მეუფე გრიგოლი - ჩვეულებრივი პატი...

ამ პატიმრის ბედი გარკვეულწილად უკავშირდება სახელმწიფოს და სამშობლოს განვითარების ბედს და თუ ამაზე დავფიქრდებით, შევძლებთ ზღვარი გავატაროთ პირადულ წყენას და სახელმწიფოებრივ ინტერესებს შორის - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულების შემდეგ განაცხადა.  მეუფის თქმით, ჩვეულებრივი პატიმრების მიმართ საერთაშორისო ყურადღება არ არის მოპყრობილი, ესე იგი მიხეილ სააკაშვილი არაჩვეულებრივი პატიმარია.  „შევხვდი, ვესაუბრე პრეზიდენტ სააკაშვილს. ბუნებრივია, რომ ამდენი დღის შიმშილობის შემდგომ, რა თქმა უნდა, სუსტად გრძნობს თავს, თუმცა, მხნეობას არ კარგავს. სისუსტე სახის ფერზეც ეტყობა, მოძრაობა შ...

გიორგი ვაშაძეს კორონავირუსი დაუდ...

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარეს გიორგი ვაშაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. - ამის შესახებ ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს. ამასთან ვაშაძე მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. "ჩემო მეგობრებო, დამიდასტურდა კორონავირუსი და გადავდივარ თვითიზოლაციაში, შესაბამისად, ამ რეჟიმში ვაგრძელებ მუშაობას. გამომდინარე იქიდან, რომ ვარ სრულად ვაქცინირებული თავს კარგად ვგრძნობ და ვფიქრობ, მსუბუქად გადავიტან ამ ვირუსს. მინდა მოვუწოდო თითოეულ მოქალაქეს, აცრა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ნამდვილად არის გამოსავალი ჩვენს რეალობაში, რომ შედარებით მსუბუქად გავუმკლავდეთ კოვიდ-19-ს და რაც მთავარია, შევამციროთ გართულებების და სიკვდილიანობის ის მაღალი მაჩვენებელი რაც საქართველოშია", - წერს ...

ევროკავშირმა სომხეთისა და დიდი ბ...

კარგი ამბავი მოგზაურთათვის დიდ ბრიტანეთში და სომხეთში! - ევროკავშირმა სომხეთისა და დიდი ბრიტანეთის კოვიდ სერტიფიკატები აღიარა. "დღეს ჩვენ მივიღეთ ორი ახალი გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს, რომ ამ ორი ქვეყნის მიერ გაცემული COVID-19-ის აცრაზე გაცემული  სერტიფიკატები ექვივალენტურია ევროკავშირის ციფრული COVID სერთიფიკატის. ოთხი კონტინენტის 45 ქვეყანა დაკავშირებულია ევროკავშირის სისტემასთან.", - წერია ევროკომისიის ტვიტერზე.

ნიკოლოზ სააკაშვილი - ბოროტების ზ...

მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას კლავენ, პირდაპირი მნიშვნელობით - საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება.  ტელეკომპანია "პირველთან" საუბრისას, ნიკოლოზ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ 15 დღეა შეტანილი აქვს განაცხადი ექსპრეზიდენტთან ვიზიტზე, თუმცა პასუხი ჯერ კიდევ არ მიუღია.  "მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას კლავენ, პირდაპირი მნიშვნელობით. ჯერ მეგონა, რომ მკაცრი ზომებია, ანგარიშსწორებაა, მაგრამ ახლა უკვე ბოროტების ზღვარს გადასცდნენ და პირდაპირი მიზანია სიკვდილი. მისი გაჩერება, საავადმყოფოს აი იმ ციხის პირობებში, არის მომავალი სამართლიანი სასამართლოს პრეროგატივა. ყველანი მოხვდებია...

ბათუმის საკრებულოში გახარიას გუნ...

პარტია „საქართველოსთვის“ ბათუმის საკრებულოს წევრმა ირაკლი თავდგირიძემ პარტია დატოვა. ამის შესახებ თავდგირიძე სოციალურ ქსელში წერს. მისივე განცხადებით, კატეგორიულად მიუღებელია „ნაცმოძრაობასთან“  ნებისმიერი სახით თანამშრომლობა. „ჩემთვის, ბათუმის საკრებულოს მომავალი წევრისთვის, კატეგორიულად მიუღებელია „ნაცმოძრაობასთან“ („ლელოს“ ჩათვლით) ნებისმიერი სახით თანამშრომლობა, მითუმეტეს მათთან კოალიცია და თანამდებობის გადანაწილებაზე კონსულტაციაც კი! შესაბამისად, ვტოვებ პარტია „საქართველოსთვის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობას და საკრებულოში საქმიანობას გავაგრძელებ როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, ჩემი სინდი...

საქართველოში კორონავირუსის 3 965...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 3 965 შემთხვევა გამოვლინდა. NCDC-ის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსს კიდევ 43 პაციენტი ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 4 627 პირი.

ბექა ბასილაია - ტექსტს ვწერთ ისე...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი, ბექა ბასილაია პენიტენციური სამსახურის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, პენიტენციურმა სამსახურმა უკვე არაერთგზის დაარღვია ექსპრეზიდენტის ფუნდამენტური უფლებები და გაბმული ბადეც ამის ნიშანია.  ბექა ბასიალია აცხადებს,რომ  რამდენიმე დღის წინ პენიტენციურმა სამსახურმა დაიწყო მათ მიერ შეტანილი და უკან გამოტანილი ტექსტების შემოწმება, რაც გააპროტესტეს  და ამის საპასუხოდ გააბეს ბადე. „პენიტენციურმა სამსახურმა უკვე არაერთგზის დაარღვია მიხეილ სააკაშვილის ფუნდამენტური უფლებები, როგორც სამედიცინო თვალსაზრისით, ასევე კომუნკაციის ფარულობის თვალსაზრისით. მიხეილ სააკაშვილთან რასაც ვლაპარაკობთ ერთ დ...

სუს-ი - ე.წ ქოლცენტრების უკან ის...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს დანაშაულის, განსაკუთრებით ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა.- ამის შესახებ სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი საბედაშვილიმა განაცხადა. სებედაშვილის განცხადებით, კონკრეტული მედიასასუალებით დეზინფორმაცია და აბსურდული ბრალდეები გაჟღერდა.  „გუშინ კონკრეტულ მედიასაშუალებებში გავრცელდა  დეზინფორმაცია და აბსურდული ბრალდებები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი მოქმედებების ლობირების შესახებ, კერძოდ, ე.წ. „ქოლცენტრების“ მიერ დიდი ოდენობით თანხების თაღლითური გზით მითვისების შესახებ. აღნიშნული წარმო...

პენიტენციური - სააკაშვილთან 104 ...

პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ადვოკატებთან შეხვედრის საშუალება არ ეძლევა, სიცრუეა. როგორც მათ განცხადებაში ვკითხულობთ, ამის დასტური არის ისიც, რომ სააკაშვილთან განხორციელებული 104 ვიზიტიდან, 57- ჯერ სწორედ ადვოკატებს შეხვდა.  რაც შეეხება შეხვედრების ოთახში მინის ბარიერის განახლებას, პენიტენციური სამსახურის თქმით,  განპირობებულია მიხეილ სააკაშვილისა და მისი ადვოკატების მხრიდან კოვიდპანდემიიდან გამომდინარე არსებული რეგულაციების სრულად დარღვევის გამო. "ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიხეილ სააკაშვილის განცხადება, თითქოს, დაწესებულების ადმინის...

28-30 ოქტომბერს ოკუპირებული აფხა...

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა 28-30 ოქტომბრის ჩათვლით ოკუპირებული აფხაზეთიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით გადაადგილება უკანონოდ შეიზღუდა. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, შეზღუდვა მოქმედებს ყველასთვის გარდა სამედიცინო საჭიროების მქონე პირებისთვის. "მსგავსი უკანონო გადაწყვეტილებები ხშირად უკავშირდება სხვადასხვა გამოგონილ მიზეზს. მათ შორის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. უსაფრთხოების უზრუნველყოფას. რუსეთის საოკუპაციო ძალების მსგავსი დამაზიანებელი გადაწყვეტილებები 2021 წლის მუნიციპალური არჩევნების პირველ ტურთან დაკავშირებითაც დაფიქსირდა. ...

119-ე სკოლის მასწავლებლები დირექ...

თბილისის 119-ე საჯარო სკოლაში სწავლის პროცესი შეჩერებულია. მასწავლებლები დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ.  მათი თქმით, ის სკოლიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. "ეს უკავშირდება მოახლოებულ მეორე ტურს, მე გახლავართ გლდანის რაიონის გამგეობის კანდიდატის დეიდა, რომელიც წარადგინა ნაციონალურმა მოძრაობამ და მოვალეობის შემსრულებლად ამ ეტაპზე უშვებენ პიროვნებას, რომელიც არის ქართული ოცნების მხარდამჭერი" - ამბობს თანამდებობიდან გათავისუფლებული დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი "ფორმულასთან" თეა ბრეგვაძე. პედაგოგები ასევე განმარტავენ, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, არასერთიფიცირეულ...

საქართველოში კორონავირუსის 4 009...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 4 009 შემთხვევა გამოვლინდა. NCDC-ის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსს კიდევ 45 პაციენტი ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 5 177  პირი.

მედიაკოალიცია - მოვუწოდებთ მთავრ...

კოალიცია “მედია ადვოკატირებისთვის” წევრი ორგანიზაციები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, გაკეთდეს განმარტებები საქართველოში უკრაინელი ჟურნალისტების არ შემოშვებასთან დაკავშირებით.  "დღეს, 2021 წლის 27 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინელი ჟურნალისტი, დიმიტრი გორდონი და მისი მეუღლე, რედაქტორი ალისია ბაცმანი საქართველოში არ შემოუშვეს. დიმიტრი გორდონი საქართველოში შემოსვლის აკრძალვას ამჟამად პატიმრობაში მყოფ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ, მიხელ სააკაშვილთან შეხვედრის განზრახვას უკავშირებს. კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გააკეთოს განმარტებები საქართველოს საზღვარზე ჟურნალისტე...

მიხეილ სააკაშვილს მისი უკრაინელი...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ექიმი საქართველოშია. უკრაინელი რეანიმატოლოგი მიხეილ სააკაშვილს ამ წუთებში ხვდება.   ექსპრეზიდენტი ცოტახნის უკრაინის სახალხო დამცველმაც მოინახულა. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პირველ ოქტომბერს დააკავეს და მას შემდეგ პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისივე თქმით, ის შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს მანამდე, ვიდრე თავად და მის გამო დაკავებული ადამიანები არ იქნებიან გათავისუფლებულები. ის 27-ე დღეა შიმშილობს.

ცესკოს თავმჯდომარე - საარჩევნო ა...

საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის, არჩევნების მეორე ტურის პროფესიულ, ყველასთვის ხელმისაწვდომ და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. ცესკოს თავმჯდომარის განაცხადებით,  2 ოქტომბერს არჩევნები პროფესიონალურ დონეზე ჩატარდა. „30 ოქტომბერს მუნიცპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური გამიართება საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების მეორე ტურის პროფესიულ ყველასთვის ხელმისაწვდომ და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში არჩევნების ჩასატარებლად. მინდა მოკლედ შევაფასო 2 ოქტომბრის არჩევნები. არჩევნები იყო კარგად და პროფესიონალურ დონეზე ორგანიზებული, დაცული იყო კოვ...

„ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებ...

დღეს, თბილისში თავისუფლების მოედანზე 17:00 დაგეგმილ აქციას, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები რეგიონებიდანაც შეუერთდებიან.  ავტოკოლონა უკვე დაიძრა ბათუმიდან. ზუგდიდში პარტიის მხარდამჭერები ქალაქის მთავარ მოედანზე ამ წუთებშიც იკრიბებიან. ქუთაისში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ნაწილი კი სპორტის სასახლესთან შეიკრიბა. „ქართული ოცნების“ მომხრეები იკრიბებიან თელავსა და გორშიც, საიდანაც ავტოკოლონები დაახლოებით 11:00 საათიდან დაიძრა.

საქართველოში კორონავირუსის 4 337...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 4 337 შემთხვევა გამოვლინდა. NCDC-ის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსს კიდევ 42 პაციენტი ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 3 137  პირი.  

FDA-მ 5 წლის ზემოთ ბავშვების Pfi...

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენდების ადმინისტრაციამ (FDM) 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების „ფაიზერ/ბიონტექის“ ვაქცინით აცრის რეკომენდაცია გასცა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს და წერს, რომ ჯერ კიდევ სექტემბერში FDM-მ გაავრცელა კვლევების შედეგი, რომელიც ადასტურებს ვაქცინის უსაფრთხოებას 5-დან 11-წლამდე ასაკის ბავშვებში. ექისპერტები აცხადებენ, რომ ვაქცინაციის სარგებელი რისკებს აღემატება და გადაწყვეტილებას მხარს კომიტეტის 17 წევრი უჭერს, ერთი კი, თავს იკავებს გადაწყვეტილების მიღებისგან. ამერიკის შეერთებული შტატების სტატისტიკით, პანდემის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 5-1 წლამდე ასაკის 160 ბავშვი ემსხვერპლა კორონავირუსს.

ჯანმო – პანდემიის დასრულებამდე ჯ...

კოვიდ19-ის პანდემიის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კომიტეტმა განაცხადა, რომელიც ყოველ 3 თვეში იკრიბება. „მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინების კუთხით პროგრესი არის, არსებული სიტუაციის ანალიზის და პროგნოზის მიხედვით, პანდემიის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია“, - აღნიშნეს კომიტეტში.  კომიტეტის წევრების თქმით, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის აუცილებელია ჰიგიენის წესების დაცვა, ნიღბის ტარება და დისტანციის დაცვა, ასევე შიდა სივრცეების განიავება.

პაატა ბურჭულაძე ქუთაისის ოპერის ...

საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე ქუთაისის ოპერის თეატრში არ შეუშვეს. - ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, ქუთაისის საოპერო თეატრში მისვლას ის ხატია დეკანოიძესთან ერთად გეგმავდა, თუმცა თეატრი მოულოდნელად დაკეტეს. "ქუთაისის საოპერო თეატრიდან ჩემი ძვირფასი მეგობრები მირეკავენ მომხადრთან დაკავშირებით. დღეს მინდოდა თეატრის მუსიკოსებსა და მენეჯმენტს ხატია დეკანოიძისთვის გაეცნოთ საკუთარი პრობლემები, ამიტომ მივედით თეატრთან, ვიცოდით რომ რეპეტიცია იყო დანიშნული. იქ კი ისე უცნაურად დაემთხვა, რომ  როგორც კი გახდა ცნობილი ჩვენი მისვლის შესახებ, მოულოდნელად გამოცხადდა კარანტინი,  საჭირო გახდა  დეზინფექცია და თეატრი დაკეტეს. რატომღაც არც საოპერო თეატრის...