საქართველოში, ამ დროისთვის, კორო...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში, ამ დროისთვის, კორონავირუსის „ომიკრონ” შტამის  1096 შემთხვევაა დადასტურებული. „13 იანვრის მდგომარეობით, ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“  1096 შემთხვევა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, საქართველოშ ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 5 567ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 36 პაციენტი.

ჩუმათელეთი-ხუნევის გზატკეცილზე მ...

საქართველოს გზების დეპარტამენტის ცნობით, „ინტენსიური თოვის და ლიპყინულის მიზეზით, ჩუმათელეთი-ხუნევის გზატკეცილის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, აიკრძალა. მათივე ცნობით, აღნიშნული სახის ტრანსპორტის გარდა, სხვა სახის ავტომანქანით გადაადგილება დაშვებულია.  „ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

თბილისის ახალი სპორტის სასახლის ...

ორგანიზაცია, “ჩემი ქალაქი მკლავს“ თავის „ფეისბუკ“ გვერდზე ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, უნივერსიტეტის ქუჩაზე, ახალი, მშენებარე სპორტის სასახლის სახურავიდან სამშენებლო მასალები გადმოვარდა. მათივე ცნობით, დაშავებულები. დაზიანებულია ავტომობილებიც. „უნივერსიტეტის ქუჩაზე , ახალ სპორტის სასახლეს რომ აშენებენ, სახურავიდან მასალები გადმოვარდა და ავტომობილებს დაეცა!!! არიან დაშავებულებიც, ბოლომდე უყურეთ! ამ ქალაქში სიარული უსაფრთხოა? დააჯარიმეთ და შეუჩერეთ მუშაობის უფლება ამ კომპანიას!!! და პასუხისმგებლობას ვინ იღებს ამ ყველაფერზე?“, - აღნიშნულია განცხადებაში.

„მაგთიკომის“ თანამშრომლები გაიფი...

ქართული სატელეკომუნიკაციო კომპანია „მაგთიკომის“ თანამშრომლები, სამსახურიდან გაიფიცნენ. მათ მთავარ მოთხოვნას ხელფასების ზრდა წარმოადგენს. კომპანიის თანამშრომლების განცხადებით, „მაგთიკომი“, ჯერჯერობით კომპრომისზე არ მიდის.  აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანია აცხადებს, რომ სიტუაციის განმუხტვის პროცესი, უკვე მიმდინარეობს.  "მაგთიკომი გადადგამს შესაბამის სამართლებრივ ნაბიჯებს სიტუაციის სამართლებრივ ჩარჩოებში დასაბრუნებლად", - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოში კორონავირუსის „ომიკ...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში, ამ დროისთვის, კორონავირუსის „ომიკრონ” შტამის 1 009 შემთხვევაა დადასტურებული. „13 იანვრის მდგომარეობით, ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 1 009 შემთხვევა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, საქართველოშ ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 5 326 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 48 პაციენტი.

ჯანდაცვის სამინისტროსთან დევნილე...

ჯანდაცვის სამინისტროსთან, სანატორიუმ „ქართლში“ შესახლებული დევნილები აქციას მართავენ. მათ მოთხოვნებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრა და ღირსეული საცხოვრებელი პირობების მიღება წარმოადგენს. გავრცელებული ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში, ისინი შიმშილობასაც მიმართავენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე, სახელმწიფო უწყებამ აღნიშნულ პირებს მხოლოდ ქირით გადასვლა შესთავაზა. როგორც გაირკვა, დევნილებისთვის უცნობია როდემდე დაფარავს სამინისტრო ქირის საფასურს.

ოზურგეთის მერის თანაშემწე ოჯახში...

ოზურგეთის  მერის, ავთანდილ თალაკვაძის თანაშემწე ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, არჩილ ყაზაიშვილის დაკავებულია და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

დღეიდან მედიკამენტების 500-ლარია...

მიმდინარე წლის ერთ-ერთი პირველი პროგრამა, რომელიც დღეიდან ამოქმედდება,  მედიკამენტების 500-ლარიანი ვაუჩერების პროგრამაა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ პროგრამის ბენეფიციარები თბილისში რეგისტრირებული საპენსიო ასაკის პირები იქნებიან, რომელთა ოჯახების სოციალური სარეიტინგო ქულა 200 000–ს არ აღემატება.  „ეს არის ყოველწლიური და არა ერთჯერადი ვაუჩერი, რომლის გამოყენება ბენეფიციარებს მათი შეხედულებისამებრ, ექიმის დანიშნულებიდან გამომდინარე, მთელი წლის განმავლობაში, ლიმიტის ამოწურვამდე შეეძლებათ. მოქალაქეს ვაუჩერის მისაღებად მერიაში ან რაიონის გამგეობაში მისვლა არ დასჭირდება და კრიტე...

კახა კალაძე - გაყიდული სამგზავრო...

საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ულიმიტო სამგზავრო აბონემენტების გაყიდვების ნახევარი ერთწლიან ბარათებზე მოდის, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „სააბონემენტო სისტემა ნაწილია იმ სატრანსპორტო რეფორმის, რაც წამოვიწყეთ. 5 იანვრიდან გაყიდვაშია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ულიმიტო სამგზავრო ბარათები. გარკვეული რაოდენობა უკვე გაყიდულია და გაყიდვების ნახევარი მოდის ერთწლიან ბარათებზე“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, მგზავრობის ინტეგრირებული სისტემა ევროპული სტანდარტია და დედაქალაქში პირველი თებერვლიდან ამოქმედდება. „ეს არის ევროპული სტანდარტი, როდესაც მგზავრები სარგებლობ...

საქართველოში კორონავირუსით ინფიც...

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 57 546 კვლევა ტესტით, მათ შორის 39 284 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 262 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 486 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 968 313-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.53 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.10% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.63%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 893 პირი, ხოლო ჯამში ...

თბილისის ზღვაზე დევნილები საცხოვ...

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, დევნილები საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. საპროტესტო აქციის მონაწილეების განცხადებით, მომიტინგეები იმ საცხოვრებელ ფართებში დაბრუნებას აღარ აპირებენ, სადაც მათ, ამჟამად უწევთ ცხოვრება. მათივე თქმით, ისინი ღამის გათენებას ქუჩაში აპირებენ. გავრცელებული ინფრომაციით, ის საცხოვრებელი კორპუსი, რომელში ცხოვრებაც მათ უწევთ, დაზიანებულია და ინგრევა.

ადვოკატი - დღემდე არ უშვებენ საა...

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი დაცვისქვეშმყოფთან დახურული კომუნიკაციას ითხოვს და ამ პროცესში დახმარებას საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას და სახალხო დამცველს სთხოვს. ადვოკატის თქმით, მიუხედავად სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა მასთან ამ დრომდე მის მკურნალ ექიმს არ უშვებენ. "დღემდე უკანონოდ არ უშვებენ მიხეილ სააკაშვილთან მის მკურნალ ექიმს, ეს იმ პირობებში, როდესაც მას აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ბუნებრივია, რომ არის მნიშვნელოვანი და არსებითი დარღვევა სააკშვილის ფუნდამენტური უფლებების. ასევე, ადვოკატებს არ გვაძლევენ მასთან პერსონალურად დახურული ფორმის კომუნიკაციის საშუალებას, მოვითხოვთ საჯაროდ კიდევ ერთხელ მოვითხ...

ევგენი გრუშოვეცი - დარწმუნებული ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი აცხადებს,  რომ ცენტრ "ემპათიას" მიერ გაგზავნილი დოკუმენტების საფუძველზე დღეს პროკურატურას მიმართავს. როგორც "მთავარ არხთან" ევგენი გრუშოვეცი, ამბობს საქართველოს მთავრობა მინისმალისტურ სტანდარტებს არ ითვალისწინებს და  პატიმრის ჯანმრთელობის უფლებას არ იცავს. ამასთან ადვოკატის განცხადებით, რუსთავის ციხეში გადაყვანის შემდეგ უცნობია სააკაშვილის ჯანმრთეობის მდგომარეობაც. "ცენტრ ემპათიის მიერ გამოგზავნილი დოკუმენტები შევისწავლეთ და პროკურატურაში დღეს განცხადებას დავწერთ. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სისხლის სამართლის რამდენ...

ჯანდაცვის მინისტრი - თუ ​ომიკრონ...

თუ ​ომიკრონის შემთხვევები გაიზრდება, ჯანდაცვის სისტემა მზადაა, ნებისმიერ გამოწვევას გაუმკლავდეს. - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, კოვიდინფიცირებულების სამკურნალოდ მედიკამენტები საქართველოში რამდენიმე კვირაში იქნება. "გაზრდილი ინფექციებიდან გამომდინარე, არ გვაქვს გაზრდილი მნიშვნელოვნად ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა. ასევე, შემცირებულია გარდაცვალების რაოდენობა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მნიშვნელოვნად გაიზრდება ომიკრონის შემთხვევებიც, ჯანდაცვის სისტემა სრულად მობილიზებულია და მზად არის, გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას. ადგილზე გვაქვს მედიკამენტები, რითიც სხვადასხვა ეტაპზე ვმკურნალობთ კოვიდით ინფიცირებულებს. ასევე, შევუ...

კორონავირუსის 2 953 ახალი შემთხვ...

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 745 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 240 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 505 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 953 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 962 827-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.47%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.76% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.57%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 085 პირი, ხოლო ჯამში გ...

სამგზავრო ბარათზე დატანილ ტექსტშ...

სამგზავრო აბონემენტების გაცემა ერთი დღით შეჩერდა. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს ბანკი" ავრცელებს.  მათი თქმით, ვადიანი სამგზავრო აბონემენტების დამზადებისას ბარათზე დატანილ ტექსტში დაშვებული იყო მექანიკური შეცდომა, რის გამოც ბარათის სწორი ვერსიის გაცემა ხვალიდან განახლდება.  "საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის სისტემის მართვას საქართველოს ბანკი უზრუნველყოფს, ვადიანი სამგზავრო აბონემენტების დამზადებას და რეალიზაციას კი საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანია "მს+". სამწუხაროდ, ხსენებული კომპანიის მიერ დაშვებული იყო მცირედი უზუსტობა. ბარათზე დატანილ ტექსტში კი დაშვებული იყო მექანიკური შეცდომა. სწორედ ამის გამო, დღეს, 9 იანვარს, ერთი დღით, შეჩერდ...

საია - ლექსო ლაშქარავას საქმეში ...

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ტელეკომპანია პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას საქმეზე განცხადებას ავრცელებს. საია მიიჩნევს, რომ ექსპერტიზის პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩაურთველობა, ასევე, დღეს არაპროპორციული მოცულობით ექსპერტიზის დასკვნის გავრცელება, ამცირებს გამოძიების პროცესის მიმართ ნდობას. "UNESCO-ს მიერ ლექსო ლაშქარავას საქართველოში მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეყვანის თაობაზე დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, მალევე მოჰყვა მისი გარდაცვალების მიზეზების შესახებ ექსპერტიზის დასკვნის გასაჯაროვება. ლექსო ლაშქარავას ოჯახის ინტერესებს, როგორც 5 ივლისს მასზე განხორციელებული თავდასხმის ეპიზოდთან მიმართებით, ასევე, გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინ...

საქართველოში კორონავირუსის 2 622...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების  2 622 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 28 პაციენტი. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 1 126 პირი.

პაპუაშვილი - UNESCO არ გახლავთ ს...

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები კვლავ ახდენენ ადამიანის სიკვდილით სპეკულირებას,  სიაში წერია, რომ არის მოკითხული მთავრობასთან, რა ვითარებაში გარდაიცვალა ოპერატორი. - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა UNESCO-ს მიერ ლექსო ლაშქარავას 2021 წლის მოკლული ჟურნალისტების სიაში დამატებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, UNESCO არ გახლავთ საგამოძიებო და დასკვნებს არ აკეთებს ამასთან დაკავშირებით. „UNESCO არ არის საგამოძიებო ორგანო. იცით, რომ გამოძიება მიდის, მათ შორის, ექსპერტიზა ჩატარებულია. შესაბამისად, ამაზე პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიების ფარგლებში გააკეთებენ განცხადებას.  გახსოვთ, რომ თავის დროზე გაკეთდა გან...

7 იანვრიდან 9 იანვრის 06:00-მდე ...

მთავრობამ  7-8 იანვარის ღამეს, ელექტრონული მუსიკის მოსასმენ სივრცეებსა და ღამის კლუბებს ღონისძიებების ჩატარების უფლება მისცა. "დასაშვებია 2022 წლის 7 იანვრიდან 2022 წლის 9 იანვრის 06:00 საათამდე ელექტრონული მუსიკის მოსასმენი სივრცეებისა და ღამის კლუბების საქმიანობა, "სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული რეკომენდაციების დაცვით". - წერია მთავრობის დადგენილებაში.