ბათუმში, ასათიანის ჩიხში, 2 ადამიანი დაჭრეს, ერთს კი მანქანა დააჯახეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შემთხვევა ავტოსახელოსნოსთან მოხდა, სადაც უცნობი პირი მანქანით მივიდა და მამა-შვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, ერთ-ერთ ხელოსანს კი მანქანით დაეჯახა. მოქალაქე ადგილიდან მიიმალა. "ინტერექსპრესნიუსი" მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, უწყებისგან პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.
2020-2023 წლებში 29 მუნიციპალიტეტის საკრებულომ ჯამში 2,274,897 მილიონი ლარის საწვავი მოიხმარა. ამის შესახებ ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ქუთაისის, ფოთის, ზუგდიდის, სენაკის, ქობულეთის, ბათუმის, ოზურგეთისა და მარნეულის მაღალჩინოსნებს 73-ის ნაცვლად 765 მანქანა ჰყავდათ. "31 მუნიციპალიტეტის საკრებულოდან 28 შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარეს გაპიროვნებული მანქანა ემსახურებოდა ტალინის, ვილნიუსისა და ბუქარესტის საკრებულოებს არც ერთი მანქანა არ ემსახურება 2019-2020 წლებში ზუგდიდის მერიას რეკომენდირებული 10 მანქანის ნაცვლად - 191 ემსახურებოდა ამავე წლებში 8 ქალაქის - ქუთაისის, ფოთის, ზუგდიდის, სენაკის, ქობულეთის, ბათუმის, ოზურგეთისა ...
თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე ერთ-ერთი სახლის სახურავზე ხანძარი იყო. როგორც "ექსპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი 2-სართულიანი შენობის სახურავზე გაჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„საქართველოს ბანკი“, როგორც ტექნოლოგიური კერძო ფინანსური ინსტიტუტი, სიახლეების დანერგვას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკმა ბიზნეს მომხმარებლებისთვის მანუალური პროცესების გასაციფრულებლად, ახალი პროდუქტი - ბიზნეს მენეჯერი შექმნა, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი გადახდების მენეჯერია. ეს პროდუქტი ბიზნესებს გადახდის არაერთი მეთოდის ონლაინ მოთხოვნის შესაძლებლობას სთავაზობს. აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ „საქართველოს ბანკმა“ პირველმა მისცა ბიზნეს მომხმარებლებს შესაძლებლობა, Apple Pay, Google Pay და სხვა მრავალფეროვან გადახდის მეთოდები, გადახდების მენეჯერის საშუალებით, ონლაინ, დამოუკიდებლად მოეთხოვათ. „საქართველოს ბანკის“ გადახდების მენე...
ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველების მიერ კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 29 ცხედარი და საძიებო სამუშაოები 4 პირთან დაკავშირებით მიმდინარეობს. მათივე ცნობით, სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ცოცხალი ძალა, მძიმე ტექნიკა, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი. შეგახსენებთ, რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე კურორტ შოვში სტიქიური უბედურება 3 აგვისტოს მოხდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს.
„საქართველოს ბანკი“, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კერძო ფინანსური ინსტიტური, მრავალი წელია არაერთი საგანმანათლებლო პროექტის ინიციატორი და მხარდამჭერია. ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის მიზნით, „საქართველოს ბანკისა“ და კომაროვის სკოლის ინიციატივით, მოსწავლეებისთვის STEM სკოლა ბრუნდება და 20 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით რეგისტრაციას აცხადებს. STEM სკოლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში, განსაკუთრებით კი რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებში, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ხელმისაწვდომობასა და პოპულარიზაციას. ონლაინ სკოლა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს დაეუფლონ მომავლის პროფესიებს და მიიღონ ხარისხიანი, აკადემი...
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის იმ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლითაც გამოცდების ცენტრი უარს ამბობს სასამართლოს დროებითი განჩინების აღსრულებასა და აბიტურიენტის დამატებით საგამოცდო სესიაზე დაშვებაზე. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს სასამართლოს განჩინების აღსრულებისაკენ და აბიტურიენტის დამატებით გამოცდაზე დაშვებისკენ მოუწოდებს, წინაააღმდეგ შემთხვევაში კი საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებს, რომ დაიწყონ გამოძიება და დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში, დააყენონ შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი. "აღსანიშნავია, რომ საქართველ...
21 და 22 აგვისტოს, უმეტესად დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით მთიან და მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია, წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
თუმში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მგზავრი მძღოლს იარაღით დაემუქრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. პირი, რომელიც მძოლს ემუქრებოდა პოლიციამ დააკავა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.
სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მცირედი თეორიული შანსიც კი იქნება ჩვენი დაკარგული მოქალაქეების პოვნის, - ამის შესახებ რაჭის გუბერნატორმა, პაპუნა მარგველიძემ განაცხადა. როგორც მარგველიძემ აღნიშნა, 6 დაკარგული მოქალაქის სამძებრო სამუშაოები, როგორც სტიქიის ეპიცენტრში, ასევე კურორტ შოვის ტერიტორიაზე, მდინარე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტშიც მიმდინარეობს. "უკვე მე-18 დღეა, სტიქიის შედეგად დაკარგული მოქალაქეების საძიებო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ დროის მდგომარეობით, 27 მოქალაქის ცხედარია ამოსვენებული. მიმდინარეობს 6 დაკარგული მოქალაქის საძიებო სამუშაოები როგორც სტიქიის ეპიცენტრში, ასევე კურორტ შოვის ტერიტორიაზე, მდინარე ...
შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სიახლეების მთავარი მიზანია, საზღვარგარეთ დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეების უფლებების მაქსიმალური დაცვა და საქართველოში მცხოვრები და დასაქმებული უცხოეთის მოქალაქეების სისტემური აღრიცხვა და მათი უფლებების დაცვა. უწყების ინფორმაციით, ახალი კანონმდებლობის მიხედვით, შუამავალ კომპანიებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს საზღვარგარეთ დასაქმებაში ეხმარებიან, სერტიფიცირების ვალდებულება უჩნდებათ. "სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში მოხდება საქართველოში დასაქმებული უცხოეთის მოქალაქეების აღრიცხვა. გარდა ამისა, ქვეყანაში, შრომითი ბინადრობისა და ემიგრაციის ვიზების ფლობისთვის, სავალდებულო ხდება ამა...
ნადირობის წესების დარღვევის გამოვლენისა და უკანონო ნადირობის აღკვეთის მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, საქართველოს მასშტაბით, 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს განახორციელებენ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველმა ნადირობამდე უნდა გადაიხადოს გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი (10 ლარი). გადახდიდან შვიდი დღის (გადახდის დღის ჩათვლით) განმავლობაში ნადირობის შემთხვევაში, თან იქონიოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით. 7 დღის შემდეგ, დოკუმენტები აისახება დეპარტამენტის ელექტრონულ ბაზებში. მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართ...
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17 აგვისტოს, დაბა სტეფანწმინდის აღმოსავლეთ ნაწილში, ე.წ. თარგმანის უბანში, უსახელო ხევის ჭალა-კალაპოტის ზონაში, ადგილი ჰქონდა ღვარცოფის გავლას. მათივე ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებმა ადგილზე მოახდინეს არსებული გეოდინამიკური პირობების შეფასება, რის საფუძველზეც, დამცავი ღონისძიებების გასატარებლად, შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა. "გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ოპერატიულად მოხდება საბოლოო დასკვნის მომზადება, რომელიც შესაბამის უწყებებს გადაეგზავნება. დღეის მდგომარეობით, რამე სახის მნიშვნელოვანი ზიანი ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე არ ფიქსირდება. თუმცა, ნებისმიერი ტიპის გართულების თავიდან აცილ...
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის განცხადებით, რაჭაში სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპული 27 პირიდან 25 იდენტიფიცირებულია. როგორც მარგველიძემ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, საძიებო სამუშაოები მდინარეების - ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში გრძელდება. "დაკარგული 33 ადამიანიდან ნაპოვნია 27 ადამიანის ცხედარი, გრძელდება დაკარგულ 6 პიროვნებაზე საძიებო სამუშაოები. უკვე მდინარე ჭანჭახისა და მდინარე რიონის კალაპოტებში გადასულია მძიმე ტექნიკა, რომლის საშუალებითაც გრძელდება საძიებო სამუშაოები. გუშინ საღამოს ნაპოვნი იქნა ერთი მამაკაცის ცხედარი, ეპიცენტრიდან დაშორებული იყო, დაახლოებით, 25 კმ-ით, ქალაქ ონთან სიახლოვეს, რომელიც ასევე ამოსვენებულ იქნა და გ...
კიდევ ერთხელ, ტკივილით და ამავე დროს, სიამაყით ვიხსენებთ გაუტეხელი ქართული სულის საუკეთესო გამოვლინებას, რომელმაც სამუდამოდ ჩაწერა გიორგი ანწუხელიძის სახელი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ღარიბაშვილის თქმით, გიორგი ანწუხელიძის გმირობა სამშობლოს ერთგულების, თავგანწირვისა და შეუდრეკელობის უკვდავ მაგალითად დარჩა მომავალი თაობებისთვის. „დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, სამშობლოსათვის თავდადებული მამულიშვილის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. კიდევ ერთხელ, ტკივილით, და ამავე დროს, სიამაყით ვიხსენებთ გაუტეხელი ქართული სულის საუკეთესო გამოვლინებას, რომელმაც სამუდამოდ ჩაწერა გიორგი ა...
ამ დროისთვის, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, შეიძლება ითქვას, რომ გაუმჯობესებულია,- ამის შესახებ "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ჩხაიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ექსპრეზიდენტის მიერ კვების რაციონის სრულად გათვალისწინება ისევ არ ხდება. "საყურადღებო რჩებოდა ლაბორატორიული კვლევის შედეგები, რომელიც განმეორებითი კვლევის შედეგადაც ვნახეთ და ყველა მაჩვენებელი არის გაუმჯობესებული. რაც შეეხება პაციენტს, ის უფრო აქტიურია. კვების რაციონის სრულად გათვალისწინება მაინც არ ხდება, მაგრამ არის კვების მხრივაც გაუმჯობესება",- განაცხადა ჩხაიძემ. შეკითხვაზე, იძლევა თუ ა...
18 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, უფროსი სერჟანტის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. მას დღეს 39 წელი შეუსრულდებოდა. ანწუხელიძე რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში რუსებს ტყვედ ჩაუვარდა. ის სასტიკი წამების შემდეგ, ცემით მოკლეს. საქართველოს ეროვნული გმირი ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში დაიბადა. უმცროსი სერჟანტი ანწუხელიძე IV ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე იყო. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“, მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის წოდება. მის სახელს ატარებს ასევე სერჟანტთა აკადემია.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, დიდი მწუხარებაა ამგვარი დასკვნის მოსმენა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სიტუაციის გამოსწორებისთვის ბევრი გზა და მიზეზი არსებობს, იქამდე, სანამ ძალიან არ დაგვიანდა. "ძალიან ემოციური საუბარი მქონდა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედასთან, გიული ალასანიასთან. დამოუკიდებელი ექიმების უკანასკნელმა ვიზიტმა მხოლოდ დაადასტურა ის, რაც ყველა ჩვენგანისთვის ისედაც ხილული იყო: მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. დიდი მწუხარებაა ამგვარი დასკვნის მოსმენა. კიდევ ერთხელ ვუს...
დილიდან აქტიურად დავიწყეთ მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის შეყვანა და საძიებო სამუშოების გაფართოება, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა სტიქიის ზონიაში ტრაგედიის მე-14 დღეს მიმდინარე სამუშაოებზე ისაუბრა. მისივე თქმით, მაშველების მიერ გამოსვენებული მამაკაცი ქუთაისში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. ''დილიდან აქტიურად დავიწყეთ მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის შეყვანა და საძიებო სამუშოების გაფართოება. დღეს დაახლოებით ნახევარი საათის უკან, საპატრულო მონიტორინგის მერვე სექტორზე, ჩვენ როგორც გვაქვს დაყოფილი სექტორებად, ეს არის დააახლოებით 25-ე კილომეტრი სტიქიის ეპიცენტრიდან, ნანახი იქნა ცხედარი ჩვენი, ...
რაჭაში, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადასტურებს. ამ მონაცემით, სტიქიური უბედურების მსხვერპლთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა. უწყების ინფორმაციით, 6 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. შეგახსენებთ, კურორტ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს.