ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი იმ შემთხვევაში დაიკლებს, თუ ინფიცირება შემცირდება, თუმცა მობილობის ძალიან მაღალი მაჩვენებელი ამას ხელს უშლის. როგორც გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, მიმდინარე აქციების პროცესი ხელს უწყობს ეპიდვითარების უფრო სწრაფ გავრცელებას. "სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაიკლებს, თუ დაიკლებს ინფიცირების მაჩვენებელი. ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ის 1.4% - გარდაცვალების პროპორცია, რომელიც მაინც რჩება, რაც არ უნდა გაკეთდეს, კვლავაც არის მეცნიერების უუნარობა, რომ ბოლომდე დაძლიონ კორონავირუსი, თუმცა ამ მიმართულებით გარკვეული პ...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 204 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 83 პაციენტი. NCDC-ის ცნობით, გასული დღე–ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 4 785 პირი.
ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს კოვიდ-პასპორტების აღიარების შესახებ. შესაბამისი დოკუმენტი კომისიის ვებ-გვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების სერთიფიკატს, შეძლებენ ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილებას. საქართველოს მიერ გაცემული კოვიდ-სერტიფიკატი ვაქცინაციის, ტესტებისა და კოვიდისგან გამოჯანმრთელების შესახებ აღიარებულია ევროკავშირის მიერ და გათანაბრებულია ევროკავშირის შესაბამისი რეგულაციით გაცემულ სერტიფიკატებთან, რომლის მიზანიცაა ადამიანთა თავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობა ევროკავშირის ტერიტორიაზე. ევროკომისიის გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და ასე...
გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულება, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, წითელი ზონა ხდება. დეკანოზ გიორგი მამალაძის შემდეგ, კორონავირუსი დაუდასტურდა ციხის დირექტორსაც. ექსპრეზიდენტის უფლებადამცველი, ბექა ბასილაია თქმით, ფაქტი, რომ დაწესებულების წარმომადგენლებს დაუდასტურდათ კორონავირუსი, რომელთაც შესაძლოა ჰქონოდათ შეხება მიხეილ სააკაშვილთან, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ მისი მე-18 დაწესებულებაში დატოვება არ შეიძლება. ეს ყველაფერი ემსახურება ერთადერთ მიზანს, როგორღაც გაახანგრძლივონ მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში ყოფნა - ა "ჩვენ ვხედავთ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს...
პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებს ეხმაურება, რომლის თანახმადაც საჭიროების შემთხვევაში და საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით უწყება გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ პროპორციულ ძალას და სპეციალურ საშუალებებს. პარტიის განცხადებით, ყველას აქვს მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება და შინაგან საქმეთა სამინისტრომ წინასწარ განაცხადა, რომ მსვლელობის მონაწილეები არღვევენ საქართველოს კანონს და კონსტიტუციას. "2021 წლის 14 ნოემბერს, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გააკეთა საჯარო განცხადება, რომლის თანახმადაც 2021 წლის 15 ნოემბერს გაიმართებოდა მსვლელობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკა...
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში გადაყვანაზე უარი განაცხადა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ სუს-ის სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის წარმოდგენა სასამართლო სხდომის დარბაზში მისი უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე არ მოხდება. უწყების განმარტებით, სასამართლო პროცესზე გაყვანა დამატებით რისკს უქმნის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაშია სს საქმე, დანაშაული, გათვალისწინებული სსკ-ის 315 მუხლის პირველი ნაწილით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებით კი ცნობილი გახდა, რომ იგეგმებოდა...
შინაგან საქმეთა სამინისტრო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით დაგეგმილია საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "თბილისში, მიმდინარე წლის 15 ნოემბერს, პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით დაგეგმილია საპროტესტო აქცია, რომლის ფარგლებშიც სატრანსპორტო კვანძების, კერძოდ, მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე მოძრაობის გადაკეტვა იგეგმება. აღნიშნული აქციის გაცხადებული მიზანია, თბილისში სატრანსპორტო კოლაფსის გამოწვევა. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, შეკრების მონაწილეებს ეკრძალებათ განზრახ შექმნან დაბრკოლებები ტრანსპორტი...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 820 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 82 პაციენტი. NCDC-ის ცნობით, გასული დღე–ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 6 017პირი.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი 10-მდე თანამშრომელმა დატოვა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. "ჩემი ინფორმაციით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი დატოვა 10 - მდე თანამშრომელმა." - წერს ხაბეიშვილი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4565 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 78 პაციენტი. NCDC-ის ცნობით, გასული დღე–ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 2 285 პირი.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღების პროცესში მოქალაქეებს შეფერხება ამ დრომდე არ ექმნებათ. - ამის შესახებ განცხადებას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. "საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს განვმარტოთ, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება ინფორმაცია, იმის შესახებ, თითქოს აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის პაციენტები კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღებას ვერ ახერხებენ, ვინაიდან აპარატი ციხის სამკურნალო დაწესებულებაშია გადატანილი. ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებაში ორი კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი (General Electric-ის 64 და 16-შრიანი) გამართულად ფუნქციონირებს. რაც შეეხება კომპიუტერული ტომ...
„ქვეყანაში რთული ეპიდსიტუაციაა. კოვიდინფექცია-ეს უბედურება უნდა შევაჩეროთ" -ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომის დაწყებისას განაცხადა, სადაც ამ წუთებში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვერსიას განიხილავენ. ირაკლი კოვზანაძის თქმით, ხელისუფლება და ჯანდაცვის სფერო ბევრს აკეთებს, დაფინანსება არის როგორც მიმდინარე წლის ბიუჯეტში ასევე 2022 წლის ბიუჯეტის პროექტშიც. „მაგრამ, რეალობა არის ის რომ ყოველდღიურად გვყავს 5000 -დან 6000-მდე ინფიცირებული, ასევე გვყავს 50-70 და მეტი გარდაცვლილი, საშინელებაა. კოვიდინფიცირებული გარდაცვლილი ადამიანი საავადმყოფოში, მარტოობაში ლევს სულს, კვდ...
თბილისში, წმიდა საყდრის სადესპანოში, წმიდა საყდრის დესპანი, არქიეპისკოპოსი ჟოზე ა. ბეტანკური საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ბ-ნ მიხეილ სააკაშვილის დედას, ქ-ნ გიული ალასანიას შეხვდა. შეხვედრას "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც ესწრებოდნენ. როგორც სადესპანოს განცხადებაში აღნიშნული, დესპანმა გამოთქვა ინტერესი, რომ საააშვილის საკითხი, რომლის ირგვლივაც არაერთი ეჭვი გაჩნდა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, დადებითად უნდა გადაწყდეს. "შეხვედრის დროს წმიდა საყდრის დესპანმა საქართველოში, პაპი ფრანცისკეს დიპლომატიურმა წარმომადგენელმა, მოისმინა ინფორმაცია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ. ქ-მა ალასანიამ ითხოვა ხელ...
გვაქვს დაახლოებით 50-მდე მეოთხე დოზა,- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში შესაძლოა საჭირო იყოს ვაქცინის მეოთხე დოზის გაკეთებაც. მისი თქმით, თუ მიემგზავრებით ისეთ ქვეყანაში, სადაც შეიძლება არ შეგიშვან, შეგიძლიათ აიცრათ „ფაიზერით“ მესამე დოზით და 28 დღის შემდეგ ისევ გაიმეოროთ მეოთხე დოზა. „დიახ, შესაძლებელია, რომ იყოს. ამის შესახებ მიმდინარეობს კვლევა. გარდა ამისა, გვაქვს დაახლოებით 50-მდე მეოთხე დოზა. ეს არიან ადამიანები, რომლებიც ხშირად მოგზაურობენ. უკვე შემცირდა იმ ქვეყანების რაოდენობა, რომლებიც არ სცნობდნენ „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ აცრილებს და მათი მოგზაურობისთვი...
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „ბუსტერ“ დოზით აიცრა. გამყრელიძემ აღნიშნა, რომ სპეციალურად აიცრა "ფაიზერის" ვაქცინით, რადგან ხალხი დაარწმუნოს ვაქცინის ვარგისიანობაში. "გუშინწინ ძალაში შევიდა ახალი რეგულაცია, რომ ბუსტერ დოზის გაკეთება შეიძლება 6 თვეზე ნებისმიერი ვაქცინით. ამიტომ, ამ რეგულაციას მე ვიცავ. მე უკვე გამივიდა 5-ნახევარი თვე მეორე აცრიდან და დღეს მოვედი ასაცრელად, ოღონდ გავიკეთე დღეს ფაიზერი. სპეციალურად გავიკეთე ფაიზერი დღეს, რომ ხალხი დავარწმუნო, მოგეხსენებათ, ბევრი მოარული ჭორი არის სოციალურ მედიაში, რომ ქვეყანაში არსე...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 445 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 77 პაციენტი. NCDC-ის ცნობით, ვირუსისგან გასული დღე–ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 3 508 პირი.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია პენიტენციური სამსახურისმიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ კადრების გასაჯაროვებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. “ როცა შენს „მტერს“ ასე ემსგავსები, უკვე დამარცხებული ხარ! დამარცხებული - საკუთარ ხალხთან და სახელმწიფოსთან!“- წერს გახაირა. ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ამსახველი მორიგი ვიდეო გაასაჯაროვა, სადაც ჩანს, თუ როგორ გადაჰყავთ ექსპრეზიდენტი, წინააღმდეგობის მიუხედავად, №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში.
12 ნოემბრიდან 16 ნოემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 11-12 ნოემბერს +10, +15 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო 13-15 ნოემბერს +17, +22 გრადუსამდე დათბება. ამინდის პროგნოზსს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სინოპტიკოსთა თქმით, 11-12 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +6, +11 გრადუსი იქნება. შემდგომში, 16 ნოემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა +11, +16 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში 11-12 ნოემბერს შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ტემპერატურა +9, +11 გრადუსი იქნება, შემდგომში კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერ...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 563 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 77 პაციენტი. NCDC-ის ცნობით, ვირუსისგან გასული დღე–ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 4 744 პირი.
ჩვენი პროგნოზი იყო, რომ მარტში წლიური ინფლაცია 6%-მდე შემცირდებოდა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ნავთობის ფასებმა გააგრძელეს ზრდა და ამავე დროს ხორბლის ფასებიც იზრდება, შემცირება არ იქნება ისეთი, როგორსაც ვვარაუდობდით,- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. "მიგვაჩნია, რომ მარტიდან წლიური ინფლაცია შემცირებას დაიწყებს. ის ალბათ უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ადრე ვვარაუდობდით. ჩვენი პროგნოზი იყო, რომ მარტში წლიური ინფლაცია 6%-მდე შემცირდებოდა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ნავთობის ფასებმა გააგრძელეს ზრდა და ამავე დროს ხორბლის ფასებიც იზრდება, შემცირება არ იქნება ისეთი, როგორსაც ვვარაუდობდით. მე იმ გადმოსახედიდან...