„ბაზისბანკსა“ და ელიტარულ ინტელექტ-კლუბ რა? სად? როდის? შორის პარტნიორობა გრძელდება და ბანკი შემოდგომა-ზამთრის სერიაშიც ერთგულად დაიცავს ტელემაყურებელთა ინტერესებს. 11 ნოემბრიდან, ყოველ შაბათს, ქართული სატელევიზიო სივრცის ყველაზე აზარტული ინტელექტუალური შოუ, 2023 წლის შემოდგომა-ზამთრის სერიით, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერს უბრუნდება. შეკითხვის ავტორ ყველა გამარჯვებულ ტელემაყურებელს „ბაზისბანკი“ ფულად პრიზს გადასცემს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სერიის ფინალი ტელემაყურებელთა გამარჯვებით დასრულდება, „ბროლის ბუ“ და 5,000 ლარი ბაზისბანკისგან, საუკეთესო შეკითხვის ავტორს გადაეცემა. ინტელექტ-კლუბთან 11-წლიანი წ...
"ლიბერთის" მხარდაჭერით, საქართველოს გაეროს ასოციაციაციისა და გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია Partnerships for Impact Conference: From Blueprints to Breakthroughs ("თანამშრომლობა შედეგებისთვის") რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ. კონფერენციის სპიკერებმა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სისტემის სხვადასხვა დეპარტამენტის და სააგენტოს - UN Women, WHO, UNDP, UNCTAD, FAO, UNU, UNECE, UNOG, RCO წარმომადგენლებმა, მოხსენებების თემები მიუძღვნეს გაეროს 17 მიზანს, კერძოდ: განათლებას, საზოგადოებრივ ჯანდაცვას, გენდერულ თანასწორობას, საჯარო და კერძო ს...
უკანონო პატიმრობაში მყოფი ლევან დოთიაშვილი, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგნელებმა უკანონოდ დააკავეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, თამაზ გინტურის მკვლელობისას, თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად მუშაობა მიმდინარეობს. „ლევან დოთიაშვილის დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების საკითხი აქტიურად განიხილებოდა 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგენთში გამართულ ტექნიკურ შეხვედრაზე, რომელ...
გიდასტურებთ, ლევან დოთიაშვილს სახის არეში აღენიშნება დაზიანება. როგორც თავად განგვიმარტა, დაზიანება მიიღო უკანონოდ დაკავების დროს, - ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ანთაძის თქმით, ლევან დოთიაშვილი თამაზ გინტურის მკვლელობის თვითმხილველია და იგი მოწმის სტატუსით იქნება გამოკითხული. "რამდენიმე წუთის წინ ცენტალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიყვანთ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან დოთიაშვილი. ეს მოხდა რამდენიმე წუთის წინ და არ გვქონდა შესაძლებლობა, დეტალურად გვესაუბრა მასთან. თუმცა, გიდასტურებთ, რომ მ...
ევროკომისიის გადაწყვეტილება ჩვენი ხალხისა და ხელისუფლების ძალისხმევით მიღწეული შედეგია, ყველას ვულოცავთ ამ წარმატებას, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის განცხადებაშია აღნიშნული. ილია მეორე იმედოვნებს, რომ დიდი ევროპული ოჯახის წინსვლაში საქართველოც ღირებულ წვლილს შეიტანს. „გუშინ ცნობილი გახდა, რომ ევროკომისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები და რეკომენდაცია გასცა ევროპული საბჭოს წინაშე, რათა ჩვენმა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. წლების განმავლობაში ევროკომისართა და ევროკავშირის სხვა წარმომადგენელთა მხრიდან ყოველთვის ხაზი ესმებოდა იმას, რომ საქართველოს უნიკალური კულტურა ევროპული ...
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე და პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰადას მეიცადს და მის თანმხლებ პირებს შეხვდნენ.ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. საპატრიარქოს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრა ელჩის ინიციატივით გაიმართა. „საუბრისას ხაზი გაესვა ჩვენს ხალხებს შორის საუკუნეთა მანძილზე არსებულ ძმურ ურთიერთობას. ამასთან, ჰადას მეიცადმა დამსწრეთ ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება გააცნო და დაწვრილებით ისაუბრა 7 ოქტომბრის ტერორისტული თავდასხმისა დ...
საქართველოში, რუსეთში აკრძალული ულტრამემარცხენე და ნაციონალურ-ანარქისტული ორგანიზაცია "არტპოდგოტოვკას" აქტივისტი რაფაილ შეპელევი გაუჩინარდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული იურისტთა და უფლებადამცველთა საზოგადოება Первый отдел ავრცელებს. Первый отдел-ის ცნობით, შეპელევი, შესაძლოა, ამ დროისთვის რუსეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდეს. ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 12 ოქტომბერს, შეპელევი თბილისში, მთაწმინდის ქუჩაზე მდებარე სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა, სახლში კი მისი პირადი ნივთები იპოვეს. "გაუჩინარებიდან მეორე დღეს, 13 ოქტომბერს აქტივისტი ვლადიკავკაზის სოვეცკის რაიონულმა სასამართლომ წვრილმან ხულიგნობაში ცნო დამნაშავედ და სასჯელის სა...
„ჩვენი ხმა ევროპას“ - ამ სახელწოდებით ორბელიანების სასახლესთან ევროკომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. შეკრება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით დაიგეგმა და მისივე ინიციატივით დაიწყო ხელმოწერების კამპანია - „ჩვენი ხმა ევროპას“. ზურაბიშვილმა დეკემბრის გადაწყვეტილებამდე ევროპის ლიდერებს სთხოვა, რომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭონ. "მოგმართავთ თქვენ - ევროპის ლიდერებს - დეკემბრის ისტორიულ გადაწყვეტილებამდე. გვსურს მოგაწვდინოთ ჩვენი, ხალხის ერთობლივი ხმა და დაგანახოთ ჩვენი ერთობლივი სულისკვეთება. მოგმართავთ, მიანიჭოთ ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი, თანახმად საქ...
დღეს, 8 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით ბანკირთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სადაც პროფესიული დამსახურების მიხედვით ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების თანამშრომლები სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ. ეროვნულმა ბანკმა საპატიო სიგელით, "ლიბერთის" დაგროვილი კაპიტალის მართვის მიმართულების ხელმძღვანელი მანანა აკობია დააჯილდოვა. მანანა აკობიას საბანკო სექტორში მუშაობის 22 წლიანი უწყვეტი გამოცდილები აქვს. მან თავისი კარიერა დაიწყო ოპერატორის პოზიციიდან და იყო პირველი პირადი ბანკირი ქვეყანაში. 2005 წლიდან მისი მონაწილეობით შეიქმნა და განვითარდა პირადი ბანკირის ინსტიტუ...
ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმა, ნიკოლოზ გინტური მისი ძმის სავარაუდო მკვლელების სახელებსა და გვარებს ასახელებს. ნიკოლოზ გინტურის თქმით, მას სანდო პიროვებისგან აქვს ინფორმაცია, რომ მისი ძმის მკვლელები ვასილ დემიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო არიან. "მკვლელების გვარებს ვაჟღერებთ, საიდან მაქვს [ინფორმაცია] და სანდო პიროვნებიდან. რა ინფორმაცია მაქვს და : ვინ მოკლა, ვინ ესროლა, რამდენი წლისაა და სადაც ცხოვრობს, ყველაფერო გადმომიგზავნეს, რუსები არიან. მესაზღვრეები არიან, წოდებით მაიორი, ორმა ჩაიდინა ეს დანაშაული. ქართველ სამართალდამცავებთან არანაირი აზრი არ აქვს, რაზე ვაცნობო, აქ არავინ არ მოსულა და რა აზრი აქვს, ჩვენს ქართველს სამართალდამცავებს ვაცნობო?", - განაცხადა გინტუ...
თამაზ გინტურის სიცოცხლე ქვეყნისადმი სიყვარულსა და თავისი სალოცავი სიწმინდის მონახულების სურვილს შეეწირა, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ილია მეორე აღნიშნავს, ოკუპანტთა მხრიდან გინტურისთვის ზურშგი ნასროლი ორი ტყვია მათი დიდი დანაშაული და სირცხვილია. "კირბალში, საოკუპაციო ხაზთან, მომხდარმა მკვლელობამ მთელი საქართველო აღაშფოთა. ბატონი თამაზ გინტურის სიცოცხლე ქვეყნისადმი სიყვარულსა და თავისი სალოცავი სიწმინდის მონახულების სურვილს შეეწირა. ოკუპანტთა მხრიდან მისთვის ზურშგი ნასროლი ორი ტყვია მათი დიდი დანაშაული და დიდი სირცხვილია. ღმერთმა ნათელში განუსვენოს თამაზის უკვდავ სულს და სამშობლოსათვის მებრძოლთა თანა სავანე მარ...
„არა რუსეთს! დაისაჯონ მკვლელები“ - ამ სახელწოდებით პარლამენტთან აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორებმა პარლამენტის წინ რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და თამაზ გინტურის ფოტოები გამოფინეს. აქციაზე შეკრებილმა მოქალაქეებმა რუსეთის სამხედრო ძალების მიერ გატაცებული ლევან დოთიაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს და საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის ხსოვნას პატივი მიაგეს. შეგახსენებთ, გუშინ, 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს და ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიც...
2008 წელს მონაწილეობდა ომში, წოდებით იყო მაიორი და მე როგორც ვიცი, ეძებდნენ და დაიჭირეს კიდეც, - ამის შესახებ სოფელ კირბალთან რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის ძმამ, ნიკოლოზ გინტურმა განაცხადა. მისივე თქმით, ოკუპანტებმა მის ძმას ზურგში ორი ტყვია ესროლეს, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა. "ჩემი ძმა იყო გარდაცვლილი მშობლების საფლავზე. დაანთო სანთელი, დაბრუნდა უკან და დაინახა ლომისის ეკლესია, მოინდომა იქ ასვლა, ავიდა ეკლესიაში, შემოუარა სამჯერ, დაანთო სანთლები და რომ წამოვიდა უკნიდან დაცხრილეს. ორი ტყვია აქვს მოხვედრილი. რომ ჩამოიყვანეს, უკვე დაღუპული იყო. 2008 წელს მონაწილეობდა ომში, წოდებით იყო მაიორი და მე როგორც ვიცი, ...
„ლიბერთის“ და „მთიელი წიგნების“ ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი გრძელდება. „ლიბერთის“ და „მთიელი წიგნების“ ერთობლივი პროექტის მიზანია მაღალმთიან სოფლებში, არც ერთი ბავშვი არ დარჩეს ყველაზე ძვირფასი საჩუქრის - წიგნის გარეშე. აღნიშნული პროექტი მთაში მცხოვრები ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის თანამედროვე ლიტერატურის და ბოლო დროის თარგმანების ადგილზე ჩატანას და ამ გზით მოზარდებში კითხვის სიყვარულის გაღვივებას ითვალისწინებს. „ლიბერთის“ ხელშეწყობით, მთელი წლის განმავლობაში, გურიის, აჭარისა და სამცხე- ჯავახეთის მაღალმთიანი 120 სოფლის 2647 ბავშვმა და 35 სასკოლო ბიბლიოთეკამ 7300 წიგნი მიიღო საჩუქრად. ამჯერად, ამ პროექტის ფარგლებ...
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგის სტატუსი: რუსო ოკუპანტებო! თქვენ გგონიათ,რომ ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ და ამიტომ ყველაფრის უფლება გაქვთ - მოგვექცეთ ისე, როგორც გვექცევით?!მოგვკლათ, გაიტაცოთ ჩვენი თანამემამულეები, დაიტაცოთ ჩვენი ტერიტორიები?! რით ვერ გაძეხით ჩვენი სისხლით?! ერთი რამ იცოდეთ, დადგება დრო, ყოველი ქართველის დაღვრილი სისხლისთვის დიდ ფასს გადაიხდით! ‼️ “ვინც ქვებს მიათრევს,წელს ქვავე მოსწყვეტს; ხის გამჩეხავს ხევე დაასახიჩრებს და ვინც მახვილს აიღებს, მახვილითვე დაეცემა”!
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის განჩინება გამოქვეყნდა. განჩინების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: „2 ნოემბერს გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. სინოდის მდივნად არჩეულ იქნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). სხდომა გახსნა და დამსწრეთ სიტყვით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა. მან მოკლედ დაახასიათა მსოფლიოსა და საქართველოში არსებული მდგომარეობა; აღნიშნა რა, რომ საერთაშორისო სივრცეშიც და კონკრეტულ რეგიონებში...
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლებისთვის პენსია იზრდება. როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, პენსია 560-დან 1 000 ლარამდე გაიზრდება. „მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ჩვენი პატივცემული ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებისთვის. მივიღეთ გადაწყვეტილება და ყოფილი პოლიციელები, ჯარისკაცები, სპეცსამსახურები, მიიღებენ გაზრდილ პენსიას. იცით, რომ პენსიის მაქსიმალური ზღვარი იყო 560 ლარი და გაიზრდება 1 000 ლარამდე. ასევე საშუალოდ 20%-ით გაიზრდება ნამსახურების თითოეულ წელზე გათვლილი თანხის მოცულობა. მინდა, მადლიერება გამოვხატო ჩვენი ძალოვანი უწყებების მიმართ და ეს ...
2024 წელს, ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერები სამკურნალო მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სიახლით, დაახლოებით, 400 000 ადამიანი ისარგებლებს. "გაიზარდა ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება. მომდევნო წელს, ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერებს, რომლებიც დამოკიდებული არიან მედიკამენტებზე, მთელი წლის განმავლობაში, მედიკამენტები უფასოდ ექნებათ. ეს არის, დაახლოებით, 400 000 ადამიანი და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათია... ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონრები უფასოდ მიიღებენ მედიკამენტებს 2024 წელს. ჩვენ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ“,...
ყველა წინააღმდეგი ვართ - არცერთი მღვდელმთავარი არ არის, რომელიც მხარს დაუჭერს პატრიარქის გადადგომას,- ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, ანტონ ბულუხიამ განაცხადა. როგორც მეუფე ანტონმა სინოდის სხდომის დაწყებამდე მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას თქვა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სინოდი ერთიანია. "პატრიარქი არის პატრიარქი. ის არის მხცოვანი და პატივს იმსახურებს ყველა ჩვენგანისგან. ყველას მაკურთხეველია და საქართველოს უყვარს... გაძლევთ გარანტიას, რომ სინოდი ერთიანია. ეს საკითხი არ დადგება. თვითონ შეიძლება გამოიტანოს ეს საკითხი, მაგრამ ჩვენ შევეწინააღმდეგებით... მე მგონია, რომ მეუფე შიოს [მუჯირი] საკმარისი უფლებამოსილება აქვს, მეტი რაღა უნდა გაფართოვდეს",- განაცხ...
საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად - მეურვეებად გიორგი კოხრეიძე და თამილა დოლიძე აირჩია. პლენარულ სხდომაზე ორივე კანდიდატურას 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. საკანონმდებლო ორგანოში კანდიდატურები წარდგენილი იყვნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ.