გერმანიის საელჩო საქართველოსა და ქართველ ფეხბურთელებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებებს უსურვებს. როგორც გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს დორტმუნდში პირველად ითამაშებს ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზე, რაც ისტორიული მოვლენაა. „საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს დორტმუნდში პირველად ითამაშებს ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზე, რაც ისტორიული მოვლენაა. საელჩოც მოუთმენლად ელის ამ შეხვედრას და ქართველებს დღეს წარმატებებს უსურვებს“, - ნათქვამია გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, თურქეთი-საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის დღეს დაგეგმილი მატჩის პერიოდში, გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი რამდენიმე წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, იმ მოქალაქეებს, რომლებიც მატჩის ტრანსლირებას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრებიან, 20:00-დან 23:00 საათის ჩათვლით, ავტობუსები პიკურ დროში განსაზღვრული რაოდენობებით მოემსახურებიან. ღონისძიებაზე დამსწრე პირები ისარგებლებენ შემდეგი მარშრუტებით: N173, N301, N307, N311, N345, N351, N354, N358, N359, N385 და N388. "ეროვნული ნაკრების გულშემატკივრები ევროპის ჩემპიონატზე ქართველ...
უსაფრთხო, კიდევ უფრო სანდო, კარგად ნაცნობი სტილი და მკვეთრად გაუმჯობესებული მახასიათებლები - Toyota Land Cruiser Prado 2024 „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ შოურუმშია. ლეგენდარული მოდელის ახალი სერია, რომლის მსოფლიო პრემიერაც ორი თვის წინ შედგა, ქართულმა კომპანიამ მომხმარებელს საირმეში წარუდგინა. Toyota Land Cruiser Prado 250-ის დიზაინი Prado-ს თავდაპირველი ვერსიის შტრიხებს იმეორებს. მკაცრი, გამოკვეთილი ფორმებით გამორჩეული მოდელი ტოიოტას ინჟინრებმა უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით აღჭურვეს და ახალი Crossover-ი „უკან საწყისებისკენ“ კონცეფციაში მოაქციეს. მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი: „70 წელზე მეტია,&...
PSP ფარმაცეტულ სფეროს 2023 წლის დარგის ლიდერ და ნომერ პირველ კომპანიად აღიარეს. 14 ივნისს, სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi-ში, Golden Brand-ის რიგით მე-19 დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც "საქართველოს ბიზნეს ოსკარი". როგორც PSP -ში აცხადებენ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ეს აღიარება კომპანიის 30 წლის საიუბილეო წელს. „განსაკუთრებით სასიხარულოა ექსპერტების და მომხმარებლების მიერ PSP-ს N1 კომპანიად აღიარება წელს, როცა კომპანია 30 წლის იუბილარია. 30 წლის წინ თბილისში, პეკინზე, ბუკიას ბაღთან არსებული ერთი ობიექტით გაიცნო კომპანია მომხმარებელმა. საიუბილეოდ, სრულიად ახალი კონცეფციის ინოვაციური აფთიაქი ფარმა...
ცენტრალური საარჩევნო კომისიისა (ცესკო) და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) საინფორმაციო-სასწავლო პროექტ „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსებში“ მონაწილეობა 16 514-მა მოქალაქემ მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. მათი ცნობით, პროექტი, რომლის მიზანიც საარჩევნო ტექნოლოგიურ სიახლეებზე საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური წევრების გადამზადება და კვალიფიციური საარჩევნო ადმინისტრატორების შერჩევის პროცესის მხარდაჭერაა, სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში ასახულ რეკომენდაციებს ეხმიანება და ქვეყნის მასშტაბით 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩატარდა. "სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული პროგრამის ფარგლებში, მონაწილეე...
„გაიცანი კომპანია, რომელმაც საქართველო საავტომობილო რუკაზე მონიშნა“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას BBC-ს საკულტო გადაცემის Top Gear-ის საავტომობილო ჟურნალი „თეგეტა ჰოლდინგის“ შესახებ. საერთაშორისო მედია ქართული კომპანიის განვლილ 30-წლიან ისტორიაზე წერს, რომელიც სათადარიგო ნაწილების მაღაზიით დაიწყო და მულტიფუნქციურ საავტომობილო ეკოსისტემად ჩამოყალიბდა. სტატიაში ნათქვამია, რომ „თეგეტა“ ქმნის ისეთ საავტომობილო ინფრასტრუქტურას, რომელსაც იშვიათად შეხვდებით არა მარტო პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, არამედ ევროპაში. სწორედ ამან მოუტანა კომპანიას არაერთი აღიარება, მათ შორის „თეგეტა” ავტოინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული Groupaut...
ბაზისბანკსა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს (CSRDG) შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოების გაძლიერებასა და ბაზისბანკის მხრიდან სოციალური მეწარმეობის კონცეფციის განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს როგორც ფინანსური, ასევე ტექნიკური მხარდაჭერის მექანიზმებით. CSRDG, ბაზისბანკთან თანამშრომლობით, მოქმედი სოციალური საწარმოების გაძლიერების საგრანტო კონკურსს აცხადებს, რომელიც მიზნად ისახავს შშმ და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების ეკონომიკურ და სოციალურ ინტეგრაციას საზოგადოებაში, მათი დასაქმებისა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდით. გამარჯვებული საწარმო მიიღებს როგორც ფინანსურ, ისე ტექნიკ...
ახალი თაობა და მეტი შესაძლებლობები - Toyota Land Cruiser Prado სერიით J250 ქართველი მომხმარებლისათვის უკვე ხელმისაწვდომია. 2024 წლის სრულად განახლებული მოდელი „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმში წარადგინა. მეტად უსაფრთხო, მრავალფეროვანი ფუნქციონალი და განახლებული ვიზუალი - ასეთია უახლესი თაობის მოდელის ძირითადი მახასიათებლები. იაპონურმა ბრენდმა სამოდელო რიგი ახალ დონეზე აიყვანა და მომხმარებელს უფრო სანდო და კომფორტული ავტომობილი შესთავაზა. გოდერძი სურმანიძე, „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ დირექტორი: „მოხარულები ვართ, რომ ჩვენს მომხმარებელს, პარტნიორებსა და ღონისძიების სტუმრებს...
სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი - უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გზის და გვირაბის მშენებლობა იწყება,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული გვირაბი უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და მიხეილ შავიშვილის ქუჩას შეუერთდება, რომელიც პეტრე ქავთარაძის ქუჩასთან არის დაკავშირებული. „პროექტის ფარგლებში, მოეწყობა გვირაბის მისასვლელი და გამოსასვლელი პანდუსები და ტროტუარი, ჩატარდება საიზოლაციო სამუშაოები, მოეწყობა წყალმოსაცილებელი და სადრენაჟე სისტემა, დამონტაჟდება გარე განათების ქსელი, ასევე, გვირაბის გასწვრივ რკინაბეტონის დამცავი კედლები აშენ...
37 000 მასწავლებელს, რაც მასწავლებლების კონტიგენტის 70%-ია, ანაზღაურება გაეზრდება, სულ მცირე, 500 ლარით, მათ შორის, მასწავლებელთა გარკვეულ კატეგორიას შრომის ანაზღაურება გაეზრდება 800 ლარით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში რეფორმები გაგრძელდება როგორც ზოგადი, ასევე უმაღლესი განათლების ყველა სფეროში. „ჯერ კიდევ შარშან დაანონსდა, რომ ამ წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება მასწავლებლების შრომის ანაზღაურების ახალი სქემა და საშუალო ზრდა იქნება 500 ლარი. ჩვენს საჯარო სკოლებში სულ არის 52 000 მასწავლებელი, აქედან 37 000 მასწავლებელს, რაც მასწავლებლების კონტიგენტის 70%-ია, ანაზღაურ...
იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერის შეძენა და ეროვნული მუზეუმისთვის გადაცემა არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო ქველმოქმედების კიდევ ერთი არაჩვეულებრივი მაგალითი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებამ წლების განმავლობაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში, შენარჩუნებაში და შესაბამისად - „ჩვენი იდენტობის დაცვასა და შენარჩუნებაში". „მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერის შეძენისა და ეროვნული მუზეუმისთვის გადაცემისთვის, რაც არის ძალიან დიდი შენაძენი...
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგები ონის სამხრეთ-აღმოსავლეთით 9 კმ-ში, სოფელ ირიდან 2 კმ-ში დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.
"ლიბერთის" ლოიალობის პროგრამა CashBack იწყებს გაზრდილი ქეშბექის აქციას სამოსსა და ფეხსაცმელზე.14 ივნისიდან 17 ივნისის ჩათვლით "ლიბერთის" VISA ბარათის მფლობელებს საშუალება ეძლევათ განაახლონ გარდერობი და დაიბრუნონ გადახდილი თანხის 50% მეგობარი ობიექტები, რომლებშიც" ლიბერთის" VISA ტიპის ბარათით გადახდისას, მომხმარებლები 50% ქეშბექის დაბრუნებას შეძლებთ 14-15-16 ივნისი - ვორტმანი/WORTMANN 50% ქეშბექი- ლიმიტის გარეშე 15 ივნისი - ETAM 50% ქეშბექი - ლიმიტი 150 ლარი 16ივნისი - MERAKI/მერაკი 50% ქეშბექი – ლიმიტი 200 ლარი 17 ივნისი - სალამანდრა/SALAMANDRA 50% ქეშბექი - ლიმიტის გარეშე ...
"სელფი", ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მლნ. აბონენტს ემსახურება, საქართველოს ფეხბურთის ერონვული ნაკრების, ევროპის ჩემპიონატზე ისტორიულ გასვლასთან დაკავშირებით, ქომაგებს შესაძლებლობას აძლევს გერმანიაში, სამივე ქალაქში სადაც საქართველოს ნაკრების მატჩები იმართება, ეწვიონ სპეციალურად მოწყობილ საგულშემატკივრო სივრცეებს ე.წ. ფანზონებს. სამივე ქალაქში ფანზონები პოპულარულ ბარებშია განთავსებული, რაც შესაძლებლობას მიცემს ქომაგებს მატჩამდე ერთად გახურდნენ. შესაბამის გაფორმებასთან ერთად, პირველ შემოსულ სტუმრებს დახვდებათ "სელფის" საჩუქრები. სამივე ლოკაციაზე, მატჩის დღეს, თამაშის დაწყებამდე, ფანზონას ესტუმრება ქართული ფეხბურთის ლეგენდა: შოთ...
აქტივისტი ბექა პაპაშვილი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" დეპუტატ ბექა ოდიშარიას ერთ-ერთ სუპერმარკეტში "რუსო მონა" დაუძახა, 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც პაპაშვილმა "TV პირველს" უთხრა, თავდამსხმელებს შორის დეპუტატის შვილიც იყო. "როდესაც ინციდენტის შემდეგ გავედი გარეთ, მოვარდნენ მისი "ზონდერები" - მისი შვილიც ერთ-ერთი "ზონდერი" აღმოჩნდა, რომელმაც ამაყად თქვა, რომ ოდიშარიას შვილი ვარო. 3 ადამიანი გამისწორდა ფიზიკურად",- ამბობს პაპაშვილი. რაც შეეხება თავად სუპერმარკეტში მომხდარ ინციდენტს, აქტივისტის თქმით, "რუსო მონას" დაძახების შემდეგ, ოდიშარია მას შეურაცხყოფას აყენებდა, დაცვა კი, მასთან...
პრეზიდენტმა ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების დაჯილდოების აქტი მაისში გამოსცა, ჯილდოების გადაცემის ცერემონია კი, სექტემბერში გაიმართება,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის განცხადების თანახმად, მაისის ბოლოს ორბელიანების სასახლეში იგეგმებოდა დაჯილდოების ოფიციალური ცერემონიის გამართვა, რაც ეროვნული ნაკრების წევრების საქართველოში არყოფნის გამო ვერ მოხერხდა. "დღეს გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს პრეზიდენტი უარს აცხადებს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებისა და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოებაზე. არსებული პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი ჯილდოების გადაცემამდე რამდენიმე დ...
თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა. მისივე თქმით, ის პრემიერ-მინისტრთან ერთად გერმანიაში იმყოფებოდა, სადაც ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდნენ და მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს. „საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიმყოფებოდი გერმანიაში, კერძოდ დიუსელდორფში, სადაც შევხვდით ჩვენი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს. ბიჭებს ვუსურვეთ წარმატებები, მათ მთელი საქართველო გულშემატკივრობს. ნაკრების თითოეულმა წევრმა კარგად იცის, რამდენად მნიშვნელოვანია მათი გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის. ევროპის ჩემპიონატზე გასვლა უკვე არის დიდი წარმატება ქართული ფეხბურთისთვის. ასევე, ...
დედაქალაქის მერი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრებს ქალაქ დიუსელდორფში შეხვდა და მათ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა. კახა კალაძის თქმით, ჯგუფიდან გასვლის შანსი არსებობს, რის იმედსაც მას ნაკრების კარგ ფორმაში ყოფნა აძლევს. „დიდი იმედი მაქვს, ჯგუფიდან გასვლას მოვახერხებთ. ძალიან დიდი შანსი გვაქვს ამის. ძლიერი ეროვნული ნაკრები გვყავს, რაც ბოლო ამხანაგურ შეხვედრაშიც გამოჩნდა, რომ გუნდი კარგ ფორმაშია. სრულიად საქართველო გულშემატკივრობს ჩვენს ბიჭებს. მინდა, კიდევ ერთხელ წარმატებები ვუსურვო ეროვნულ ნაკრებს და სრულიად საქართველოს“, – განაცხადა კახა კალაძემ. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში პორტუგა...
"საქართველოს ფოსტის" ორგანიზებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს სპორტისა და კულტურის სამინისტროსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, გაიმართა მარკის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას ეძღვნება. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს ფოსტა" ავრცელებს. "საქართველოს ფოსტის" ცნობით, ღონისძიებაზე, სტუმრებს სიტყვით მიმართეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ იოსებ ბაღათურიამ, "საქართველოს ფოსტის" გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ, ვეტერანმა ფეხბურთელმა, ს...
სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმას საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიაცია, Amnesty International გამოეხმაურა. როგორც ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე, დენის კრივოშევი აღნიშნავს, "ხელისუფლების ქმედებები შეიძლება განიმარტოს, როგორც მწვანე შუქი ძალადობაზე კრიტიკოსების მიმართ". "სეზიოზულ შეშფოთებას იწვევს ის, რომ ათობით ძალადობრივი ინციდენტის შემდეგ, ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებიდან რამდენიმე საათში განხორციელდა. ხელისუფლების წარმომადგენლების ასეთი ქმედებები ადვილად შეიძლება განიმარტოს, როგორც მწვანე შუქი ძალადობაზე ხელისუფლების კრიტიკოსების მიმართ, რაც დაუსჯელი დარჩებ...