თსუ-ს სტუდენტები - მოვუწოდებთ სა...

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზეა საუბარი. თსუ-ს სტუდენტები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, რომ უარი თქვას, „ქართველი ხალხის მიერ ერთხელ უკვე უკუგდებული", „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებაზე და „ნაცვლად მოქალაქეების სახელმწიფოსგან დაშორებისა, ხელი შეუწყოს მათ აქტიურ ჩართულობას მართვაში". „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს არაკომერციული იურიდიული პირებისა და მედიაორგანიზაციების „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ ...

პარლამენტმა არ უნდა მიიღოს არც ე...

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეხმიანება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში განმეორებით ინიციირებას და მიიჩნევს, რომ „აღნიშნული ინიციატივის მიზანი - საქართველოსთვის განკუთვნილი საგარეო დახმარების ნაკადების გამჭვირვალობის და მიმღები ორგანიზაციების ანგარიშვალდებულების გაზრდა  - წარმოადგენს ლეგიტიმურ მიზანს, თუმცა მისი მიღწევა შესაძლებელია გაერთიანების უფლებაში არაპროპორციული ჩარევის გარეშე, რაც არ უნდა გამოიხატოს ორგანიზაციების სტიგმატიზება და ადამიანების ღირსების შელახვაში". ამის შესახებ განცხადებას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. განცხადების თანახმად, სახალხო დამცველის მოსაზრებით, პარლამენტმა ...

„დინამო“ თბილისი - ჩვენი მომავალ...

ჩვენი ევროპული მომავალი - ჩვენი ეროვნული არჩევანია. ევროპული ღირებულებები კი. რომელზეც ვდგავართ, მტკიცებას არ საჭიროებს, - ამის შესახებ განცხადებას საფეხბურთო კლუბი "დინამო" თბილისი ავრცელებს. "დინამოს" განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათი მომავალი მხოლოდ ევროპულია. "ჩვენი ევროპული მომავალი - ჩვენი ეროვნული არჩევანია. ევროპული ღირებულებები კი, რომელზეც ვდგავართ, მტკიცებას არ საჭიროებს. ჩვენი ევროპული ტიტულის მნიშვნელობას, ჩვენი ლეგენდების და წინაპრების მოტანილ საქართველოს სიამაყით ვიხსენებთ და ვუყურებთ. ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპულია!", - ნათქვამია განცხადებაში.

კალაძე - სამშენებლო მოედნიდან წე...

სამშენებლო მოედნიდან წესების დარღვევით, დაბინძურებული ავტომანქანის გამოსვლაზე კონტროლი გამკაცრდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  მისი თქმით, დადგენილი ჯარიმების მიუხედავად, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები არაკეთილსინდისიერად იქცევიან. „რამდენიმე წლის წინ, თბილისის მუნიციპალიტეტის წინადადების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტმა განიხილა საკანონმდებლო ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და სამშენებლო მოედნიდან დაბინძურებული ავტომანქანის გამოსვლა გახდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომლისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა ფიზიკური პირის შემთხვევაში - 500, იურიდიული პირის შემთხვევაში - 1 000 ლ...

Wizz Air-ი EURO 2024-სთვის საქარ...

ავიაკომპანია WizAir-ი ქუთაისიდან გერმანიის იმ ქალაქების მიმართულებით, სადაც საქართველოს ნაკრების თამაშები გაიმართება, სპეციალურ ფრენებს განახორციელებს. ამის შესახებ ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. ავიაკომპანია რეგულარული რეისების გარდა, 18, 22 და 26 ივნისს ქუთაისიდან - გერმანიის, ხოლო 19, 22 და 27 ივნისს გერმანიიდან ქუთაისის მიმართულებით დამატებითი რეისები ჩანიშნა. „ქართველი გულშემატკივრები სასურველ დროს შეძლებენ გამგზავრებასა და ეროვნული გუნდის მხარდაჭერას. ფრენების ეს განრიგი ფანტასტიკურ შესაძლებლობას აძლევს ქართული ფეხბურთის მოყვარულებსა და ერთგულ ქომაგებს, რომ ადგილზე უგულშემატკივრონ საქართველოს ნაკრებს და მათთან ერთად გაიზიარონ ის მღელვარება, რომელი...

მერია - ლუბლიანას ქუჩაზე ტრანსპო...

დიდუბის რაიონში, ლუბლიანას ქუჩაზე საგზაო მოძრაობა გადატვირთულია. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, შეფერხების მიზეზი აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაა, რის გამოც, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ვერ ხერხდება. "მომხდარის გამო, მძღოლები ლუბლიანას ქუჩაზე გადაადგილდებიან, რაც აღნიშნული ტერიტორიის გადატვირთვას იწვევს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.  ავტოსაგზაო შემთხვევის აღმოფხვრის შემდეგ, სატრანსპორტო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში განახლდება",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში. 

პრემიერმა გერმანიაში მატჩებზე და...

მე მინდა, ვთხოვო ეკონომიკის სამინისტროს, რომ დავიწყოთ მუშაობა დამატებითი პირდაპირი რეისების უზრუნველსაყოფად დიუსელდორფის და ჰამბურგის მიმართულებით და მნიშვნელოვანია, რომ ბილეთები იყოს ფიქსირებული დაბალი ტარიფით შეთავაზებული ჩვენი თანამოქალაქეებისთვის,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საფეხბურთო მატჩებზე ქართველი გულშემატკივრის მრავალრიცხოვანი დასწრება იყოს უზრუნველყოფილი. „18 ივნისიდან საქართველოს საფეხბურთო ნაკრები გამართავს მატჩებს ევროპის ჩემპიონატზე და უკვე არის ძალიან დიდი მოთხოვნა ავიაბილეთებზე, რითაც ავიაკომპანიებმა უკვე ისარგებლეს. ეკონომიკის კანონია - მოთხოვნა განსაზღვრავს მიწოდ...

თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქე...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე მდებარე მაღაზია "ბეთლგრაუნდის" სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის შსს-ს თანამშრომლებიც არიან. უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი გარდაცვლილთაგან ერთი, დაშავებულთაგან კი 2-ია.  "მეხანძრე-მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან 2 გარდაცვლილი და 4 დაშავებული გამოიყვანეს, რომელთაგან ერთი კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვლილთაგან ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. დაშავებული პირებიდან 2 მათგანი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია, ხოლო ერთი მაღაზია "ბეთლგრაუნდის" თანამშრომელია. შინაგან საქმეთ...

თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე მომხდა...

თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე მდებარე მაღაზია "ბეთლგრაუნდის" სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3-მდე გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ. უწყების ცნობით, ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. შეგახსენებთ, თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე მდებარე მაღაზია "ბეთლგრაუნდის" სასროლეთში აფეთქება დღეს, 7 აპრილს რამდენიმე საათის წინ მოხდა. დაშავებულია 3 ადამიანი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი. აფეთქების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

შსს-ს ინფორმაციით, თბილისში, ბოჭ...

თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე მდებარე მაღაზია "ბეთლგრაუნდის" სასროლეთში მომხდარ აფეთქებას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დაშავებულია 4 პირი, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. "თბილისში, ბოჭორმის ქუჩის N12-ში, მაღაზია"ბეთლგრაუნდის" სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 2 და დაშავებულია 4 მოქალაქე, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დ...

თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქე...

თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქება მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, უწყების ეკიპაჟები უკვე ადგილზე იმყოფებიან. მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია.

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმე...

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. მათივე ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. "გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით", - ნათქვამია ინფორმაციაში.

შსს - სასაზღვრო პოლიციის სერჟანტ...

სასაზღვრო პოლიციის სერჟანტი ვალერი გედელიანი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, კარწახის სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთზე, ცვლაში ყოფნის დროს გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ​გარდაცვალების მიზეზის დასადგენად გამოძიებას სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აწარმოებს. "შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის - 1989 წელს დაბადებულ ვალერი გედელიანის გარდაცვალების გამო. შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალერი გედელიანის გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და თანამშრომლებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

აკაკი წერეთლის გამზირის რეაბილი...

აკაკი წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი, რომელიც ძირითადად კეთილმოწყობის სამუშაოებს მოიცავდა, დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, რეაბილიტაციის შედეგებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. „წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. საზოგადოებას ვუთხარით, რომ დარჩენილი სამუშაოები მარტის ბოლოსთვის დასრულდებოდა. ძალიან მიხარია, რომ აღნიშნული გამზირი მთლიანად მოწესრიგდა.  გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, დამონტაჟდა განათების ახალი ბოძები და განთავსდა ნარჩენების მიწისქვეშა ურნები. ამჟამად მიმდინარეობს .საგაზაფხულო გამწვანების სამუშაოები, რომელიც კიდევ უფრო ალამა...

სახალხო დამცველმა 2023 წლის ანგა...

საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური საპარლამენტო ანგარიში გამოაქვეყნა. ომბუდსმენის აპარატის ცნობით, 386-გვერდიანი ანგარიშში წარმოდგენილია კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე, მიმოხილულია გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა.  "ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ოკუპაციას და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს - კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ქართველი, ოსი და აფხაზი მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობას; საოკუპაციო რეჟიმის მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასა და დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას...

ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო ვე...

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშის რაიონის სოფელ ვლადიმეროვკაში ე.წ. თავდაცვის სამინისტროს ვერტმფრენი МИ-24 ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ავრცელებს. როგორც მედია ე.წ. საჰაერო ძალების სარდალზე, ადგურ გუმბაზე დაყრდნობით იტყობინება, ეკიპაჟის სამივე წევრი გადარჩა და ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ვეტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

Mastcercard-ის და Pay.ge-ს აქცია...

"ლიბერთის" ონლაინ გადახდების პლატფორმა Pay.ge და Mastercard უკვე ტრადიციად ქცეული აქციით ბრუნდებიან - 2 აპრილიდან ოთხი თვის განმავლობაში, ნებისმიერი ბანკის Mastercard ბარათით Pay.ge -ზე გადახდა განხორციელდება საკომისიოს გარეშე. წელს, ამ აქციას განსაკუთრებული სიახლე დაემატა: კომუნალურების, ინტერნეტის და მობილური კავშირის გადასახადების დაფარვას საკომისიოს გარეშე შეძლებენ მომხმარებლები არა მხოლოდ ნებისმიერი ქართული, არამედ უცხოური Mastercard- ის ბარათითაც. „Mastercard-თან თანამშრომლობის ფარგლებში გასულ წელს, მომხმარებლებს შევთავაზეთ Pay.ge-დან ნებისმიერი სერვისის გადახდა ნულოვანი საკომისიოთი. მომხმარებლებისგან პოზიტიური უკუკავშირის მიღების შემდეგ, ...

უეფას პრეზიდენტი ირაკლი კობახიძე...

უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე დასასწრებად გერმანიაში იწვევს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, ოფიციალურ წერილში, რომელიც კობახიძემ ჩეფერინისგან მიიღო, აღნიშნულია, რომ ჩემპიონატი 14 ივნისიდან 14 ივლისამდე 10 ქალაქში ჩატარდება. „თქვენო აღმატებულებავ, ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ მაქვს შესაძლებლობა, უეფას სახელით მოგიწვიოთ ევრო 2024 ჩემპიონატზე დასასწრებად უეფას ვიპ-პროგრამის ფარგლებში. ტურნირი, რომელიც გამოავლენს ევროპის მე-17 ჩემპიონ გუნდს მამაკაცთა შორის, 14 ივნისიდან 14 ივლისამდე 10 მასპინძელ ქალაქში გაიმართება. მას დაესწრებიან ფეხბურთის ...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ონთან ახლოს რამდენიმე წუთის ინტერვალით ორჯერ დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველი მიწისძვრა თბილისის დროით 17:44 საათზე მოხდა. სიმძლავრემ 4,8 მაგნიტუდა შეადგინა. თბილისის დროით 17:50 საათზე კი, 4.2 მაგნიტუდის სიმძლავრის განმეორებითი ბიძგები დაფიქსირდა.

გენპროკურატურა - ომის დაწყებიდან...

რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ აგრესიულ ომს 537 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო  1 273-ზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა დონეცკის, ხარკოვისა და კიევის ოლქებში. დონეცკის რეგიონში - 524; ხარკოვის ოლქში - 343; კიევის ოლქში - 130; ჩერნიგოვის ოლქში - 72; ლუგანსკის ოლქში - 67; ნიკოლაევის ოლქში - 103; ხერსონის ოლქში - 149; ზაპოროჟიეს ოლქში - 100; დნეპროპეტროვსკის ოლქში -125.   ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღ...