Volvo EX90-ის მძღოლის მდგომარეობ...

ჟურნალმა TIME-მა საუკეთესო გამოგონებების ყოველწლიური სია გამოაქვეყნა, რომელიც სხვადასხვა დარგში ისეთ მნიშვნელოვან ინოვაციურ გამოგონებებს აერთიანებს, რომლებსაც შეუძლია მნიშვნელოვნად შეცვალოს ადამიანის ცხოვრება. 2024 წლის სიაში ნომინაცია „ავტომობილში“ Volvo EX90 SUV-ში მძღოლის მდგომარეობის გაგების სისტემამ გაიმარჯვა. მძღოლის მდგომარეობის გაგების სისტემა EX90-ში ნოვატორული, უსაფრთხოების სრულიად ახალი ფუნქციაა, რომელიც სენსორული ანალიზის ტექნოლოგიით რეალურ დროში ადგენს - გაუარესდა თუ არა მძღოლის მდგომარეობა, არის თუ არა მძღოლი დაღლილი, ან გაეფანტა თუ არა მას ყურადღება. ეს კეთდება იმ მიზნით, რომ ავტომანქანამ საჭიროებისამებრ აღმოუჩინოს მას შესაბამისი დახმარება. ზოგიერთ შემთხვე...

ცესკო საქართველოს პარლამენტის ახ...

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმოქმედა საქართველოს ორგანული კანონით “საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული ვალდებულებით და არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყო არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთათვის დროებითი მოწმობების დამზადება,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, “ადმინისტრაციის მხრდიდან ბარიერგადალახული საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებთან დაკავშირება საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ დროებითი მოწმობების გადაცემის მიზნით მოხდება“. “ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმოქმედა საქართველოს ორგანული კანონით &...

„იდეა პანორამაში“ ბინის შეძენის ...

ავტოინდუსტრიის გიგანტის Geely Holding-ის ცნობილი მოდელები, Geely Coolray ან Geely Emgrand, საჩუქრად გადაეცემა მას, ვინც ბინას „იდეა პანორამაში“ შეიძენს. უპრეცედენტო აქცია „იდეა დეველოპმენტისა“ და Tegeta Cars-ის კომპანიის, Geely Sakartvelo-ს პარტნიორობის ფარგლებში დაიგეგმა. აღნიშნული საჩუქარი კი მომავალ მაცხოვრებლებს, მომენტალურად, მხოლოდ პირველადი 25%-დან შენატანისას  გადაეცემათ. Geely Sakartvelo Tegeta Cars-ში შემავალი კომპანიაა, რომელმაც ავტოინდუსტრიის გიგანტის Geely Holding-ის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური საავტომობილო ბრენდი, Geely Auto, ქართულ ბაზარს გასული წლის სექტემბერში წარუდგინა. ორივე მოდელი, რომლებიც მომხმარებელს საჩუქრად გ...

EU-ის წარმომადგენლობა - საქართვე...

ჩვენ ახალგაზრდების გვერდით მტკიცედ ვდგავართ და ხაზს ვუსვამთ მათი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების ფუნდამენტური უფლებების პატივისცემის აუცილებლობას,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა მსოფლიო ბავშვთა დღესთან დაკავშირებით ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოში ახალგაზრდები საკუთარი უფლებების, თავისუფლებისა და მათი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად იბრძვიან. „მსოფლიო ბავშვთა დღეს, გვინდა, ყურადღება გავამახვილოთ იმ გამოწვევებზე, რომლებსაც ბავშვები და ახალგაზრდები აწყდებიან საქართველოში, გასული 1 000 დღის განმავლობაში უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შედეგად, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში. &b...

„მაისის სტუდენტური მოძრაობა“ - თ...

დღეს დილით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზო იქცა ძალოვნების თავშესაფრად,- ასე ეხმაურება "მაისის სტუდენტური მოძრაობა" თსუ-ს ეზოში საპოლიციო ძალების ნაწილის განლაგებას. "მაისის სტუდენტური მოძრაობა" თსუ-ს რექტორის, ჯაბა სამუშიას და ადმინისტრაციის გადადგომას ითხოვს. "დღეს დილით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზო იქცა ძალოვნების თავშესაფრად! მოძალადეებმა უნივერსიტეტის ეზოს გავლით, მალულად შეძლეს აქციის სივრცეში შეღწევა და მისი დარბევა. ეს ყველაფერი კი უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ და მისმა თვითაღიარებულმა აკადემიკოსმა რექტორმა, ჯაბა სამუშიამ დაუშვეს. ჯაბა სამუშიას რექტორობა ფორმალური და ფიქტიურია. მას გარკვეული პრივილ...

ომბუდსმენი - მოვუწოდებ შსს-ს, უზ...

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს აქციის მონაწილეთა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება, ხელი არ შეუშალონ ჟურნალისტებს საქმიანობის განხორციელებაში, ხოლო დაკავების ღონისძიებებისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებისას აუცილებლობისა და პროპორციულობის კრიტერიუმების მკაცრი დაცვით იხელმძღვანელონ. ომბუდსმენი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და ასევე მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს ჟურნალისტთა/აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ თითოეული შესაძლო დანაშაულის ნიშნების მქონე შემთხვევა და მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება. „სახალხო დამცველის რწმუნებულები ამ წუთებში მიემართებიან, 2024...

მედიაომბუდსმენი - მოვუწოდებთ შსს...

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეაჩეროს მედიასა და აქციის მონაწილეებზე ძალადობა,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მედიაომბუდსმენი ავრცელებს. მედიაომბუდსმენი ასევე მიმართავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებისკენ მოუწოდებს. „ჟურნალისტების და ოპერატორების დევნის და დაკავების შეტყობინებებით მედიაომბუდსმენმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურს მიმართა  დღეს, 19 ნოემბერს სპეცდანიშნულების წევრები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელს უშლიდნენ OC Media-ს ჟურნალისტს, მარიამ ნიკურაძეს; სამართალდამცველები გადაღების შესაძლებლობას არ აძლევდნენ Netgazeti-ის კორესპონდენტს, გივი ავალიანს; ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების პროცესში დააკა...

შარაბიძე - ცესკო მოუწოდებს საერთ...

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ დღეს ბრიფინგი გამართა. გიორგი შარაბიძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „გვინდა გამოვეხმაუროთ ცესკოს თავმჯდომარის დისკრედიტაციის და ბულინგის კამპანიას, რომელმაც ბოლო რამდენიმე დღეა განსაკუთრებით ინტენსიური სახე მიიღო. 16 ნოემბრის სხდომაზე მომხდარი ფაქტი, სოციალურ მედიაში მიმდინარე ბულინგის კამპანია, პირად სივრცეში შეჭრის მცდელობა და აქციები საცხოვრებელ სახლთან დიდი ხანია გასცდა პროტესტის გამოხატვის ცივილურ ფორმებს და ეთიკის საზღვრებს.   საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ნათელია, რომ გასული წლების პრაქტიკის მსგავსად,  ეს პერსონალური თავდასხმები ამჯერადაც მხოლოდ იმის დასტურია, რომ დი...

თბილისში პოლიციელი დაჭრეს

თბილისში პოლიციელი დაჭრეს. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 2 მუხლით დაიწყო. შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117 და 236 მუხლით მიმდინარეობს.

მერია - ვაკის რაიონში, ჯანსუღ კო...

ვაკის რაიონში, ჯანსუღ კორძაიას ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა 5 თვით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ვაკის რაიონში, ჯანსუღ კორძაიას ქუჩაზე,  უსაფრთხოების მიზნით,  გრუნტის დამჭერი რკინა-ბეტონის საყრდენი კედლის მშენებლობას იწყებს. "დაგეგმილი სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 19 ნოემბრიდან, საავტომობილო გადაადგილება ხუთი თვით შეიზღუდება. კერძოდ, სამუშაოების წარმოების პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება ჯანსუღ კორძაიას ქუჩის N10 - დან  N14 - მდე საგზაო მონაკვეთში. აქედან გამომდინარე, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ წყნეთ...

„დაიბრუნე ხმა“ - დღეს პარლამენტთ...

დღეს, 17 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის წინ დამკვირვებელი ორგანიზაციების ორგანიზებით აქცია გაიმართება. აქციაზე, დამკვირვებელი ორგანიზაციები და დამკვირვებლები მთელი საქართველოდან თავად მოჰყვებიან, რა ნახეს 26 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე. მოქალაქეები პარლამენტთან შეკრებას 19:00 საათზე დაიწყებენ. "იურისტები გაგაცნობენ მომხდარის სამართლებრივ შეფასებას, ხოლო ორგანიზატორები შემოგთავაზებთ ხედვას, თუ როგორ უნდა მივიდეთ ხელახალ, სამართლიან არჩევნებამდე",- აღნიშნავენ აქციის ორგანიზატორები.

ადვოკატების ცნობით, გუშინ, საპრო...

ადვოკატების ცნობით, გუშინ, საპროტესტო მსვლელობის დროს დაკავებულ 3 პირს სამართალდამცველებმა სცემეს. აქციაზე დაკავებული სამივე პიროვნების ვინაობა ცნობილია, ესენია რეჟისორი გიორგი ლიფონავა, "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი ვანო გომურაშვილი და მოქალაქე ბექა კახიძე "დაკავებულები ამ წუთებშიც არიან იზოლატორში და შინაგან საქმეთა სამინისტრო ისევ განაგრძობს მანკიერ პრაქტიკას და ეს ადამიანები უნდათ, რომ 48 საათი ამყოფონ იზოლატორში, მაგრამ დაკავების დროს, როგორც ყოველთვის, შსს-ს წარმომადგენლების ნიღბიანი კრიმინალები იყვნენ მოძალადეები და ამ ადამიანებზე ძალადობდნენ",- განაცხადა იურისტმა, ლაშა ტყეშელაძემ.

რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი ს...

რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა,  ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული  სამუშაოების გამო,  18 ნოემბრიდან  7 დეკემბრის ჩათვლით მგზავრებს ვერ მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს. აღნიშნულ პერიოდში, საბაგირო გზაზე განხორციდება გეგმიური ინსპექტირებისა და ტექნიკური მომსახურება. "კერძოდ,  გორგოლაჭების სექციას ჩაუტარდება რევიზია და კაპიტალური შეკეთება, გამოიცვლება გორგოლაჭების ღერძები და საკისრები, დემონტაჟი და შემდეგ მონტაჟი ჩაუტარდება ამძრავ სადგურში მზიდი/საწევი ბაგირის დამჭიმი ჭაღის ჰიდრავლიკურ ცილინდრს, მოხდება ჰიდრავლიკური და სამუხრუჭე სისტემების რევიზია, მაღალი წნევის მილების გამოცვლა და ფარეხში ...

ქართველი ძიუდოისტი კოტე კაპანაძე...

პოლონეთის ქალაქ პილაში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ქართველმა ძიუდოისტმა, კოტე კაპანაძემ (81კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში იტალიელ მეტოქე მადალონს ეფექტური გდებით სძლია ფინალურ ბლოკში ოქროს მედლისთვის მძიმეწონოსანი ირაკლი დემეტრაშვილიც იბრძოლებს. დღეს გამომსვლელი კიდევ 2 ქართველი აკაკი ჯაფარიძე და გიორგი ჯაბნიაშვილი (90კგ) ბრინჯაოს მედლებისთვის იასპარეზებენ.

ცესკომ საქართველოს პარლამენტის 2...

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის 2024 წლის  ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სააარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 3 508 294. მათივე ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობა 2 111 834 -მა ამომრჩეველმა მიიღო. საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ბარიერი 5-მა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა. “ესენი არიან: ქართული ოცნება; კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა; ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა; ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!; გახარია საქართველოსთვ...

კალანდარიშვილსა და კირთაძეს შორი...

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილსა და “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ დავით კირთაძეს შორის ცესკოს შემაჯამებელ სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მას შემდეგ, რაც  კალანდარიშვილმა კირთაძეს სხდომაზე სიტყვა არ გააგრძელებინა, კირთაძემ კალანდარიშვილს, შავი სითხე შეასხა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ სხდომაზე დროებითი შესვენება გამოცხადდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შე...

დღეს, 16 ნოემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართება. პარალელურად, ცესკოში სხდომაა ჩანიშნული, სადაც სხდომის ერთ - ერთი საკითხი პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შეჯამება იქნება. აქციის მონაწილეები ცესკოს შენობასთან შეკრებას 11:00 საათიდან დაიწყებენ. კანონის მიხედვით, არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებული უნდა იყოს: საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა; იმ საარჩევნო ოლქებისა და საარჩევნო უბნების ნომრები, რომლებშიც არჩევნები ბათილად იქნა ცნობილი და განმეორებითი კენჭისყრა არ გამართულა, აგრეთვე მათში ამომრჩეველთა რაოდენობა; იმ საარჩევნო ოლქების ნომრები, რომლებშიც ხელახალი არჩევნები დაინიშნა, და ხელა...

უშგული-ლასდილის მონაკვეთზე ავტოტ...

თოვის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის  ცნობით, კმ101-კმ184 (ლახამულა-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაშია აღნიშნული, ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია​ ზუგდიდი-ლახამულას ...

სიცრუეა თითქოს ცესკო სხდომის ჩატ...

ცენტრალური საარჩევნო კომისია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად, 26 ოქტომბრის შემაჯამებელი სხდომის ჩატარებას ცესკო ქალაქგარეთ გეგმავს. აღნიშნულ ინფორმაციას ცესკოში სიცრუეს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ცესკოს სხდომის დანიშვნის და გამართვის წესი რეგულირდება ცესკოს რეგლამენტით, რომელიც ზოგადად იძლევა გასვლითი სხდომების ჩატარების შესაძლებლობას, თუმცა ამ შემთხვევაში ცენტრალური საარჩევნო კომისია არ განიხილავს სხდომის ცესკოს შენობის მიღმა ჩატარების საკითხს. ასევე, ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს ჩართულ მხარეებს და მედიას, არ გაავრცელონ ისეთი ტიპის ინფორმაციები, რომლებიც მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაციის დაზიანება...

ცესკო - „სმარტმატიკი“ ადასტურებს...

კომპანია „სმარტმატიკი“ ადასტურებს, რომ საარჩევნო ბიულეტენზე არჩევანის დასაფიქსირებლად გამოყენებული სპეციალური მარკერები  საარჩევნო ადმინისტრაციას მან მიაწოდა,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ცესკო ავრცელებს. როგორც ცესკოს განცხადებაშია აღნიშნული, „დაინტერესებული მხარეები 26 ოქტომბრის არჩევნებზე გამოყენებული ბიულეტენის შესავსებ მარკერთან დაკავშირებით ინფორმაციით მანიპულაციას  კვლავ აგრძელებენ“. „საარჩევნო ადმინისტრაციამ არაერთხელ განმარტა, რომ საარჩევნო ბიულეტენზე არჩევანის დასაფიქსირებლად გამოყენებული სპეციალური მარკერები „სმარტმატიკმა“ მოგვაწოდა. აღნიშნულს ადასტურებს კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება და მათ შო...