„სფერო ჰოლდინგი“ - საქართველოში ...

საქართველოში პირველად! „სფერო ჰოლდინგის“ მორიგი უპრეცედენტო საქველმოქმედო გადაწყვეტილება! - დღეიდან სოციალურ ქსელში ჯგუფი, სახელწოდებით „მხილების სფერო“ იარსებებს, სადაც საშუალება გეძლევათ, ღიად, არა მხოლოდ მევახშეებისგან დაზარალებულებმა, არამედ ნებისმიერმა ადამიანმა ისაუბროთ,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „სფერო ჰოლდინგი“ ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გარდა ამისა, „გექნებათ საშუალება, გადაცემაში თავად ამხილოთ პირი ან კომპანია, ვისგანაც თვლით, რომ დაზარლდით“. „ვინც თვლით, რომ თქვენი უფლებები დაირღვა და გჭირდებათ დახმარება - შეტყობინების მიღებისთანავე, „სფერო ჰოლდინგის“ გუნდი მყისიე...

შსს - აქციის მონაწილეებსა და ორგ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებამდე ოპოზიციური პარტიების მიერ დაგეგმილ აქციას საგანგებო განცხადებით ეხმაურება და პროტესტის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს აფრთხილებს, რომ „არ გასცდნენ შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან თავი შეიკავონ“. როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, „წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია, უკანონო ქმედების აღსაკვეთად, ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას მიიღებს“. „როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართველოს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებამდე, 24 ნოემბრიდან, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მიერ იგეგმება რესპუბლიკის მოედანზე შეკრება და შემდგომ პარლამენ...

პაველ ჰერჩინსკი - უნდა დავარღვიო...

უნდა დავარღვიოთ გენდერული ძალადობის გარშემო არსებული დუმილი და სტიგმა - ერთად შეგვიძლია, შევქმნათ მომავალი, რომელშიც პატივისცემა, ღირსება და უსაფრთხოება ყველასთვის გარანტირებულია,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ავრცელებს. როგორც ჰერჩინსკის განცხადებაშია აღნიშნული, გამოწვევებთან გასამკლავებლად, საქართველოში ევროკავშირი აფინანსებს პროექტებს, რომელიც გენდერული ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორების შესაძლებლობებს აძლიერებს. „გენდერული ძალადობა არა მხოლოდ პიროვნული ტრაგედიაა, ეს ასევე არის ადამიანის ძირითადი უფლებების...

ომბუდსმენის აპარატი - ინფორმაცია...

სხვადასხვა მედიასაშუალება ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს 19 ნოემბერს აქციაზე დაკავებული ისაკო დევიძე სახალხო დამცველის წარმომადგენელმა არ მოინახულა, რაც არის დეზინფორმაცია. აღნიშნულ განცხადებას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. აპარატის ცნობით, აღნიშნული პატიმარი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა 19 ნოემბერს, დაკავების პირველივე დღეს მოინახულა. მისი განცხადების საფუძველზე გაკეთდა  შესაბამისი ოქმი და რეაგირებისთვის გადაეგზავნა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. "რაც შეეხება შიმშილობას, გუშინ შემოვიდა ზარი შიმშილობის დაწყების შესახებ და დღეს კვლავ მოინახულა პატიმარი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა. ასევე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პატიმარს პირადად სახალხო დამცველთ...

მერია - საახალწლო ილუმინაციების ...

საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოების გამო ქეთევან დედოფლის გამზირისა და კოსტავას ქუჩის ნაწილზე 23 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, შეზღუდვა კოსტავას ქუჩაზე, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზიდან მეტროსადგურ „რუსთაველამდე“ არსებულ საგზაო მონაკვეთზე იმოქმედებს. რაც შეეხება ქეთევან დედოფლის გამზირს, საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვა თელავის ქუჩის კვეთიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთამდე იმოქმედებს. "აღნიშნულ პერიოდში რუსთაველის გამზირიდან მიმავალი ავტომობილები ქიაჩელისა და ახვლედიანის ქუჩების საშუალებით შეძლებენ გადაადგილებას, ხოლო ნიკოლაძის ქუჩიდან მ...

კახეთში, კავკასიონის ქედზე ხანძარია

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს მიმდებარედ, კავკასიონის ქედზე, მთის ალპურ ზონაში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე ბალახი იწვის. სახანძრო სამაშველო ჯგუფები კერის ლიკვიდაციას ამ წუთებშიც ცდილობენ. 

„ამოიღე ხმა, დაიბრუნე ხმა!“ - 25...

25 ნოემბერს, 09:00 საათზე პარლამენტის უკან აქცია, სახელწოდებით „ამოიღე ხმა, დაიბრუნე ხმა!“ გაიმართება. აქციის ორგანიზატორია „ჩემი ხმა“. როგორც აქციის შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, 25 ნოემბერს პარლამენტი იკრიბება, რაც „კრიმინალური აქტია“. „საქართველოს მოქალაქეებს ჩვენი საერთო წარსული გვაერთიანებს და დღევანდელობას ერთნაირად ვგრძნობთ. როგორი იქნება საქართველოს მომავალი, ჩვენ, მოქალაქეებმა უნდა გადავწყვიტოთ. თუმცა გვეუბნებიან, რუსეთში გამდიდრებულმა ერთმა კაცმა ჩვენ ნაცვლად უნდა გადაწყვიტოს საქართველოს ბედი, მისმა ხმამ გადაწონოს საქართველოს ხმა. 25 ნოემბერს, სწორედ მისი ხმით დანიშნული პარლამენტი იკრიბება. ე...

დიდი ფასდაკლებების დროა - PSP -შ...

22-დან 30 ნოემბრის ჩათვლით, თავის მოვლის საშუალებებსა და PSP-ს კოსმეტიკის სრულ ასორტიმენტზე, მომხმარებელს 50%-იან ფასდაკლებასთან ერთად სიახლე - აუთლეტ სტენდებზე 70%-იანი ფასდაკლებები ელის. საქართველოს მასშტაბით 50%-მდე ფასდაკლება ვრცელდება როგორც აფთიაქებში, ისე ვებგვერდსა  PSP.GE და აპლიკაციაში PSP App მსოფლიოში ცნობილ პრე­მი­უმ და დერ­მა­ტო­ლო­გი­ურ ბრენ­დების: Caudalie, SVR, Esthederm, Bioderma, Payot, Algologie, Mizon, Missha, Vilage, Avene, Vichy, Kaypro, La Petit Olivier, Ziaja, Sebamed, Pharmaceric და სხვა მრავალფეროვან ასორტიმენტზე; პირის ღრუს მოვლის იტალიური და შვეიცარული ბრენდების: Curasept, Biorepair, Blanx, Wild, Promice, Piave...

აქციაზე დაკავებული ისაკო დევიძე ...

ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში ვაცხადებ მშრალ შიმშილობას,- ამის შესახებ აქციაზე დაკავებული ისაკო დევიძე, რომელსაც საქალაქო სასამართლომ 8-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა, სოციალურ ქსელში წერს. როგორც დევიძე აღნიშნავს, შიმშილობის დაწყება საპროტესტო მოძრაობისას დაკავებული ადამიანების მიმართ სოლიდარობის ნიშანია. "რუსული რეჟიმის მიერ, საპროტესტო მოძრაობისას დაკავებული და დევნილი ყველა ადამიანის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში ვაცხადებ მშრალ შიმშილობას! რუსებმა, რომ ვერ წაგვართვან სამშობლო, ყველამ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში უნდა ვიბრძოლოთ რეჟიმის წინააღმდეგ საქართველო გაიმარჯვებს",- წერს დევიძე.

სტუდენტებმა თსუ-ს ეზოში კარვები ...

სტუდენტების პროტესტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გრძელდება. სტუდენტები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ხელახალ არჩევნებსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვენ.  ჯაბა სამუშიას გადადგომას სტუდენტები 19 ნოემბრის შემდეგ ითხოვენ, რადგან საპროტესტო აქციის დაშლამდე საპოლიციო ძალების ნაწილი თსუ-ის ეზოში შევიდა. სტუდენტები აპირებენ, რომ თსუ-ს პირველ კორპუსში ღამე კარვებში გაათენონ. "ამ წამიდან სტუდენტები ვიქნებით აქ!!! ველოდებით სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს!",- წერს მოქალაქე ჯგუფ "დაიტოვეში" და ფოტოს აქვეყნებს.

პრემიუმ ბრენდების საავტომობილო ფ...

ავტომობილის გამართულად მუშაობისა და უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის აუცილებელია, პერიოდულად შეიცვალოს ზეთის, ძრავის, ჰაერისა და საწვავის ფილტრები. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ფილტრი იყოს მაღალი ხარისხის, რათა სრულყოფილად შეძლოს თავისი ფუნქციის შესრულება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი არის ზეთის ფილტრი, რომელიც ავტომობილში ზეთთან ერთად იცვლება. რაც უნდა კარგი ხარისხის ზეთი ჩავასხათ ავტომობილში, უხარისხო ფილტრმა შესაძლოა, ძრავის დაზიანება გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ უმნიშვნელოვანესია, ზეთის ფილტრი იყოს მაღალი ხარისხის. „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს სთავაზობს  ევროპული და ამერიკული წარმოების პრემიუმ ხარისხის ფილტრების ფართო არჩევანს. კონსტანტინე ფაცაცია, ...

CashBack-ის „შავი პარასკევის“ აქ...

"ლიბერთის" ლოიალობის პროგრამის CashBack და Mastercard  - ის ერთობლივი აქცია დაიწყო: 20 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, "ლიბერთის" მასტერქარდის ტიპის ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ, იშოპინგონ CashBack - ის მეგობარ ობიექტებში და მომენტალურად დაიბრუნონ ყველაზე მაღალი, 70%-მდე ქეშბექი! მეგობარი ობიექტები, რომლებშიც მომხმარებლები  "შავი პარასკევის" აქციით შეძლებენ სარგებლობას: 20-21 ნოემბერი - ემბავუდი  |მაღაზია | 60% ქეშბექი | ლიმიტი 1 000 GEL 22 ნოემბერი - ნაკა | მაღაზია | 60% ქეშბექი | ლიმიტი 200 GEL 22-23 ნოემბერი - ჰამო | ფიზიკური და ონლაინ მაღაზიებ...

Volvo EX90-ის მძღოლის მდგომარეობ...

ჟურნალმა TIME-მა საუკეთესო გამოგონებების ყოველწლიური სია გამოაქვეყნა, რომელიც სხვადასხვა დარგში ისეთ მნიშვნელოვან ინოვაციურ გამოგონებებს აერთიანებს, რომლებსაც შეუძლია მნიშვნელოვნად შეცვალოს ადამიანის ცხოვრება. 2024 წლის სიაში ნომინაცია „ავტომობილში“ Volvo EX90 SUV-ში მძღოლის მდგომარეობის გაგების სისტემამ გაიმარჯვა. მძღოლის მდგომარეობის გაგების სისტემა EX90-ში ნოვატორული, უსაფრთხოების სრულიად ახალი ფუნქციაა, რომელიც სენსორული ანალიზის ტექნოლოგიით რეალურ დროში ადგენს - გაუარესდა თუ არა მძღოლის მდგომარეობა, არის თუ არა მძღოლი დაღლილი, ან გაეფანტა თუ არა მას ყურადღება. ეს კეთდება იმ მიზნით, რომ ავტომანქანამ საჭიროებისამებრ აღმოუჩინოს მას შესაბამისი დახმარება. ზოგიერთ შემთხვე...

ცესკო საქართველოს პარლამენტის ახ...

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმოქმედა საქართველოს ორგანული კანონით “საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული ვალდებულებით და არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყო არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთათვის დროებითი მოწმობების დამზადება,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, “ადმინისტრაციის მხრდიდან ბარიერგადალახული საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებთან დაკავშირება საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ დროებითი მოწმობების გადაცემის მიზნით მოხდება“. “ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმოქმედა საქართველოს ორგანული კანონით &...

„იდეა პანორამაში“ ბინის შეძენის ...

ავტოინდუსტრიის გიგანტის Geely Holding-ის ცნობილი მოდელები, Geely Coolray ან Geely Emgrand, საჩუქრად გადაეცემა მას, ვინც ბინას „იდეა პანორამაში“ შეიძენს. უპრეცედენტო აქცია „იდეა დეველოპმენტისა“ და Tegeta Cars-ის კომპანიის, Geely Sakartvelo-ს პარტნიორობის ფარგლებში დაიგეგმა. აღნიშნული საჩუქარი კი მომავალ მაცხოვრებლებს, მომენტალურად, მხოლოდ პირველადი 25%-დან შენატანისას  გადაეცემათ. Geely Sakartvelo Tegeta Cars-ში შემავალი კომპანიაა, რომელმაც ავტოინდუსტრიის გიგანტის Geely Holding-ის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური საავტომობილო ბრენდი, Geely Auto, ქართულ ბაზარს გასული წლის სექტემბერში წარუდგინა. ორივე მოდელი, რომლებიც მომხმარებელს საჩუქრად გ...

EU-ის წარმომადგენლობა - საქართვე...

ჩვენ ახალგაზრდების გვერდით მტკიცედ ვდგავართ და ხაზს ვუსვამთ მათი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების ფუნდამენტური უფლებების პატივისცემის აუცილებლობას,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა მსოფლიო ბავშვთა დღესთან დაკავშირებით ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოში ახალგაზრდები საკუთარი უფლებების, თავისუფლებისა და მათი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად იბრძვიან. „მსოფლიო ბავშვთა დღეს, გვინდა, ყურადღება გავამახვილოთ იმ გამოწვევებზე, რომლებსაც ბავშვები და ახალგაზრდები აწყდებიან საქართველოში, გასული 1 000 დღის განმავლობაში უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შედეგად, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში. &b...

„მაისის სტუდენტური მოძრაობა“ - თ...

დღეს დილით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზო იქცა ძალოვნების თავშესაფრად,- ასე ეხმაურება "მაისის სტუდენტური მოძრაობა" თსუ-ს ეზოში საპოლიციო ძალების ნაწილის განლაგებას. "მაისის სტუდენტური მოძრაობა" თსუ-ს რექტორის, ჯაბა სამუშიას და ადმინისტრაციის გადადგომას ითხოვს. "დღეს დილით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზო იქცა ძალოვნების თავშესაფრად! მოძალადეებმა უნივერსიტეტის ეზოს გავლით, მალულად შეძლეს აქციის სივრცეში შეღწევა და მისი დარბევა. ეს ყველაფერი კი უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ და მისმა თვითაღიარებულმა აკადემიკოსმა რექტორმა, ჯაბა სამუშიამ დაუშვეს. ჯაბა სამუშიას რექტორობა ფორმალური და ფიქტიურია. მას გარკვეული პრივილ...

ომბუდსმენი - მოვუწოდებ შსს-ს, უზ...

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს აქციის მონაწილეთა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება, ხელი არ შეუშალონ ჟურნალისტებს საქმიანობის განხორციელებაში, ხოლო დაკავების ღონისძიებებისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებისას აუცილებლობისა და პროპორციულობის კრიტერიუმების მკაცრი დაცვით იხელმძღვანელონ. ომბუდსმენი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და ასევე მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს ჟურნალისტთა/აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ თითოეული შესაძლო დანაშაულის ნიშნების მქონე შემთხვევა და მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება. „სახალხო დამცველის რწმუნებულები ამ წუთებში მიემართებიან, 2024...

მედიაომბუდსმენი - მოვუწოდებთ შსს...

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეაჩეროს მედიასა და აქციის მონაწილეებზე ძალადობა,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მედიაომბუდსმენი ავრცელებს. მედიაომბუდსმენი ასევე მიმართავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებისკენ მოუწოდებს. „ჟურნალისტების და ოპერატორების დევნის და დაკავების შეტყობინებებით მედიაომბუდსმენმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურს მიმართა  დღეს, 19 ნოემბერს სპეცდანიშნულების წევრები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელს უშლიდნენ OC Media-ს ჟურნალისტს, მარიამ ნიკურაძეს; სამართალდამცველები გადაღების შესაძლებლობას არ აძლევდნენ Netgazeti-ის კორესპონდენტს, გივი ავალიანს; ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების პროცესში დააკა...

შარაბიძე - ცესკო მოუწოდებს საერთ...

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ დღეს ბრიფინგი გამართა. გიორგი შარაბიძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „გვინდა გამოვეხმაუროთ ცესკოს თავმჯდომარის დისკრედიტაციის და ბულინგის კამპანიას, რომელმაც ბოლო რამდენიმე დღეა განსაკუთრებით ინტენსიური სახე მიიღო. 16 ნოემბრის სხდომაზე მომხდარი ფაქტი, სოციალურ მედიაში მიმდინარე ბულინგის კამპანია, პირად სივრცეში შეჭრის მცდელობა და აქციები საცხოვრებელ სახლთან დიდი ხანია გასცდა პროტესტის გამოხატვის ცივილურ ფორმებს და ეთიკის საზღვრებს.   საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ნათელია, რომ გასული წლების პრაქტიკის მსგავსად,  ეს პერსონალური თავდასხმები ამჯერადაც მხოლოდ იმის დასტურია, რომ დი...