ზუკა ბერძენიშვილმა კლინიკა დატოვა

თავს კარგად ვგრძნობ, რაღაც მსუბუქი პროცედურები იქნება საჭირო 2-3 დღეში და მერე ჩვეულებრივად ერთ კვირაში სრულად რეაბილიტირებული ვიქნები, - ამის შესახებ აქტივისტმა, ზუკა ბერძენიშვილმა კლინიკის დატოვების შემდეგ განაცხადა. ბერძენიშვილი მოითხოვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჯგუფურად თავდასხმის მუხლით დაწყებული გამოძიება, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით გადაკვალიფიცირდეს. "თავს კარგად ვგრძნობ, რაღაც მსუბუქი პროცედურები იქნება საჭირო 2-3 დღეში და მერე ჩვეულებრივად ერთ კვირაში სრულად რეაბილიტირებული ვიქნები. ცხვირის ოპერაცია ჩამიტარდა და 10 წლის წინანდელი ტრავმაც გამისწორეს, ამიტომ ყველანაირად კმაყოფილი ვარ. ხუმრობა რომ იქით გადავდოთ, რაღაცნაირად სინდისი დამიმშვიდ...

ცესკოს ხელმძღვანელმა პირებმა „სა...

2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებსა და აღნიშნულ არჩევნებში სადამკვირვებლო ორგანიზაციების როლზე ისაუბრეს დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გამართულ შეხვედრაზე - ცესკოს ხელმძღვანელი პირები სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელ დირექტორ ნინო დოლიძესა და მის მოადგილე ლევან ნატროშვილს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. მათი ცნობით, ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს იმ მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლეებისა და აქტივობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელსაც ადმინისტრაცია 2024 წლის არჩევნებისთვის ახორციელებს. „როგორც მან აღნიშნა, ტექნოლოგ...

საქართველოში MASSIVE ATTACK-ის კ...

MASSIVE ATTACK-მა 28 ივლისს, Black Sea Arena-ზე დაგეგმილი კონცერტი გააუქმა. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯგუფმა სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კონცერტს "საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის ძირითად უფლებებზე თავდასხმის გამო", პროტესტის ნიშნად აუქმებენ. განცხადების თანახმად, "სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ Black Sea Arena-ზე გამოსვლა შეიძლება, მშვიდობიანი პროტესტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობრივი ჩახშობის მოწონებად ჩაითვალოს". "გადავწყვიტეთ, გავაუქმოთ ჩვენი შოუ საქართველოში 28 ივლისს, პროტესტის ნიშნად, საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის ძირითად უფლებებზე თავდასხმის გამო. ამ მომენტში, სახელმწიფო საკუთრებაში არს...

„თეგეტა აგრიმ“ Winexpo Georgia-ზ...

Fendt, Valtra, Goldoni - Winexpo Georgia-ს მონაწილეებს წელს „თეგეტა აგრის“ პრემიუმ კლასის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ. „ექსპოჯორჯიამ“ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-16 საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლა. ღონისძიებაში 8 ქვეყნის 200-ამდე კომპანია იყო ჩართული. საერთაშორისო გამოფენაში,  ქართველ მწარმოებლებთან ერთად,  ტექნოლოგიებისა და დამხმარე მასალების მომწოდებელი საერთაშორისო კომპანიებიც მონაწილეობდნენ. „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიის Tegeta Construction Equipment-ის ახალი მიმართულება „თეგეტა აგრი“ კი დამთვალიერებლის წინაშე სპეციალური ტექნიკით წარდგა. „თეგ...

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობ...

ბაზისბანკსა და კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრს შორის გენერალური სპონსორობის ფარგლებში, 13 ივნისს, მარჯანიშვილის თეატრის სხვენში, რეჟისორ ჯაბა პაპუაშვილის სპექტაკლის „გაკვეთილი“ პრემიერა გაიმართება. „გაკვეთილი“ არის ამბავი თანამედროვე სამყაროში ძველი და ახალი თაობის მარადიულ დაპირისპირებაზე. სამყაროში, სადაც ტექნოლოგიებია გამეფებული და ადამიანურ ურთიერთობებს ყველაზე რთული გამოცდის ჩაბარება უწევს. „ბაზისბანკი, როგორც ქართული კულტურის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, მესამე წელია კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის გენერალური სპონსორია. ბანკსა და მარჯანიშვილის თეატრს შორის თანამშრომლობა მიზნად ისახავს თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას და ერთობ...

13 ივნისს, ღამის საათებში თბილის...

13 ივნისს, ღამის საათებში თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის 186-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. "საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 186-ე კმ-ზე, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, ხიდზე მიმდინარე მალის ნაშენის სამონტაჟო სამუშაოების გამო, 2024 წლის 13 ივნისს, 02:00-დან 05:00 საათამდე, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა შეჩერდება 15-20 წუთიანი ინტერვალით გზის სავალი ნაწილის ორივე ზოლზე",- ნათქვამია ინფორმაციაში.

„კრისტის“ აუქციონზე იოანე-ზოსიმე...

"კრისტის" აუქციონზე იოანე-ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი წიგნი ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა, რომელიც ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი გრძელიშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს. აუქციონზე წარმოდგენილი იყო ქართული ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან (V-VII საუკუნეები) არამეულ და ქართულ ენებზე. ტექსტის ნაწილი ბერი იოანე ზოსიმეს მიერაა გადაწერილი და მისი ფასი 1, 000 000 - 1, 500 000 გირვანქა სტერლინგი იყო. "კიდევ ერთი ისტორიული ქველმოქმედება და საქვეყნო საქმე! ბიძინა ივანიშვილმა მილიონ ფუნტად შეიძინა "კრისტის" აუქციონზე იოანე-ზოსიმეს ხელნაწერი სინას მთის კოლექ...

ომბუდსმენი - საგანგაშოა ფიზიკური...

საგანგაშოა მოქალაქეების წინააღმდეგ ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები, მით უფრო თუ თავდასხმის მიზეზი პროფესიულ საქმიანობას ან/და გამოთქმულ აზრს უკავშირდება,- ასე ეხმაურება სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ბოლო პერიოდში მოქალაქეთა, მათ შორის, უფლებადამცველთა წინააღმდეგ გახშირებული თავდასხმების ფაქტებს.  როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია ნათქვამი, "აუცილებელია, თითოეულ ძალადობრივ ფაქტს სახელმწიფოს მხრიდან გაეცეს მკაცრი და სათანადო პასუხი, რათა ასეთმა შემთხვევებმა არ მიიღოს მასობრივი ორგანიზებული დევნისა და ძალადობის სახე და საზოგადოებაში არ წახალისდეს მსგავსი ქმედებები". "საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება ბოლო პერიოდში მოქალაქეთა, მათ შორის, უფლებადამცველთა წინაა...

ბაზისბანკის მხარდაჭერით, USAID-ი...

ბაზისბანკის მხარდაჭერით, USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვის, თბილისსა და ქუთაისში ტრენინგების სერია გაიმართა. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვის ერთგვარი გამოწვევაა მოსწავლეთა ინტერესისა და ჩართულობის შენარჩუნება, განსაკუთრებით, მეოთხედან მეხუთე კლასში გადასვლისას. ამ დროს მნიშვნელოვანია საგნისადმი განსხვავებული, კრეატიული მიდგომა, სწავლების ეფექტური სტრატეგიები, რომელიც სასწავლო პროცესს უფრო თანამედროვეს, მიმზიდველსა და საინტერესოს გახდის.  USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამა ტრენინგების სერიას კოტე იანტბელიძე, კრეატივის სკოლის დამფუძნებელი გაუძღვა და ძირითადი აქცენტი ახალ, კრეატიულ სტრატეგიებზე საუბარს დაეთმო, რომლებ...

გია ჯაფარიძე - ჩემს ძმას სახლთან...

ჩემს ძმას სახლთან ელოდებიან ტიტუშკები, - ამის შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერის ძმა, გია ჯაფარიძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს. როგორც გია ჯაფარიძე აღნიშნავს, "შავებში ჩაცმული ბევრი დაკუნთული გამოუშვეს პუტინის მონებმა". "ჩემს ძმას სახლთან ელოდებიან ტიტუშკები, ჩემს ძმას სახლთან ელოდებიან ტიტუშკები. არიან ეზოში სახლის წინ და ეზოს გარეთაც. შავებში ჩაცმული ბევრი დაკუნთული გამოუშვეს პუტინის მონებმა. კამერები იღებს ყველაფერს", - წერს გია ჯაფარიძე.

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართ...

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. სააგენტოს ცნობით, მეტეოროლოგიური რადარის მონაცემებზე დაყრდნობით, დღეს, 10 ივნისს, უახლოეს საათებში დღის ბოლომდე ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის უმეტეს რაიონში, ასევე, თბილისში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელმა ნალექებმა აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).

რატომ არის აუცილებელი ზაფხულში ა...

ზაფხულის სეზონი ყველასთვის დასვენებასა და მოგზაურობასთან ასოცირდება. სტატისტიკურად, ზაფხულში ავტომობილების გადაადგილება ყველაზე  მაღალია სხვა სეზონებთან შედარებით. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, თითოეულმა მძღოლმა იცოდეს, როგორ მოამზადოს ავტომობილი ზაფხულის ცხელი დღეებისთვის, რათა უსაფრთხოდ და კომფორტულად იმგზავროს. „თეგეტა მოტორსი“ ზრუნავს მძღოლების უსაფრთხოებაზე და მათ აძლევს შესაძლებლობას, უფასოდ შეამოწმონ საკუთარი ავტომობილები ზაფხულის მოგზაურობის დაწყებამდე. შეთავაზებაში შედის როგორც სავალი ნაწილისა და აკუმულატორის რესურსის ისე, - ანტიფრიზის, სამუხრუჭე სითხის დონისა და საბურავის შემოწმება. აღნიშნული სერვისების აუცილებლობას ის ფაქტორიც განაპირობებს, რომ ზაფხულში მ...

აქტივისტ ნიკო მანაგაძეს თავს დაე...

მოძრაობა "თავისუფლებისთვის" აქტივისტ ნიკო მანაგაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.  შემთხვევა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან მოხდა, მაშინ, როდესაც ის ლექციიდან გამოდიოდა. "გამოვდიოდი თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოდან და ამ დროს ზებრასთან ვიდექი და აქ შეგვხვდნენ, გზაზე გადმოვდიოდი, ავტობუსის გაჩერებისკენ მივდიოდი და უკნიდან ვიგრძენი რაღაცნაირად ჩარტყმა. არც დამინახავს, შევბრუნდი და მერე მეც შევუბრუნე ხელი. ჩანთა დაუვარდა და ის ჩანთაც ავიღე და ასე ვცდილობდი თავდაცვას. მერე მოვიდა მეორე, მესამე, მე უკვე ალყაში ვიყავი, არც მახსოვს, რამდენნი იყვნენ... მინიმუმ სამი იყო, რაც დავინახე, შეიძლება ოთხიც... სახეზეც კი არ მახსოვს ეგ ხ...

გაზის (აირის) იარაღის შეძენისა დ...

მიმდინარე წლის 7 ივნისიდან, გაზის (აირის) იარაღის, შეძენის/რეგისტრაციის წესში ცვლილებები შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა და რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებაში შესული ცვლილებების თანახმად, თუ პირს სურს გაზის (აირის) იარაღის შეძენა/რეგისტრაცია, საჭიროა, მომსახურების სააგენტოში წარადგინოს იარაღის შენახვის/რეგისტრაციის ადგილის მიხედვით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოდან თანხმობა. "დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადების...

კონკურსი „ასწავლე ფინანსები ლიტე...

ბაზისბანკის მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების პორტალ ფინედუს მიერ ორგანიზებული კონკურსი„ასწავლე ფინანსები ლიტერატურით“, დასრულდა. გამოვლინდნენ კონკურსის გამარჯვებული სკოლები და მასწავლებლები. კონკურსი 23 აპრილს, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს გამოცხადდა და ითვალისწინებდა სკოლის მასწავლებლების მიერ საგანმანათლებლო ტიპის ღონისძიების ჩატარებას სკოლაში. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მათ მოსწავლეებთან ერთად უნდა განეხილათ მხატვრული ლიტერატურის ნებისმიერი ნაწარმოები, რომლის სიუჟეტი ან იდეა დაუკავშირდებოდა ფინანსური განათლების საკითხებს, ფინანსებთან დაკავშირებულ გამოწვევებსა თუ შესაძლებლობებს და შედეგად, მოსწავლეებში შეს...

„ფარმადეპოს“ ბრენდი 15 წლის გახდა

7 ივნისს "ფარმადეპოს" დაბადების დღეა. გელოდებათ სხვადასხვა აქტივობები, საჩუქრები, საზეიმო განწყობა, ფასდაკლებები. "ფარმადეპოს" ნებისმიერ აფთიაქში 7 ივნისს, ყოველი მე-15 მომხმარებელი დასაჩუქრდება. ასევე, გელოდებათ უფასო კონსულტაციები დერმატოლოგთან, ოფთალმოლოგთან, ვიზაჟისტთან, დიაბეტის და დ ვიტამინის სკრინინგი, ( სკრინინგთან ერთად შეგიძლიათ ისარგებლოთ 50% ფასდაკლებით დ ვიტამინზე) საბავშვო აქტივობები და სხვა. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ლინკს - https://bit.ly/4eaHoYo თვალი ადევნეთ "ფარმადეპოს" გვერდს და დაელოდეთ სიახლეებს.

ცესკო - არჩევნებთან და საარჩევნო...

ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებსა და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "საქართველოს პარლამენტის არჩევნებამდე 5 თვე რჩება. არჩევნების მოდერნიზების პროცესი გადამწყვეტ ეტაპზეა. საარჩევნო ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს ელექტრონული არჩევნების წარმატებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა ყველა ეტაპზე არის ღია, საჯარო და ყველა ჩართულ მხარეს აქვს შესაძლებლობა დეტალურად გაეცნოს მიმდინარე საარჩევნო პროცესებს, კვლავ გრძელდება გადაუმოწმებელი, უსაფუძვლო და საარჩევნო პროცესის დამაზიანებელი განცხადებები.  კერძოდ, ბოლო პერიო...

„ჯიპიაის“, Mastercard-ის და „ლიბ...

მიიღე სადაზღვევო ანაზღაურება მომენტალურად - დღეიდან, მომხმარებლები კიდევ ერთი ინოვაციური სერვისით ისარგებლებენ, რომელსაც Mastercard, "ჯიპიაი" და "ლიბერთი" ერთობლივად განახორციელებენ. პირველად, ქართულ ბაზარზე, სადაზღვევო ანაზღაურების ინოვაციური სერვისი დაინერგა, რომელიც   საბანკო ბარათზე, ნებისმიერი ტიპის ანაზღაურების მომენტალურ ასახვას გულისხმობს. დღემდე, ყველა ტიპის მომხმარებლისთვის, ზარალის ანაზღაურება სტანდარტულად, გარკვეული  პერიოდის გათვალისწინებით, საბანკო ანგარიშზე ხორციელდებოდა.,ახალი ინიციატივა კი მიზნად ისახავს პროცესის გამარტივებას და მომხმარებლისთვის უფრო სწრაფი და მოსახერხებელი გამოცდილების შეთავაზებას ითვალისწინებს.აღნიშნული სერვისი...

Mastercard და „ლიბერთი“ ფინანსუ...

Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტი შეიქმნა 2024 წელს, პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია" ფარგლებში, რომელიც საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ (UNA Georgia), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი მთავარი სამიზნე აუდიტორია ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებია: სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, კახეთი და მაღალმთიანი აჭარა. ეს რეგიონები აწყდებიან მათი გარემოსთვის დამახასიათებელ უნიკალურ გამოწვევებს, მათ შორის ენობრივ ბარიერებს, კულტურულ თავისებურებებსა და ფინანსურ განათლებაზე შეზღუდულ წვდომას. ფინანსური განათლების პროგრამა კი, სწორედ ამ დაბრკოლებების გადალახვ...

ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლ...

ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ცენტრის ცნობით, პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ, საგამოცდო პროცესი კი, 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.  "საგნისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან  ჩაერთვებიან.  5 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც. მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 17 და 18 ივლისს  ჩააბარებენ.  დეტალური ინფორმაცია გამოცდის თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე. გამო...