ბაზისბანკმა, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინიძის სკოლის პროექტი, „ჯანსაღი ცხოვრების წესი საუკეთესო არჩევანია“ დააფინანსა. პროექტის მიზანია, საზოგადოებაში ეკოლოგიისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ცნობიერების ამაღლება. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ნახატები, საინფორმაციო ბუკლეტები და ვიდეორგოლები ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე, რომლებიც გავრცელდება თემში. გამოიცა კედლის გაზეთები, სკოლის ეზოში მოეწყო მწვანე სივრცე, სადაც იგეგმება სპორტული ღონისძიებების ციკლის ჩატარება სპორტის სხვადასხვა სახეობაში. შერჩეული აქტივისტები, პროექტის დასრულების შემდეგაც გააგრძელებენ მუშობას თემში გარემოს დაცვის და ჯანსაღი ცხოვრე...
9 აპრილი გამორჩეული დღეა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში - ერთის მხრივ, იგი დაკავშირებულია დიდ ტკივილთან, მეორეს მხრივ კი, - სიხარულთან, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ავრცელებს. პატრიარქის განცხადებაში ასევე საუბარია ბზობის დღესასწაულზეც. "9 აპრილი გამორჩეული დღეა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. ერთის მხრივ, იგი დაკავშირებულია იმ დიდ ტკივილთან, რომელიც 34 წლის წინ რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა და 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა (ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი უკვდავი სულნი); მეორეს მხრივ კი, - სიხარულთან, რადგან 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდ...
9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილების მიერ თბილისში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დარბევას მსხვერპლი მოჰყვა. დარბევას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათასობით მოქალაქე კი, დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. 34 წლის წინ დაღუპული გმირები არიან: ნათია ბაშალეიშვილი – 16 წლის; აზა ადამია – 22 წლის; ეკა ბეჟანიშვილი – 15 წლის; ნატო გიორგაძე – 23 წლის; თამუნა დოლიძე – 28 წლის; თინა ენუქიძე – 70 წლის; ნინო თოიძე – 22 წლის; ზაირა კიკვიძე – 61 წლის; მანანა ლოლაძე – 34 წლის; თამარ მამულაშვილი – 50 წლის; ვენერა მეტ...
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსმა, რუსტამ ლატიპოვმა, 9 აპრილს თბილისში ოპოზიციის მოახლოებულ აქციასთან დაკავშირებით დროებითი სასაზღვრო შეზღუდვა დააწესა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. საზღვარზე საქართველოსთან, მდინარე ენგურის გასწვრივ გადაადგილების დროებითი შეზღუდვები საოკუპაციო რეჟიმმა დღეს დააწესა, რასაც ენგურის ხიდის ცალმხრივად ჩაკეტვა მოჰყვა. „აფხაზეთის სახელმწიფო საზღვარზე საქართველოსთან, მდინარე ენგურის გასწვრივ გადაადგილების დროებითი შეზღუდვები დაწესდა 9 აპრილთან დაკავშირებით, ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის", - განაცხადა ლატიპოვმა. შეგახსენებთ, 9 აპრილს, 17:00 საათზე რუსთაველ...
ბაზისბანკი აქტიურად აგრძელებს აგრო მიმართულების დაფინანსებას. შეღავათიანი აგრო კრედიტის პროექტის ფარგლებში და ბაზისბანკის მხრიდან 1 მილიონ 110 ათასი ლარის ფინანსური მხარდაჭერით, შატო ბასილონმა, სიღნაღის რაიონ სოფელ ხირსაში, მის საკუთრებაში არსებული ხირსის ისტორიული ღვინის მარნის რეაბილიტაცია განახორციელა. ასევე, შატო ბასილონმა, ბაზისბანკის მხრიდან 510 ათასი ლარის ფინანსური მხარდაჭერითა და შეღავათიანი აგრო კრედიტის პროგრამის მეშვეობით, ნეკრესის მონასტრის ფერდობზე, მის კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე შექმნა საქართველოში პირველი უნიკალური აგრო ეკოსისტემა, სადაც 40 ჰექტარზე საფერავის ჯიშის ვენახები გააშენა. აღსანიშნავია, რომ ვენახების გარშემო, 30 ჰექტარზე, გაშენებულია აკაციის, პავლოვნიის და ბროწე...
მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო ყველა იმ გოგონას, რომლებიც შეურაცხყო შალვა რამიშვილმა. მინდა დავგმო მათ წინააღმდეგ აგორებული ბინძური კამპანია, რითაც ახლა უკვე საჯაროდ მეორდება ძალაუფლების გამოყენებით მათზე მანიპულაცია, - ამის შესახებ ტელეკომპანია POSTV-ის დირექტორის შვილმა, ლაშა რამიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, მას ახსოვს შალვა რამიშვილის უპატივცემულო დამოკიდებულება და უმადურობა დედის მიმართ, მან ასევე აღნიშნა, რომ შალვა ზოგადად არ სცემს ქალებს პატივს. ის ასევე შეეხო მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საკითხს და მას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. როგორც ლაშა რამიშვილი აღნიშნავს, დღეს ლაზარე წარმოადგენს მთავრობისთვის იმ მარტივად გასაწირ მსხ...
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სასამართლო კლანის 4 ლიდერის დასანქცირება, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა საქართველოს დემოკრატიაში და ყველაზე მეგობრული ნაბიჯი ქართველი ხალხის მიმართ, - ასე გამოეხმაურა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთხი მოსამართლის დასანქცირების საკითხს. მისივე თქმით, გუშინდელმა დღემ ცხადი გახადა, რომ საქართველოს ვერ ეყოლება იმგვარი ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის მთავარ პრიორიტეტად დემოკრატიის მშენებლობას და განმტკიცებას არ აღიარებს. "სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სასამართლო კლანის 4 ლიდერის დასანქცირება, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა საქართველოს დემოკრატი...
მსოფლიოს მასშტაბით, ყოველწლიურად, გლობალური ფულის კვირეული აღინიშნება, რომლის მთავარი ამოცანაა, ხელი შეუწყოს ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო ცნობიერების გაზრდასა და პოპულარიზებას. წელს კვირეულის თემატიკა მდგრადი განვითარების, ეკოლოგიისა და საზოგადოებაზე ზრუნვის საკითხებსაც დაუკავშირდა. ბაზისბანკი, ტრადიციულად, წელსაც შეუერთდა საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების პლატფორმა - ფინედუს მიერ განხორციელებულ გლობალური ფულის კვირეულთან დაკავშირებულ ინიციატივებს. 2023 წლის კამპანიის ფარგლებში, საქართველოში არაერთი აქტივობა განხორციელდა, რომელთა შორის იყო პოსტერებისა და სლოგანების კონკურსი სახელწოდებით „დაგეგმე შენი ფული, შექმენი შენ...
ყველასთვის საყვარელი ადამიანი, სპორტული კომენტატორი და საზოგადო მოღვაწე - ჯამლეტ ხუხაშვილი დააკლდა საქართველოს - ხმა, რომელთანაც სპორტი და გამარჯვება ასოცირდებოდა, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ქართველი კომენტატორის, ჯამლეტ ხუხაშვილის გარდაცვალების ფაქტს. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ჯამლეტ ხუხაშვილის ღვაწლი ქართულ-ებრაული მეგობრობის განმტკიცებაში აღსანიშნავი და დასაფასებელია. „არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარი საქმისადმი სიყვარულითა და ღირსებით ახერხებენ განსაკუთრებული კვალის დატოვებას. სწორედ ასეთი, ყველასთვის საყვარელი ადამიანი, სპორტული კომენტატორი და საზოგადო მოღვაწე - ჯამლეტ ხუხაშვილი დააკლდა საქართველოს - ხმა, რომელთანაც...
მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების შესვლის საკითხი უნდა გაირკვეს ევროკავშირის წარმომადგენლობასა და იუსტიციის სამინისტროს შორის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიმართვა არ არის საჭირო იმისთვის, რომ მასთან პოლონელი ექიმები შეუშვან. "იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ სააკაშვილის ოჯახმა უნდა მოგვმართოს განცხადებით, რომ შემოიყვანონ უცხოელი ექიმები, ამ დროს არ არის ეს სააკაშვილის მიერ მოწვეული ექიმები, ეს სხვა ფორმატია. ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა 27 სახელმწიფოს დემარშის შემდეგ და ეს საკითხები უნდა გაირკვეს ევროკავშირის წარმომადგენლობასა და იუსტიციის სამინისტროს შორის, ...
პარტია "პროგრესი და თავისუფლების" ლიდერის, კახა ოქრიაშვილის პრესსამსახური ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს, ვახტანგ ცინცაძეს პასუხობს. განცხადებას "ინტერექსპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: "ვეხმაურებით ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს, ბატონ ვახტანგ ცინცაძეს, რომელმაც ჩვენს გუშინდელ კრიტიკაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველოს მსოფლიოში გამორჩეულად მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს და რომ ყველაზე კარგად ხალხი საქართველოში ცხოვრობს, ესტონეთსა და პოლონეთში კი მძიმე მდგომარეობაში არიან. მისივე თქმით, 2022 წელსაც მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდა. დიახ, 2022 წელს მართლაც გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ეს არის ერთჯერადი ეფექტი, რო...
ბოლო ათი წლის განმავლობაში, ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა 40%-ით. ცხადია, ეს გავლენას ახდენს ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. გიგაურის თქმით, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" იკვლევს ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის მიზეზებს, კვლევაში კი კორუფციის ნიშნები იკვეთება, რადგან ელექტროენერგიის ბაზარზე არსებული შუამავალი კომპანიების მფლობელები ყოფილი თანამდებობის პირები არიან. "ჩვენ შევისწავლეთ ყველა ის მთავარი მოთამაშე, რომელიც ფუნქციონირებს ელექტროენერგიის სექტორში, საიდან შემ...
ლაზარე თავისუფალი ადამიანია, რომელსაც სამართლიანობის გრძნობა მძაფრად აქვს განვითარებული მის ამ შინაგან გამოძახილს აბა რა შეაჩერებს, ხალხო. ალბათ, ეს იყო მიზეზი მისი ერთპიროვნული თვალსაჩინო დასჯისა, ასეთი საშინელი, ბინძური კამპანიის აგორებისა, - ამის შესახებ მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის დედამ, თამთა კალანდაძემ "ტვ პირველთან" ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, მას აქვს სურვილი, რომ მისი შვილი სახლში დაბრუნდეს არა გულგატეხილი და უსამართლობაზე გაბრაზებული, არამედ საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული. "მე ვარ თამთა კალანდაძე, ლაზარეს დედა. ამას ვამბობ სრული სიამაყით, იმიტომ რომ ჩემი შვილი ჩემს თვალში გმირია, რომელსაც გული შესტკივა თავის სამშობ...
ვფიქრობ, რომ არის ობიექტური და ნამდვილად ასახავს იმ სურათს, რომელსაც მე ყოველდღე ვხედავ, - ასე გამოეხმაურა ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. გიული ალასანიას თქმით, სახალხო დამცველის კონსილიუმის მიერ გაკეთებული დასკვნა მისთვის მძიმე იყო, მაგრამ არა მოულოდნელი, ვინაიდან ის ამ სურათს ბოლო თვეების განმავლობაში დღეში ორჯერ ხედავს. "ვფიქრობ, რომ არის ობიექტური და ნამდვილად ასახავს იმ სურათს, რომელსაც მე ყოველდღე ვხედავ. დღეში ორჯერ შევდივარ უკვე მერამდენე თვეა და ამას ვხედავ. მძიმეა ეს დასკვნა, მაგრამ ჩემთვის მოულოდნელ არ იყო. მოგვეც...
9 აპრილის აქცია უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლას და ლაზარე, როგორც სიმბოლო ევროპული მომავლისთვის ბრძოლის, შეუძლებელია არ დავაყენოთ ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, გრიგორიადისის გათავისუფლებასთან ერთად, მთავარ მოთხოვნად ასევე 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება რჩება. "9 აპრილის აქცია უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლას და ცხადია, ლაზარე არის ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც იბრძოდა საქართველოს ევროპული მომავლისთვის და შეუძლებელია სხვანაირად იყოს 9 აპრილის აქცია, რომ ეს ახალგაზრდა ადამიანი იყოს ტუსაღობაში აყ...
სახალხო დამცველის კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასკვნას აქვეყნებს. როგორც დასკვნაშია ნათქვამი, მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება სარკოპენია, კუნთების განლევა, კახექსიის მძიმე, მეოთხე სტადია, გონებრივი ფუნქციების მნიშვნელოვანი დაქვეითება და დეპრესია. დასკვნის მიხედვითვე, წონის მეტი კლების შედეგად სააკაშვილი საწოლზე მიჯაჭვული გახდება, რადგან მთლიანად განლეული ექნება ქვედა კიდურების კუნთები და სისუსტის გამო ვერ შეძლებს მოძრაობას. „2 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მოწვეულმა სპეციალისტთა/ექსპერტმა ჯგუფმა მორიგი ვიზიტი განახორციელა კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შეფასების მიზნით. სახალხ...
ხელისუფლება ახლა ამზადებს სტრატეგიულ გზავნილს - აღიარებინოს ლაზარეს არსებულიც და არარსებულიც და ანახოს მის თაობებს გატეხილი და დამარცხებული არა მხოლოდ ლაზარე, არამედ მისი სიმბოლოდ ქცევით, გატეხილი და დამარცხებული მთელი თაობები,- ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს. გვარამია 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს მხარდაჭერას უცხადებს და ამბობს, რომ ის პოლიტიკურად მოტივირებულ პატიმრობაში იმყოფება. "ჩემი მხარდაჭერა ლაზარეს! ეს ბიჭი ხელისუფლებამ მტრად "დანიშნა" სამარცხვინო და დანაშაულებრივი ინსინუაციებით და დისკრედიტაციის კამპანიით. „ოცნებამ“ საკუთარი გზავნილები შეაზავა ყველა მდაბიო ქსენოფობიური სტერეოტიპ...
არავის აინტერესებს არცერთი ადამიანის არც ვიზუალი და არც სექსუალური ორიენტაცია, ეს არის მათ მიერ თემის გადაფარვის მცდელობისთვის წამოსროლილი სიტყვები, თვითონ უსვამენ ამას ხაზს, - ამის შესახებ ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე 7-9 მარტის აქციების დროს დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, სახელმწიფოს აინტერესებს ის, რომ ლაზარე გრიგორიადისს ბრალად ედება პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობა და ვერ იქნება კომპრომისი მათ მიმართ, ვინც მოლოტოვის კოქტეილებით წვავენ პოლიციელებს. "არავის აინტერესებს არცერთი ადამიანის არც ვიზუალი და არც სექსუალური ორიენტაცია. ეს არის მათ მიერ თემის...
ჩვენ, სამედიცინო საზოგადოება, სცენარის ამგვარად განვითარებას არ დავუშვებთ, - ამის შესახებ პარტია "პროგრესი და თავისუფლების" ლიდერი კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკური საავადმყოფოს გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს. ოქრიაშვილის თქმით, ერთადერთი სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება რესპუბლიკური საავადმყოფოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მმართველობაში გადაცემა იქნება. "კიდევ ერთხელ ვეხმაურები რესპუბლიკური საავადმყოფოს გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს - ამ საკითხზე ერთადერთი სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება იქნება რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაცემა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მმართველობაში. სამედიცინო უნივერ...
PSP ჯგუფი ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. განცხადებას "ინტერექსპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: "ამ წერილის გამოქვეყნების მიზანია, რომ ჩვენი მოსახლეობა შეცდომაში არ იყოს შეყვანილი. ძალიან სამწუხაროა, რომ კიდევ ერთხელ გვიწევს განცხადების გაკეთება ჯანდაცვის მინისტრის საჯარო ბრალდებებზე. განცხადება, რომ 300 %-ით გავაძვირეთ ონკოლოგიური მედიკამენტების ღირებულება, არის სრული სიცრუე, მით უმეტეს, რომ სამინისტროსთვის ზედმიწევნით ცნობილია თითოეული ამ მედიკამენტის შემოსასვლელი თვითღირებულება და თვალსაჩინოა, რომ თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციას ვერცერთი კომპანია მუდმივად ვერ განახორციელებს, შემცირებული ფასით რეალიზაც...