თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო...

თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო" წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს.   ფესტივალის ფარგლებში 15 მარტის ჩათვლით ცხადდება მასშტაბური, საერთაშორისო ფოტოკონკურსი „ქოლგა“.  ფოტო კონკურსის გამარჯვებულებს ტრადიციულად საერთაშორისო ჟიური გამოავლენს. გაეცანით 2025 წლის ნომინაციებია: დოკუმენტური სერია  რეპორტაჟი კონცეპტუალური ფოტოპროექტი საუკეთესო ერთი კადრი /Single Image/ მობილური ფოტო კონცეპტუალურ სერიაში ასევე დაშვებულია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი პროექტების მონაწილეობაც. ფოტოკონკურსის გამარჯვებულებს ტრადიციულად საერთაშორისო ჟიური გამოავლენ...

გაიგე რა შეთავაზებები მოგიმზადათ...

თიბისი კონცეპტმა ერთგულ მომხმარებელს, ტრადიციულად, მათ სურვილებზე მორგებული და მრავალფეროვანი შეთავაზებები მოუმზადა. მხოლოდ 14 თებერვალს, თიბისი კონცეპტის Visa სადებეტო ბარათით ICI PARIS-სა და Voulez-Vous-ში გადახდისას, დაიბრუნეთ გადახდილი თანხის 50%, მაქსიმუმ 200 ლარის დაბრუნებას შეძლებთ. ქეშბექთან ერთად, აღნიშნულ მაღაზიებში დამატებით მიმდინარე ფასდაკლებებითაც ისარგებლებთ. ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელები კი, შემდეგ ობიექტებში, განსაკუთრებული პირობებით შეძლებენ შოპინგს: 13-14 თებერვალი | Veli.store-ის აპლიკაციასა და ვებ-გვერდზე დაიბრუნეთ გადახდილი თანხის 30%, ჯამში მაქსიმუმ 150 ლარი. 14 თებერვალი | GMT-ის, FLOWERS.GE და beauty flowers-ში დაიბრუნეთ გადახდილი თანხის&n...

საჯარო მეტყველების კონკურსი გრძე...

საქართველოს ბანკი 2012 წლიდან საჯარო მეტყველების კონკურსის გენერალური სპონსორია. აღნიშნული პროექტი საქართველოში ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირის მიერ ხორციელდება. მასში მონაწილეობის მიღება კი 16-20 წლამდე ასაკის ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამისათვის, მსურველებმა უნდა გაგზავნონ ელ. შეტყობინება მისამართზე: britishcornerbc@gmail.com ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირი 1918 წელს დიდ ბრიტანეთში დაარსდა,  მისი მთავარი მიზანია ინგლისური ენის საშუალებით ხალხთა შორის მეგობრობისა და ურთიერთგაგების განმტკიცება. საერთაშორისო კონკურსი საჯარო მეტყველებაში ESU-ს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროგრამაა. საქართველოში ეს პროექტი 1998 წლიდან ხორციელდება. პროექტის ფინანსური მხარდაჭერა საქარ...

მზია ამაღლობელის გათავისუფლების ...

"ბათუმელების" და "ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა. "ორ ათწლეულზე მეტია, მზია ამაღლობელი პრესის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის იბრძვის. ახლა ის წინასწარ პატიმრობაშია და საკუთარ სიცოცხლეს რისკავს იმავე ღირებულებებისთვის, რომელსაც ყოველთვის იცავდა. ეს არ არის მხოლოდ მზიას ბრძოლა - ეს არის ბრძოლა ყველა უკანონოდ დაკავებული პატიმრისთვის, სიტყვის თავისუფლებისთვის და საქართველოს მომავლისთვის", - წერია პეტიციის ტექსტში. მზია ამაღლობელი 31-ე დღეა შიმშილობს #თავისუფლებამზიას

ალექსანდრე თოფურიამ UFC-ში პირვე...

ალექსანდრე თოფურიამ UFC-ში პირველი ბრძოლა ჩაატარა და ავსტრალიელი კოლბი თიქნესი დაამარცხა. 29 წლის თოფურიამ მეტოქეს სამივე რაუნდი მოუგო. პირველ ორ რაუნდში ბრძოლა, ძირითადად, დგომში მიმდინარეობდა და ალექსანდრე კრივით ცდილობდა უპირტარესობის მოპოვებას, ხოლო მესამე რაუნდში თიქნესს ჭიდაობაშიც აჯობა. შედეგად, UFC-ის სუპერმსუბუქ წონაში ილია თოფურიას უფროსმა ძმამ პირველი გამარჯვება ჩაიწერა. აქამდე მას შერეულ ორთაბრძოლებში 5 გამარჯვება და ერთი მარცხი ჰქონდა, ავსტრალიელისთვის კი ეს კარიერაში პირველ მარცხი გახლდათ, აქამდე მან 7-ჯერ მოიგო. ბრძოლის დროს ალექსანდრე თოფურიას ილია ეხმარებოდა, ხოლო კოლბი თიქნესს რჩევებს ქვემსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი ალექსანდერ ვოლკანოვსკი აძლევდა. ამჟამად UF...

20-ზე მეტი განსხვავებული ინტერეს...

სრული ერთობა ქვეყნის დასაბრუნებლად - თბილისში საზოგადოებრივი ასამბლეის ყრილობა მიმდინარეობს. 73-დღიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ, ხალხი გეგმას ადგენს თუ როგორ უნდა დაიბრუნონ სამშობლო. შეიქმნა 20-ზე მეტი განსხვავებული ინტერესის მქონე ჯგუფი: თეატრალები, სოციალური მუშაკები, სტუდენტები, ემიგრანტები და ადვოკატები — დღეიდან სწორედ ეს ადამიანები დაიწყებენ მუშაობას იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს უსამართლობის შესახებ, რომელსაც რეჟიმი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ახორციელებს. ,,საზოგადოებრივი ანსამბლია იქნება ფართო წარმომადგენლობითი სტრუქტურა და მისი მიზანი არის, რომ საზოგადოების წევრები, სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფები წარმომადგენლების საშუალებით ჩაერთონ, ჩაე...

მედიაორგანიზაციების განცხადება „...

მედია ორგანიზაციები შალვა პაპუაშვილის განცხადებას დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მუქარად აფასებენ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ ონლაინ გამოცემა „პუბლიკის“ მიმართ გაკეთებულმა განცხადებამ მედიაორგანიზაციების კრიტიკა გამოიწვია. ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან მედიის საქმიანობაში ჩარევის მცდელობა სახეზეა, რაც „პუბლიკის“ საქმიანობის შეზღუდვასა და მედიაგარემოს დევნას ემსახურება. განცხადებაში ასევე გამოთქმულია შეშფოთება მზია ამაღლობლის დაკავებასთან დაკავშირებით და საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოში დამოუკიდებელი მედიის დაცვისკენ მოუწოდებენ. „1 თებერვალს „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარ...

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამოც...

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამოცემა პუბლიკაზე შალვა პაპუაშვილის Facebook-ის პოსტს ეხმაურება და მოუწოდებს მას, შეწყვიტოს დამოუკიდებელი მედიის მიმართ სიძულვილის გაღვივება. "ქართული ოცნება აგრძელებს დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემების დევნას, ხოლო მასთან დაკავშირებული ძალაუფლების მქონე პირები - დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემების მიმართ სიძულვილის გაღვივებას. ქართული ოცნების რეპრესიული პოლიტიკა დამოუკიდებელი მედიის მიმართ 1 თებერვალს ახალ საფეხურზე გადავიდა, როდესაც შალვა პაპუაშვილმა მედიის მიერ საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულება მანიპულაციურად დააკავშირა 31 იანვარს სახელდახელოდ მიღებულ, შეკრების უფლების შემზღუდავ შესწორებასთან მთავრობის #361 დადგენილ...

თბილისში მასშტაბური საპროტესტო ა...

„დიდი საპროტესტო აქციის დაწყებამდე, რომელიც დღეს თბილისში, „თბილისი მოლთან“ გაიმართება, რამდენიმე საათი რჩება. საქართველოს მოქალაქეები ქუჩაში ამჯერად ქოლგებით გამოდიან, რადგან ,როგორც მოქალაქეები განმარტავენ ქოლგები ჯერ კიდევ არ არის კანონსაწინააღმდეგო ნივთად გამოცხადებული. საპროტესტო აქცია დიღომში, ზუსტად 16:00 საათზეა დაგეგმილი. აქცია, სახელწოდებით „ბოლომდე!“, მიუხედავად შსს-ს განცხადებებისა გაიმართება და მისი მიზანი პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩატარებაა. მიუხედავად იმისა, რომ  ხელისუფლებამ თბილისის გასავლელთან რამდენიმე ვიდეოკამერა დაამონტაჟა, ხოლო გუშინ პოლიციამ რამდენიმე აქტივისტის სახლში ჩხრეკა ჩაატარა, მოქალაქეები მაინც...

თბილისი გალერის მეორე სართულიდან...

გუშინ თბილისი გალერის მეორე სართულიდან გადმოვარდნილი მამაკაცი კლინიკაში მიყვანისას გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა სავაჭრო ცენტრის მეორე სართულზე დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ იგი კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დღეს, საქართველოს რამდენიმე ქალა...

დღეს, 2 თებერვალს, საქართველოს რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციებია დაგეგმილი. თბილისში მოქალაქეები „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბებიან და მთავარ მაგისტრალზე საპროტესტო მსვლელობას გამართავენ. ბათუმში აქცია მთავრობის სახლთან გაიმართება, სადაც მოქალაქეები უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ. გარდა ამისა, „ახალი თეატრი“ დღეს სამეგრელოში ჩავა და საპროტესტო მანიფესტს გამართავს. აქციის მონაწილეთა მოთხოვნები უცვლელია: ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და აქციებზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება. საქართველოში უწყვეტი საპროტესტო გამოსვლები 67-ე დღეა მიმდინარეობს.  

თბილისში სხვა და სხვა ლოკაციებიდ...

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან მოქალაქეები არიან შეკრებილები და რამდენიმე წუთში მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გადაინაცვლებენ. ამ დროისთვის, დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე მოქალაქეები არიან შეკრებილები, რომლებიც საბოლოოდ რუსთაველის გამზირზე მსვლელობით მივლენ.

ბორჯღალოსნები იწყებენ - წლის პირ...

მოემზადე და მოდი სტადიონზე საგულშემატკივროდ. 2025 წელს, ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩით იწყებენ. საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე ა ჯგუფში შვეიცარია იქნება, რომელიც რაგბი ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტია. მატჩი 1 თებერვალს, თბილისში, „ავჭალაზე“ გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება. საქართველოს შვეიცარიასთან აქამდე მხოლოდ ერთხელ, 31 წლის წინ უთამაშია. 1994 წლის 4 ივნისს, „შონ-დე-ფონში“ ქართველებმა მეტოქეს მინიმალური ანგარიშით - 22:21 სძლიეს. თებერვლის პირველ სამ კვირაში ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის სამ შეხვედრას გამართავენ. შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ, 8 თებერვალს, რიჩარდ ქოქრილის გუნდი კვლავ მასპინძლის ამპლუაში ...

მსახიობი ალეკო თეთრაშვილი გარდაი...

მსახიობი და პაროდისტი, ალეკო თეთრაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ახლობლები ავრცელებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ალეკო თეთრაშვილის გარდაცვალების მიზეზი გულთან დაკავშირებული პრობლემა გახდა. თეთრაშვილი იყო ერთ-ერთი ავტორი ქართული იუმორისტული სატელევიზო გადაცემა პა-სეანსის, რომელიც „მეორე არხზე“ გადიოდა. ასევე იყო სხვადასხვა იუმორისტული პროექტისა და გადაცემების მონაწილე.

მაგთი განმარტავს, რატომ გაითიშა ...

27 იანვარს, რამდენიმე საათის განმავლობაში მაგთიკომის აბონენტებს მობილური და ფიქსირებული ინტერნეტის სერვისები არ მიეწოდებოდათ. კომპანიის ცნობით, დაზიანდა როგორც ევროპიდან შემომავალი ინტერნეტშეერთება თურქეთის ტერიტორიაზე, ისე, სარეზერვო მაგისტრალური არხი აჭარაში. "გაცნობებთ, რომ მაგთიკომის ინტერნეტ შეერთება საქართველოში გადაზღვეული არხებით შემოდის ევროპიდან. 27 იანვარს დაზიანება დაფიქსირდა თურქეთის ტერიტორიაზე, სადაც დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო ვერ ხერხდება პარტნიორი კომპანიის ტექნიკური ჯგუფების დაზიანების წერტილამდე მისვლა. რაც შეეხება სარეზერვო მაგისტრალური არხის დაზიანებას, 27 იანვრის 21:21-ზე საქართველოს მხარეს, აჭარის ტერიტორიაზე, დაფიქსირდა სამ წერტი...

გარდაიცვალა საქართველოს რადიოს ყ...

77 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ჟურნალისტი, საქართველოს რადიოს ყოფილი გენერალური დირექტორი ვახტანგ ნანიტაშვილი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ვახტანგ ნანიტაშვილი მუშაობდა საქართველოს ტელერადიო მაუწყებლობაში და გაიარა გზა რედაქტორიდან რადიოს გენერალურ დირექტორობამდე. მის სახელთანაა დაკავშირებული საქართველოს რადიოს პოპულარული გადაცემის „პიკის საათის“ დაარსება, რომელიც დღესაც გადაიცემა საზოგადოებრივი რადიოს ეთერში. ვახტანგ ნანიტაშვილი იყო საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი, დაჯილდოებული იყო ღირსების მედლით. არის ავტორი წიგნისა „საქართველოს რადიოს ხმოვანი მატიანე“.

ნაძალადევის რაიონის ნაწილს დღეს ...

ნაძალადევის რაიონის ნაწილს დღეს, 12:00 საათიდან 18 იანვრის ღამის 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება. ამის შესახებ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. „დღეს, 17 იანვარს, ნაძალადევის რაიონში, ბოთერაშვილის ქუჩა N11-ის მიმდებარედ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელი ავარიულად დაზიანდა. ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფები და დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშოები მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 17 იანვრის დღის 12:00 საათიდან 18 იანვრის ღამის 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: გუდამაყრის, ბუაჩიძის,...

ახალი თიბისი ბარათი, თავისი უნიკ...

ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი -  თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ცვლის.  ახალი თიბისი ბარათი, თავისი უნიკალური უპირატესობებით, უპრეცედენტო საბანკო პროდუქტია  ბაზარზე და  ის ერთადერთი ბარათია, რომელიც დაგჭირდება, რადგან:  ახალი თიბისი ბარათით  გადახდისას, ყველაზე მეტ თანხას აგროვებ. ბარათით შეგიძლია გადაიხადო ნებისმიერი ბანკის პოს ტერმინალზე ან ონლაინ გადახდის სისტემაში და თანხის 0.5%&nbs...

9 იანვრის 22:00 სთ-დან 10 იანვრი...

გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, გაზმომარაგება 12 300-მდე აბონენტს შეუწყდება. „თბილისი ენერჯის“ ინფორმაცით, გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, 9 იანვრის 22:00 სთ-დან 10 იანვრის 10:00 სთ-მდე გაზის მიწოდება შეუწყდება: ხმელნიცკის შეს. 4, შეს. 15, ხმელნიცკის ქ. 30, 30ა, 32, 45, ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 43, 45, 47, 49, 51, 52, 53, 57, 100, 102, 104, 115, მეველეს ქ. 11, 13, 17, ქ. წამებულის (წმ. ქეთევან დედოფლის) გამზ. 63ა, 63ბ, 65, 67, 69, სტეფანე ჭრელაშვილის ქ. 1, ჩოლოყაშვილის I კვ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპ. 1 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 9), 2 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 11), 3 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 13), 4 (ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 15) 5 (ბერი გაბრიელ სალოსის გამ...

შსს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვადასხვა მედიასაშუალებაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE-ს) ანგარიშზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს, კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, მათი სადამკვირვებლო მისიის წევრების ავტომობილს საბურავები განზრახ დააზიანეს და მანქანა დააჯახეს. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მომხდარზე სამართალდამრღვევი მძღოლის დადგენისა და შესაბამისი რეაგირების მოხდენის მიზნით ადმინისტრაციული სამართალწარმოებაა დაწყებული. „გვსურს გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედიასაშუალებაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE-ს) ანგარიშზე დაყრდნობით გავრცელებულ ინ...