„ლიბერთის“ ლოიალობის პროგრამა Ca...

5 აგვისტოდან 10 აგვისტოს ჩათვლით, “ლიბერთის“ ნებისმიერი ტიპის ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ, ყველაზე მაღალი 60%-მდე CashBack მომენტალურად დაიბრუნონ ანგარიშზე. მეგობარი ობიექტები, რომლებშიც “ლიბერთის“ ნებისმიერი ბარათით გადახდისას, მომხმარებლები  “საზაფხულო“ აქციით შეძლებენ სარგებლობას: 5 აგვისტო - Ninea/ნინეა - 40%  CashBack  (როგორც ფიზიკურ შენაძენზე, ასევე ელკომერციაზე) |  დასაბრუნებელი ქეშბექის ლიმიტი 150 ლარი 5-6 აგვისტო -  TERTMETI TBILISI – 50% CashBack ((როგორც ფიზიკურ შენაძენზე, ასევე ელკომერციაზე) | ლიმიტის გარეშე 5-6 აგვისტო - ტანსაცმლის...

თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე, ...

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მე-40 კმ-ზე (დასავლეთის მიმართულება), მდინარე ქსანზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორივე ზოლზე აღდგენილია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, ხიდის სავალ ნაწილზე დაზიანებული იყო ბეტონის დამცავი ფენა, რაც საფრთხეს უქმნიდა ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებას. "მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხიდის სავალ ნაწილზე მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდული იყო და ავტოტრანსპორტი მოძრაობდა ხიდის მხოლოდ ერთ სამოძრაო ზოლში.&...

გურამ თუშიშვილი პარიზის ოლიმპიურ...

ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი (100+) პარიზის ოლიმპიურ თამაშებს გამოეთიშა. ძიუდოისტი ოლიმპიადის მეოთხედფინალში, პირად პირველობაში ორგზის ოლიმპიურ და 11-გზის მსოფლიო ჩემპიონ, ფრანგ ტედი რინერთან დამარცხდა.  ორთაბრძოლის შემდეგ მომხდარი ინციდენტის გამო, თუშიშვილმა დისკვალიფიკაცია მიიღო და ასპარეზობას რეპეშაჟში ვეღარ გააგრძელებს. ცნობისთვის, საქართველოს ამ დროისათვის 3 მედალი აქვს. ძიუდოისტებმა - ტატო გრიგალაშვილმა და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური კი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

ხე-ტყის უკანონო ჭრასა და უკანონო...

ხე-ტყის უკანონო ჭრასა და უკანონო ტყითსარგებლობაზე დაწესებული სანქციები მკაცრდება. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, შესაბამისი კანონპროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა. კოახიძის თქმით, ცვლილებები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით პასუხისმგებლობის გამკაცრებას გულისხმობს, სისხლის სამართლის კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის. „მნიშვნელოვანია ამ სფეროში სანქციების გამკაცრება იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს ეჭვი უკანონო ტყითსარგებლობის სხვადასხვა შემთხვევის არსებობასთან დაკავშირებით. იმისთვის, რომ მივიღოთ პრევენციული ზომები, მნიშვნელოვანია სანქციების გამკაცრება. ჩვე...

ბაზისბანკის და CSRDG-ის საგრანტო...

ბაზისბანკსა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს (CSRDG) შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული სოციალური საწარმო “ცისარტყელა“ გახდა, რომელიც ბაზისბანკისგან მიიღებს როგორც ფინანსურ, ასევე ტექნიკურ მხარდაჭერას.  სოციალური საწარმო, კახეთის რეგიონში, განვითარების შეფერხებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის სოციალური სერვისების მიწოდების მიმართულებით 2017 წლიდან ფუნქციონირებს და მათივე ჩართულობით აწარმოებს სხვადასხვა ხელნაკეთ ნივთებს, სამკაულებსა და აქსესუარებს. ბაზისბანკის, როგორც სოციალური მეწარმეობის მხარდამჭერი ბანკისა და CSRDG-სგან მიღებული ფინანსური და ტექნიკ...

ირაკლი კობახიძის განცხადებით, კუ...

ანაზღაურებად სტაჟირებაზე ცხადდება კონკურსი, 3 000-მდე კურსდამთავრებული მიიღებს სტაჟირების გავლის შესაძლებლობას საჯარო სტრუქტურებში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, კურსდამთავრებულებს განაცხადების შეტანა 2-დან 8 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ. „ბოლო საკითხი შეეხება ანაზღაურებად სტაჟირებას კურსდამთავრებულთათვის. ჩვენ დავასრულეთ ეს საკითხი. მადლობა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ამისთვის. უკვე ცხადდება კონკურსი, 2-დან 8 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ განაცხადების შემოტანა კურსდამთავრებულებს. შერჩევის მთავარი კრიტერიუმი იქნება აკადემიური მოსწრება. უწყებებმა, თავიანთი სპეციფიკის შესაბამისად ...

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური...

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურისა და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულად ე.წ. დიდი ოთხეულიდან, მსხვილი ბელგიური კომპანია Jan De Nul (იან დე ნული) შეირჩა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული კომპანია ანაკლიაში ნავსადგურის აკვატორიის დაღრმავებით და ტალღისმჭრელის/ტალღმტეხელის მშენებლობის სამუშაოებს განახორციელებს.   „კომპანია „იან დე ნული“ სატენდერო კომისიამ საერთაშორისო კონსულტანტების ჩართულობით საუკეთესოდ მიიჩნია და უკვე გაეგზ...

ლაშა ბექაური პარიზის ოლიმპიური თ...

ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (-90 კგ) პარიზის ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალშია.  ქართველმა ძიუდოისტმა მეოთხედფინალში სამხრეთ კორეელ ჯუიეოპ ჰანს იპონით სძლია. ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის მეტოქე ნახევარფინალში ესპანეთის სახელით გამომსვლელი ტრისტან მოსახლიშვილი იქნება. მანამდე, ქართველმა ძიუდოისტმა მერვედფინალში ბულგარელი ივაილო ივანოვი ვაზარით დაამარცხა.

ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიური თამა...

ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი (- 81 კგ) პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებულ სვლას აგრძელებს.  მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა მეოთხედფინალში, რომელიც ოქროს ქულამდე გაგრძელდა, ვაზარით გაიმარჯვა ტაჯიკ სომონ მახმადბეკოვთან და ნახევარფინალში გავიდა. ნახევარფინალში ტატო გრიგალაშვილის მეტოქე კორეელი იონვან ლი იქნება. მანამდე, ქართველმა ძიუდოისტმა მერვედფინალში ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვაჰიდ ბორჩაშვილს სძლია, პირველ წრეში კი, მოლდოველი მიხაილ ლატიშევი დაამარცხა.

ტატო გრიგალაშვილი პარიზის ოლიმპი...

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ) პარიზის ოლიმპიური თამაშებზე მეორე შეხვედრა ჩაატარა.  გრიგალაშვილს მერვედფინალში მეტოქეობას ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვაჰიდ ბორჩაშვილი უწევდა. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა ბორჩაშვილს ვაზარით მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა. მანამდე, გრიგალაშვილმა პირველ წრეში მოლდოველი მიხაილ ლატიშევი დაამარცხა.

ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიადის მერ...

ქართველმა ძიუდოისტმა, ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ) პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშები გამარჯვებით დაიწყო. გრიგალაშვილმა, რომელიც პარიზის ოლიმპიურ ტატამზე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის რანგში წარსდგა, პირველ წრეში მოლდოველი მიხაილ ლატიშევი დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. ქართველი ძიუდოისტის მომდევნო მეტოქე ავსტრიის წარმომადგენელი ვაჰიდ ბორჩაშვილი იქნება.

ცესკო - საარჩევნო ტექნოლოგიების ...

ამომრჩეველთა ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში  საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების პროექტი დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. ცესკოს ცნობით, პროექტის ფარგლებში, საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებულ კენჭისყრაში მონაწილეობის მიზნით, საქართველოს მასშტაბით დარეგისტრირდა 65 321 ამომრჩეველი, იმიტირებულ კენჭისყრაში კი მონაწილეობა 43 864-მა ამომრჩეველმა მიიღო (67,15 %).  "აღსანიშნავია, რომ პროექტის მიმდინარეობისას, ასევე ჩატარდა გამოკითხვა,  გაუადვილდა თუ არა ამომრჩეველს ტექნოლოგიების გამოყენებით კენჭისყრაში მონაწილეობა. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 27 684-მა ამომრჩეველმა, რომელთაგანაც 27 360-მა (98%) განაცხადა,...

პროკურატურამ ოჯახის წევრის მკვლე...

საქართველოს პროკურატურამ, ცაგერში მომხდარი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 27 ივლისს, ცაგერის მუნიციპალიტეტის, სოფელ მახაშში,  ურთიერთშელაპარაკებისას, ბრალდებულმა ნაჯახის გამოყენებით ყელის არეში დაზიანება მიაყენა ძმას, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. "სამართალდამცველებმა, ბრალდებული 27 ივლისს დააკავეს, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის "კ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომ...

ძლიერი წვიმის შედეგად რიკოთზე წყ...

ძლიერი წვიმის შედეგად რიკოთის ჩუმათელეთი-ხევის მშენებარე მონაკვეთთან გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყალი და ტალახი ჩამოვიდა, რამაც ავტომობილების მოძრაობა შეაფერხა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მათ ჩამოსული წყალი და ტალახი მყისიერად გაწმინდეს. "ძლიერი წვიმის შედეგად რიკოთის ჩუმათელეთი-ხევის მშენებარე მონაკვეთთან გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყალი და ტალახი მყისიერად გაიწმინდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხების გარეშე მიმდინარეობს", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.​

ცესკოს თავმჯდომარემ საქართველოს ...

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა და წევრი ბიზნესორგანიზაციების წარმომადგენლებს საარჩევნო სიახლეები და ელექტრონულ ტექნოლოგიები გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. ცესკოს ცნობით, შეხვედრა ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დღეს გაიმართა. გიორგი კალანდარიშვილმა პრეზენტაციის მიმდინარეობისას დეტალურად ისაუბრა როგორც საარჩევნო ტექნოლოგიებისა და 2024 წლის არჩევნებისთვის მზადებისა პროცესის შესახებ. "ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა დამსაქმებელთა ასოციაციის მხარდაჭერით. გვქონდა საშუალება ბიზნესსექტორის წარ...

„მადლობა ბიჭებს“ - „საქართველოს ...

„მადლობა ბიჭებს“ - „საქართველოს რკინიგზის“ მატარებლები თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ახალი ბრენდირებით იმოძრავებენ. სამგზავრო მატარებლების ფანჯრები ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ფოტოებით დაიბრენდა. კომპანია კიდევ ერთხელ მადლობას უხდის ქართველ ფეხბურთელებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატებისთვის.  ბრენდირებული მატარებლები ბათუმის რეისებზე მთელი სეზონის განმავლობაში იმოძრავებენ.  ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე...

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სახანძრო-სამაშველო ძალების თანამშრომლები, მეორე დღეა მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე, ორი დაკარგული მოქალაქის ძებნა-შველის ოპერაციას ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ. ძებნა-შველის ოპერაციაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების თბილისის, იმერეთისა და მესტიის სამთო სამაშველო ძალები და სამაშველო დრონები არიან ჩართული. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამაშველო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა, მეტეოროლოგიური პირობების გამო, ამ ეტაპზე ვერ ხერხდება. „საძიებო სამუშაოებში სახანძრო-სამაშველო ძალებთან ერთად ჩართულია შინაგან საქმე...

„TV მონიტორინგი“ - დიდუბის ავტოს...

"TV მონიტორინგის" ცნობით, მათ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ.   როგორც ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, თავდასხმა დღეს დილით, თბილისში, დიდუბის ავტოსადგურში მოხდა. "გორი-თბილისის მიკროავტობუსებში არსებული უმძიმესი მდგომარების გაშუქების გამო, "TV მონიტორინგის" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. შემთხვევა დღეს დილით, თბილისში, დიდუბის ავტოსადგურში მოხდა. მძღოლებმა ჟურნალისტსა და ოპერატორს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. ბექა პირველს დაზიენებები თავისა და სხეული სხვადასხვა არსეში აქვს მიყენებული, ის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. შოთიკო სადაღაშვილს კი ხელი აქვს ნაღრძობი. მომხდარზე დაწყ...

„მთავარი არხი“ - სოფელ სუფსაში ჩ...

“მთავრი არხის“ ინფორმაციით, ტელეკომპანიის ჟურნალისტს, ლადო მენაბდესა და მის ოპერატორს, მანუჩარ მჟავანაძეს ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების დროს თავს დაესხნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით “მთავარი არხი“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “ექსპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: “დღეს ხელისუფლების მხარდამჭერი პირები სოფელ სუფსაში "მთავარი არხის" გურიის ბიუროს ჟურნალისტს, ლადო მენაბდეს და ოპერატორს, მანუჩარ მჟავანაძეს ჟურნალისტური საქმიანობის  შესრულების დროს თავს დაესხნენ, გაუსწორდნენ ფიზიკურად და დაუზიანეს ტექნიკა. ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია. მოვუწოდებთ ხელისუფლების ყველა შესაბამის...

ბობოყვათში ავტოსაგზაო შემთხვევის...

ბობოყვათში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, მომხდარის შედეგად 11 ადამიანია დაშავებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.