ერის ისტორიაში გადამწყვეტი დღეებია - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საგანგებო ბრიგინგზე. მისივე თქმით, ბოლო დღეებს საქართველოს ინტერესების დასაცავად იყენებს და აგზავნის წერილებს ევროპელ კოლეგებთან, რომელშიც არგუმენტირებულად განმარტავს თუ რატომ უნდა მიეცეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი. " მე მინდა მივესალმო ყველა იმ ადამიანს, ვინც გადის დღეს დემონტრაციაზე. დადებითად ვაფასებ პრემიერის განცხადებას რეფორმების შესახებ. მე მინდა ყველას გთხოვოთ, რომ ვიყოთ მობილიზებულები. ეს გადაწყვეტილება მოგვცემს განვითარების ახალ შანსს. გისურვებთ ევროპულ საქართველოს და მე მინდა, რომ ეს გზავნილი იყოს ნათელი საქართველოდან მე მინდა, რომ ყველას გთხოვოთ რომ ყველ...
20 ივნისიდან, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ იქნება. გადაწყვეტილება, ქვეყანაში სტაბილური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტროსა და დარგის სპეციალისტების რეკომენდაციით, საქართველოს მთავრობამ მიიღო. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, პირბადის გამოყენება კვლავ სავალდებულო რჩება სამედიცინო დაწესებულებებში, ხოლო ავტობუსებში, მიკროავტობუსებსა და სხვა ხალხმრავალ ადგილებში მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის იქნება. „კოვიდთან დაკავშირებული ეპიდემიური სიტუაციის სტაბილიზაციის ფონზე, 20 ივნისიდან სატრანსპო...
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ძალაში დღეიდან შევიდა. შეთანხმების თანახმად, ორი ქვეყნის ორდინალური პასპორტის მფლობელები შეძლებენ უვიზოდ შევიდნენ, ტრანზიტით გადაადგილდნენ და იმყოფებოდნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არაუმეტეს ოთხმოცდაათი (90) დღისა შესვლის თარიღიდან. განხორციელებული ცვლილებებით, გაფართოვდა ,,2017 წელს საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის დიპლომატიური და სპეციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ემსახურება საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული...
1994 წლიდან PSP-ს მთავარი პრიორიტეტი მომხმარებელი, მთავარი საზრუნავი ჯანმრთელი საზოგადოება და მისთვის ჯანმრთელობისა და სილამაზის გარანტირებული ხარისხის პროდუქტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა, რისთვისაც მუდმივად ხდება ფიზიკური, გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გამარტივება, პროცესების სრულყოფა, საერთაშორისო წარმატებული გამოცდილების გაზიარება. ამის დასტურია GDP სტანდარტის შესაბამისობაზე წარმატებით გავლილი საკონტროლო აუდიტი და შესაბამისობის სერტიფიკატის მინიჭება. ევროკავშირის და მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ფარმაცევტული პროდუქციის დისტრიბუტორებისთვის GDP-ს სტანდარტის დაცვა სავალდებულოა. წელს ჩვენი სახელმწიფო შეუერთდა ამ საერთაშორისო მოთხოვნას, რის საფძველზეც PSP-ს სადისტ...
ძალადობრივი, პრორუსული და ჰომოფობიური ორგანიზაცია "ალტ-ინფო" 20 ივნისს ევროპული კურსის მხარდასაჭერად გასულ მოქალაქეებთან დაპირისპირებას გეგმავს. 5 ივლისის დაუსჯელი ორგანიზატორები კონტრაქციას სწორედ იქ აანონსებენ, სადაც მოძრაობა "სირცხვილიას " აქცია შინ ევროპისკენ! არის დაგეგმილი. როგორც რადიკალური ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, კონსტანტინე მორგოშია აცხადებს, მოქმედებაში იმ შემთხვევაში შევლენ, თუ 20 ივნისის სცენარი განმეორდება და "ნაციონალური მოძრაობა" ძალოვან სტრუქტურებს "დაესხმებიან". "20-დან 24 ივნისამდე იგეგმება 2 თუ 3 აქცია და არის იმის ალბათობა, რომ ორგანიზატორებმა სიტუაცია ესკალაციისკენ წაიყვანონ. 20 ივნისს ვა...
ხაშურის მუნიციპალიტეტში ყირიმ-კონგოს 1 შემთხვევა გამოვლინდა - ამის შესახებ ინფორმაციას mozaikanews ავრცელებს. მათივე თქმით, ვირუსი 40 წლამდე ქალს დაუფიქსირდა. "ვირუსი 40 წლამდე ქალს დაუფიქსირდა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ცხელებით მიმართა ხაშურის გორმედის საავადმყოფოს, რის შემდეგაც გადაიყვანეს თბილისის რეფერალურ საავადმყოფოში. ამჟამად ქალი თავს კარგად გრძნობს". - განაცხადეს ხაშურის ჯანდაცვის ცენტრში. შეგახსენებთ, რომ ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF) არის ვირუსული ჰემორაგიული ცხელება, რომელიც ძირითადად ტკიპებს გადააქვთ. გადადება ასევე შესაძლებელია დაინფიცირებული ცხოველის ქსოვილებთან (ქსოვილთან, საიდანაც ვირუსი სისხლში შევიდა) კონტაქტით ამ ცხოველის დაკვლის დროს ან...
საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 19.4 პროცენტი შეადგინა. 2022 წლის I კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 49.9 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 2.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 40.2 პროცენტი შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე, ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 2.7 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი. დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალაქის ტიპის, ისე სოფლის ტიპის დას...
ლგბტ+ ადამიანები და მათი მხარდამჭერები 17 მაისის საჯაროდ აღნიშვნას ძალადობის რისკების და სახელმწიფოს მხრიდან დაცვის გარანტიების არარსებობის გამო წლებია ვერ ახერხებენ,- აცხადებს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია. ლომჯარიას თქმით, 2021 წლის 5 ივლისს, ღირსების მარშის დღეს, ამ ძალადობრივი ჯგუფების მიერ ჟურნალისტებსა და უფლებადამცველებზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა სამართალდამცავებმა ვერ აღკვეთეს, რის შედეგადაც არაერთი ადამიანი ფიზიკურად მძიმედ დაშავდა. "17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, რომლის მიზანს ძალადობის დაგმობა და ლგბტ+ ადამიანების მიმართ სოლიდარობის გამოხატვა წარმოადგენს. თუმცა, ლგბტ+ ადამიანები და მათი მხარდამ...
მინერალური და მტკნარი წყლების მწარმოებელმა კომპანია „IDS ბორჯომმა" 49 თანამშრომელი გაათავისუფლა. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, დაწესებული სანქციების ფონზე, კომპანიას აღარ აქვს ქარხანაში მოცდენილი საათების 100%-ით ანაზღაურების შესაძლებლობა. „მოგეხსენებათ, ჩვენი კომპანია დღეს დგას უდიდესი გამოწვევის წინაშე. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა პირველ რიგში გადავარჩინოთ კომპანია და მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები. შექმნილ ვითარებაში იძულებული გავხდით ცვლილება შეგვეტანა, დასაქმებულთა ხელშეკრულებებში, რადგან კომპანიას აღარ აქვს ქარხანაში მოცდენილი საათების 100%-ით ანაზღაურების შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ შევთავაზეთ თანამშრომლ...
დანია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც გამოაცხადა COVID-19 ვაქცინაციის პროგრამის დროებითი შეჩერება, იმუნიზაციის მაღალი მაჩვენებლებისა და ინფექციების შემცირების გამო. ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ 15 მაისის შემდეგ მოქალაქეები COVID-ის ვაქცინაციაზე აღარ იქნებიან მიწვეული. დანიის ჯანდაცვამ ასევე გამოაქვეყნა დამატებითი ზომები ქვეყანაში COVID-ის შეზღუდვების შესამსუბუქებლად. ეს ეხება ნიღბის ტარების და მოხუცების მოვლის წესებს. საავადმყოფოებში მოთავსებულ პაციენტებს ტესტირება ჩაუტარდებათ მხოლოდ ვირუსის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში. დანიის ჯანდაცვის ორგანოს მონაცემები აჩვენებს, რომ 20 აპრილის მდგომარეობით, 12 წელზე უფროსი ასაკის დანიელების 89% ს...
დღეიდან პირბადის სავალდებულო ტარება მოიხსნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგოც პრემიერმა აღნიშნა, დღეიდან პირბადეების სავალდებულო გამოყენება იქნება მოლოდ დატოვებული სამედიცინო დაწესებულებებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. „ჩვენ გვქონდა მსჯელობა, ბატონი ზურაბ აზარაშვილი შეხვდა ჯანდაცვის ექსპერტებს, წარმომადგენლებს და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ დღეიდან პირბადეების სავალდებულო გამოყენება იქნება მოლოდ დატოვებული სამედიცინო დაწესებულებებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ასე, რომ დღეიდან, 2 მაისიდან, სხვა დანარჩენი რეგულაციები მოიხსნება. ჩვენ გვაქვს ძალიან სტაბილური სურათი. დღეს 51 შემთხვევა გვქონდა მხოლოდ და...
სალმონელას საფრთხე Kinder-ში - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე თქმით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შესაბამისი ღონისძიებები უკვე დაიწყო - იმპორტიორ კომპანიას დაავალა კონკრეტული პარტიების რეალიზაციიდან ამოღება. " სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შესაბამისი ღონისძიებები უკვე დაიწყო - იმპორტიორ კომპანიას დაავალა კონკრეტული პარტიების რეალიზაციიდან ამოღება ან/და ბაზარზე უკვე განთავსებულის ამოღება/გამოთხოვა, დასაწყობება, რაოდენობის აღრიცხვა და გატარებული ქმედებების თაობაზე სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება. ამავდროულად, ბიზნესოპერატორთან ტარდება არაგეგმური ინსპექტირება. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს თუ შეძენილი აქვს ...
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 688.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ 2021 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-13 960) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-25 966). მათივე ცნობით, 2021 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 99 974 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 34.6 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 17.8 პროცენტით შემცირდა და 74 008 კაცი შეადგინა. ამავე პერიოდში, იმიგრანტების 82.5 პროცენტი და ემიგრანტების 88.6 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ.
თავსუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) უკრაინის, რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის სტატისტიკა გამოაქვეყნა. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2022 წლის მარტში, 2019 წელთან შედარებით, საქართველოში დარჩენილი რუსეთის მოქალაქეების რიცხვი 559 %-ით (2022 წლის მარტში საქართველოში დარჩა 17,201 პირი) არის გაზრდილი. რაც შეეხება ბელარუსის მოქალაქეებს, მათი შემოსვლის მაჩვნებელი 555%-ით გაიზარდა. გაზრდილია ასევე რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების საქართველოში დარჩენის მაჩვენებლები, რადგან 2022 წლის მარტში საქართველოში ჯამში დარჩა 30 ათასზე მეტი რუსეთის და ბელარუსის მოქალაქე. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ როგორც რუსეთის ას...
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული კახაბერ მერაბიშვილი თავისუფალია. - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე თქმით, უკანონო პატიმრობაში მყოფი კახაბერ მერებაშვილის გათავისუფლების პროცესში, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც ცხელი ხაზის მექანიზმი, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული სხვა ინსტრუმენტები. ცნობისთვის, კახაბერ მერაბიშვილი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს. შეგახსენებთ, რომ რუსეთი კვლავ განაგრძობს მცოცავ ოკუპაციასა და საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფას.
საქართველოში კორონავირუსის 92 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3 ადამიანი. - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს. მათივე თქმით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1,37%, ბოლო 14 დღის მანძილზე — 1,20% ხოლო 7 დღის მანძილზე — 1,15%. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 708 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 261 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 447 PCR ტესტით. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 92 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 46 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა. შეგახსენებთ, რომ პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 654 163-ს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1...
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე: ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონაზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, „გაუწყებთ თქვენ… საუკუნო სიცოცხლეს, რომელიც მამასთან იყო და ჩვენ გამოგვეცხადა“ (1 ინ. 1,2). აღსრულდა სამოთხეში ადამისა და ევასთვის მიცემული პირობა უფლისა! სიკვდილი იძლია! ქრისტე აღსდგა! საკვრელი ბნელეთისა დარღვეულია და მართალთა სულნი – გამოხსნილნი! ზეიმობს წია...
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით რვა პატიმარი შეიწყალა, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „პრეზიდენტმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით რვა მსჯავრდებული შეიწყალა, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებას დღეს დატოვებენ,” - აღნიშნულია ადმინისტრაციის განცხადებაში. შეგახსნებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეწყალების კანონის მიხედვით, ყოველ აღდგომას, შობასა და სხვა დღესასწაულებზე პატიმრებს იწყალებს ხოლმე.
21 აპრილის მონაცემებით, პოლონეთმა უკრაინიდან 2,9 მილიონი ლტოლვილი მიიღო. მშვიდობიანი მოქალაქეები მეზობელ ქვეყანაში რუსულ აგრესიას გაურბიან. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის სასაზღვრო დაცვის სააგენტო ავრცელებს. პოლონეთის საზღვარი უმეტესად უკრაინის მოქალაქეებმა გადაკვეთეს, თუმცა ლტოლვილებს შორის ასევე არიან სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც. იტყობინება პოლონური ახალი ამბების სააგენტო IAR ვარშავის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით. „22 აპრილს უკრაინიდან დაახლოებით 19,900 ლტოლვილი ჩავიდა პოლონეთში,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჯეი დუდამ, ხელი მოაწერა...
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. სასწაული კიდევ ერთხელ განმეორდა. ზეციური ცეცხლის გადმოსვლა უტყუარი ნიშანია მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების ჭეშმარიტებისა და მასში მადლის არსებობის. საფლავთან შეკრებილი მრევლისთვის წმინდა ცეცხლი, რომლის გარდამოსვლასაც მორწმუნენი დღეს დილიდან ელოდებოდნენ, იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილე III გამოიტანა. ათასობით მორწმუნე ცეცხლს ერთმანეთს უნაწილებს. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე შევიდა , მანამდე პატრიარქი სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებმა საგულდაგულოდ გაჩხრიკეს. მათ შორის იყვნენ ებრაული პოლიციის წარმომადგენლები. მანამდე საფლავის გარშემო იერუსალიმის პატრიარქმა და...