ეთიკის ქარტია - მხარს ვუჭერთ ტელ...

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ტელეკომპანიების "მთავარი არხის", "ფორმულასა" და "ტვ პირველის" საერთო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. ქარტია მხარს უჭერს ტელეკომპანიების გადაწყვეტილებას, შეეწინააღმდეგონ "ქართული ოცნების" არაეთიკურ წინასაარჩევნო კამპანიას და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მოუწოდებს, არ დაავალდებულოს ისინი ეთერში განათავსონ მმართველი პარტიის საარჩევნო ვიდეორგოლი. "ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მხარს უჭერს ტელეკომპანიების "ფორმულა", "მთავარი არხი" და "ტვ პირველი" გადაწყვეტილებას, შეეწინააღმდეგონ "ქართული ოცნების" არაეთიკურ წინასაარჩევ...

საბა ქარდავა ძიუდოს ახალგაზრდულ ...

ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში მიმდინარე ძიუდოს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძიუდოისტებიდან მედლისთვის ბრძოლას ქართველი ძიუდოისტი საბა ქარდავა აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას “ჯუდოს დღიურები“ ავრცელებს. ქარდავა იბრაჰიმ თათაროღლუსთან 1/4 ფინალში შიდოებით დამარცხდა და რეპეშაჟში ბრინჯაოს მედლისთვის იასპარეზებს. მომდევნო შეხვედრაში ქარდავას მეტოქე არსენ კაჟაევი (+100) იქნება. ფინალური ბლოკი 15:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ,  გუშინ, 4 ოქტომბერს ქართელმა ძიუდოისტმა, ლუკა ჯავახიშვილმა (81კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში ქართველმა სპორტსმენმა ჩინელ ვანგს იპონით სძლია.

„მთავარი არხის“, „ტვ-პირველისა“ ...

“ქართული ოცნება“ აგრძელებს საკუთარი პოლიტიკური კამპანიისთვის უკრაინელი ხალხის ტრაგედიით სპეკულირებას და ახლა უკვე ტელევიზიებისგან მოითხოვს იმ ამორალური ბანერების ეთერში გაშვებას, რომლებიც ქუჩებში, ბილბორდებზე აქვს გამოფენილი. ამის შესახებ ნათქვამია “მთავარი არხის“, “ტვ-პირველისა“ და “ფორმულას“ ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც “ექსპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ. "ქართული ოცნება" აგრძელებს საკუთარი პოლიტიკური კამპანიისთვის უკრაინელი ხალხის ტრაგედიით სპეკულირებას და ახლა უკვე ტელევიზიებისგან მოითხოვს იმ ამორალური ბანერების ეთერში გაშვებას, რომლებიც ქუჩებში, ბილბორდებზე აქვს გამოფენილი. ივანიშვილის კუთვნილი ხელი...

ნათია უჩავა 2024 წლის მასწავლებლ...

2024 წლის სა­ქარ­თვე­ლოს მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ქ.თბი­ლი­სის N126 საჯარო სკო­ლის და­წყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი, ნა­თია უჩა­ვა გახ­და. გა­მარ­ჯვე­ბულს გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რის­გან - “გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის“ ფონ­დის­გან 15 000 ლარი გა­და­ე­ცა. კონ­კურ­სი, “ლი­ბერ­თი“ ბან­კის სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბით მერ­ვედ ჩა­ტარ­და და სა­უ­კე&...

საპატრიარქო - კანონი „ოჯახური ღი...

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიერ მიღებული კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ დადებით წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ეკლესია მუდმივად იცავდა და იცავს ახალგაზრდობას იდეოლოგიებისგან, რომლებიც ძირს უთხრიან ტრადიციულ ოჯახურ სტრუქტურებს. "წლების განმავლობაში როგორც საქართველოს საპატრიარქოს, ასევე მოსახლეობის უმრავლესობის მხრიდან ამ საკითხს მოჰყვა არაერთი გამოხმაურება, თითოეული მათგანი ემსახურებოდა ოჯახური ფასეულობების დაცვას მზარდი გამოწვევების ფონზე. საქართველოს ეკლე...

სუს-ი - რუსეთის საოკუპაციო ძალებ...

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული რამაზ ბეღელური თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ის ცნობით, რამაზ ბეღელურის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი "ცხელი ხაზის" მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.  "საკითხი განიხილებოდა როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე.  ს...

„სელფი“ Nasa Space Apps Challeng...

"სელფი მობაილი", ქართული მობილური ოპერატორი რომელიც საქართველოში 1.3 მლნ. აბონენტს ემსახურება, ტრადიციულად, მსოფლიო მასშტაბის ჰაკათონის, Nasa Space Apps Challenge 2024-ის ადგილობრივი კონკურსის მხარდამჭერია. "სელფი" უკვე მეხუთე წელია, რაც ჰაკათონს უჭერს მხარს და ეხმარება გამარჯვებულებს, საერთაშორისო დონეზე წარადგინონ საკუთარი იდეა. ჰაკათონი ყოველწლიურად, ერთდროულად იმართება მსოფლიოს 300-მდე სხვადასხვა ქალაქში და გლობალურად აერთიანებს ათასობით მონაწილეს. წლევანდელი ჰაკათონის მთავარი თემაა “The Sun Touches Everything". ორი დღის განმავლობაში, მონაწილეები ინტენსიურად იმუშავებენ და საკითხის ირგვლივ მწვავე პრობლემას, ნასას მონაცემებზე დაყრდნობით, მოუნახავენ ინოვ...

სახალხო დამცველი მოუწოდებს ცესკო...

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მოუწოდებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას,  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცეთ. როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, რეგისტრაციის ტექნიკური საკითხი არ უნდა გახდეს კონსტიტუციით გარანტირებული არჩევნებში მონაწილეობის უფლების შეზღუდვის საფუძველი, მით უმეტეს, როცა არჩევნები არის საერთო სახელმწიფოებრივი და არა ადგილობრივი თვითმმართველობის. "ბოლო დღეებში საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა ისეთი შემთხვევების შესახებ, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგისტრირებულ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, თუმცა დევნილთა მონაცემთა ბ...

საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევ...

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტოთ ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების წესი. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. ცესკო უძრავი ქონების მესაკუთრეების საყურადღებოდ განმარტავს:  • ამომრჩევლები, რომლებიც წარსულში მათ მისამართზე იყვნენ რეგისტრირებული და ამჟამად არ არიან სხვაგან რეგისტრირებული, საარჩევნო კოდექსის თანახმად, აღნიშნულ მისამართებზე ამომრჩეველთა სიაში ფიქსირდებიან მხოლოდ საარჩევნო მიზნებისთვის და ეს არ ნიშნავს, რომ მათ ამ მისამართზე გააჩნიათ იურიდიული ძალის მქონე რეგისტრაცია. • ყველა დანარჩენ შემთხვევაში უძრავი ქონების მესაკუთრემ საკითხის გასარკვევად უნდა მიმართოს სერვისების...

მეუფე იაკობი ჯიმ ობრაიენს შეხვდება

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ობრაიენი ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობსა და "დემოკრატიისა და განვითარების ცენტრის" აღმასრულებელ დირექტორ ქეთევან ჩაჩავას შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში დღეს, 3 ოქტომბერს, თბილისის დროით, 19:30-ზე გაიმართება.

ბაზისბანკი სანდრო მრევლიშვილის ს...

ბაზისბანკი, როგორც ქართული კულტურის ერთ-ერთი უმსხვილესი მხარდამჭერი, სანდრო მრევლიშვილის თბილისის მუნიციპალური თეატრის გენერალური სპონსორი გახდა. ბაზისბანკსა და სანდრო მრევლიშვილის თეატრს შორის თანამშრომლობა მიზნად ისახავს თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას და ერთობლივი, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით, სანდრო მრევლიშვილის თეატრი 51-ე სეზონს ორი პრემიერით ხსნის. 4 ოქტომბერს, მიხეილ მრევლიშვილის რეჟისორობით, სპექტაკლის „დეპუტატი, დრამატურგი...“ პრემიერა გაიმართება. კომედია ორ მოქმედებად, რომელიც შექმნილია იტალიელი დრამატურგის, ალდო დი ბენედიტის „სიყვარულის სუბლიმაციის“ მიხედვით. სპექტაკლში მონაწილეობენ ბადრი ბეგალი...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირა...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე UFC-ის ჩემპიონის ტიტულის მფლობელ მერაბ დვალიშვილს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. სამსახურის ცნობით, მთავრობის მეთაურმა სპორტსმენს გამარჯვება მიულოცა, წარმატებები უსურვა და ქვეყნისთვის მოპოვებული გამარჯვების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. მათივე ინფორმაციით, UFC-ის ჩემპიონმა ირაკლი კობახიძეს სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

ცესკო საზღვარგარეთ შექმნილი საარ...

ამომრჩეველთა ერთიანი სია დგება კანონმდებლობით განსაზღვრული დაწესებულებების, მათ შორის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. საზღვარგარეთ უბნის შექმნის ერთადერთი პირობაა ერთიან სიაში მყოფი არანაკლებ 50 ამომრჩევლის (და არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქის) საკონსულო აღრიცხვა. შესაბამისად, თუ არ არის დაცული ეს მოცემულობა, საარჩევნო უბანი არ გაიხსნება: • მნიშვნელობა არ აქვს, საქართველოს რამდენ  მოქალაქეს აქვს კონკრეტული ქვეყნის მისამართზე საზღვარგარეთის რეგისტრაცია, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად; • იმ ქვეყნებში არსებულ დიპლომ...

მერია - სამგორში, ემირ ბურჯანაძი...

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური სამგორის რაიონში, ემირ ბურჯანაძის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას იწყებს. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, დაგეგმილი სამუშაოების გამო, პროექტის პირველ ეტაპზე, 2 ოქტომბრიდან საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. "თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!", - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრა...

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში საარჩევნო საკითხებთან დაკაშირებით საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. როგორც  ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა ქვეყნის მასშტაბით 3 031 საარჩევნო უბანია გახსნილი. “ 26 ოქტომბრის არჩევნებამდე 25 დღე რჩება. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 031 საარჩევნო უბანი. საუბნო საარჩევნო კომისიებმა 26 სექტემბრიდან დაიწყეს ფუნქციონირება. საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა უკვე დაიწყეს ამომრჩეველთა ბარათების დარიგება. ამასთან, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ზოგიერთი პარტიის მიერ დანიშნული წევრები არ ცხადდებიან საარჩევნო უბნებზე და არ არიან ჩართული კომისიების მუშაობაში, მათ შორის ამომრჩეველთა ბარათების დარიგებაში. გვინდა მოვუწოდოთ მა...

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპ...

საქართველოს საავიაციო ბაზარზე კიდევ ერთი ავიაკომპანია იწყებს ოპერირებას - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი განაცხადის მიხედვით, მიმდინარე წლის 27 ოქტომბრიდან, ბერძნული Sky Express-ი რეგულარულ რეისებს ათენი - თბილისი - ათენის საჰაერო ხაზზე შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ავიარეისები კვირაში სამი სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს Airbus-320-ის ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება. “საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას რეგულარული საავიაციო მიმოსვლის განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა 24 სექტემბერს მიანიჭა. დღეის მდგომარეობი...

ცესკოში გამართულ შეხვედრაზე ადგი...

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობები ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრა, რომელიც სამუშაო ჯგუფის ფორმატში გაიმართა, იმ მნიშვნელოვანი საქმიანობების და სიახლეების გაცნობას ემსახურებოდა, რომელსაც ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად ახორციელებს. “ცესკოში ჩამოყალიბებული სამუშაო პლატფორმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი. ადგილობრივი...

გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, „ს...

"საქართველოს რკინიგზა", გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. მათი ცნობით, რეისების დამატება 5,7,12, 14, 19, 21, 26, 28 ოქტომბერს მოხდება. "ძვირფასო მგზავრებო! გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, "საქართველოს რკინიგზა" 5,7,12, 14, 19, 21, 26, 28 ოქტომბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს. მატარებლების მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ცხრილში: ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge სწრაფი გადახდის აპარატებით; "საქართველოს რკინიგზის" სალაროებში; "საქართველოს რკინიგზის" პარტნიორი კომპანიების მეშვეობით&qu...

„თეგეტამ“ ამიერკავკასიაში სპეცია...

„თეგეტა ჰოლდინგმა“ სპეციალური დანიშნულებისა და სატვირთო ტექნიკა წარადგინა. ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური გამოფენა „თეგეტას“ წეროვანის ავტოპარკში გაიმართა. მომხმარებელს საშუალება ჰქონდა, დაეთვალიერებინა გერმანული, ამერიკული, იტალიური, ინგლისური და სხვა ქვეყნებში წარმოებული ისეთი ბრენდების ტექნიკა, როგორებიცაა: JCB, MAN, Renault, Fendt, Valtra, Goldoni, Zetor, Liebherr, XCMG, Temsa, HELI, Clark, Cummins, Bomag, Zoomlion ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეგოთ თუ რა ტიპის ტექნიკასა და სერვისს სთავაზობენ „თეგეტას“ შვილობილი კომპანიები. ღონისძიებას 250-მდე სტუმარი დაესწრო. მათ შორის იყვნენ როგორც ქართული, ისე კავკასიისა და ცენტრალური აზ...

სუს-ი - რუსეთის საოკუპაციო ძალებ...

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ვლადიმერ ცაბაძე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ის ცნობით, ვლადიმერ ცაბაძის  უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. "რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორ...