ დაწესებულებებს დღესვე დატოვებენ.
შეცდომაში შევიდა ის საწყალი და ახლა არაჟნის იმაში რომ ჩაჯდები და შემოხვალ და მერე კიდევ მაიმუნობ იქ, სადღაც რომ ზიხარ, რა გავაკეთოთ ახლა ჩვენ გიყუროთ და რა? , - ამის შესახებ ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ ქადაგებისას განაცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილის თემას შეეხო. მეუფე სტეფანე ასევე გამოეხმაურა მოწოდებას, საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებასთან დაკავშირებით და დასძინა, რომ "Free მხოლოდ კარტოფილი იცის, რაც ნამდვილად გემრიელი და კარგია". "რას მეუბნებით, რომ ახლა ჩვენ უნდა, ქართველები დებილები ვართ, რატომ არ ვდგებით ახლა სულ ყველა ქუდზე კაცი და რატომ არ ვყვირით Free რაღაცა, რატომ არ ვყვირით? Free ვიცი კარტოფილი - კარგია, გემრ...
ამერიკელმა გასტროენტეროლოგმა, სტიუარტ ფინკელმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში არასწორი მკურნალობა უტარდება. გასტროენტეროლოგმა სხდომაზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიეცემოდა მედიკამენტები, რომლებიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის შესაფერისი არ იყო. "მან მიიღო არასწორი მკურნალობა. მე დავწერე ჩემს ანგარიშში, რომ ზოგიერთი მედიკამენტი, რომელიც მას მიეცემოდა, მე ამის შესახებ ინფორმირებული არ ვიყავი. მას მიცემული ჰქონდა მრავალი წამალი, რომელიც ცნობილია, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული წამლების სახელით. ეს ის წამლებია, რომელიც ტკივილის გაყუჩების ფუნქციას ასრულებენ, თუმცა არ ...
დედაქალაქში და მის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდის და ტექნიკური მარილის დაყრის სამუშაოები გრძელდება. თბილისის მერიის ცნობით, მიმდინარე დღეების განმავლობაში უკვე 1000 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა. შპს „თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელის, დავით ფაჩულიას თქმით, ამ ეტაპზე პრიორიტეტად რჩება ცენტრალური ქუჩებისა და გამზირების გაწმენდა. „პრიორიტეტულია ცენტრალური ქუჩების და გამზირების გაწმენდა, რათა შეუფერხებლად იმოძრაობს მუნიციპალურმა ტრანსპორტმა. რაც შეეხება მეორეხარისხოვან ქუჩებს და ჩიხებს, „თბილსერვის ჯგუფი“ აქტიურად თანამშრომლობს საპატრულო პოლიციასთან და სატრანსპორტო კომპანიასთან, ასევე, ოპერატიულად რეაგირებს ცხელ ხაზზე შემოსულ...