ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების გამო, 13 ნოემბერს მეტეხის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით, ორმხრივად შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, 11:00-დან 21:00 საათამდე სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება აეკრძალებათ ევროპის მოედნიდან ვახტანგ გორგასლის მოედნის მიმართულებით. გორგასლის ქუჩიდან მომავალი ავტომობილები გადაადგილდებიან კოტე აფხაზის ქუჩის საშუალებით, თავისუფლების მოედნის მიმართულებით. ევროპის მოედნიდან მოძრავ ავტომობილებს გადაადგილება შეეზღუდებათ მეტეხის ხიდის მიმართულებით, ხოლო წრიული მოძრაობა დარჩება უცვლელი. "რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები: N301, N331, N333, N345, N35...
თბილისში, ერთ-ერთ ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. აღნიშნული ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
“ჯორჯიან ეარვეისის“ თვითმფრინავი, რომელიც თბილისი-მილანის რეისს ასრულებდა, პრობლემის შექმნის გამო, თბილისის აეროპორტში დაეშვა. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი “ჯორჯიან ეარვეისზე“ დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, თვითმფრინავს ნავიგაციასა და ბორტს შორის ხარვეზი დაუფიქსირდა და თბილისის აეროპორტში დაბრუნება სწორედ ამის გამო მოუწია. “ჯორჯიან ეარვეისის“ ინფორმაციით, ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ თვითმფრინავი თბილისი-მილანის რეისს შეასრულებს.
რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროცესში „თეგეტა ჰოლდინგი“ და „თეგეტა გრინ პლანეტი“ ჩაერთო. გამწვანების მასშტაბური ღონისძიების ფარგლებში, მტკვრის ორივე სანაპიროზე 1000 ნერგი დაირგო. Grow your own forest/გაზარდე საკუთარი ტყე - ასე ჰქვია კამპანიას, რომელიც რუსთავის შუაგულში არსებული მტკვრის ჭალის აღდგენას ისახავს მიზნად. გამწვანების აქცია პროექტის „ნაპირზე“ ორგანიზებით დაიგეგმა და ის თანხვედრაშია რუსთავის ჭალის განვითარების სტრატეგიასთან. რუსთავის ჭალა მდინარე მტკვრის ორივე ნაპირზე დაახლოებით 300 ჰექტარს მოიცავს. აქ 140-მდე სახეობის ფრინველის ნახვაა შესაძლებელი. ქალაქის ადგილმდებარეობა სპეციალურად განისაზღვრა მტკვრის ჭალის გარშემო, რად...
საარჩევნო ადმინისტრაციას ე.წ. ყალბ და საეჭვო გვერდებთან არანაირი კავშირი არ აქვს, არც ჰქონია და მომავალშიც არ განიხილავს ამგვარ არაკეთილსინდისიერ მექანიზმებს თავის საქმიანობაში,- ასე ეხმაურება საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია "სამართლიანი არჩევნების" (ISFED) ახალ კვლევას. როგორც ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული, "სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებული "ე.წ. კვლევა მიუთითებს მის დაინტერესებაზე, ნებისმიერი ფორმით და საშუალებით დააზიანოს საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაცია". "გუშინ, სოციალურ ქსელებში და მედიასაშუალებებში გავრცელდა ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" ე.წ. კვლევა სოციალური ქსელების ყალბ ან საეჭვო გვერდებზე, რო...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა მედიას 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საჩივრების განხილვის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია გააცნო. როგორც გიორგი სანტურიანმა აღნიშნა, საჩივრების განხილვის პროცესი საოლქო საარჩევნო კომისიებში დასრულდა. „მთლიანობაში კენჭისყრის დღესთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამურად წარმოდგენილი იყო 1201 საჩივარი. მათგან 537 შეეხებოდა საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების ბათილად ცნობას ან გადათვლას. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით წარმოდგენილი იყო 466 საჩივარი, ხოლო მოთხოვნის გარეშე 47. ისეთი საჩივრების რაოდენობა, სადაც დაფიქსირებული იყო შესაბამისი ...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მისი მოადგილე გიორგი შარაბიძე “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) სადამკვირვებლო მისიის დირექტორს, შონ დანს და მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი კალანდარიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნებსა და მასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე დეტალურად ისაუბრა. მან შეხვედრის მონაწილეებს საარჩევნო ადმინისტრაციის ინსტიტუციის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებსა და დეზინფორმაციულ კამპანიებზე, საარჩევნო დავებსა და სასამართლო განხილვებზე არსებული პოზიცია გააცნო. ასევე ისაუბრა ამერიკული კომპანია PRO V&V-ის მი...
ამომრჩეველთა გენდერულ სტატისტიკასთან დაკავშირებით ინფორმაციით მანიპულირება გრძელდება,- ამის შესახებ ცესკოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. როგორც ცესკოში ამბობენ, აღნიშნულ საკითხზე „სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაცია „მანიპულაციური და დეზინფორმაციულია“. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვეხმაურებით ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ არასწორ, მანიპულაციურ და დეზინფორმაციულ განცხადებას კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა გენდერულ სტატისტიკასთან დაკავშირებით. ცესკომ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გუშინვე უპასუხა სამართლებრივ ნორმებზე და რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით, რაც აბსოლუტურად გამორიცხავდა მოს...
ბოლო პერიოდში შეინიშნება არჩევნებში ზოგიერთი ჩართული მხარის მიერ არასწორი, მანიპულაციური ინფორმაციისა და დეზინფორმაციის გავრცელების ტენდენცია, რომელთა აქტორების გათვლაც, როგორც ჩანს, არის საარჩევნო საკითხებსა და პროცედურებში ნაკლებად გათვითცნობიერებული ადამიანების შეცდომაში შეყვანა. ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) აცხადებენ. როგორც ცესკოში აღნიშნავენ, დღეს, სოციალურ ქსელებში და მედია საშუალებებში ორგანიზაცია ,,სამართლიან არჩევნებზე’’ დაყრდნობით, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საარჩევნო უბნების მნიშვნელოვან ნაწილში ქალი და კაცი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა აცდენილია ნორმალურ განაწილებას და შეიცავს პრაქტიკულად გამორიცხულ მახასიათებლებს. რაც შ...
ამერიკულმა კომპანია Pro V&V-მ პარლამენტის არჩევნებზე ჩატარებული შესაბამისობის აუდიტის მესამე, ბოლო ეტაპის საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩატარებული დაკვირვება წარმატებით დასრულდა და Pro V&V-ს პრობლემები არ გამოუვლენია,- ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა. როგორც იოსელიანმა ბრიფინგზე აღნიშნა, დასკვნაში ნათქვამია, რომ „ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წარმატებით განახორციელა პროცედურები, რომლებიც ადრე ჩატარებული რვა პილოტის ფარგლებში გამოიყენებოდა და მოახდინა მათი ქვეყნის მასშტაბით გამოყენება, პირველ ელექტრონულ არჩევნებში“. „Pro V&V-მ დაადგინა, რომ არჩევნების ჩატარებ...
6 ნოემბერს „ავერსის კლინიკაში“ „გამა ნაიფ“ ესპრიტის (Gamma Knife Esprit) ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა. „გამა ნაიფი“ (Gamma Knife) არის უსაფრთხო, უმტკივნეულო და უსისხლო რადიოქირურგიული მეთოდი, რომელიც თავის ტვინის სიმსივნეებისა და სხვა პათოლოგიების მკურნალობის ოქროს სტანდარტს წარმოადგენს. „ავერსის კლინიკა“ პირველი სამედიცინო დაწესებულებაა საქართველოში, რომელმაც მკურნალობის ეს ყველაზე თანამედროვე მეთოდი დანერგა. „გამა ნაიფის“ (Gamma Knife), მისი უნიკალური შესაძლებლობებისა და საუკეთესო შედეგების გამო, მსოფლიოს წამყვანი კლინიკები ირჩევენ. ამ რადიოქირურგიული მეთოდით წელიწადში 90 000-მდე პაციენტი იკურნება...
თბილისში, ნაძალადევის რაიონში სპორტული კომპლექსის შენობაში ხანძარი გაჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სამუშაოები. დაშავებულების შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არ მიუღიათ.
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. აღნიშულ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. "რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა",- ნათქვამია ინფორმაციაში.
26 ოქტომბრის არჩევნების და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის კამპანია გრძელდება,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, “დაინტერესებული მხარეები უსაფუძვლო ბრალდებებით ცდილობენ შექმნან აღქმა, თითქოს საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან რაიმე კანონდარღვევას ჰქონდა ადგილი“. “გრძელდება 26 ოქტომბრის არჩევნების და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის კამპანია. დაინტერესებული მხარეები უსაფუძვლო ბრალდებებით ცდილობენ შექმნან აღქმა, თითქოს საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან რაიმე კანონდარღვევას ჰქონდა ადგილი. ეს ხდება იმ ფონზე, როცა საარჩევნო ადმინისტრაციამ შესაძლო სისხლის სამართლის დ...
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია თეთრიწყაროსა და გორის რაიონული სასამართლოების გადაწყვეტილებებს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს. ამის შესახებ საარჩევნო ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ადმინისტრაცია, წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების საარჩევნო უბნების შედეგების გაუქმების შესახებ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, დაუსაბუთებლად მიიჩნევს და არ იზიარებს. „საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმაურება თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ გააუქმა №25 წალკის საარჩევნო ოლქში შემავალი 18 საა...
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია გავრცელებულ დიაგრამებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ექსპრესნიუსი“ განცხადებას სრულად გთავაზობთ: „სხვადასხვა მედიასაშუალებით და სოციალურ ქსელებში ისევ ვრცელდება გარკვეული დიაგრამები და ამ დიაგრამების ავტორების კომენტარები ცალკეულ საუბნო საარჩევნო კომისიებში ამომრჩეველთა აქტივობის სტატისტიკური და ამ უბნებში ხმების გადანაწილების მათემატიკური კვლევის მიგნებების შესახებ. ეს მეთოდი საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ცნობილია და საქართველოში ჩატარებული არაერთი არჩევნები ყოფილა ამგვარი კვლევების ობიექტი, თუმცა საყოველთაოდ ცნობილია, რომ ასეთი კვლევები თავისთავად არაფერს ამტკიცებს და ის მხოლოდ მიუთითებს შესაძლო ანომალიური გადახრების გა...
დაინტერესებული მხარეები გამოგონილი ბრალდებებით მიუთითებენ საარჩევნო ადმინისტრაციის და უშუალოდ მისი თავმჯდომარის კავშირებზე რუსეთთან,- ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა. იოსელიანის თქმით, ონლაინ სივრცეში გავრცელებული ხელშეკრულების ფოტოები, რომელიც თითქოს საარჩევნო ადმინისტრაციასა და რუსულ კომპანიას შორის თანამშრომლობას ასახავს, არის ფალსიფიცირებული და რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. “გვინდა გამოვეხმაუროთ იმ დეზინფორმაციულ კამპანიას, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეა, მედიასა და სოციალური ქსელებში ინტენსიურად მიმდინარეობს. დაინტერესებული მხარეები გამოგონილი ბრალდებებით საარჩევნო ადმინისტრაციის და უშუალოდ მისი თავმჯდომარის კავში...
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გია ხარჩილავა გარდაიცვალა,- ამის შესახებ წალენჯიხის ვიცე მერმა, თამარ ბელქანიამ განაცხადა და სტუდენტებს ბოდიში მოუხადა რომ დღეს ლექციას ვერ ჩაატარებს. არსებული ინფორმაციით, ხარჩილავას გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში წალენჯიხა ერთადერთი თვითმმართველი თემი იყო, სადაც მერის არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, გია ხარჩილავამ მაშინ ხმების 51.10% მიიღო. 2006–2010 წლებში გია ხარჩილავა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იყო.
71 წლის ასაკში მწერალი და პოლიტიკოსი ზაალ სამადაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახის ახლობლები ადასტურებენ. სამადაშვილი 2008-2013 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. ამასთან, ზაალ სამადაშვილმა 2007 წელს ლიტერატურული პრემია „გალა“ დააარსა.
მარიამ მურღვლიანი ევროპის ჩემპიონია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს. პოლონეთში მიმდინარე U23 ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას ხელმძღვანელობით მარიამ მურღვლიანმა ( 87კგ.) ბრწყინვალედ იასპარეზა. ძალოსანმა ატაცში 97/100/103 დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. მურღვლიანმა აკვრაში დაძლეული 120 /125 კილოგრამით კვლავ ოქროს მედალი მოიპოვა, ძალოსანმა იგივე შედეგი გაიმეორა ორჭიდში მოგროვილი 228 კილოგრამითაც.