საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო რეჟისორ ნანა ჯანელიძის ფილმის "იარე ლიზას" გადაღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყება სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, რომ ფილმის გადაღება კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა "ბრძანა" და განმარტავს, რომ ფილმები მინისტრის ბრძანებებით არ ფინანსდება. სამინისტროს განცხადების თანახმად, "იარე ლიზას" გადასაღებად თავდაპირველად თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მოგვიანებით კი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიასა და კინოცენტრის ხელმძღვანელის, გაგა ჩხეიძის ხელშეწყობით გამოიყო. "გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო დროს სხვადასხვა მედიაპლატფორმაზე აქტიურად და მიზანმიმართულად გავრცელებულ ცრუ ინფ...
ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს ჩვენი სამშობლო და მოგვასწროს გაერთიანებულ და გამთლიანებულ საქართველოს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, ილია მეორემ განაცხადა. ილია მეორე აცხადებს, რომ ქრისტიანობა ტკივილთან ერთად იმედისა და სიხარულის რელიგიაა და "ჩვენც გვწამს, რომ, როგორც ჯვარცმით არ დამთავრებულა მაცხოვრის ამქვეყნიური ყოფა, არამედ აღდგომითა და ამაღლებით, ჩვენი ქვეყანაც, თუ ქრისტეს მცნებების ერთგული იქნება და აღდგება და ამაღლდება სულიერად, აუცილებლად აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას". „შევნიშნავთ იმასაც, რომ იგი ამავე დროს მწუხარების დღეცაა, რადგან ვნების შვი...
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭო რექტორის არჩევნებზე კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანების გაუქმებას ითხოვს. აკადემიური საბჭო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ კონსერვატორიამ უნდა განაგრძოს მოქმედი წესდების სრული დაცვით წარმოებული რექტორის არჩევნების პროცესი. "მიგვაჩნია, რომ კონსერვატორიამ უნდა განაგრძოს კანონმდებლობის და კულტურის სამინისტროს მიერ 2014 წლის 7 ივლისის No05/90 ბრძანებით დამტკიცებული და დღეს მოქმედი კონსერვატორიის წესდების სრული დაცვით წარმოებული რექტორის არჩევნების პროცესი და აქედან გამომდინარე, გთხოვთ, გააუქმოთ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 25/09/2023 No 00033770 ბრძანება თბილისის ვანო სარაჯი...
ბაზისბანკის მხარდაჭერითა და საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუს ინიციატივით, მასწავლებელთა კონკურსის - "ფინანსური განათლება სკოლაში", შეხვედრა გაიმართება. საინფორმაციო შეხვედრა 29 სექტემბერს, 16:00 საათზე Zoom-ის პლატფორმის საშუალებით გაიმართება, რომელიც პარალელურ რეჟიმში ფინედუს ფეისბუქგვერდის პირდაპირი ეთერით გადაიცემა. შეხვედრაზე საქართველოს ეროვნული ბანკისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები გააჟღერებენ ინფორმაციას კონკურსის შესახებ, მასწავლებლებს გააცნობენ კონკურსში მონაწილეობის პირობებსა და საკონკურსო ნაშრომის შეფასების კრიტერიუმებს. მასწავლებლებს კი ექნებათ შესაძლებლობა შეკითხვებ...
გერმანიაში დააკავეს 3 პირი, რომელმაც ქართველ ცოლ-ქმარზე არასრულწლოვანი შვილების თვალწინ იძალადა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, წყვილი პარკში 4 და 7 წლის შვილებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც, თავდამსხმელები ქართველ კაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ქალი კი ქმარ-შვილის თვალწინ გააუპატიურეს. პოლიციამ 3 ბრალდებულები დააკავა - მათი ვინაობა გამომძიებლებისთვის წარსულში ჩადენილი დანაშაულის გამო ცნობილი იყო. თავდამსხმელებს კავშირი ჰქონდათ ნარკოტიკების გასაღებასთანაც. სასამართლო პროცესი მომხდარზე ჯერ არ ჩანიშნულა.
ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში ჭერი ჩამოინგრა, რომელიც დამლაგებლს და ერთ მშობელს დაეცა - ამის შესახებ ინფორმაციას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, თათია ნიკოლაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ნიკოლაშვილის თქმით, დაშავებულები სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში საკმაოდ მძიმე მდგომარეობით გადაიყვანა. "ნატანების საჯარო სკოლაში ჭერი ჩამოინგრა, დაეცა დამლაგებლს, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანამ გადაიყვანა საკმაოდ მძიმე მდგომარეობით და კიდევ ერთ მშობელს. ამ დროს სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა და აქ ორი სოფლის ბავშვები დადიან. ავთანდილ თალაკვაძე, სიცოცხლის და ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ რომ გ...
25 სექტემბერს ფარმაცევტთა საერთაშორისო დღეა. „კომპანია „ავერსმა“ თავისი ისტორია ფარმაცევტული საქმიანობით დაიწყო, ამიტომ თქვენ, ძვირფასო ფარმაცევტებო, ჩვენი კომპანიის სახეს წარმოადგენთ. გმადლობთ, რომ ხართ საუკეთესო ადამიანები და საუკეთესო პროფესიონალები. გილოცავთ ფარმაცევტთა საერთაშორისო დღეს და გისურვებთ წარმატებებს პირად ცხოვრებასა და პროფესიულ საქმიანობაში”,- აცხადებენ „ავერსში“.
შოვში განვითარებული სტიქიის დროს, საძიებო-სამაშველო სამუშაოების განხორციელება, მათ შორის აღმოჩენილი ადამიანების ევაკუაცია და სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია არ საჭიროებდა საერთაშორისო დახმარებას, რადგან შესაბამისი სამაშველო ღონისძიებები თავისი მოცულობისა და სწრაფი რეაგირების საჭიროების გამო, ჩვენი ძალებით უფრო ეფექტურად ჩატარდებოდა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. გომელაურის თქმით, საქართველოს გააჩნია საკმარისი ცოცხალი ძალა, მათ შორის სარეზერვო ძალები და სპეცტექნიკა, რათა შოვში სამაშველო ღონისძიება დამოუკიდებლად განხორციელებულიყო. „შემდეგი კითხვა შეეხებოდა ...
ერთ-ერთი კითხვა შეეხებოდა იმ საკითხს, თითქოს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია სამი საათის დაგვიანებით დაიწყო და არგუმენტად მოყვანილია, საჯარო სივრცეში გავრცელებული მოსაზრებები. აღნიშნული არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა და ცრუ ბრალდება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტი შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. გომელაურის თქმით, ინფორმაციის მიღებისთანავე, ონის სახანძრო-სამაშველო დანაყოფიდან პირველი მორეაგირე ჯგუფი სტიქიის ზონაში, 15:12 საათზე გაემგზავრა და მიუხედავად რთული რელიეფისა და შორი მანძილისა, დაახლოებით, ნახევარ საათში, 15:40 საათზე მივიდა ადგილზე. „რეალურად შოვის ტერიტორიაზე განვი...
სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც, 30 000-ზე მეტ სტუდენტს დავალიანება სრულად გაუნულდება,- ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა. როგორც ამილახვარმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, კერძო უნივერსიტეტებს შესთავაზეს არსებული დავალიანების ობიექტური ღირებულების ანაზღაურება, რასაც თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გარდა, ყველა კერძო უნივერსიტეტი დათანხმდა. „საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 15 სექტემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანება გ...
ფარცხალაძის დაცვა "TV პირველის" და "ფორმულას" გადამღებ ჯგუფებს თავს დაესხა. ამის შესახებ ინფორმაციას TV პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე და ტელეკომპანია ფორმულა ავრცელებენ. ნოდარ მელაძე მომხდარ ფაქტზე რეაგირებისთვის საგამოძიებო სამსახურსა და პროკურატურას მიმართავს. "ოთარ ფარცხალაძის დაცვა თავს დაესხა, შაბათის ეთერის გადამღებ ჯგუფს, წაართვა სამაუწყებლო აპარატურა რომელსაც ამ დრომდე არ აბრუნებს. შაბათის ეთერის აეროგადაღების კამერის დანახვის შემდეგ, ისინი თავდასხმაზე გადავიდნენ, წაართვეს ტელეფონი ჩვენს ჟურნალისტს Mariam Gaphrindashvili სავარაუდოდ ცდილობდნენ მობილურიდან, მისი პირადი ინფორმაციის და ტელეფონში შენახული კადრების მოპო...
ეროვნულ ბანკს კიდევ ერთი ვიცე-პრეზიდენტი, საბჭოს წევრი არჩილ მესტვრიშვილი ტოვებს. აღნიშნულის შესახებ არჩილ მესტვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს. "მეგობრებო და კოლეგებო, ვტოვებ ეროვნულ ბანკში ჩემს თანამდებობას",- დაწერა მესტვრიშვილმა. აღსანიშნავია, რომ მანამდე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრისა და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ასევე დატოვა პაპუნა ლეჟავამ.
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი და ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პაპუნა ლეჟავა სოციალურ ქსელში ავრცელებს. ლეჟავამ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს გადადგომის მოთხოვნის განცხადებით ცოტა ხნის წინ მიმართა. აღსანიშნავია, რომ პაპუნა ლეჟავას თანამდებობიდან გადადგომას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამაც დაადასტურა. „მაცნობა ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, რომ დაწერა განცხადება გადადგომაზე. სამწუხაროა. კარგი პროფესიონალია, დიდი ხანი მუშაობდა ეროვნულ ბანკში", - განაცხადა თურნავამ.
კომერციულ სექტორს, რა თქმა უნდა, არ აქვს უფლება არ დაემორჩილოს რეგულატორს,- ასე გამოეხმაურა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა "თიბისი ბანკისა" და "საქართველოს ბანკის" განცხადებებს, რომელთა მიხედვითაც, სებ-ის გადაწყვეტილების მიუხედავად, საერთაშორისო სანქციების შესაბამისობაში რჩებიან. როგორც თურნავამ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ეროვნული ბანკი საქართველოს საფინანსო სექტორთან სრულ უნისონშია. "კომერციულ სექტორს, რა თქმა უნდა, არ აქვს უფლება არ დაემორჩილოს რეგულატორს იმიტომ, რომ კომერციული სექტორი არის საქართველოს კომერციული სექტორი და ხელმძღვანელობს ჩვენი კანონმდებლობით, მაგრამ მინდა განვმარტო, რომ ჩემი ბრ...
დროზე გააუქმეთ ეგ სამარცხვინო ბრძანება, სანამ მოთმინება გვყოფნის,- ასე მიმართავს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს ეროვნულ ბანკს, რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ, სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა. როგორც ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს, ქვეყნის საბანკო სისტემის მიერ სანქციების გვერდის ავლა "გარდაუვალ და უფრო მძიმე" სანქციებს გამოიწვევს. "მოკლედ, რა იქნება ამის შემდეგ: ამერიკული სანქციების გვერდის ავლა ქვეყნის საბანკო სისტემის მიერ იწვევს გარდაუვალ და უფრო მძიმე სანქციებს. ეს სანქციები უკვე შეეხებათ არა მხოლოდ ფარცხალაძისნაირ რუსეთის აგენტებს, არამედ მთლიანად ...
საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების პორტალ ფინედუს ინიციატივით და ბაზისბანკის მხარდაჭერით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ფოტოკონკურსი - „დაიჭირე ფინანსური კადრი“ გაიმართა. კონკურსის მიზანია ახალგაზრდა თაობაში ფინანსური განათლების საკითხების საინტერესო, შემეცნებითი ხერხებით გავრცელება, ფინანსური განათლების საკითხების მიმართ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლიანი ქმედებების ჩამოყალიბება და დამოკიდებულებების გაუმჯობესება, ახალგაზრდებში გონივრული ფინანსური ქცევების წახალისება. ფოტოკონკურსის ფარგლებში, ნამუშევრების მიღება 12 აგვისტოს დაიწყო და მასში 100-მდე ფოტონაშრომი იღებდა მონაწილეობას, საიდანაც ჟიურის წევრების მიერ ...
მომხმარებლის სურვილებისა და მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, „ავერსი-ფარმა“ ქართულ ბაზარს ჯანდაცვის სფეროში პროფესიულ გამოცდილებას უზიარებს და პირადი ფარმაცევტის მომსახურებას სთავაზობს. ეს მომხმარებელს ჯანმრთელობაზე ზრუნვას გაუადვილებს და, იმავდროულად, დროის დაზოგვაშიც დაეხმარება. თბილისის ხუთი ყველაზე დიდი უბნის აფთიაქებში მომხმარებლებს პირადი ფარმაცევტები ელოდებიან. პირადი ფარმაცევტის მომსახურება გულისხმობს: ინდივიდუალურ მიდგომას; მუდმივ კავშირს პირად ფარმაცევტთან; ურიგო მომსახურებას; სწრაფ და მოქნილ სერვისს; მედიკამენტების სასურველ ადგილზე უფასოდ მიტანას; დამატებითი ფასდაკლების დღეებს; ევროპული პროდუქციის ...
მიმდინარე წლის 12 – 14 სექტემბერს, მსოფლიო საფოსტო კავშირის ორგანიზებით, საქართველოში, გაიმართა ტრენინგი სახელწოდებით „წინასწარი ელექტრონული მონაცემები, საბაჟო დეკლარაციის სისტემა და საფოსტო უსაფრთხოება“. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ფოსტა“ ავრცელებს. „საქართველოს ფოსტის“ ცნობით, ღონისძიება ჩატარდა პროექტის „უსაფრთხოება და საბაჟოსთან დაკავშირებული ელექტრონულ მონაცემთა მიმოცვლის“ ფარგლებში (“Security and Customs Related Electronic Data Exchange Extension (SECUREX-extension) project”)). "ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, უკრაინის, სერბეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ლაოსის, მოლდოვის...
ქართულმა ბანკებმა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს ყველა ანგარიში გაუყინეს, შეჩერებულია გადარიცხვები. ამის შესახებ ეროვნული ბანკი წერილობით გამოცემა BM.ge-ს ატყობინებს. ეროვნული ბანკის განცხადების თანახმად, ფარცხალაძეს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმის გათვალისწინებით, ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა. "როგორც ცნობილია, 2022 წლის 26 თებერვლიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად. სანქციათა მოთხო...
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გუგა რჩეულიშვილი ავრცელებს. "ექსპრესნიუსი" აღნიშნულთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, დამატებითი ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. "ძალიან მძიმე დღეა, ფრონტზე დაიღუპა ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლი და კარგი მეგობარი. ზაქრო სულით მეომერი იყო და საამაყო მეთაური. ქართულ ლეგიონს გადატრიალებისათვის უბრალოდ არ ცალია, რადგანაც ის ფარია, რომელიც პრევენციულად იცავს სამშობლოს, სადღაც პერიფერიულ საზღვრებთან", - წერს მომხმარებელი სოციალურ ქსელში.