„რუსთაველის“ მეტროდან პარლამენტი...

საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეები თბილისში, მეტროსადგურ "რუსთაველიდან" პარლამენტის შენობისკენ მსვლელობას მართავენ. მსვლელობის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს წინ დაგეგმილ უკრაინის სოლიდარობის აქციას შეუერთდებიან. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე იკრიბებიან პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. დედაქალაქის გარდა, აქციები ბათუმსსა და ქუთაისშიც არის დაგეგმილი. შეგახსენებთ, 2022 წლის 24 თებერვლის დილის საათებში, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. ორი დღით ადრე, 22 თებერვალს მოსკოვმა ცნო მის მიერ მხარდაჭერილი დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა და უკრაინაში შეჭრას, აღნიშნული რეგიონების...

მეტროსადგურებმა „ახმეტელის თეატრ...

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად განახლდა. ამის შესახებ ინფორმციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს. მეტროსადგურებმა „ახმეტელის თეატრი“ და „სარაჯიშვილი“ მგზავრების მომსახურება ჩვეულ რეჟიმში განაახლა. ადგილზე ოპერატიულად იმუშავა კომპანიის შესაბამისმა ჯგუფმა. შეფერხება გამოწვეული იყო ტექნიკური ხარვეზით.

მს „ახმეტელის თეატრი“ და მს „სარ...

თბილისის მეტრო შეფერხებით, მხოლოდ მეტროსადგურ "გურამიშვილამდე" მუშაობს. შეფერხების გამომწვევი მიზეზის გასარკვევად "ექსპრესნიუსი" თბილისის სატრანსპორტო კომპანიას დაუკავშირდა. ინფორმაციის თანახმად, მს „ახმეტელის თეატრი“ და მს „სარაჯიშვილი“  მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება შეფერხება გამოიწვია  მს „ახმეტელის თეატრის“ ჩიხში ტექნიკურმა პრობლემამ. ადგილზე იმყოფება კომპანიის შესაბამისი სამსახურები ხარვეზის დროული აღმოფხვრის მიზნით. მატარებლები მოძრაობენ ზონალურ რეჟიმში მს „ვარკეთილიდან“ მს „გურამიშვილამდე“ და პირიქით.

ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრ...

ბაზისბანკმა, შპს ვოიაჟ ჯორჯიასთან თანამშრომლობით, ყვარლის რაიონში, 26 ჰექტარზე გაშენებული თხილის მსხმოიარე  ბაღისთვის საბრუნავი საშუალებების დასაფინანსებლად 100,000 ლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 49,000 ლარი გაიცა შეღავათიანი აგრო კრედიტის პროექტის, თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში.  აღსანიშნავია, რომ კომპანია სეზონზე 70 ტონამდე მოსავალს იღებს და მომდევნო წლებში წარმადობის ეტაპობრივად ზრდას გეგმავს. პროდუქციის რეალიზაცია როგორც ქართულ, ასევე საზღვარგარეთის ბაზრებზე ხორციელდება. ბაღებში სრულად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბაზისბანკსა და შპს ვოიაჟ ჯორჯიას შორის პარტნიორული თანამშრომლობა წლებია გრძელდება და მეწარმე ყ...

არჩილ ტატუნაშვილის დედა - ჩემი შ...

ჩემი შვილი რომ ცოცხალი ყოფილიყო, ნამდვილად უკრაინაში წავიდოდა, ისეთი გმირული სულის იყო, - ასე გამოეხმაურა ქართველი გმირის, არჩილ ტატუნაშვილის დედა რუსუდან ტატუნაშვილი შვილის გარდაცვალების 5 წლის თავს და გაიხსენა დეტალები, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მისი შვილი წამებით მოკლეს. რუსუდან ტატუნაშვილმა აღნიშნა, რომ მისი შვილი სამშობლოს დასაცავად თავგანწირვისთვის ყოველთვის მზად იყო, რაც ნათლად გამოჩნდა, მაგრამ აღნიშნა, რომ მისი შვილის მკვლელი კვლავაც დაუსჯელია და მეტიც წამებით ადამიანის მოკვლის გამო დაწინაურებულია. "ჩემი შვილი რომ ცოცხალი ყოფილიყო, ნამდვილად უკრაინაში წავიდოდა, ისეთი გმირული სულის იყო. სამშობლოსათვის დასაცავად თავგანწირვისთვის ყოველთვის მზად იყო. მკვლელები...

ხაჭაპურიძე - სააკაშვილი მომაკვდა...

სააკაშვილი მომაკვდავ მდგომარეობაშია, ამის გადაბრალება პაციენტზე ეთიკის ნაკლებობა და ცინიზმის დემონსტრირებაა, - ასე ეხმაურება მესამე პრეზიდენტის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე კლინიკა "ვივამედის" ექიმების დღევანდელ განცხადებას. როგორც ხაჭაპურიძე სოციალურ ქსელში წერს, ექიმებმა დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრეს იმაზე, რაზეც ექსპრეზიდენტის დაცვის მხარე ყურადღებას თვეების განმავლობაში ამახვილებს. "ექიმთა ჯგუფმა შემოგვაპარა ინფორმაცია, რასაც ჩვენ თვეებია გავიძახით - მიხეილ სააკაშვილი არის მომაკვდავ მდგომარეობაში! ამის გადაბრალება პაციენტზე არის ეთიკის ნაკლებობა  და ცინიზმის დემონსტრირება. სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია!" - წერს ხა...

ჩხაიძე სააკაშვილზე - ამბობს, რო...

პაციენტს აქვს სრული შეუგუებლობა იმ პირობებისადმი, რა პირობებშიც ის იმყოფება,- ამის შესახებ "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა. ჩხაიძის თქმით, პაციენტი რეკომენდაციებს იმ შემთხვევაში შეასრულებს, როდესაც იქნება თავისუფალი. „ყველაფერი განპირობებულია მისი ფსიქო-ემოციური ფონიდან გამომდინარე. პაციენტს აქვს სრული შეუგუებლობა იმ პირობებისადმი, რა პირობებშიც ის იმყოფება. ამას პაციენტი თვითონაც ამბობს, რომ რეკომენდაციებს შეასრულებს იმ შემთხვევაში, როდესაც იქნება თავისუფალი“,- განაცხადა ჩხაიძემ. მისივე თქმით, კლინიკა პაციენტის შემოსვლის პირველივე დღიდან აკეთებს თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს, მაგრამ ის რა მიზანიც აქვს სამედინიცო მხარეს, იგივე მიზ...

მკურნალი ექიმი - სააკაშვილი არაბ...

კვება რჩება არაბალანსირებული - პაციენტი არაბალანსირებულ საკვებს იღებს და ირგებს, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მკურნალმა ექიმმა, თამარ დავარაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც დავარაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, 20 თებერვალს ექსპრეზიდენტის წონა 67.2 კგ, სხეულის მასის ინდექსი კი, 18.2 იყო. მკურნალი ექიმის თქმით, არასრულფასოვანი კვებისა და წონის კლების მიუხედავად, ჰემოდინამიკური და რესპირატორული მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია, თუმცა პაციენტის მდგომარეობა დამძიმებისკენ მიდის. "პაციენტის მდგომარეობა არის შემდეგი - ტენდენცია დამძიმებისკენ მიდის იქიდან გამომდინარე, რომ სხეულის წონა და მასა რჩება ძალიან დაქვეი...

ხაბეიშვილი - ჯვრის მონასტერში ცვ...

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, საქართველოში გელათის გარდა, ჯვრის მონასტერიც ნადგურდება. როგორც ხაბეიშვილი ამბობს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე მონასტერში "ცვივა ქვები, ჩამოდის წყალი და არის ვანდალიზმის ფაქტები". ენმ-ის თავმჯდომარემ, რომელმაც საგანგებო განცხადება სწორედ ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან გააკეთა, კულტურის სამინისტროს ძეგლის გადასარჩენად პროფესიონალების დახმარება შესთავაზა. "ყველამ კარგად ვიცით გელათში განვითარებული მოვლენები - ის, რომ ჯალათეა ანგრევს და ანადგურებს გელათს. ჩვენი შეთავაზებაც იცის საზოგადოებამ, რომ მზად ვართ, პროფესიონალები ჩამოვიყვანოთ, უზრუნველვყოთ მათ შორის ფი...

ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ ნა...

20 თებერვალს, ბაზისბანკის ფინანსური მხარდაჭერით და ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდ ნატვრის ხის ორგანიზებით, რუსთაველის თეატრში „მსოფლიო ვარსკვლავები ბავშვებისთვის“ საქველმოქმედო გალა კონცერტი გაიმართა.  საქველმოქმედო საღამო, უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ს 90 წლის იუბილეს მიეძღვნა. გალა კონცერტში მონაწილეობის მისაღებად, ნინო სურგულაძესთან ერთად, ქართველი და მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები გაერთიანდნენ. კონცერტში მონაწილეობდნენ: ყოვლად წმინდა სამების კათედრალის საპატრიარქო გუნდი, თბილისის ქალთა გუნდი და ოპერის თეატრის სიმფონიური ორკესტრი, ასევე მაესტრო ნიკა ნიკვაშვილი და სპეციალური მოწვევით, მაესტრო ჯუზეპე საბატინი. საქვ...

ბაზისბანკი, ბიზნესის საკრედიტო პ...

ბაზისბანკმა, გასული წლის განმავლობაში,  ბიზნესის დაფინანსების ტემპი მნიშვნელოვნად გაზარდა, შედეგად, იურიდიული პირების საკრედიტო პორტფელის მოცულობით უმსხვილესი ბანკების სამეულშია. 2022 წლის შედეგებით, ბაზისბანკის იურიდიული პირების საკრედიტო პორტფელი 324 მილიონი ლარით გაიზარდა და 1.21 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც 37%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. "ბაზისბანკს, ბიზნესის დაფინანსების მიმართულებით, მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესის მხარდაჭერა, რომელიც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასთან და, შესაბამისად, ჩვენთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. მოხარული ვართ, რომ ბიზნესის დაკრედიტების ...

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრ...

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა დაფიქსირდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, ქალაქ ოზურგეთთან 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.  მიწისქვეშა ბიძგების სიღრმემ 10 კილომეტრი შეადგინა, ხოლო მისი ეპიცენტრი ქალაქ ოზურგეთის - სამხრეთ-აღმოსავლეთით, სოფელ გომთან იყო. პირველი მიწისძვრა დღეს, დილის 09:40 საათზე დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ცნობით, კურორტ გომისმთაზე სიმძლავრემ 3.2 მაგნიტუდა შეადგინა. 

ომბუდსმენის აპარატი „ხალხის ძალი...

შეუთავსებელია თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითად პრინციპებთან, - ასე აფასებს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს. ომბუდსმენის აპარატი ანტიდასავლური მოძრაობის ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს და უთითებს, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებთან შესაბამისი არ იქნება. "ინტერექსპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ეხმაურება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს და მიიჩნევს, რომ შემოთავაზებული პროექტი...

მეუფე ნიკოლოზი - სააკაშვილი სასი...

გამოდის, რომ ეს ადამიანი სასიკვდილოდ არის გამეტებული, აუცილებლად მოკვდება თუ ასე გაგრძელდა, - ამის შესახებ ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს ეპარქიის მმართველმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. მეუფე ნიკოლოზმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას ექსპრეზიდენტის მიერ თვითდაზიანების ფაქტი გამორიცხა და თქვა, რომ ასეთ შემთხვევაში, არ აზიარებდა. "ამ ქვეყანაში არ მინდა მოქმედებდეს ე.წ. ლინჩის წესი. დღეს უკვე ხელმისაწვდომია ტერმინების განმარტება და მე ვფიქრობ, ყველამ შეიძლება ჩაიხედოს და ნახოს ინტერნეტში, რას ნიშნავს ლინჩის წესით გასამართლება. ეს ნიშნავს, სასამართლო პროცესის გარეშე განაჩენის გამოტანას... ყოველ შესვლაზე სააკაშვილი უ...

დღეს „ნიკა გვარამიას თავისუფლები...

ტელეგადაცემიდან - "რა? სად? როდის?" ინტელექტუალებისა და მედიასაშუალების წარმომადგენლების ნაწილი "ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას" აფუძნებს. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ბაჩა შენგელიამ განაცხადა. შენგელიას თქმით, მოძრაობის მიზანი "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის საპატიმროდან დროული გათავისუფლება იქნება. "ნიკა გვარამიას აბსურდული ბრალდებით დაკავებით ქვეყნის ხელისუფლებამ ევროპული მომავალი და კანდიდატის სტატუსი ეჭვქვეშ დააყენა. სრულიად ნათელია, რომ ნიკა გვარამიას პატიმრობა სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს, ვნებს ევროინტეგრაციის პროცესს და სცდება ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგს. დარწმუნებული ვართ, რომ ...

თურქეთში ქართველი მეხანძრე-მაშვე...

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახალი სამაშველო ჯგუფი თურქეთში ჩავიდა. უწყების ცნობით, აღნიშნულმა ჯგუფმა ის მეხანძრე-მაშველები ჩაანაცვლა, რომლებიც ქალაქ ადიამანში ამ დრომდე ახორციელებდნენ მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს. "თურქეთში კვლავ რჩებიან ქართული სამაშველო ძალების ადგილზე მოქმედი შტაბის ხელმძღვანელები და სპეციალიზებული მაშველები. ქალაქ ადიამანში თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, თურქეთის რესპუბლიკის ყოფილმა ელჩმა  საქართველოში - ფატმა ჯერენ იაზგანმა ქართველ მაშველებს მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის. თურქულ მხარესთან კოორდინაციის შემდეგ, ქართული სამაშველო ჯგუფის ახალი ამოც...

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლე...

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომის განჩინება გამოქვეყნდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. "მისასალმებელი სიტყვით სხდომა გახსნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა მაღალყოვლადუსამღვდელოესი, ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე). 1. მისმა უწმინდესობამ აღნიშნა იმ პასუხისმგებლობის შესახებ, რაც სასულიერო პირთ და, მით უმეტეს, მღვდელმთავრებს აკისრიათ. ითქვა, რომ: ,,ყველაფერი უნდა გაკეთდეს ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნის სულიერი წინსვლისათვის, მშვიდობისა და გამთლიანებისათვის“. შემდეგ სიტყვა გადასცა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტახტ...

„მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავო...

სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრებს ავრცელებს. პენიტენციურის განცხადებით, აღნიშნულ კადრებს საზოგადოების ობიექტური ინფორმირების მიზნით აქვეყნებენ. „გარკვეული მედიასაშუალებების მიერ საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად და მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არასწორი აღქმების ჩამოსაყალიბებლად ვრცელდება ვიდეოკადრები, რომელთა მიხედვითაც მსჯავრდებულს არ შეუძლია დამოუკიდებლად ელემენტარული ფიზიკური მოქმედებების შესრულება და დახმარების გარეშე გადაადგილება. ცრუ საინფორმაციო კამპანიის შესაძლო მიზანია, სახელმწიფოს მხრიდან თითქოსდა არასათანადო რეაგირების წარმოჩენის გზით საზოგადოებრივი მღელვ...

პრემიერი - დღეიდან 800-ზე მეტი ქ...

მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების ამოქმედებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში ეხმაურება. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, დღეიდან 800-ზე მეტი ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტი კიდევ საშუალოდ 40%-ით გაიაფდება. "როგორც საზოგადოებას დავპირდით, დღეიდან  მედიკამენტებზე ამოქმედდა რეფერენტული ფასები. შედეგად, 800-ზე მეტი ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტი კიდევ საშუალოდ 40%-ით გაიაფდება", - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

კალაძე - საზოგადოებრივი სივრცეებ...

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი სივრცეებსა და  მუნიციპალურ ტრანსპორტში ვანდალიზმის ფაქტების პრევენციის მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები მომზადდა. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. „თქვენ იცით, რომ საზოგადოებრივი სივრცეების მოწესრიგება, კეთილმოწყობა და ზოგადად, კომფორტული გარემოს შექმნა  ჩვენთვის პრიორიტეტული საკითხია. მნიშვნელოვანია, რომ პარკები, სკვერები, მოედნები, გზები, მიწისქვეშა გადასასვლელები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სხვა საზოგადოებრივი ობიექტები კეთილმოწყობილი იყოს და ყოველდღიურად მოქალაქეებს კომფორტულ გარემოში უწევდეთ გადაადგილება. ამ ყველაფრისთვის, რასაკვირველ...