ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საკორდინაციო საბჭოზე მიდის მსჯელობა იმის შესახებ, რომ ე.წ ბუსტერ დოზის მიღება, ექიმთან შეთანხმებით, ყველა ასაკობრივ კატეგორიაში დასაშვები გახდეს. გაბუნიას თქმით, მწეველების შემთხვევაში ბუსტერ დოზის ეფექტურობა ძალიან მაღალია და რთულია ასაკობრივად მწეველის არამწეველისგან გამიჯვნა. "ბუსტერთან დაკავშირებით ახლა რა რეგულაციაც არსებობს, არის ის, რომ 50 წლის ზემოთ ნებისმიერ პირს, ასევე, იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ რაიმე ქრონიკული დაავადება, შეუძლიათ, დღესვე მივიდნენ ამცრელ დაწესებულებაში თუ მათი მეორე აცრიდან გასულია უკვე 6 თვე. აცრა შეუძლიათ იმ ვაქცინით, რომლითაც ჩაიტარეს პირველი ორ...
ჯანდაცვის ექსპერტის, დევი ტაბიძის შეფასებით, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუცია ძალიან მძიმეა. ამის შესახებ პროფსორმა მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, თუ ასე გაგრძელდა შესაძლებელია, მინიმუმ 7 ათასს ინფიცირებულსაც გადავცდეთ, ვინაიდან ის რაოდენობა, რომლითაც ვაქცინაცია ტარდება, არავითარ შედეგს არ გამოიღებს. „დღეს მოსახლეობას კორონისგან კორონა-გენოციდი ემუქრება. მოსახლეობას ამ ციფრებმა უნდა დაანახოს, რომ მდგომარეობა ძალიან რთულია. ამ ვირუსთან თამაში და ხუმრობა ნამდვილად არ შეიძლება. ყოველმხრივ არაორდინალური ვირუსია, რომელიც რომელ ახალ შტამს წამოიღებს კიდევ, ეს არავინ იცის. გარდა ამისა, არსებობს დღევანდელი ...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით 2 ნოემბერს კიდევ 58 საარჩევნო უბნის მონაცემები გადაითვალა. "გადათვლილი 58 უბნის მონაცემების მიხედვით 44 საარჩევნო უბანზე შედეგები უცვლელი დარჩა, ხოლო 14-ზე მცირედით შეიცვალა. მათ შორის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დააკლდა 6 ხმა და დაემატა 3, „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ დააკლდა 5 და დაემატა 39, „გახარია - საქართველოსთვის“ დააკლდა - 34 ხმა. გადათვლებს არათუ საარჩევნო ოლქის, არამედ საარჩევნო უბნის მიხედვითაც არ მოუხდენია . აღნიშნული 58-დან 52 უბნის მონაცემები საოლქო საარჩევნო კომისიებმა ცესკოს მიმართვის საფუძველზე გადათვალეს, რომლის თანახმადაც არჩ...
დედაქალაქის მერი კახა კალაძე საზოგადოებას ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნებში მხარდაჭერისა და ნდობის კიდევ ერთხელ გამოცხადებისთვის მადლობას უხდის. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ყველა იმ ადამიანს, ვისაც თბილისი უყვარს, სიამოვნებს ის აღმშენებლობა და განვითარება, რაც დედაქალაქში 2017 წლიდან დაიწყო. „მინდა, ჩვენი მთავრობის სხდომა მადლობით დავიწყო. მადლიერების სიტყვები გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ნდობა გამოგვიცხადა და ჩვენი იმედი აქვს. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს - იმ ადამიანებს, ვინც ჩართული იყო საარჩევნო პროცესებში, გვგულშემატკივრობდა და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ წარმატებისთვის მიგვეღწია. მადლობა ა...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 024 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 49 პაციენტი. NCDC-ის ცნობით, ვირუსისგან გასული დღე–ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 3 818 პირი.
2021 წლის პირველი დეკემბრიდან რეგიონებში ბუნებრივი გაზის საფასური იზრდება, კერძოდ, შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ და "თელავი გაზის" საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 1მ3 ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1,15 ლარით, დღგ–ს ჩათვლით. როგორც „სოკარ ჯორჯია გაზში“ აცხადებენ, ფასის კორექტირების აუცილებლობა მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯების გაზრდისა და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებითაა განპირობებული. მათივე ცნობით, გაზის ფასი უცვლელი დარჩება პურის მწარმოებელი კომპანიებისათვის. „ფასის კორექტირების აუცილებლობა მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯების გაზრდისა და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებითაა განპი...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 553 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 47 პაციენტი. NCDC-ის ცნობით, ვირუსისგან გასული დღე–ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 4 223 პირი.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ბრალდება, თითქოს, მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა იგეგმება, სიმართლეს არ შეესაბამება. „მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან”, - ნათქვამია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ინფორმაცია გვაქვს, რომ აპირებენ გორის ჰოსპიტალში გადაყვანას და ინფორმაცია გვაქვს ასევე, რომ გორის ჰოსპიტალში შესაძლოა, დაიგეგმოს ე.წ. ოსური სპეცრაზმის მიერ მიხეილ სააკაშვილის გატაცება. - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სააკაშილი კატეგორიულად არ აპირებს ციხის ჰოსპიტალშ გადასვლას. „ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, თუმცა ის კატეგორიულად არ აპირებს ციხის საავადმყოფოში გადასვლას. ინფორმაცია გვაქვს, რომ აპირებენ გორის ჰოსპიტალში გადაყვანას და ინფორმაცია გვაქვს ასევე, რომ გორის ჰოსპიტალში შესაძლოა, დაიგეგმოს ე.წ. ოსური სპეცრაზმის მიერ მიხეილ სააკაშვილის გატაცება. არსებობს ...
თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე უცხო ქვეყნის მოქალაქე მოკლეს, გავრცელებული ინფორმაციით დაჭრილია კიდევ ერთი პირი. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა მასაჟის ცენტრში მოხდა. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკლელობას გულისხმობს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით, ორგანიზაცია "ემპათიამ" ალტერნატიული სამედიცინო კომისია შექმნა. ჯგუფში რამდენიმე პროფილის ექიმია გაერთიანებული. როგორც, "მთავარ არხთან" მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, მედიკოსები მზად არიან, არა მხოლოდ გააკონტროლონ და შეაფასონ მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა, არამედ აუცილებლობის შემთხვევაში, საჭირო დახმარებაც გაუწიონ. "არ შეიძლება ამ ადამიანის დაყოვნება 1 საათითაც კი იმ დაწესებულებაში, სადაც არის. ციხის ისტორიაში წერია, რომ მას აქვს მსუბუქფორმაში გადატანილი კოვიდი, რასაც ჩვენ ვერანაირად ვერ დავეთანხმებით, ვინაიდან ჰოლანდიაში, სამედიცინო ბარათში გარკვევით წერია, რომ კო...
მიაწვდინეთ ამ ხალხს ხმა, რომ გვაქვს ვაქცინა, რომელსაც სიკვიდილის რისკის 90%-ით შემცირება შეუძლია. - ამის შესახებ იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, ვაქცინას ალტერნატივა არ აქვს. "კოვიდით გარდაცვლილთა რიცხვმა ქვეყანაში 10 000 გადააჭარბა. მხოლოდ ოქტომბერში 1000 - ზე მეტი მოქალაქე დავკარგეთ! მიაწვდინეთ ამ ხალხს ხმა, რომ უკვე დიდი ხანია გვაქვს წამალი (ვაქცინა), რომელსაც ამ სიკვიდილის რისკის 90%-ით შემცირება შეუძლია! ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს!" - წერს ბიძინა კულუმბეგოვი.
რუსთავის ციხეში მესამე პრეზიდენტს უფლებადამცველები ხვდებიან. რა პოზიცია აქვს მიხეილ სააკაშვილს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ამაზე ადვოკატები პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადებენ. ადვოკატის თქმით, ახლა ქართველი ხალხის ვალია საქართველოს მესამე პრეზიდენტის კანონიერი გზებით გავათავისუფლება. "მისი პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, ამავდროულად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით ვართ უაღრესად შეშფოთებული და დაინტერესებული. ერთი თვე უკვე შესრულდა რაც ის შიმშილობს. ამავდროულად, ქართველი ხალხის, ქართველი საზოგადოების ვალია და ეს ვალი უნდა შევასრულოთ პირნათლად, რომ პუტინის მძველობიდან მიხეილ სააკაშვილი, საქართვ...
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, „ქართულ ოცნებას" ერთპარტიული უმრავლესობა ექვსი მუნიციპალიტეტის საკრებულოში არ ექნება. ოპოზიციური უმრავლესობაა შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ბათუმში, ზუგდიდში, მარტვილში, ჩხოროწყუში, წალენჯიხასა და რუსთავში. ამასთან, პარტია “ქართული ოცნების” ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რამდენიმე საკრებულოში, სადაც "ქართულ ოცნებას" უმრავლესობა არა აქვს, უმრავლესობა საკრებულოს წევრებთან მოლაპარაკებების საფუძველზე ჩამოყალიბდება.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 44 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 10 089-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 2 141 პირს დაუდასტურდა, 5 081 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გუშინ, 31 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 3 382 შემთხვევა გამოვლინდა, 3 382 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 42 კი გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსის 2 141 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 081 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 44 პაციენტი. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო 14 დღის – 8.94%, ბოლო შვიდი დღის – 8.83%. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 721 388 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 665 599 გამოჯანმრთელდა, 10 089 კი, გარდაიცვალა. ამასთან, 31 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 3 382 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 389 პაციენტი, გარდაიცვალა 42.
რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე მივიდა. ყიფშიძე ექსპრეზიდენტის მოსანახულებლად პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე შევიდა. ექიმი კომენტარს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ გააკეთებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 3 382 შემთხვევა გამოვლინდა. NCDC-ის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსს კიდევ 42 პაციენტი ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 5 389 პირი.
კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიმართავს და მოუწოდებს, რომ დაიწყოს კვება, რადგან ექვსი წელი ციხეში კარგად უნდა იყოს. "ბატონო მიშა სააკაშვილო, მიიღე წამლები, იკვებე, იყავი კარგად, რადგან ექვსი წელი ბევრი დროა და გჭირდება კარგად ყოფნა. მე როდესაც ვიყავი იუსტიციის მინისტრი, ათეულობით პატიმარი შიმშილობდა ხოლმე, ზოგი აპროტესტებდა თავის ბრალს, ზოგი აპროტესტებდა სხვადასხვა ტიპის სურვილის შეუსრულებლობას, ეს რა თქმა უნდა, მათი უფლებაა მაგრამ მე ყველა ამ პატიმარს და დღეს უკვე ამ პატიმრებთან ერთად მიხეილ სააკაშვილსაც, რა თქმა უნდა, მოვუწოდებ, შიმშილობის შეწყვეტისკენ, მკურნალობისკენ და საკუთარი სიცოცხლისა და ჯანრმთელობის მოფრთხ...
ჩემთვის არ არსებობს ორი თბილისი, სადაც მხარს მიჭერენ ან არ მიჭერენ. ჩემთვის არსებობს ერთი თბილისი, რომელზეც ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, - ამის შესახებ დედაქალაქის მოქმედმა მერმა და მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, ხვალ, 30 ოქტომბერს ბოროტების, სიძულვილისა და სიცრუის დამარცხებით, საბოლოოდ უნდა დასრულდეს საზოგადოების დაყოფა, რომელიც თბილისისთვის ორგანულად უცხოა „მოგესალმებით, მეგობრებო! მოგესალმებით ჩემს თბილისელებს! არ მომბეზრდება გავიმეორო, თუ რამხელა პატივია, როდესაც თბილისელები ამ ულამაზეს ქალაქზე ზრუნვის საქმეს განდობენ. ეს ქალაქი ზუსტად ასახავს ჩვენი ერის ხასიათს - მუდმივ სწრაფვას თავისუფლებისა და განვითარებისაკენ, მის მრავალფეროვნება...