ცესკოს ხელმძღვანელი პირები ეუთო/...

ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, მოადგილესთან და უწყების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელებს და წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. მათი ცნობით, ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს კალანდარიშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა არჩევნების დღიდან ამ დრომდე განვითარებულ მოვლენებთან და ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა საარჩევნო პროცესთან მიმართებაში. „ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა დელეგაციის წევრებისთვის ყველა საინტერესო ინფორმაციის დროულად და სრულყოფილად მიწოდების შესახებ.  გიორგი კალანდარიშვილმა მისი...

ქურდოვანიძე - ჩვენ დარწმუნებით ვ...

ჩვენ დარწმუნებით ვიცით, რომ ბიულეტენის მეორე მხარეს ჩანდა გაფერადების კვალი და ამით დაირღვა კონსტიტუცია,- ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე აცხადებს. ქურდოვანიძის თქმით, თუ ფარულობის დარღვევა სისტემურია, მიუხედავად იმისა, ყველა ამომრჩევლის არჩევანი გამჟღავნდა თუ არა, შედეგების ბათილობას იწვევს, რადგან ფარულობის დაცვის უზრუნველყოფის გარეშე, არჩევნები არჩევნებად ვერ ჩაითვლება. „რამდენიმე სიტყვით შევაჯამებ საიას არგუმენტებს ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით. არსებობს ფარულობის დარღვევის სხვადასხვა პრაქტიკა. ფარულობის დარღვევის ინდივიდუალური შემთხვევები - როდესაც ამომრჩეველს კაბინაში ვინმე შეჰყვება და მის ა...

საია ტექნოლოგიების გამოყენებით ჩ...

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია), ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის გამო, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული ყველა - 2 263-ვე უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს,- ამის შესახებ საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ქურდოვანიძემ აღნიშნა, კენჭისყრის დღეს ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი მასობრივად დაირღვა, რაც საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საარჩევნო უფლებას არღვევს. “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 29 ოქტომბერს საოლქო საარჩევნო კომისიებში წარადგინა საჩივრები, რომლითაც შესაბამის ოლქებში შემავალი ყველა იმ უბნის, 2 263 უბნის, შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გ...

ბაზისბანკი და ახალი თეატრი საერთ...

ბაზისბანკი და ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი, 1 ნოემბერს, იტალიელი რეჟისორის ლეონარდო მანძანის სპექტაკლის “სირანო უნდა მოკვდეს“ პრემიერას შესთავაზებს თეატრის მოყვარულებს. ედმონ როსტანის “სირანო დე ბერჟერაკის“ მიხედვით თავისუფალი ადაპტაციაა და მართლაც დიდი სიყვარულის, მეგობრობის, სიმამაცის ამბავია: მშვენიერი ლექსებითა და გულგასაგლეჯი ტრაგედიებით გაჯერებული, რომელიც რა ხანია აღელვებს და ცხარე ცრემლით ატირებს მაყურებელს. ასევე დიდი ღალატის და ტყუილისაც, რომელსაც ხშირად ჯიუტად არ ვიმჩნევთ. “სირანო უნდა მოკვდეს“ კლასიკური პიესის გადაწერილი ვერსიაა,  სპექტაკლიკონცერტი, რომელშიც  მეცხრამეტე საუკუნის პოეტური სტრიქონების ნაცვლად, პერსონაჟებ...

ცესკო - პარტიების წარმომადგენლებ...

პარტიების წარმომადგენლები, პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე, არარეალურ მოთხოვნებს აყენებენ იმისთვის, რომ შექმნან აღქმა, თითქოს საარჩევნო ადმინისტრაცია ინფორმაციას მალავს,- ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა. იოსელიანი არჩევნების გასაყალბებლად საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა და მას დისკრედიტაციული უწოდა.  „საზოგადოებას გვინდა, მივაწოდოთ ინფორმაცია იმ დეზინფორმაციის შესახებ, რომელიც ინტენსიურად ვრცელდება მედიასა და სოციალურ ქსელებში. მანიპულაციური და დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელება კამპანიური ხასიათისაა და ამომრჩევლის შეცდომაში შე...

ცესკო - არჩევნებზე მისულ ამომრჩე...

დაინტერესებული მხარეები არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობასთან დაკავშირებით ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, რამაც უკვე კამპანიური ხასიათი მიიღო,- ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. იოსელიანის თქმით, „რეალურად არჩევნების პროცესი იმდენად გამჭვირვალე იყო, რომ დაინტერესებული მხარეები პროცესის დისკრედიტაციას არარეალური ფაქტებით ცდილობენ“. „დღეს დილიდან, დაინტერესებული მხარეები არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობასთან დაკავშირებით ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, რამაც უკვე კამპანიური ხასიათი მიიღო. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებისა და არჩევნებზე მისული ამომრჩეველთა რაოდენობის ერთმანეთთან შედარებით ხდე...

ცესკოს ამერიკულმა კომპანიამ Pro ...

საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ამერიკულმა აუდიტორულმა კომპანიამ pro v&v-მ შესაბამისობის აუდიტის ორი ეტაპის შედეგები გადმოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრა დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ და ხელმძღვანელმა პირებმა უშუალოდ კომპანიის წარმომადგენლებისგან მიიღეს ინფორმაცია აუდიტის ძირითადი მიგნებების შესახებ. მათივე ინფორმაციით, აუდიტმა დაადასტურა, რომ საარჩევნო ელექტრონული აპარატები მუშაობს გამართულად. შეგახსენებთ, რომ კომპანია pro v&v ერთ-ერთია იმ ორი კომპანიიდან, რომელსაც გააჩნია ამერიკაში შესაბამისი ინსტიტუციების სათანადო აკრედიტაცია. მას მრავალწ...

კალანდარიშვილი - ელექტრონული ტექ...

საქართველოში საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა წარმატებით განხორციელდა,- ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხდა. კალანდარიშვილის თქმით, “ორწლიანმა დაუღალავმა შრომამ შესაბამისი შედეგი გამოიღო და დღეს სიამაყით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენს მიერ პროცესის დაგეგმარება და ორგანიზება ყველა ეტაპზე იყო სწორად წარმართული“. "ჩემი სიტყვების დასადასტურებლად კი რამდენიმე სტატისტიკურ მონაცემს მოგიყვანთ. 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს საერთო ჯამში გამოყენებული იყო 15 000-მდე აპარატი, საიდანაც მხოლოდ 20  გამოვიდა მწყობრიდან. ამის მიუხედავად, ყველა შემთხვევაში მოხერხდა საარჩევნო პროცესის გაგრძელება ტექნოლოგიების გამოყე...

საია - ორგანიზაციის დამკვირვებელ...

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) ინფორმაციით, ორგანიზაციის თანამშრომელს/დამკვირვებელს, გიორგი გოცირიძეს მარნეულის #4 უბანზე კომისიის წევრი და უბნის გარეთ უცნობი პირი თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. საიას ცნობით, აღნიშნულს წინ მუქარა უსწრებდა. „გაცნობებთ, რომ საიას თანამშრომელს/დამკვირვებელს, გიორგი გოცირიძეს მარნეულის #4 უბანზე კომისიის წევრი და უბნის გარეთ უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. უბანზე არსებული დარღვევების დაფიქსირებისას გიორგი გოცირიძეზე ფიზიკურ ძალადობას წინ უსწრებდა მუქარა. მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, დაუყოვნებლივ მოახდინოს მომხდარ ფაქტზე რეგირება“,- აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

საქართველოში პოლონეთის საელჩო სა...

საქართველოში პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს ურჩევს, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ და თავი აარიდონ ადგილებს, სადაც მასობრივ შეკრებებს შესაძლოა ჰქონდეს ადგილი. აღნიშნული განცხადებას საქართველოში პოლონეთის საელჩო ავრცელებს. "საქართველოში პოლონეთის საელჩო ურჩევს პოლონელ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში მიემგზავრებიან, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ და თავი აარიდონ ადგილებს, სადაც მასობრივ შეკრებებს შესაძლოა ჰქონდეს ადგილი",- ნათქვამია პოლონეთის საელჩოს განცხადებაში.

გიორგი კალანდარიშვილმა შემაჯამებ...

საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე პირველ ფართომასშტაბიან მოდერნიზებულ არჩევნებს ადმინისტრირება გაუწიოს, რომელშიც ამომრჩეველთა თითქმის 90% სერვისებს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მიიღებს, ხოლო ამომრჩეველთა 10%-ის ბიულეტენები კენჭისყრის დასრულების შემდგომ გაციფრულდება,- ამის შესახებ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც კალანდარიშვილმა აღნიშნა, “არჩევნების ორგანიზების მიზნით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არაერთი სამართლებრივი/ნორმატიული აქტი მიიღო, რითაც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასხელი შეუწყო, მათ შორის, საარჩევნო პროცესში ჩართული ...

ცესკოს თავმჯდომარემ 26 ოქტომბრის...

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საერთაშორისო ორგანიზაცია Transparencia Electoral-ის და ალბანეთის საარჩევნო სისტემების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლებს შეხვდა. გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობები, ამომრჩეველთა ინფორმირების კუთხით განხორციელებული პროექტები და მნიშვნელოვანი სიახლეები გააცნო. როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებამდე ორი დღით ადრე იყენებს ყველა რესურსს იმისთვის, რომ არჩევნებში ჩართულ მხარეებს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდოს. „საინტერესო შეხვედრა გავმართე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რო...

ბაზისბანკის მხარდაჭერით, USAID-ი...

ბაზისბანკის მხარდაჭერით და USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეებისთვის ვორქშოფების სერია გაიმართა. USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ვორქშოფების სერიას კრეატივის სკოლის დამფუძნებელი, კოტე იანტბელიძე გაუძღვა. ტრენინგების სერია მიზნად ისახავდა სასკოლო საგნებით მოსწავლეების დაინტერესებას კრეატიული იდეებისა და სამაგიდო თამაშების შექმნის დახმარებით. ვორქშოფის ,,როგორ გამოვიყენოთ სასკოლო საგნები კრეატიული იდეების მოსაფიქრებლად" ფარგლებში, მოსწავლეები გაეცნენ იდეების გენერირების მეთოდებს, სახალისო სავარჯიშოებს და სასკოლო თემატიკებიდან, სახელმძღვანელოების მასალებიდან კონკრეტული იდეების მოფიქრების მეთოდებს. საბაზისო განათლების პროგრამის ვორქშოფების ფორმატი...

ცესკო ისრაელში გახსნილი, რამათ-გ...

საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმაურება ისრაელში გახსნილი, რამათ-განის საუბნო საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას. ცესკოს ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ: "პირველ რიგში განვმარტავთ, რომ აღნიშნული საუბნო საარჩევნო კომისია ამ დროისათვის ჩვეულებრივ რეჟიმში ფუნქციონირებს და ემზადება კენჭისყრის დღისთვის. კომისიის თავმჯდომარემ ოჯახური მდგომარეობის გამო 22 ოქტომბერს საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა. კომისიის არცერთ სხვა ხელმძღვანელ პირს ან  წევრს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ ცესკოსთვის არ მოუმართავს.  ამასთან, საუბნო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია დაიწყოს კენჭისყრისთვის მოსამზადებელი პროცედურები, თუ გამოცხ...

მთავრობის გადაწყვეტილებით, მიწის...

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მიწის სისტემური რეგისტრაციის გაგრძელების შესახებ,-  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, არიან მოქალაქეები, რომლებმაც ჯერ ვერ მოახერხეს მიწის დარეგისტრირება და მათ ექნებათ საშუალება, სრულიად უფასოდ, 2025 წლის ბოლომდე დაირეგისტრირონ კუთვნილი მიწის ნაკვეთები. „მიწის სისტემური რეგისტრაცია, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც განხორციელდა. მადლობა იუსტიციის სამინისტროს იმ ძალიან მნიშვნელოვანი შედეგებისთვის, რომლებიც უკვე გვაქვს. როგორც მოგეხსენებათ, ამ რეფორმის ფარგლებში აიზომა 1.5 მლნ მიწის ნაკვეთი და დარეგისტრირდა -  1 მლნ შესაბამისად, მილიონზე მეტი ადამიანი გახდა ...

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს ...

რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს "ქართული ოცნების"  საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილი ცოტნე ივანიშვილი შეუერთდა. როგორც ცოტნე ივანიშვილმა აღნიშნა, ის ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობას "მე უბრალოდ როგორც რიგითი ქართველი ახალგაზრდა, ვგრძნობ პასუხისმგებლობას ჩემი ქვეყნის წინაშე. ვთვლი, რომ უნდა დავიცვა ოჯახური ღირებულებები, მშვიდობა, ნათელი მომავალი და მხარი დავუჭიროთ „ქართულ ოცნებას“. ომსა და მშვიდობას შორის არის არჩევანი. მმართველი პარტია ძალიან კარგ აქცენტებს აკეთებს და მე ყველა აქცენტს მხარს ვუჭერ და ვეთანხმები", განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.

ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდე...

ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნელოვანია, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ზამთარში, როდესაც გზის საფარზე მოჭიდების პრობლემა იჩენს თავს.  „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს სთავაზობს პრემიუმ ბრენდების, ATE-ს, TRW-სა და BOSCH-ის, სამუხრუჭე სისტემებს, რომლებიც ცნობილია მაღალი ხარისხითა და უსაფრთხოების გარანტიით. წარმოების დროს გამოყენებულია მხოლოდ უმაღლესი ხარისხის მასალები, რაც უზრუნველყოფს ხუნდებისა და დისკების ხანგრძლივ მუშაობას. პრემიუმ ხუნდებისა და დისკების მთავარი უპირატესობა ის არის, რომ...

ჩეხი ჟურნალისტი რეი ბეისლი აცხად...

ჩეხი ჟურნალისტი რეი ბეისლი, რომელიც “გამჭვირვალობის კანონინის“ საწინააღმდეგო აქციებს აშუქებდა, საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ ჟურნალისტმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა. მისი განცხადებით, საქართველოში შემოშვებაზე უარი დამატებითი ახსნა-განმარტების გარეშე უთხრეს. “მოგესალმებით, ქართველებო, ჟურნალისტებო და ჩეხებო. დღეს 19:30 საათზე უარი მითხრეს ქვეყანაში შესვლაზე დასაბუთების ან დამატებითი ახსნა-განმარტების გარეშე, ეს მიუღებელია ადგილობრივმა სასაზღვრო ძალებმაც კი არ იციან, რატომ არ შემიშვეს. ვისაც შეუძლია დახმარება, მომწერეთ“,- წერს ჩეხი ჟურნალისტი. ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს ახსნა-განმარტები...

Rally Adventure Georgia-ს მეორე ...

Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა. სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ იყო. მაო გოშაძისა და მარიამ ხოსიტაშვილის ეკიპაჟმა ამჯერადაც გამორჩეულად იასპარეზა და მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა. პილოტმა მაო გოშაძემ სათავგადასავლო რალიში ნათლულთან, მარიამ ხოსიტაშვილთან ერთად იასპარეზა. ეკიპაჟი #52 Rally Adventure Georgia-ში უკვე მეოთხედ გამოდის, ამ შემადგენლობით კი მეორე წელია მონაწილეობს. მარიამ ხოსიტაშვილი შტურმანის პოზიციაზე პირველად შარშან გამოჩნდა. Rally Adventure Georgia-ში წელს 14-მა ეკიპაჟმა მიიღო მონაწილეობა. შეჯიბრებამ სტარტი 5 ოქტომბერს თბილისიდან...

პოლიცია - მოქალაქეებს მოვუწოდებთ...

23 ოქტომბერს თბილისში მოსალოდნელი გადატვირთული სატრანსპორტო მოძრაობიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ პირადი ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან,- ამის შესახებ თბილისის საპატრულო პოლიციის განცხადებაშია აღნიშნული. განცხადების თანახმად, მოსალოდნელი გადატვირთული მოძრაობა „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დასკვნით ღონისძიების გამო, ცალკეულ ქუჩებზე ავტომობილების მოძრაობის გარკვეული პერიოდით შეზღუდვას უკავშირდება. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 23 ოქტომბერს, თბილისში დაგეგმილია პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო დასკვნით ღონისძიება. აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით თბილისში, ცალკეულ ქუ...