„კიდევ შენ ხარო? თან მირტყამდნენ...

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულმა ლაზარე გრიგორიადისმა იზოლატორი დატოვა. როგორც გრიგორიადისმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მასზე პოლიციელების მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა განხორციელდა. "საერთოდ ვერ მივხვდით რაზე დაგვაკავეს, გზაში გვირტყამდნენ, გვცემდნენ გვაგინებდნენ, გვიღებდნენ ამავდროულად და დაგვაკავეს მოულოდნელად. დავით ქაცარავაც დააკავეს, ფიზიკურად საშინელ მდგომარეობაში იყო. პარლამენტის წინ ვიდექი მეგობართან ერთად და წინიდან ვიღაცების აყვანა დაიწყეს და მაგას ვეხმარებოდი, რომ არ დაეჭირათ და მეც შემითრიეს მაგ მომენტში... კიდევ შენ ხარო? თან მირტყამდნენ, თან მაგინებდნენ", - განაცხად...

„ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან ...

ფესტივალი 4GB 2024 გაუქმდა. ამის შესახებ ფესტივალის ორგანიზატორები განცხადებას ავრცელებენ. განცხადების თანახმად, ფესტივალის გაუქმების მიზეზი ქვეყანაში შექმნილი ვითარებაა. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ იმ ადამიანებს, რომლებმაც ფესტივალის ბილეთი შეიძინეს, მომავალ 4GB-ზე შეძლებენ დასწრებას, ან ბილეთის დაბრუნებას 10 ივნისის 19:00 საათამდე. "გაცნობებთ, რომ 4GB 2024 გაუქმებულია! ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გაუმართლებლად მიგვაჩნია ამ დღეებში ფესტივალის ჩატარება. ჩვენი სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მომავლისთვის მებრძოლ თითოეულ ადამიანს! შეძენილი ბილეთებით შეგიძლიათ დაესწროთ მომავალ 4GB-ს. ასევე შეგიძლიათ მათი დაბრუნება, ელექტრონული ბილეთი...

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამს...

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სამსახურს უცხო ნომრებიდან ზარების განხორციელებასთან დაკავშირებით არაერთმა პირმა მიმართა. მათი ცნობით, მოქალაქეების ნაწილი მიუთითებდა მუქარაზე, რაც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და საქმეები შემდგომი რეაგირების მიზნით უფლებამოსილ სამართალდამცავ ორგანოში გადაგზავნეს. "პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მომართა არაერთმა პირმა, მათ სარგებლობაში არსებულ სატელეფონო ნომრებზე უცხო ნომრებიდან ზარების განხორციელებასთან დაკავშირებით. მსგავსი შინაარსის მომართვების სამსახურისთვის წარმოდგენა მოცემული დროისთვისაც გრძელდება. ზემოაღნიშნულ მომართვათა ნაწილში მოქალაქეები უთითებენ, რომ სატელეფონო საუბრების ფა...

მთავრობის დადგენილებით, 17 მაისი...

"ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან" დაკავშირებით, 17 მაისი დასვენების დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, შესაბამისი დადგენილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 15 მაისს გამოსცა. მათივე ინფორმაციით, დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ, სისტემაში შემავალ სამსახურებს და მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას. "ეს დადგენილება არ ვრცელდება საქართ...

სახალხო დამცველის აპარატი - ლაზა...

ლაზარე გრიგორიადისი არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს - მას ვიზუალურად ნაკაწრები, შეშუპება, სიწითლე აღენიშნება. ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატი განცხადებას ავრცელებს. აპარატი აქციაზე დაკავებულ სხვა პირებთან დაკავშირებითაც ავრცელებს ინფორმაციას და უთითებს, რომ გრიგორიადისის გარდა, ადმინისტრაციული წესით დაკავებული 16 პირიდან კიდევ რამდენიმე, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე/არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს. "სახალხო დამცველის რწმუნებულები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ თბილისის სამ იზოლატორში და შეხვდნენ 15 მაისის აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ 16 პირს. სამი მათგანი მიუთითებს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე/არასათანადო მოპყრობაზე, რის თაობაზეც სახალხო დამ...

კონსერვატორიის სტუდენტები - ვეთი...

კონსერვატორიის სტუდენტები ვეთიშებით სასწავლო პროცესს და ვუერთდებით გაფიცვას, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტების, პროფესორებისა და თანამშრომლების განცხადებაშია ნათქვამი. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სტუდენტები წინააღმდეგობას უცხადებენ პარლამენტის უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” და მხარს უჭერენ იმ ადამიანებს, რომლებიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. "ჩვენ, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები, პროფესორები და თანამშრომლები, კატეგორიულად ვგმობთ საქართველოს მთავრობის მიერ არჩეულ ანტიკონსტიტუციურ, ანტიდასავლურ გზას. წინააღმდეგობ...

სახალხო დამცველი საგამოძიებო უწყ...

სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, უმოკლეს ვადებში მოახდინოს ყველა სავარაუდო დამნაშავის პასუხისმგებლობის გამოკვეთა და შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარება, როგორც კანონდამრღვევი პოლიციელების, ისე მოძალადე ფიზიკური პირებისა თუ ჯგუფების და მათი ორგანიზატორების ან/და წამქეზებლების იდენტიფიცირების მიზნით, - ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი.  სახალხო დამცველი აუცილებლად მიიჩნევს, რომ საგამოძიებო უწყებებმა ყურადღების მიღმა არ დატოვონ ხსენებული არასათანადო ქმედებების მოტივი, რომელიც უკავშირდება მათი განსხვავებული შეხედულებების, პროფესიული საქმიანობისა თუ პოლიტიკური პოზიციების გამო დევნას. „სახალხო დამცველი საზოგადოებას პერიოდულა...

პატრიარქის მიმართვის პოლიტიკური ...

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ა.წ. 12 მაისის მიმართვა მრევლისადმი იყო მოწოდება ლოცვისაკენ, მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნებისათვის,- ამის შესახებ ნათქვამია განმარტებაში, რომელსაც საპატრიარქო ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს. როგორც საპატრიარქოში განმარტავენ, მიმართვის პოლიტიკური ნიშნით ინტერპრეტაციის მცდელობა ლოცვის არსის დამახინჯებაა. "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ა.წ. 12 მაისის მიმართვა მრევლისადმი იყო მოწოდება ლოცვისაკენ, მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნებისათვის. ნებისმიერი პოლიტიკური ნიშნით მისი ინტერპრეტაციის მცდელობა კი არის არასწორი, სამწუხარო და ლოცვის არსის დამახინჯება. შევთხოვთ უფალს, მშვიდობით აკურთხოს საქართველო",- ნათქვამია განმარტება...

ომბუდსმენის აპარატი - ვაგრძელებთ...

სახალხო დამცველის აპარატი მიმდინარე საპროტესტო აქციებზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ომბუდსმენის აპარატის განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველის რწმუნებულები კვლავ აგრძელებენ დაკავებულთა მოძიებას მათთან გასაუბრების და მათი ფიზიკური მდგომარეობისა თუ დაკავების პირობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.   "სახალხო დამცველის აპარატი მუდმივ რეჟიმში ადევნებს თვალს მიმდინარე საპროტესტო აქციებზე განვითარებულ მოვლენებს. სახალხო დამცველის რწმუნებულები კვლავ აგრძელებენ დაკავებულთა მოძიებას მათთან გასაუბრების და მათი ფიზიკური მდგომარეობისა თუ დაკავების პირობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.  განხორციელებული ვიზიტებისა და შედეგების შ...

თსუ-ს სტუდენტები - ორშაბათიდან უ...

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ერთობლივ  განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ ორშაბათიდან აუდიტორიებში შესვლაზე უარს ამბობენ. სტუდენტების თქმით, დილის 9 საათიდან რუსთაველის გამზირზე გააპროტესტებენ "ქვეყანაში მიმდინარე პუტინისტური დიქტატურის საკანონმდებლო დონეზე გაფორმების მცდელობას" და ამასთან, მოუწოდებენ ლექტორებსა და სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომ მათ წამოწყებას შეუერთდნენ. "გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დღეებისა და კვირების განმავლობაში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და გაცნობოთ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების გადაწყვეტილების შესახებ. თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი დემონსტრაციების არალეგიტიმურმა და სასტიკმა დარბევებმა ბოლო კვირ...

საპატრიარქო - 17 მაისს ქაშვეთის ...

2024 წლის 17 მაისს, 12:00 საათზე სამღვდელოება და მრევლი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შეიკრიბება, სადაც 13:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), სამღვდელოებასთან ერთად, აღასრულებს მცირე პარაკლისს. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. საპატრიარქოს ცნობით, პარაკლისის დასრულების შემდეგ მოეწყობა საზეიმო ლოცვითი მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ, სადაც მსვლელობის ბოლოს შესრულდება სამადლობელი პარაკლისი. „ბოლო ათი წელია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით, ჩვენს ქვეყანაში ოჯახის სიწმინდისა და...

წიგნაძე - გადმოხტა ჯგრო და დამიწ...

ირაკლი წიგნაძე, რომელსაც 11 მაისს, ღამით, ლეონიძის ქუჩაზე სამართალდამცველები ჯგუფურად გაუსწორდნენ "ფეისბუქ" სტატუსს აქვეყნებს, სადაც გასულ ღამის ამბავს იხსენებს. როგორც წაგნიძე იხსენებს, ის ლეონიძის ქუჩაზე ადიოდა, რა დროსაც წინიდან პოლიციელების ავტობუსი მოდიოდა, რომლის მძღოლმაც მას მოსთხოვა მანქანა გაეწია, წაგნიძე კი აღნიშნავს, რომ პოლიციის ავტობუსს გასვლა თავისუფლას შეეძლო და პრინციპულად არ გაბრუნდა მანქანით უკან. მისივე თქმით, ამის შემდეგ მის მიმართ სამართალდამცველების მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა გაისმა, რა დროსაც მან საპასუხოდ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა პოლიციელებს, რასაც მათი მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფა მოჰყვა. მეგობრებო კარგად ვარ, საშიში არაფერი არ მჭირს ...

ანა სუბელიანი - ჩემი 73 წლის მამ...

სამოქალაქო აქტივისტი და უფლებადამცველი ანა სუბელიანი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს, რომ მის 73 წლის მამას ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც სუბელიანი წერს, მისთვის თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია. "ჩემი 73 წლის მამა მიცემეს! ვიცი ვინც ცემა და აქედანვე ვეუბნები, დედას მოვუ**ნავ!!!", - წერს სუბელიანი და ფოტოს ავრცელებს.

„გირჩი“ - „გირჩი TV“-ს თანამშრომ...

"გირჩი TV"-ს თანამშრომელს, გიორგი მოსიაშვილს საკუთარი სახლში მიაკითხა თბილისის კრიმინალურმა პოლიციამ და რუსთავიდან თბილისში გადაიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლება" ავრცელებს. პარტიის ცნობით, ზუსტი ადგილი, თუ სად გადაიყვანეს გიორგი მოსიაშვილი ამ დროისთვის უცნობია.  "დღეს "ოცნების" პროპაგანდისტულმა არხებმა გამოაქვეყნეს დამონტაჟებული ვიდეო მასალა, რომელშიც გიორგი მოსიაშვილის საუბარი არის ფალსიფიცირებული. ამ ვიდეოს ფაბრიკაცია დადასტურდა ფეისბუქის ადმინისტრაციის მიერ ყველა პროპაგანდისტულ არხზე შესაბამისი პოსტების ცრუ ინფორმაციად მონიშვნით", - წერს პარტია "ფეისბუქზე".

„საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა...

„საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ, მსოფლიო საფოსტო კავშირის „Universl Postal Union“ - ის  საფოსტო ოპერატორების საბჭოს (Postal Operators Council) სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მიმდინარე წლის 26 აპრილს, შვეიცარიაში, ქალაქ ბერნში გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში, საბჭოზე განხილული იყო მსოფლიო საფოსტო კავშირის წევრ ოპერატორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის უზრუნველყოფისა და საფოსტო სექტორის სტრატეგიის საკითხი 2024 წლისათვის. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ფოსტა“ ავრცელებს.   ფოსტის ცნობით, მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე შეხვედრისას, კენჭისყრის საფუძველზე, მსოფლიო საფოსტო კავშირის მომსახურების ხარისხის ფონდი...

ალიკა კუპრავა - გიორგი მუმლაძეს ...

აქტივისტი ალიკა კუპრავა სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრ გიორგი მუმლაძეს თავს დაესხნენ. კუპრავას თქმით, როგორც მისთვის ცნობილია, მუმლაძეს თავს ნიღბებით დაესხნენ. "ამ წამს თავს დაესხნენ ჩემს მეგობარს გიორგი მუმლაძეს, როგორც მითხრეს იყვნენ ნიღბიანები. მეტი არაფერი ვიცი", - წერს კუპრავა.

ენმ - დიმიტრი ჩიქოვანი კლინიკაში...

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გუნდის წევრთან, საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივან დიმიტრი ჩიქოვანთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დიმიტრი ჩიქოვანი კლინიკაში რჩება, სადაც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კვლევები უტარდება. "გუშინ, ერთიანი "ნაციონალური მოძრაობის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანს, დიმიტრი ჩიქოვანს საკუთარ სახლთან სამთავრობო ზონდერები თავს დაესხნენ და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ. დიმიტრი ჩიქოვანი ამჟამად კლინიკაშია, მას უტარდება კვლევები და არის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ", - ნათქვამია ენმ-ის ინფორმაციაში.

ჯაფარიძე - ჩემ ძმას დახვდა სადარ...

ჩემ ძმას დახვდა სადარბაზოსთან რამდენიმე ადამიანი და ფიზიკურად გაუსწორდნენ, - ამის შესახებ "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს. როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, მის ძმასთან სასწრაფოა მისული და საავადმყოფოში სავარაუდოდ გადაიყვანენ. "ჩემ ძმას დახვდა სადარბაზოსთან რამდენიმე ადამიანი და ფიზიკურად გაუსწორდნენ სასწრაფოა მისული და საავადმყოფოში გადაიყვანენ სავარაუდოდ", - წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე "ფეისბუქზე". მანამდე, ორბორბლიანების ერთ-ერთ ორგანიზატორს დაესხნენ თავს და ამასთან, ფიზიკურად იძალადეს ენმ-ის წევრ დიმა ჩიქოვანზეც.

ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთი ო...

ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს თავს დაესხნენ და სცემეს, - ამის შესახებ ორბორბლიანების მარშის კიდევ ერთი ორგანიზატორი, გვანცა პერტია Facebook-ზე, ჯგუფში "დაიტოვე" წერს. როგორც გვანცა პერტია აღნიშნავს, ორბორბლიანების ორგანიზატორს ტელეფონზე დაურეკეს და დაახლოებით 10 წუთში მის ლოკაციაზე მივიდნენ, სადაც მისივე თქმით, მასზე ფიზიკურად იძალადეს. "მეგობრებო, ჩვენს მეგობარს, ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, დღეს თავს დაესხა 3 ნაძირალა. ცემეს, ტუჩი გაუხეთქეს და გაიქცნენ. სანამ მივიდოდნენ, დაურეკეს ტელეფონზე, 15 წამი ხმას არ იღებდნენ და დაახლოებით 10 წუთში მივიდნენ ზუსტ ლოკაციაზე. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, აღარ უპასუხოთ მაგინებლების ზარებს. სავარაუდო...

ენმ-ის წევრი დიმა ჩიქოვანი აცხად...

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დიმა ჩიქოვანმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა, რომ მას საცხოვრებელ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, თავდასხმის მომენტში ის საკუთარ ბინასთან მარტო იმყოფებოდა. "მარტო ვიყავი სახლის კარებთან და მინდა, რომ ჩემს მეგობრებს ვუთხრა, იმ ხალხს, რომელიც უკვე სამი კვირაა რუსულ კანონს აპროტესტებს ქუჩაში, რომ ეს რეჟიმი არის დასრულებული, ვერ შეგვაშინებენ, ვერ დაგვაჩოქებენ, ეს არაფერი არ არის, ეს არის მათი აღსასრული. ეზოში მოხდა, ორი ადამიანი იყო ქუდებით ჩასაფრებული სადარბაზოს კარებთან და ყველაფერი მოხდა ძალიან უცებ. ქართული ოცნების მშიშარა ტიტუშკები ზუსტად 3 წუთში გაიქცნენ, როგორც გა...