დღეს "ფარმადეპოს" დაბადების დღეა. გაგაცნობთ აქტივობებს, რომელიც დაბადების დღის აღსანიშნავად გაიმართება: "ფარმადეპო" - დიღმის მასივი, მე-5 კვარტალი 15:00 სთ-დან - საბავშვო ღონისძიება ნუტრიბენისგან: კარიკატურის მასტერკლასი; სახის მოხატვა, საჩუქრები. "ფარმადეპო" - ვაჟა ფშაველას გამზირი 39 - 16:00 საათიდან - საბავშვო ღონისძიება სემპერისგან: ანიმაციის გმირები, საჩუქრები. "ფარმადეპო" - ლუბლიანას 11 - ოფთალმოლოგის უფასო კონსულტაცია; დიაბეტის სკრინინგი; ქოლესტერინის განსაზღვრა; საჩუქრები carter s-გან. "ფარმადეპო" - ვაჟა-ფშაველას გამზ. მე-4 კვარტალი - 19:00 საათიდან - "ფარმადეპოს" ახალი აფთიაქის გახსნის ღონის...
იმ სივრცეში, სადაც პატიმარი [მიხეილ სააკაშვილი] იმყოფება, რკინის მაგიდა საერთოდ არ არსებობს. არ დგას არანაირი რკინის ავეჯი და მითუმეტეს მაგიდა, - ასე გამოეხმაურა კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ მან გონება დაკარგა და თავი რკინის მაგიდას დაარტყა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია და აქვს ზოგადი სისუსტე და თავბრუსხვევა. „საშუალო მედპერსონალისა და მისი გადმოცემით, წონასწორობა დაკარგა, გონების კარგვას, როგორც საშუალო პერსონალი ამბობს და მგონი, თვითონაც არ აცხადებს ამის შესახებ, გონების კარგვა არ ყოფილა. კლინიკური მიმდინარეობა უცვლელია. აქვს ზოგადი სისუსტე, თავბრუსხ...
განმეორდა გონების კარგვა და ბეწვზე გადავურჩი სიკვდილს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმი, მიხეილ სააკაშვილი პირად სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, ის გონების დაკარგვის დროს წაიქცა და თავი რკინის მაგიდას დაარტყა, მაგრამ ექიმებმა დროული რეაგირებით შეძლეს მისი მოსულიერება. "როგორც იცით, მიუხედავად საჭირო სამედიცინო პროცედურების ჩატარებისა, გასულ შაბათს (29 აპრილს) ორჯერ მქონდა გონების კარგვის ეპიზოდი. გუშინ, 2 მაისს, კალიუმის ვარდნის გამო საჭირო გახდა შესაბამისი გადასხმების გაკეთება. დღეს ისევ განმეორდა გონების კარგვა და ბეწვზე გადავურჩი სიკვდილს - გონების დაკარგვის გამო წავიქეცი და რკინის მაგიდას დავარტყი თავი. მადლობა მინდა ვუთხრა ექთნებს, დროული დახმარებით ...
Meta-მ 80 პრო-სამთვრობო ყალბი ანგარიში, 26 გვერდი, 9 ჯგუფი და Instagram-ზე 2 ანგარიში დაბლოკა, რომლებიც სოციალური ქსელებში არსებულ პოლიტიკას არაავთენტიკური კოორდინირებული ქცევით არღვევდნენ. როგორც Meta-ს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ქსელი 24 საათიან რეჟიმში მუშაობდა, რათა გაეძლიერებინა კონტენტი საქართველოს ხელისუფლების მხარდასაჭერად და მოეხდინათ მათი პოპულარიზაცია, რაც გამოიხატებოდა ოფიციალური სამთავრობო გვერდებისა და პროსამთავრობო პოსტების გაზიარებით, რაც მაქსიმალურად გააქტიურდა ხალხის ძალის მიერ ინიცირებულ "უცხოური აგენტების" კანონპროექტის კონტექსტში. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საერთო თანხის ოდენობა, რაც Facebook-სა და Instagram-ის რეკლამებში დაიხარჯა, 33 ...
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ნაწილი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას 40-ზე მეტი ორგანიზაცია ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ორგანიზაციები ასევე მოუწოდებენ საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე დროულად, ობიექტურად და მიუკერძოებლად განიხილოს. "3 მაისი პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა. 1993 წლიდან დღემდე ეს თარიღი სიმბოლური მანიფესტია ყველა ხელისუფლებისთვის, რათა პატივი სცენ პრესას, როგორც თავისუფლების ერთ-ერთ მთავარ საყრდენ კედელს. ამ დღესთან დაკავშირებით, სამოქალაქო საზოგადოების ორგ...
მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება“ გეი-პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს მიიღებს, ეს ამბავი ძალიან მახარებს, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს, - ამის შესახებ "ალტ-ინფოს" დამფუძნებელმა კონსტანტინე მორგოშიამ განაცხადა. მისივე თქმით, 5 ივლისი იყო ქართველი ხალხის უდიდესი გამარჯვება და ლიბერალიზმის დასასრულის დასაწყისი საქართველოში. "მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნება”, პარტნიორი პარტიების მეშვეობით მიიღებს ყველა იმ კანონს, რომლის მიღებასაც, ჩვენ წლებია ვითხოვთ და ვიბრძვით!!! მათ შორის კანონს გეი-პროპაგანდის წინააღმდეგ!!! ეს ამბავი ძალიან მახარებს, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს!!! ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, 5...
ადამიანურად ძალიან განვიცდი და ყველა ჩვენთაგანი ვადევნებთ თვალ-ყურს რა პირობებში უწევთ დედებს ღამის თენება ქუჩაში, ეს საკითხი რაღაცნაირად უნდა მოგვარდეს,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებთან დაკავშირებით განაცხადა, რომლებიც ამ წუთებში ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრას მართავენ. ომბუდსმენი იმედს გამოთქვამს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო იმდაგვარ შეთავაზებას გაუკეთებს მშობლებს, რომელიც მათთვის იქნება მისაღები. "ჩვენი წარმომადგენელი დაესწრება ამ შეხვედრას და მე იმედი მაქვს, რომ დღეს ჯანდაცვის სამინისტრო გაუკეთებს იმდაგვარ შეთავაზებას მშობლებს, რომელიც მათთვის იქნება მისაღები და სულ მცირე, ის პროტესტის ფორმა, რომელიც მ...
31 მაისის ჩათვლით, "ლიბერთის" Visa ბარათების მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ Visa-ს გათამაშებაში და მოიგონ მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა მიმართულებებით დაუვიწყარი მოგზაურობა. გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ან რეზიდენტს, რომელიც უკვე არის 18 წლის და აქვს "ლიბერთის" Visa ბარათი. გათამაშებაში მონაწილეობას იღებს ტელეფონით - Apple Pay-ს ან Google Pay-ს ციფრული საფულის საშუალებით შესრულებული უნაღდო ანგარიშსწორება, რომელიც აღემატება 40 ლარს ნებისმიერ ვალუტაში - თითოეულ ტრანზაქციას მიენიჭება გათამაშების 1 ვირტუალური ბილეთი. თამაშდება 35 სამოგზაურო ვაუჩერი, თითოეული 2 ადამიანისთვის. გათამაშება ჩატა...
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი რვა წლის ბავშვს და შუახნის მამაკაცს იმ დროს დაეჯახა, როდესაც ისინი ქუჩის გადაკვეთას ცდილობდნენ. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
ჩვენ აქამდეც, ახლაც და მომავალშიც, ვაცხადებთ სრულ მზადყოფნას შევხვდეთ სამინისტროს წარმომადგენლებს. ასე უპასუხეს აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა, ჯანდაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს, რომელმაც მშობლებს მოლაპარაკებებისკენ და საპროტესტო აქციების შეწყვეტისკენ მოუწოდა. განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ დიალოგის რეჟიმის პარალელურად, დედების უწყვეტი აქცია გაგრძელდება, იქამდე, სანამ მთავარი მოთხოვნა, განკარგულებაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერა არ შესრულდება. "უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში, მთავრობის მხრიდან ჩვენთან არცერთი პირი არ გამოსულა პირდაპირ კომუნიკაციაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აქამდეც, ახლაც და მომავალშიც, ვაცხადებთ სრულ მზად...
ათასწლეულის ინოვაციის კონკურის 2023 ნახევარფინალის შედეგები ცნობილია. დამოუკიდებელმა ჟიურიმ კონსენსუსის საფუძველზე, მეორე ეტაპზე გასული 24 გუნდიდან, კონკურსის ფინალისთვის თორმეტი გუნდი შეარჩია. ფინალურ ეტაპზე გადავიდნენ გუნდები თბილისის, ქუთაისის, სენაკის, ბათუმის, ზუგდიდის, ახმეტის და მცხეთის სკოლებიდან. ფინალისტების შერჩევა, კონკურსის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, ინტერვიუებისა და პროექტების პრეზენტაციების საფუძველზე განხორციელდა. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში პირველ ადგილზე გასული გუნდი გაემგზავრება NASA-ში, აშშ-ში და მონაწილეობას მიიღებს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო ბანაკში. მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდები მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო STEM პროგრამებში...
სამუშაო მაგიდასთან გავაგრძელოთ შეთანხმებები და ყველა ის პროცესი, რაც აუცილებელია ამ იშვიათი დაავადებების მკურნალობის და მეთოდების ქვეყანაში დასანერგად,- ასე მიმართა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებს. მინისტრის თქმით, ის რაც დღეს და ბოლო დღეებში ხდება, საქმეს არ წაადგება და აღნიშნული პროცესი არ უნდა მიმდინარეობდეს ასეთი პროტესტის ფონზე. "ამ ჩვენ ყოველდღიურ მცდელობებს, რომ აღნიშნული იშვიათი დაავადების ირგვლივ რა პრობლემებიც არის შექმნილი და რასაც ვცდილობთ გამოვასწოროთ ამ პრობლემის მიმართ მიდგომა და ყველა ის პროცესი, რაც დაწყებული გვაქვს ამ ფორმატში, ამ ხმაურის ფონზე, ამ დაძაბულობის ფონზე, მერწმუნეთ ძალიან რთულია რომ...
მთავრობის სხდომის პარალელურად, სახელმწიფო კანცელარიასთან აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების აქცია მიმდინარეობს. როგორც მშობლები ამბობენ, დღეს აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის საქართველოში შემოტანის საკითხზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ელოდებოდნენ, თუმცა ცნობილი გახდა, რომ სხდომაზე მთავრობის მეთაური განცხადების გაკეთებას არ გეგმავს. მშობლები ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას მიმართავენ და მოუწოდებენ, რომ აქციის მონაწილეებს ჯანდაცვის სამინისტროს გეგმებზე პირადად ესაუბროს. "მოვუწოდებთ ქალბატონ თამარს, მობრძანდით და პირადად აასრულეთ თქვენი სიტყვები, რასაც ჩვენ ვიგებთ ტელევიზიებიდან, რო...
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ის ცნობით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი. "ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული პირების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპი...
ცენტრალური საარჩევნო კომისია შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნების წინასწარ შედეგებს აქვეყნებს. როგორც ცესკოს-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, 117 საარჩევნო უბნის ხმის მთვლელი აპარატებიდან ამობეჭდილი წინასწარი მონაცემების მიხედვით, ათივე მუნიციპალიტეტში, არჩევნებში მონაწილეობა სულ 55 363 ამომრჩეველმა მიიღო. კალანდარიშვილის თქმით, ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ახალციხეში, სადაც საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა 47.8 % მივიდა. "საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგი შემდეგია: № 21 - ბესიკი წულეისკირი („თავისუფალი საქართველო”) 1 208 ხმა, 4.67% №41 გიორგი ხახუბია ( „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო&ldqu...
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მესამე მკურნალ ექიმზეც უარი განაცხადა, - ამის შესახებ "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა. მისივე თქმით, როდესაც მკურნალი ექიმი, რაიმე ობიექტურ განცხადებას აკეთებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ის გამოხატავს უკმაყოფილებას და წყვეტს ექიმთან ურთიერთობას. „საკმარისია, რომ ექიმმა, ეს იქნება მკურნალი ექიმი თუ მორიგე, გააკეთოს რაიმე ობიექტური განცხადება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომ მაშინვე მიუღებელი ხდება პაციენტისთვის და ის გამოხატავს უკმაყოფილებას და წყვეტს ამ ექიმთან ურთიერთობას. ეს არის უკვე მესამე შემთხვევა, მესამე ექიმი, რომელზეც პაციენ...
სამინისტრო მზად არის, ასევე ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, დაჩქარებულ ვადებში, უზრუნველყოს აქონდროპლაზიის მართვისთვის აუცილებელი პროტოკოლისა და გაიდლაინების შექმნა, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისივე თქმით, ორგანიზაციის „პატარა ადამიანები საქართველოდან“ წარმომადგენლებს, შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ როგორც იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს, ისე აქონდროპლაზიის საკითხებზე მომუშავე მულტიდისციპლინურ ჯგუფის მუშაობაში. სწორედ სამუშაო ჯგუფებში ჩართულობა იყო აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების მხრიდან გაჟღერებუ...
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს, აქციას პოლიტიკოსები, აქტივისტები და სტუდენტებიც შეუერთდნენ. აქციის ორგანიზატორების განცხადების თანახმად, 16:00 საათისთვის მსვლელობა დაიწყება პარლამენტისკენ, სადაც გაკეთდება განცხადებები, შემდეგ კი ისევ მთავრობის ადმინიატრაციიაკენ გადმოინაცვლებენ. მათი მოთხოვა უცვლელია, აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების სამკურნალო მედიკამენტის საქართველოში შემოტანა. "ჩვენ გვინდა, მოსახლეობამ გააგებინოს [ხელისუფლებას] რომ ჩვენ მარტო არ ვართ, გარიყულები არ ვართ, როგორც თვითონ გაგვრიყეს, მხარში გვიდგანან და შეძახილებით და ხმაურით გვინდა მივაღწიოთ იმას, რაც ჩვენ გვეკუთვნის და სასწრაფოდ დაუნი...
ბაზისბანკი, ტრადიციულად, წელსაც შეუერთდა საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების პლატფორმა - ფინედუს მიერ ორგანიზებულ, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას. ღონისძიება, საქართველოში უკვე მესამე წელია აღინიშნება და ინიციატივის მიზანს წარმოადგენს ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებებისა და მათი დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლება. ბაზისბანკის ჩართულობითა და მხარდაჭერით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის თემაზე შექმნილი ვიდეო კონკურსი ჩატარდა, რომლის სლოგანი და კონკურსის სახელწოდება იყო „იცოდე შენი უფლებები - იყავი დაცული!“. სპეციალური ჟიურის მიერ, კონკურსის სამი გამარჯვებული გამოვლინდა. ბაზისბანკისგან, პირველ ა...
თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის სერჟანტი მამუკა მელაძე გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სერჟანტი გარდაცვლილი, გვიან ღამით, უწყების ერთ-ერთ ობიექტზე იპოვეს. სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა სუიციდის ფაქტზე, სისხლის სამართლის 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, გამოძიება დაიწყო. თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის სერჟანტი მამუკა მელაძე (1978 წელს დაბადებული) გვიან ღამით გარდაცვლილი იპოვეს, რომელმაც უწყების ერ...