შს სამინისტორს ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ, უნებართვო არქეოლოგიური სამუშაოების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამოღებულ იქნა, ისტორიული არტეფაქტი - საქართველოს მეფე დავით მეოთხე აღმაშენებლის პერიოდის მონეტა. უწყების ცნობით, მონეტის ავთენტურობის დასადგენად ჩატარდა საექსპერტო კვლევა, რომელშიც ჩართულები იყვნენ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ექსპერტები და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერები. „ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად დადგინდა, რომ სპილენძისგან დამზადებული მონეტა მოჭრილია დავით მეოთხე აღმაშენებლის მიერ და არის ორიგინალი. მონეტა არის უმნიშვნელოვანესი ისტ...
საქართველოში კორონავირუსის 1 976 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 78 პაციენტი – აღნიშნული მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალუ ვებ–გვერდზე, stopcov.ge-ზე, ცოტა ხნის წინ განახლდა. სტატისტიკის მიხედვით, გასულ დღე–ღამეში კოვიდ19–სგან 3 076 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 920 617 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი კი, 876 254–ს შეადგენს. ამასთანავე, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში კოვიდ19–ს 13 367 პაციენტი ემსხვერპლა.
თბილისის მერია, ხვალიდან 14 იანვრის ჩათვლით, თბილისის მოსახლეობასა და სტუმრებს საახალწლო სოფელში იწვევს, რომელიც ორბელიანის მოედანზე, 9 აპრილის ბაღში, მშრალი ხიდის ტერიტორიასა და დედაენის ბაღში იქნება განთავსებული. აღნიშნულ ინფორმაციას დედაქალაქიც მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, გახსნის სამზადისს დღეს, თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, „საახალწლო სოფელი“ ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის არის განკუთვნილი და მასში ყოველდღიურად სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები გაიმართება. „ხვალიდან ოფიციალურად გაიხსნება საახალწლო სოფელი. დღის პირველი საათიდან სტუმრებს ექნებათ მოსვლის შესაძლებლობა. წარმოდგენილი იქნება ქართული პროდუქტები, მ...
იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში, კორონავირუსის ახალი, უფრო მეტად გადამდები „ომიკრონ“ შტამის კიდევ 5 ახალი შემთხვევა აღირიცხა. მისივე თქმით, ამ დროისთვის, ქვეყანაში „ომიკრონით“ ინფიცირების 29 შემთხვევაა სულ აღრიცხული. რამდენიმესთან დაკავშირებით კი, კვლევები მიმდინარეობს. „როდესაც საბჭო მიდიოდა, მაშინ გამომიგზავნეს ახალი მონაცემები, 5 ახალი შემთხვევა დაემატა დღევანდელ კვლევაში. ამ წუთისთვის, ერთად გვაქვს 29 შემთხვევა და კიდევ მიმდინარეობს კვლევები დანარჩენ ნიმუშებზე. ეს 5 არის 10 შემოსული ნიმუშიდან. ვითვლით, ჯერ ცოტა არის. მოგეხსენებათ, ...
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მადლობას უხდის მოშიმშილეებს და მოუწოდებს, თავიანთ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ. - ამის შესახებ ექსპრეზიდენტის უფლებადამცველმა ჟურნალისტებთან განაცხადა. "პრეზიდენტი მოუწოდებს ყველა ადამიანს, ვინც შიმშილობს, გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. მადლობას უხდის ყველა ადამიანს, ვინც არა მხოლოდ შიმშილობს, არამედ სხვა ფორმით გამოხატავს პროტესტს საქართველოში მიმდინარე პროცესების გამო. მიაჩნია, რომ ისინი არიან საქართველოს გულწრფელი გულშემატკივრები, ოღონდ სთხოვს, გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს", - თქვა ადვოკატმა.
საქართველოში კორონავირუსის 2 164 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 68 პაციენტი – აღნიშნული მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალუ ვებ–გვერდზე, stopcov.ge-ზე, ცოტა ხნის წინ განახლდა. სტატისტიკის მიხედვით, გასულ დღე–ღამეში კოვიდ19–სგან 3 767 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 918 641 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი კი, 873 178–ს შეადგენს. ამასთანავე, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში კოვიდ19–ს 13 289 პაციენტი ემსხვერპლა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ყველა რეგიონში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება. 63-ვე მუნიციპალიტეტში მოეწყობა საშობაო ბაზრობები, გამოფენა- გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსდება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს. საღამოს საათებში გაიმართება, როგორც ადგილობრივი, ისე დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლების კონცერტები. ღონისძიებები დასრულდება საზეიმო ფოიევერკით. ყველა ღონისძიებაზე დაცული იქნება კოვიდ რეგულაციები.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლებისთვის ულიმიტო მგზავრობის სისტემა და შესაბამისი ტიპის ბარათები შეიქმნება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, 2017 წლიდან დღემდე, სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა და სამომავლოდაც გაგრძელდება, რათა დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად მოწესრიგდეს. „იცით, რამდენად მნიშვნელოვანია სატრანსპორტო პოლიტიკა, რეფორმა, რომელიც ჩვენ 2017 წელს წამოვიწყეთ და მთელი რიგი ღონისძიებები და კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით ამ მიმართულებით. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საზოგადებრივი ტრანსპორტი იყოს მოწესრიგებული. მინდა...
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის გადაადგილებაზე შეზღუდვა შემდეგ საავტომობილო გზებზე მოქმედებს. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავ...
საქართველოში კორონავირუსის 2 739 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 52 პაციენტი – აღნიშნული მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალუ ვებ–გვერდზე, stopcov.ge-ზე, ცოტა ხნის წინ განახლდა. სტატისტიკის მიხედვით, გასულ დღე–ღამეში კოვიდ19–სგან 3 072 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 916 477 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი კი, 869 411–ს შეადგენს. ამასთანავე, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში კოვიდ19–ს 13 221 პაციენტი ემსხვერპლა.
ლიბერთის ახალი გუნდი ახალი წლის აქციის შემდეგ მომხმარებელს კიდევ ერთ - ქეშბექის საახალწლო აქციას სთავაზობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ლიბერთი ბანკი" ავრცელებს. ბანკის ცნობით, „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის" სტრატეგიის ფარგლებში, დეკემბრის ბოლომდე, ლიბერთის Vისა ბარათის მფლობელები შეძლებენ აქციაში მონაწილე მეგობარ ობიექტებში გადახდილი თანხიდან ყველაზე მაღალი 50%-მდე ქეშბექი დაიბრუნონ ანგარიშზე. აღსანიშნავია, რომ აქციის პერიოდში +10% ქეშბექი გავრცელდება ლიბერთის ახალი Vისა ბარათით გადახდისას. წინასაახალწლო აქციისას, მომხმარებლები, ქეშბექის 25%-მდე დაბრუნებას შეძლებენ ასევე ლიბერთის სხვა ბარათებით გადახდისას. ქეშ...
სამართალდამცავებმა გაუჩინარებული "ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორის, ეკონომიკური ექსპერტის, რამაზ გერლიანის წერილსა და მობილურ ტელეფონს მიაკვლიეს. შსს-მ წერილიც და ტელეფონით ორგანიზაციის ოფისიდან ამოიღო. ამასთან ცნობილია, რომ მობილურს, რომელიც ეკონომისტის სამუშაო მაგიდაზე იდო, მარკერით მიწერილი ჰქონდა პაროლი, რითაც პო&s...
ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 13 743 ადამიანი აიცრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 21 დეკემბერის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 399 482 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 260 157 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 43.8%. სრულად ვაქცინირებულია 1 088 111 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 37.9%.37.9%. „ბუსტერ“ დოზა გაკეთებული აქვს 50 209 ადამიანს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილი საახალწლო ღონისძიების გამო, 22 დეკემბერიდან პირველი იანვრის ჩათვლით, სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. უწყების ცნობით, შეზღუდვა იმოქმედებს მხოლოდ მ. კოსტავას ქუჩიდან რესპუბლიკის მოედნისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებებისთვის, ხოლო რუსთაველის გამზირიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე გადაადგილება თავისუფალი იქნება. „სატრანსპორტო საშუალებებისთვის კოსტავას ქუჩიდან რესპუბლიკის მოედანზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის გამოყენებით. საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით: ავტობუსები N33, N31 და მიკროავტობუსი N457 ჯავახიშვილის ქუჩიდან გადაინაცვ...
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 49 347 კვლევა ტესტით, მათ შორის 34 387 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 960 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 282 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 913 738-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.65%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.71% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.24%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 263 პირი, ხოლო ჯამში გამო...
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 21 დეკემბერს, 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე აქციას გამართავს. ბათუმში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები რამდენიმე ადგილიდან თბილისისკენ უკვე დაიძრნენ. აქციის მონაწილეების თქმით, რუსთაველზე დღეს აჭარის მოსახლეობა მრავალრიცხოვნად იქნება წარმოდგენილი. აქტივისტები ამბობენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა.
საქართველოში „ომიკრონ“ შტამით ინფიცირების ორი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა „ორივე შემთხვევა არის საქართველოს მოქალაქქე. ერთი იყო დუბაიში, მეორე აშშ-ში და იქიდან ჩამოვიდნენ. მიმდინარეობს მათი 26 კონტაქტის კვლევა, აქედან 11 გახლავთ უცხოელი. ორივე ინფიცირებული არის ბინებში იზოლაციაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეგახსენებთ, „ომიკრონის“ სახელწოდებით ცნობილი კორონავირუსის ახალი შტამი პირველად სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა, შემდეგ კი სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა.
საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ187 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო, კმ90-კმ187 (დიზი-უშგული) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია. ამავე საავტომობილო გზის კმ1-კმ70 (ზუგდიდი-ხაიში) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტი...
ვაზისუბანში აფეთქების შედეგად დაშავებული ოთხი პირიდან ერთ-ერთს, სხეულის 60%-იანი დამწვრობა აღენიშნება. როგორც ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობი ცენტრი ექიმმა, თეა უროტაძემ განაცხადა, 43 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. „შემოვიდა პაციენტი, 43 წლის მაამკაცი, მისი მდგომარეობა არის მძიმე, მისი დიაგნოზია სხეულის თერმული დამწვრობა 60%, დამწვრობითი შოკი, სასუნთქი გზების დამწვრობა. დაწყებული აქვს ანტიშოკური მკურნალობა, მოთავსდა რეანიმაციის განყოფილებაში, ამ წუთისთვის მისი მდგომარეობა არის მძიმე“, - განაცხადა ექიმმა. დაშავებული სამი პირი, კი რომლებსაც მსუბუქი ინტოქსიკაცია აღენიშნება, სტაციონარშია მოთავსებული. მათი მდგომარეობა დამაკ...
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 1 296 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 45 ადამიანი. დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსისგან 4 127 ადამიანი გამოჯანმრთელდა.