დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 21 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით 1 932 643 პირია აცრილი. NCDC-ის ცნობით, საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით 5 194 პირი აიცრა. „აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522“, - აცხადებენ NCDC-ში.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 4 411 შემთხვევა გამოვლინდა. NCDC-ის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსს კიდევ 29 პაციენტი ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 2 896 პირი.
იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა სოციალურ ქელში მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით აცრილი მოსახლეობის 1.21% Covid19 -ით დაინფიცირდა, ხოლო მათ შორის 0.00025% გარდაიცვალა. მისი თქმით, 903 000 აუცრელის ინფიცირის დროს 9-10 ათასამდე ადამიანი იღუპება. "903 000 აცრილიდან 11 000 დაინფიცირდა კოვიდით ანუ 1.21% აცრილებს შორის გარდაიცვალა 23 ადამიანი ანუ 0.00025% პ.ს. ცნობისთვის 903 000 აუცრელის ინფიცირის დროს იღუპება 9-10 ათასამდე ადამიანი. ინფომარციის წყაროა საზოგადოებრივი მაუწყებელი, ოფიციალური მონაცემები მალე იქნება ხელმისაწვდომი დაავადებათა კონტროლის ცენტრის მორიგ ანგარიშში." - წერს კულუმბეგოვი.
ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, ინფიცირების მზარდი მაჩვენებლები და ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. საბჭოზე აღინიშნა, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება და მთავრობა პროცესს მართავს. ამასთანავე, აქტიური შემთხვევების მზარდი რაოდენობა განსაკუთრებულ ყურადღებას და მოქმედი რეგულაციების ზედმიწევნით დაცვას მოითხოვს. ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, ინფიცირების რაოდენობა განსაკუთრებით მზარდია იმ რეგიონებში, სადაც ვაქცინაციის პროცენტული მაჩვენებელი დაბალია, შესაბამისად, აცრების ტემპის გააქტიურებას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭ...
საზოგადოებრივი ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ, არ დაუშვან სკოლების და სკოლამდელი განათლების დაწესებულებების დახურვა. ხელმომწერი ორგანიზაციების განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა იხელმძღვანელოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და იუნესკოს კოვიდ-19-ის დროს სასკოლო სასწავლო პროცესისთვის შემუშავებული რეკომენდაციებით "საქართველოში, წელიწადნახევრიანი წყვეტის შემდეგ, 2021 წლის 4 ოქტომბერს სასწავლო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესი საკლასო ოთახებსა და სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში განახლდა. თუმცა, სასწავლო პროცესის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ, ინფიცირების მზარდი სტატისტიკიდან გამომდინარე, კვლავ დაიწყო საუბარი მკაცრი შეზღუდვების ამოქ...
ბათუმში მოსახლეობის 60%-ია ორჯერადად აცრილი, თბილისში - 54%. - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ თქვა. მისი განცხადებით, აჭარაში მშვიდი ეპიდსიტუაცია მოსახლეობის 60%- ის აცრას უკავშირდება. "რატომ გვაქვს შედარებით უფრო მშვიდი სიტუაცია ამ 5 000 შემთხვევის ფონზე აჭარაში? იმიტომ, რომ აჭარა ვაქცინაციის მოცვის მაჩვენებლით თბილისის შემდეგ არის მეორე. ბათუმმა მიაღწია 60%-იან ნიშნულს, რაც ჩვენ წელს გვქონდა სამიზნედ, მოზრდილი მოსახლეობის 60%-ზე გასვლა, ბათუმი უკვე გავიდა 60%-ზე. თბილისი უახლოვდება ამას, თბილისში მოზრდილი მოსახლეობის 54%-ია ორჯერადად აცრილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, სხვა რეგიონები, გარდა რაჭა-ლე...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოში არსებული ეპიდსიტუაცია შეაფასა და მოსალოდნელ შეზღუდვებზე ისაუბრა. მისი თქმით, საკორდინაციო საბჭო უკვე მუშაობს, რათა მომზადდეს შემდგომი პაკეტი რიგი გადაწყვეტილებებისთვის. გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტი აუცლებლად ამოქმედდება. "საკორდინაციო საბჭოს დავალებები არის რომ მთელი რიგი წამახალისებელი ღონისძიებები და პაკეტი იქნეს უფრო დახვეწილი და წარდგენილი, რათა ვაქცინაციის ტემპი იქნეს გაზრდილი. თუ ჩვენ არ გავზარდეთ ვაქცინაცია ძალიან რთული იქნება. პროგნოზი არ არის საიმედო და შესაბამისად, დღესაც იქნა გაცემული დავალებები, რომ მომზადდეს პაკეტი შ...
თეორიულადაც კი არ არსებობს იმის ალბათობა რომ, ძალდატანებით შეიძლება მოხდეს რომელიმე პირის ვაქცინაცია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, სახელმწიფოს ევალება საინფორმაციო კამპანიის წარმოება და არა ძალდატანებითი ვაქცინაცია. "მე ჩემი ერთი აზრი შემიძლია მოგახსენოთ, სავალდებულო არ არის ლეგიტიმური ტერმინი და ეთიკურად გამართული. ერთადერთი გზა შეიძლება იყოს რეგულაციების დაწესება ეპიდუსაფრთხოებასთან მიმართებაში, როდესაც პირს აქვს შესაძლებლობა ან აიცრას, ან წარმოადგინოს პისიარ ტესტის პასუხი. ვალდებულება მეტად ნიშნავს, ვალდებულებას სახელმწიფოს მხრიდან, უზრუნველყოს ვაქცინაციის პროცესი...
ჰოსპიტალიზაციის პროცენტი მიმდინარე პერიოდში 12%–ია, რაც შედარებით დაბალია, ვიდრე გასული ტალღების დროს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, მობილიზებულია დაახლოებით 9 000–მდე საწოლი ,რომელიც ძირითადად რეგიონებისთვის გამოიყენება. "ჰოსპიტალიზაციის პროცენტი მიმდინარე პერიოდში არის 12%, რაც შედარებით დაბალია, ვიდრე გასული ტალღების დროს გვქონდა, ეს მიუთითებს, რომ გამომდინარე ვაქცინაციის ფონიდან, ან შესაძლოა შემთხვევები მსუბუქია, თუმცა ჰოსპიტალური სექტორი მობილიზებული რჩება. დაახლოებით 9 000–მდე საწოლი, რომელიც მობილიზებული გვქონდა მეოთხე ტალღირს პერიოდში, დარჩა,...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 20 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით 1 926 893 პირია აცრილი. NCDC-ის ცნობით, საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით 5 543 პირი აიცრა. „აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 152
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 5 219 შემთხვევა გამოვლინდა. NCDC-ის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსს კიდევ 42 პაციენტი ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 2 348 პირი.
2021 წლის 11 აგვისტოს ამსტერდამის სასამართლომ მიიღო განჩინება ტელეკომპანიების - “იმედის” და GDS მფლობელი ჰოლდინგური კომპანიის Stichting Media Finance International-ის დაყადაღების შესახებ - ინფორმაციას BM.GE ავრცელებს. მათი თქმით, კომპანიის ბენეფიციარი მფლობელები ირაკლი რუხაძე, ბენჯამენ მარსონი და იგორ ალექსეევი არიან. სასამართლო განმარტებით, ეს ხდება იმიტომ , რომ მოპასუხეებმა ინგლისის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე აღნიშნული კომპანიის წილები არ გაასხვისონ. 2018 წელს, ინგლისის სასამართლოს მოსამართლე სარა კოკრელმა დაადგინა, რომ ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა ჩაიდინეს „კომერციული შეთქმულება”, რომლის შედეგადაც კომპანია Salford C...
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ინფიცირების კუთხით, ქვეყანაში ძალიან მძიმე ზამთარია მოსალოდნელი და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენია პოპულაციაში აცრა. ამის შესახებ NCDC-ს დირექტორის მოადგილემ ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა. "ძალიან მძიმე შემოდგომის ბოლო, ზამთრის დასაწყისი გველის. ვითარება არის საგანგაშო. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენია პოპულაციაში აცრა. ჩვენ ახლა არ ვითვლებით აცრილ პოპულაციად, იმიტომ, რომ მესამედია დაახლოებით აცრილი. შესაბამისად, არააცრილ პოპულაციაში ავადობა იქნება ძალიან მაღალი და სამწუხაროდ, სიკვდილიანობა ისეთივე როგორც ჩვეულებრივ....
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ექიმები მივიდნენ. კონსილიუმის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, დასჭირდება თუ არა სააკაშვილის ციხიდან ჰოსპიტალიზაცია. ექიმთა კონსილიუმი, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეისწავლის, 6 ექიმისგან შედგება. შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი მე-18 დღეა შიმშილობს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 19 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით 1 920 934 პირია აცრილი. NCDC-ის ცნობით, საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით 6 203 პირი აიცრა. „აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522“, - აცხადებენ NCDC-ში.
თბილისის ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსის შემთხვევების გამო, თბილისში არსებული 186 საბავშვო ბაღიდან 99 ბაღია დაიკეტა. ბოლო მონაცემებით, 53 ბაგა-ბაღის შემთხვევაში კორონავირუსით ინფიცირებული აღსაზრდელი იყო, ხოლო 46 შემთხვევაში ბაღის თანამშრომელი. ბაგა-ბაღები სააღმზრდელო პროცესს განახლებას საკარანტინო ვადის გასვლისთანავე შეძლებენ. ცნობისთვის, ბაგა-ბაღების მუშაობა 4 ოქტომბერს განახლდა.
15 ოქტომბერს კავკასიის უნივერსიტეტს, "ავერსის კლინიკასა" და კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას „ავერსი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, თანამშრომლობის მიზანი მედიკოსი სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიცემა და დასაქმების პერსპეტივის შექმნაა. - ჩვენი სურვილია, მომავალ ექიმებს განვითარების, საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რეალიზაციის შესაძლებლობა მივცეთ, - აღნიშნა "ავერსის" დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ. მისივე თქმით, მომავალი ექიმებისთვის პრაქტიკულ გამოცდილებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. "ავერსის" სამედიცინო დაწესებულებებში კი კვალიფიკაციის ამაღლე...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 5 739 შემთხვევა გამოვლინდა. NCDC-ის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსს კიდევ 36 პაციენტი ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 2 082 პირი.
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხზე კონსილიუმი დღეს შეიკრიბება. როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თავად ის არ არის ჩართული ექს-პრეზიდენტის მდგომარეობის განხილვაზე, ვინაიდან, მისივე თქმით, ამის უფლებამოსილება არ გააჩნია. „არ ვარ ჩართული თვითონ პაციენტის მდგომარეობის განხილვაზე, ვინაიდან, ამის უფლებამოსილება მე არ გამაჩნია,კონსილიუმი მსჯელობდა, მათთან გასაუბრების შემდეგ პაციენტის მდგომარეობა იყო სავსებით დამაკმაყოფილებელი და რამე რისკები არ არ შეინიშნებოდა. თუმცა მისი პირადი ექიმის თხოვნით, კონსილიუმი დღეს შეიკრიბება და უკვე იმის მიხედვით იმოქმედებენ, რა გადაწყვეტილებასაც...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 2 479 შემთხვევა გამოვლინდა. NCDC-ის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ვირუსს კიდევ 42 პაციენტი ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 2 374 პირი.