ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 2 წლის...

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრიალეთში 2 წლის ბავში მეორე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა. ინფორმაციას “გურია ნიუსი” მერის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

სერგეენკო - პაციენტ სააკაშვილის ...

მე ვხედავ, რომ პაციენტ სააკაშვილის შემთხვევის მართვა - ასეთი ტერმინია კლინიკურ მედიცინაში - მიმდინარეობს არასწორად, ცალსახად არასწორად, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა. როგორც სერგეენკომ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, დამაზიანებელია, როდესაც პაციენტის მართვაზე პასუხისმგებლობა მმართველ პოლიტიკურ პარტიას ენიჭება. "ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერასოდეს, ვერასოდეს ვერ განსაზღვრავს, რა არის უკეთესი პაციენტისთვის. პოლიტიკოსების ჩარევა კლინიკურ მედიცინაში მხოლოდ აუარესებს სიტუაციას. არ აქვს მნიშვნელობა, რა ეროვნების იქნება ეს პოლიტიკოსი და რა პოზიციის წარმომადგენელი იქნება. როდესაც აქცენტები არასწორად კეთდება და პასუხისმგებლობა ენიჭება პაციენტის მართვაზე მ...

საპატრიარქო - ილია მეორის აღსაყდ...

საქართველოს საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებისა და დაბადების საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით გასამართ ღონისძიებებზე განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ღონისძიებები, უკრაინასა და მსოფლიოში არსებული ვითარების გათვალისწინებით, შეზღუდული სახით ჩატარდება. "უკრაინასა და მსოფლიოში არსებული რთული ვითარების გათვალისწინებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებისა და დაბადების საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის კურთხევით ღონისძიებები ზოგადად შეზღუდული სახით ჩატარდება, ამასთანავე არ იგეგმება ეკლესიათა მეთაურების, მათი წარმომადგენლების ან საერო პირთა მოწვევა", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც...

აქვს სისუსტე, სრული უმადობა და მ...

ისევ იგივე მდგომარეობაა. დაბალი სიცხით იწყება ხოლმე დილა, როგორც წესი. აქვს დაბალი წნევა ეს დღეებია, სისუსტე და სრული უმადობა, სრული მიუღებლობა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. ალასანიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას გამოთქვა იმედი, რომ ექსპრეზიდენტის სასჯელის გადავადებაზე თბილისის სასამართლო 14 დეკემბერს აუცილებლად იმსჯელებს. "ძალიან მნიშვნელოვანია ტემპი, სისწრაფე იმიტომ, რომ ტოქსიკოლოგის დასკვნაში წერია, რომ თუ კიდევ რამე ეშველება, სრულად მისი განკურნება მაინც ვერ წარმომიდგენიაო ადამიანი ამბობს, მაგრამ თუ დარჩა კიდე რაღაც რესურსი, რაღაც დონემდე მაინც აღადგი...

სალომე ზურაბიშვილი - საზოგადოება...

საზოგადოება მისი ყველა წევრის უფლებების დაცვით ამოიცნობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში, ინკლუზიური თეატრის ,,კონტაქტი“ მთავარი რეჟისორის, ირინა კოხრეიძის ღირსების მედლით დაჯილდოებისას განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა ცერემონიაზე აღნიშნა, ინკლუზიური თეატრი უდიდეს საქმეს აკეთებს, რადგან შშმ პირებს ეძლევათ საშუალება თვითონ გახდნენ შემოქმედები. "დღეს, ჩვენ ადამიანის უფლებების დაცვის დღის აღსანიშნავად შევიკრიბეთ. ეს ყველასთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, რადგან ჩვენ ამ უფლებების დაცვით ვართ საზოგადოების ნაწილი და საზოგადოება მისი ყველა წევრის უფლებების დაცვით ამოიცნობა. ამ დღის აღსანიშნავად აქ, ორბელიანების სასახლეში არაჩვეულებრ...

ხერხეულიძე - ნეტა,ისეთ მდგომარეო...

ფსკერზე ისე არ უნდა დავეშვათ, რომ სააკაშვილი შემოგვაკვდეს - ეს იქნება საქართველოს დიდი სირცხვილი, - ამის შესახებ პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა. ჩარკვიანის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის ნომერ პირველი პატიმარია. "მაქვს ინფორმაცია, რომ მიდის ერთგვარი ვაჭრობა - კი ბატონო, მთავარია, სამშობლოთი არ ივაჭრონ; მთავარია, ჩვენი ქვეყნით არ ივაჭრონ. უშუალო კავშირშია მიხეილ სააკაშვილთან ჩვენი ქვეყანა იმიტომ, რომ სააკაშვილის ვიღაცას მოსწონდა თუ არ მოსწონდა, რუსეთთან დაპირისპირებული პრეზიდენტი რომ იყო, ამას ხომ ვერავინ წაუვა, ეს ჭეშმარიტებაა. და თუ პუტინთან დაპირისპირებული პრეზიდენტია და საქართველო ოკუპირებულია რუსეთის მიე...

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე სა...

თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. დღესვე, დედაქალაქის ყველა უბანი საახალწლო ილუმინაციებით განათდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ნაძვის ხის ანთების ცერემონიას, რომელიც მუსიკალურად გაფორმდა, დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო და საქართველოს პარლამენტის წინ შეკრებილ საზოგადობას სიტყვით მიმართა. „მოგესალმებით მეგობრებო! მივესალმები უცხოეთში მყოფ ჩვენს  თანამემამულეებს. განსაკუთრებით მინდა მივესალმო ჩვენს პატარებს, ამ ულამაზეს გოგო-ბიჭებს, რომელთა სიხარულით სავსე თვალები არის გარანტი იმისა, რომ მომავალი 2023 წელი იქნება კიდევ უფრო წარმატებული, სიხარულის, მშვიდობის, ბედნიერების, კიდევ უფრო მეტი სიხარულითა და სიცოცხლით სავსე წელი. დღეიდან ჩვენ...

ანზორ მელია სააკაშვილის პროცესის...

ეს არის სასიკვდილო განაჩენი, - ასე აფასებს კარდიოლოგი ანზორ მელია თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის პროცესის გადადებას. მელიას განცხადებით, არათუ დღეები, გადამწყვეტი, შესაძლოა, საათები აღმოჩნდეს. "ეს არის სასიკვდილო განაჩენი - საათებს აქვს მნიშვნელობა, არათუ დღეებს. ხვალისთვის რომ გადაედო, ესეც საშიში იყო იმიტომ, რომ კაცი არის უმძიმეს მდგომარეობაში. მარტო ერთი ორგანო ხომ არ აქვს დაზიანებული, კიდევ შეიძლება დაუზიანდეს", - უთხრა ანზორ მელიამ "ტვ პირველს".  ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე მსჯელობა  14 დეკემბრის 11:00 საათისთვის გადაიდო. 

სეს - 1 166 კგ საკვებად უვარგისი...

 ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ღონისძიების შედეგად, გამოვლენილია თევზის შესაბოლი საწარმო შპს „ემი“, რომელიც უკანონოდ, ბიზნესოპერატორის რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე საქმიანობდა.  სეს-ის ცნობით, შემოწმებისას დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა. "სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის მიერ, განადგურების მიზნით, დაილუქა 1166 კილოგრამი თევზი (სკუმბრია შებოლილი 320 კგ, ორაგულის მუცლის ჩხირები შებოლილი 19 კგ, სკუმბრია დამარილებული 720 კგ, ორაგულის მუცლის ჩხირები 107 კგ).   ლაბორატორიული კვლევისთვის ა...

მაკრონი - 2023 წლიდან პრეზერვატი...

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებით, 2023 წლიდან 18-25 წლის ახალგაზრდებისთვის აფთიაქებში პრეზერვატივები უფასო გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას მაკრონი თავადვე ავრცელებს. მისივე თქმით,ახალგაზრდებში სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები იზრდება,სწორედ ეს ხდება საწყისი "პრევენციული რევოლუციის",რომელიც საფრანგეთში 2023 წლიდან ამოქმედდება,გარდა უფასო პრეზერვატივებისა,აფთიაქებში ქალები უფასოდ მიიღებენ კონტრაცეპტივებს, 26-წლამდე მოქალაქეებისთვის კი უფასო გახდება დანიშნულების გარეშე აივ-სკრინინგი (HIV) და სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სკრინინგი. "ახალგაზრდებში სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები იზრდება. სწორედ ამიტომ ვიწყებთ მცირე პრევე...

ალასანია - ჩემი შვილი სიკვდილის ...

ჩემი შვილი სიკვდილის პირასაა, კლინიკის ექიმები სასოწარკვეთილებაში არიან, - საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია ქართულ საზოგადოებას მიმართავს.  ალასანია მოუწოდებს ყველას - ხელისუფლებას, ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას - მივიდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართება და ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, გამოხატონ პოზიცია მისი სიცოცხლის გადასარჩენად.  "მინდა მივმართო ქართულ საზოგადოებას. ჩემი შვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინის რეფორმათა ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე სიკვდილის პირასაა. კლინიკის ექიმები სასოწარკვეთილებაში არიან. ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი, ხელისუფლებას, ქართულ და საერთაშორისო საზოგ...

საქართველოს საზღვართან 25 კმ-ში ...

საქართველოს საზღვართან 25 კმ-ში, დაღესტანში მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.  პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრა 10:42 საათზე დაფიქსირდა.  სეისმური ცენტრის ცნობით, სიმძლავრემ 5.5 მაგნიტუდა შეადგინა.

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრ...

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ჯამბულათ ხოფერია საქართველოში დღეს, გამთენიისას ჩამოასვენეს.  25 წლის ჯამბულათ ხოფერია უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან იბრძოდა. ერთ-ერთი დაბომბვისას ის ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა, 1-ელ დეკემბერს კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.  ქართველ მებრძოლს მშობლიურ სახლში, გურიაში, სოფელ გვიმრალაურში გადაასვენებენ, ხოლო 10 დეკემბერს დაკრძალავენ. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან დღემდე, უკრაინაში რუსეთის ომს უკვე 33 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა.

ლომჯარია - არაკონტაქტურია,დაქვეი...

დაახლოებით, ოქტომბერ-ნოემბერში, ჩვენ არ დაგვიდოკუმენტირებია, მაგრამ რაც გვითხრა "ვივამედმა", სადღაც 20 კილომდე აქვს ბოლო ორ თვეში დაკლებული. საერთო ჯამში, პირველი 7 თვის განმავლობაში წონის კლებას თუ შევადარებთ მეორე 7 თვის განმავლობაში წონის კლებას, სამჯერ არის აჩქარებული წონის ვარდნა, - განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ. მისივე თქმით,მიხეილ სააკაშვილი პირველი თვებისგან განსხვავებით,არაკონტაქტურია,დაქვეითებული აქვს კომუნიკაციის უნარი და არ აქვს ინტერესი საუბრის. "რაც შეეხება ჩემს შთაბეჭდილებას, შარშან ზამთარში და შემოდგომაზეც მქონდა მე მასთან კომუნიკაცია და ყოველთვის იყო ძალიან აქტიური კომუნიკაციაში, ბევრ რამეზე საუბრობდა, ყველაფერზე თავისი შეხედულება ჰქონდა,...

კამპანიის „გაუზიარე სინათლე“ ფარ...

საქართველოს მოქალაქემ, უკრაინის დასახმარებლად, 100 000 დოლარის გენერატორები შეუკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ავრცელებს.  "ამ წამს ვიგებ, რომ ერთ ოქრო ქართველს პირდაპირ მწარმოებლისთვის დაუკვეთია 100 000$-ის გენერატორები! ძააალინ, ძააალინ ბევრ უკრაინულ ოჯახში აინთება ნათურა! ბევრ საავადმყოფოში განათდება საოპერაციოები! ბევრი ბავშვთა სახლი, მოხუცებულთა თავშესაფარი ამოისუნთქებს. ყველაფერი გამოგვივა",- წერს გიგა მაქარაშვილი.  გაუზიარე სინათლე - ასე ჰქვია კამპანიას, რომელიც Facebook გვერდის მეშვეობით, უკრაინისთვის გენერატორებს აგროვებს - "გაჩნდა იდეა გავერთიანდეთ და ვიყიდოთ გენერატორები, რომლებიც 24 დეკემბრამდე ჩავა კიევში. რესურსების მ...

გამომძიებელი - სააკაშვილმა საგამ...

შესული ვიყავი მიხეილ სააკაშვილთან საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით, თუმცა მან ნიმუშის აღებაზე უარი განაცხადა, - ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა, ვასილ კაკაშვილმა "ვივამედიდან" გამოსვლის შემდეგ განაცხადა. როგორც გამომძიებელმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება მომდევნო დღეებში ჩატარდება.  "მე ვიყავი შესული მიხეილ სააკაშვილთან საგამოძიებო მოქმედებისთვის ნიმუშის აღების მიზნით. ჩვენ შევთავაზეთ მას ნიმუშის აღება, თუმცა უარი განაცხადა მან საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე. მისი განმარტებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მას დღეს არ სურდა ნიმუშის აღება", - თქვა კაკაშვილმა. რეპლიკაზე, რომ ექსპრეზიდე...

პატრიარქი ბახმუტთან დაღუპული ქარ...

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბახმუტთან გარდაცვლილი ქართველების გამო სამძიმარს გამოთქვამს.  როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ წერილში ვკითხულობთ, პატრიარქი უკრაინაში გარდაცვლილი ხუთი მებრძოლის სახელით ლოცვებს აღავლენს.  "ავთანდილ რურუას, რომეო კვარაცხელიას, რომეო ფიჩხაიას, მარაბ ალადაშვილისა და ბადრი მარკელიას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს დიდია თქვენი და ჩვენი მწუხარება ა.წ. 3 დეკემბერს ბახმუტთან სასტიკი ბრძოლის დროს ხუთი ქართველის, - ავთანდილის, რომეოს, რომეოს, მერაბის და ბადრის გარდაცვალების გამო, რომელთაც მოყვასის თანადგომისათვის გაწირეს სიცოცხლე. აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სული, ხოლო თქვენ...

პრემიერი - პატრიარქს წმინდა მიწა...

ირაკი ღარიბაშვილი კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს შეხვდა და მდინარე იორდანეზე, ქართული კულტურის ცენტრის პროექტის პირველადი ვერსია წარუდგინა.  ამის შესახებ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.  მისივე თქმით, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, ქართული სავანის მშენებლობის პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.  "დღეს შევხვდი კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს.  ჩვენს პატრიარქს წმინდა მიწაზე, მდინარე იორდანეზე, ქართული კულტურის ცენტრის პროექტის პირველადი ვერსია წარვუდგინე და გავაცანი. მისმა უწმინდესობამ მისი მოსაზრებები გამიზიარა და პროექტზე ერთად ვიმსჯელეთ. მაცხოვრის ნათლობის ა...

ბილაინისა და Stingray Music-ის ...

 ბილაინისა და მუსიკალური აპლიკაცია Stingray Music-ის ერთობლივი გათამაშება დაიწყო. 25 დეკემბრის ჩათვლით, აბონენტებს კონკრუსში ჩართვა და IPhone 14-ის მოგება შეუძლიათ. კონკურსში მონაწილებისთვის საჭიროა მომხმარებლებმა  •        გაიაქტიურონ  ბილაინის ნებისმიერი პაკეტი რომელიც Stingray Music-ს მოიცავს. •        გადმოწერონ Stingray Music-ის აპლიკაცია და გაიარონ მარტივი ავტორიზაცია. •        აპლიკაციაში აირჩიონ მათი ფავორიტი  მუსიკალური არხი და საჯაროდ გააზიარონ ფეისბუკის პირად გვერდზე ჰეშთაგით #BeelineMusic •        გათამაშების გამარჯვებული გახდება ის ადამიანი, ვინც 25 დ...

პრემიერი - ყოველგვარი ყვირილის დ...

გადმოსვენება იქნება თუ სამხედრო პატივით დაკრძალვა, ყველაფერი გაკეთდა ჩვენს მიერ და ჩვენ სათანადო პატივი მივაგეთ დაღუპულთა ოჯახებს, ყოველგვარი ყვირილის და ყოველგვარი პიარის გარეშე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, პოლიტიკოსები ამ თემით სპეკულაციას ცდილობენ, რაც "ამორალური ფარისევლობაა".  „მე კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველას, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს. ჩვენი მოქალაქეები არიან, საწყალი ბიჭები, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ დიდი ტრაგედიაა ჩვენთვის. მთავრობა პირველივე დღიდან ჩაერთო, საელჩოები ჩართულები იყვნენ. მათი გადმოსვენება იქნება თუ სამხედრო პატივით დაკრძალვა, ყველაფერი გაკეთდა...