სოფელ ჭალადიდში ძმამ ძმა დაჭრა

ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალადიდში ძმამ ძმა დაჭრა. არსებული ინფორმაციით, ოჯახში შელაპარაკება ყოფით ნიადაგზე დაიწყო, რა დროსაც 56 წლის კაცმა ძმას ჭრილობები თავისა და სახის არეში მიაყენა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. როგორც “ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ სხეულის ნაკლებ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ცესკო პარტიების და სადამკვირვებლ...

საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის პარტიების პოტენციურ წარმომადგენლებთან და დამკვირვებელი ორგანიზაციების პოტენციურ დამკვირვებლებთან სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებს მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართება და მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას ელექტრონული ტექნოლოგიების და მასთან დაკავშირებით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილების, საპილოტე რეჟიმში ჩატარებული არჩევნების, ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიის შედეგების შესახებ. "გარდა ამისა, შეხვედრების ფარგლებში მოხდება საარჩევნო ელექტრონული აპარატურის დემონსტრირება, ცესკოს წარმომადგე...

კობახიძისა და პაპუაშვილის გადაწყ...

დღეს უკვე საბოლოოდ დამტკიცდება მთავრობის განკარგულება, რომლის საფუძველზეც ჩვენი ოლიმპიელები დაპირებულ პრემიებს მიიღებენ,-  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კობახიძის თქმით, ასევე გაზრდილ პრემიებს მიიღებენ ოლიმპიელების მწვრთნელები, ექიმები და ადმინისტრაციული ჯგუფის წევრები. “მოგეხსენებათ, რომ ჩვენ უმაღლეს ჯილდოებზე წარვადგინეთ ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები. ჩემპიონები წარვადგინეთ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე, რაც შეეხება პრიზიორებს, ისინი წარვადგინეთ ღირსების ორდენზე. ასევე, დამატებით, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ოლიმპიური გუნდის კონკრეტული წევრები წარგვედგინ...

ირაკლი კობახიძე ქართველ სპორტსმე...

კოტე პეტრიაშვილმა მოიგო ოქროს მედალი, გახდა მსოფლიო ჩემპიონი, 17 წლამდელთა შორის და მას მინდა მივულოცო ძალიან დიდი წარმატება, ასევე ნიკოლოზ მაისურაძეს მინდა მივულოცო მსოფლიო ვიცე-ჩემპიონობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კობახიძის თქმით, ქართული სპორტი არის წარმატების გზაზე და ამ ტენდენციის ხელშეწყობისთვის ყველაფერი გაკეთდება. "იუნიორთა მსოფლიო  ჩემპიონატი გაიმართა თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც ოლიმპიური ჩემპიონის ძმამ, კოტე პეტრიაშვილმა მოიგო ოქროს მედალი, გახდა მსოფლიო ჩემპიონი, 17 წლამდელთა შორის და მას მინდა მივულოცო ძალიან დიდი წარმატება და ასევე ნიკოლოზ მაისურაძეს მინდა მივულოცო მსოფლიო ვიცე-ჩემპიონობა. ქართ...

„ტოიოტა ცენტრი ბათუმსა“ და ბათუმ...

„ტოიოტა ცენტრი ბათუმსა“ და ბათუმის ბოტანიკურ ბაღს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც კომპანიის დირექტორებმა, გოდერძი სურმანიძემ და ირაკლი არჩაიამ, მოაწერეს ხელი. ეკოლოგიის, კულტურის, განათლებისა და სპორტის განვითარების ხელშეწყობა - ეს ის ძირითადი მიზნებია, რომლებსაც გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს. გოდერძი სურმანიძე, „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ დირექტორი: „ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან პარტნიორობა პასუხობს ტოიოტას გლობალური ხედვის იმ მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც ეკოლოგიასა და გარემოზე ზრუნვას ეხება. ტოიოტა არის ავტოინდუსტრიის მოწინავე ბრენდი, რომელმაც მსოფლიოს პირველმა გააცნო ჰიბრიდული ტექნოლოგია და შესთავაზა ეკომეგობრულ...

გურჯაანში გაზგასამართ სადგურზე ა...

გურჯაანში გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. როგორც “ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, აფეთქების შედეგად დაიწვა ავტომობილი და დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც გურჯაანის საავადმყოფოშია გადაყვანილი. რა გახდა აფეთქების მიზეზი, გამოძიება დაადგენს. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლიკვიდაცია უკვე მოახერხეს.

სპეციალური პენიტენციური სამსახურ...

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, N2 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებულის ნ.ბ.-ს შესახებ. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს. საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ ბრალდებული ნ.ბ. სამეთვალყურეო კამერებით აღჭურვილ საკანში იყო განთავსებული, რომლის საპირფარეშოშიც მან ერთჯერადი სამართებლის გამოყენებით ორივე ხელზე  თვითდაზიანება მიიყენა. “თვითაზიანების ფაქტზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაწყებულია  გამოძიება. ნ.ბ.-ს დაწესებულებაში ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება და გადაყვანილ იქნა სამოქალაქ...

ხაშური-ბორჯომის გზაზე ავტომობილი...

ხაშური-ბორჯომის საავტომობილო მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. ბორჯომის მიმართულებით მოძრავი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.

“სფერო ჰოლდინგმა” ქართველ ოლიმპი...

ქართველი ოლიმპიელები გრიგოლეთში. მორიგი სახალხო ზეიმი შავისღვისპირეთის ულამაზეს კურორტზე “სფერო ჰოლდინგის” ორგანიზებით გაიმართა.კომპანიამ ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და სპორტსმენები, რომელთაც საქართველო მსოფლიო ყურადღების ეპიცენტრში მოაქციეს საზეიმო ვითარებაში დააჯილდოვა. სფერო ჰოლდინგის დამფუძნებლის, გიგა წულეისკირის გადაწყვეტილებით, ქართველ-ოლიმპიურ ჩემპიონებს გენო პეტრიაშვილსა და ილია სულამანიძეს გრიგოლეთში, საცხოვრებელ კომპლექს “მწვანე ჰორიზონტში”  საჩუქრად საცხოვრებელი აპარტამენტები გადაეცათ.   სახელოვანი სპორტსმენები გრიგოლეთს ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ესტუმრნენ.   სიმბოლური გასაღების გადაცემის შემდეგ, სპორტსმენებმ...

სახალხო დამცველი საქართველოს მოქ...

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუციის დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. საქართველოს კონსტიტუცია საქართველოს პარლამენტმა 1995 წლის 24 აგვისტოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით მიიღო. “ეს უზენაესი კანონი იცავს და არეგულირებს მთლიანად საზოგადოების, მისი თითოეული წევრის სამართლებრივ უფლებებს, ადგენს ფუნდამენტურ ნორმებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, ეკონომიკური თავისუფლების, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს დასამკვიდრებლად. საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავი ადამიანის ძირითად უფლებებს განიხილავს, რომლის საფუძველზეც სახალხო დამცველი ზედამხედველობას ...

ფონიჭალაში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

ფონიჭალაში ახალგაზრდა კაცი მოკლეს.  როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნულთან დაკავშირებით 3 პირი ცხელ კვალზე დააკავეს. მომხდარზე გამოძიება 108-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიე...

საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით  ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, ამჯერად, საარჩევნო სიახლეებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები ბაზრობებსა და ბაზრებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ეტაპობრივად მიმდინარეობს.   "ინფორმირების კამპანიის ფარგლებში, ცესკოს წარმომადგენლები მოქალაქეებს 2024 წლის არჩევნებისთვის მზადების პროცესისა და  ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდიან, ასევე იმართება საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დემონსტრაციაც, დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ პრაქტი...

გარემოს ეროვნული სააგენტო - შავი...

გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში, ყოველთვიურად ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 12 წერტილში აღებული წყლის სინჯების კვლევების დროს ისაზღვრება ჰიდრო ბიოლოგიური და ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია. "შავი ზღვიდან აღებული სინჯების კვლევა გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში ტარდება. ლაბორატორია აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და  სრულად აკმაყოფილებს ...

მტკვარში დაკარგული მოზარდი მაშვე...

მტკვარში დაკარგული მოზარდი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნული ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადასტურებს. გორში, მდინარე მტკვარში მოზარდს დაახლოებით 18 საათიდან ეძებდნენ. როგორც ადგილზე გვითხრეს, გოგონა მდინარეში საბანაოდ შევიდა. პოლიცია და სამაშველო სამსახური კომბინატის დასახლებაში, რკინიგზის ხიდთან იყვნენ მობილიზებული.

პრეზიდენტმა 2008 წლის შინდისის ბ...

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ლენტეხში, სოფელ ჟახუნდერში საქართველოს ეროვნული გმირის, 2008 წლის შინდისის ბრძოლის მონაწილის, ალექსანდრე ონიანის ოჯახს საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი გადასცა, რომელიც მას 2021 წლის 11 აგვისტოს მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს შეიარაღებული ძალების უმცროსი სერჟანტი ალექსანდრე ონიანი სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, გამორჩეული გმირობისა და თავგანწირვისათვის საქართველოს ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოვდა და ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. საქართველოს პრეზიდენტი დღეს ეროვნული გმირის მშობლიურ სოფელს ეწვია, მისი საფლავი გვირგვინით შეამკ...

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქარ...

გარემოს ეროვნული სააგენტო 23-26 აგვისტოს  საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.  "თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება.  სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.  დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაე...

საარჩევნო ადმინისტრაცია საკუთარ ...

26 ოქტომბრის არჩევნების დანიშვნამდე საარჩევნო ადმინისტრაცია საკუთარ საქმიანობაში მიუკერძოებლობის სტანდარტს კიდევ უფრო ამაღლებს და ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსში ცვლილებები შეაქვს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, შესაბამისი დადგენილება ცესკომ 16 აგვისტოს გამართულ სხდომაზე მიიღო და კიდევ უფრო გაამკაცრა ის სტანდარტები, რომლის დაცვაც ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის მიზნით ევალება.   "დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია წარმოადგენს დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარების ერთ-ერთ უმთავრეს ქვაკუთხედს და გარანტს. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილ...

ბაზისბანკი, ახალი თეატრის საერთა...

ბაზისბანკი, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის 99-ე სეზონს, საერთაშორისო პროექტების წარმდგენის სტატუსით უერთდება. ახალი თეატრის ახალ, საერთაშორისო თეატრალურ სეზონზე, ბაზისბანკთან პარტნიორობის ფარგლებში, მსოფლიოში აღიარებული რეჟისორების, სცენოგრაფების, კომპოზიტორებისა და მხატვრების კოლაბორაციას ახალი თეატრის დასთან ერთად იხილავს მაყურებელი. აღნიშნული გამოცდილება ახალი გამოწვევა იქნება მაყურებლისთვის და მეტად მრავალფეროვანს გახდის ქართულ თეატრალურ ცხოვრებას. ბაზისბანკი და ახალი თეატრი პირველ საერთაშორისო პროექტს უკვე სექტემბერში შესთავაზებს ქართველ მაყურებელს. ევროპული თეატრის ერთ-ერთი გამორჩეული რეჟისორი, ანდრი ჟოლდაკი, ახალი სპექტაკლის - "ლურჯწვერას“ პრემიერით წარ...

ბათუმში, სანაპიროზე, ახალგაზრდა ...

ბათუმში, სანაპიროზე, ახალგაზრდა კაცს სკუტერი შეეჯახა, რომელსაც ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. ამის შესახებ ინფორმაციას AJARATIMES.GE ავრცელებს. პაციენტს ოპერაცია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაუკეთეს.  ადგილობრივ გამოცემას კლინიკაში უთხრეს, რომ ოპერაციის შემდეგ, პაციენტს კოსმეტოლოგიური პროცედურების ჩატარება დასჭირდა, რის გამოც მისი დედაქალაქში ტრანსპორტირება გახდა საჭირო.

სუს-ი - საოკუპაციო რეჟიმის წარმო...

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებული ახალგორის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ის ცნობით, ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. "აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ...