დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 4 058 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 61 პაციენტი. NCDC-ის ცნობით, გასული დღე–ღამის განმავლობაში ვირუსისგან კიდევ 2 157 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 4 534 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 74 პაციენტი. ამასთან, NCDC-ის ცნობით, გასული დღე-ღამის განავლობაში კოვიდ19-ისგან გამოჯანმრთელდა 3 742 პირი.
„ჩვენი ხელისუფლების პირობებში, სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესების კუთხით, ბევრი რამ გაკეთდა; დასაქმების კუთხით უამრავი ნაბიჯი გადაიდგა, შეიქმნა დასაქმების სააგენტო, ჩამოყალიბდა ახალი მიდგომები, მოხდა მოსახლეობის კონკრეტული საჭიროებების ანალიზი, გვაქვს უფრო საიმედო მონაცემთა ბაზები, რაც გაანალიზებულია დეტალურად, მუნიციპალიტეტების ჭრილში. ეს ყველაფერი არის წინაპირობა, რომ ჩვენ მოვემზადოთ უფრო თამამი, უფრო პასუხისმგებლიანი და ეფექტიანი სოციალური პოლიტიკის განხორციელებისათვის. ზუსტად ეს არის პასუხი კითხვაზე - რატომ დღეს და არა გუშინ. ყველაფერს სჭირდებოდა მომზადება”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა რუსთავი 2-ის ღამის კურიერის ეთერში. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ძალიან ბევრი ადამიანი...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 4 331 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 57 პაციენტი. ამასთან, NCDC-ის ცნობით, გასული დღე-ღამის განავლობაში კოვიდ19-ისგან გამოჯანმრთელდა 4 804 პირი.
თვალშისაცემია, რომ ადამიანი არის დათრგუნული, ძველებური არ არის, როგორსაც ჩვენ ვიცნობდით, - ასე აფასებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. გუიული ალასანიამ ექსპრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა. „თვალშისაცემია, რომ ადამიანი არის დათრგუნული, ძველებური არ არის, როგორსაც ჩვენ ვიცნობდით. ჩემი სურვილია, რომ ის იყოს თავისუფალი და მთელმა საზოგადოებამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ეს ადამიანი გავათავისუფლოთ - სხვა გამოსავალი არ არის. გაოგნებული ვარ, გუშინ მოვისმინე განცხადება, რომ მისმა 50-დღიანმა შიმშილობამ დააზიანა თურმე ოპოზიციური მოძრაობა. ვინმეს გაუგია ასეთი ისტორიული ფაქტი, რომ გმირობა ა...
სპეციალური პენიტენციური სამსახური ტელეკომპანია "ტვ პირველის" ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ სიცრუეა, თითქოს ქალთა დაწესებულების პატიმრები ნარკოტიკების რეალიზებას ახდენენ და პროცესში ადმინისტრაციაც მონაწილეობს "სიმართლეს არ შეესაბამება ტელეკომპანია "ტვ პირველის" მიერ მომზადებული სიუჟეტი, თითქოს მე-5 (ქალთა) დაწესებულების პატიმრები ნარკოტიკული მედიკამენტის (სუბოტექსის) რეალიზებას ახდენენ და პროცესში დაწესებულების ადმინისტრაციაც მონაწილეობს. განვმარტავთ, რომ აღნიშნული ცრუ ინფორმაციის გავრცელების მიზანს წარმოადგენს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა დემორალიზება, მათი საქ...
დღეს მუშაობა იმ ჯგუფთან გვჭირდება, ვინც ჯერჯერობით ვერ ჩამოყალიბდა ვაქცინაციასთან დაკავშირებით. - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ანტივაქსერების ჯგუფი დიდი არ არის. "ვაქცინაციის კამპანიას დაეხმარება თანმიმდევრული და პოზიტიური მესიჯები, რაც გააძლიერებს ვაქცინაციის მიმართ დადებით განწყობას და არ შექმნის კიდევ მეტ ეჭვს, რაც ბევრ შემთხვევაში ნამდვილად არის. მექანიზმს, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ არის ბაზისური და სტანდარტული მიდგომები ინფორმირების სახით. გარდა ამისა ფინანსური სტიმული, რომელიც მუშაობს. ყველა მხრიდან საჭიროა მეტად თანმიმდევრული და პოზიტიური კამპანია იმისთვის, რომ ვაქცინაცი...
მარტო შოლტის და მათრახის პრინციპი არ მოქმედებს, - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი კვლავ დაბალია. როგორც გამყრელიძემ საკორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, პირბადე რომ მოსახლეობის 90%-მა, 95%-მა ატაროს, იანვრამდე 200-300 ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ. "მარტო შოლტის და მათრახის პრინციპი არ მოქმედებს.უკვე ორი წელი გავიდა და უნდა გვესწავლა და ვისწავლოთ ის, რომ ეს პირბადე უმარტივესი რაც არის, როგორმე ყველამ ვატაროთ. ხო ციფრებს გეუბნებით, ჩვენ რომ ყველა ვიყოთ სოლიდარული და პირბადე დღეს ყველამ ვატაროთ, ანუ 90%-მა, 95%-მა მოსახლეობის, ჩვე...
კოვიდის გადატანის შემდეგ ე.წ ჩამკეტი აღარ არის და ადამიანს მწვანე სტატუსი ექნება მუდმივად, - ამის შეახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბი უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. მისი თქმით, მწვანე სტატუსი ენიჭება ასევე პირს, თუ მას აქვს გაკეთებული 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ასევე თუ ადამიანს გააჩნია 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენის დამადასტურებელი ტესტი. „კიდევ ერთხელ მინდა დავაზუსტო, რა არის მწვანე სტატუსი და რომელ დაწესებულებებში დაგვჭირდება მწვანე სტატუსის გამოყენება. მწვანე სტატუსი ენიჭება ადამიანს, რომელიც სრულად ვაქცინირებულია, ანუ გაკეთებული აქვს 2 დოზა აცრის. გადატანილი აქვს კოვიდ ინფექცია, ოღონდ ლაბორატორიულად დადასტურებულ...
რესტორნებს, რომლებსაც, 1 დეკემბრიდან სტუმრების მიღება მხოლოდ მწვანე სტატუსით შეუძლიათ, მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით რესტორნებს, რომელთაც, როგორც მოგეხსენებათ, 1 დეკემბრიდან სტუმრების მიღება შეუძლიათ მხოლოდ მწვანე სტატუსით, მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ, ანუ ისინი შეძლებენ თავისი გადაწყვეტილების შესაბამისად იმუშაონ იმდენი ხანი, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლიან",-აღნიშნა ღიბრაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული გ.ლ. განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. უწყების ცნობით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 23 ნოემბერს, საღამოს საათებში ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი, 1988 წელს დაბადებული დ.მ. და ბრალდებული გ.ლ. მეგობრებთან ერთად, თბილისში, მათსავე საცხოვრებელი ბინის მიმდებარე ქუჩაზე იმყოფებოდნენ. დ.მ-სა და გ.ლ.-ს კონფლიქტი მოუხდათ და ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც გ.ლ.-მ მეგობ...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 3 201 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 64 პაციენტი. ამასთანავე, NCDC-ის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ19-სგან კიდევ 4 098პირი გამოჯანმრთელდა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა და საქართველოს მოსახლეობას გიორგობის დღესასწაული მიულოცა. როგორც ილია მეორემ ქადაგებისას აღნიშნა, უნდა გვახსოვდეს, რომ განსაცდელი არის საშუალება, რომელიც ასწორებს ადამიანს და რომლითაც ღმერთი მოდის ჩვენთან. პატრიარქის თქმით, არ შეიძლება, ადამიანი იყოს დედამიწაზე და ცოდვა არ ჩაიდინოს, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს ის, რომ სინანული ასწორებს ადამიანს. „ჩვენთან არს ღმერთი! გილოცავთ გიორგობას, წმინდა გიორგი იყოს მფარველი ჩვენი ქვეყნისა, მსოფლიოსი. ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა მრავალი განსაცდელი არის ჩვენ გარშემო, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი არასდროს არ არის მიტოვებული ღვთისაგ...
პარტია „დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამმ, რომელიც „ნიუ ჰოსპიტალს“-ში მკურნალობს, საკვების მიღება დაიწყო. როგორც ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, დინამიკა იმდენად კარგია, რომ შესაძლოა მალე გამოწერონ საავადმყოფოდან. „სისუსტე დავამარცხე, ფეხებში ძალა ვიგრძენი, ანალიზები კარგი მაქვს, კითხვა დავიწყე, „ბასეინში“ წყალიც ჩამისხეს“. დღეს პირველად ვჭამ უკვე საჭმელს. ეს არის ჩემი ელარჯიც, მწვადიც, დედას პურიც, კრუასანიც, სტეიკიც, ღვინოში გამომცხვარი ხორციც, ჩინურიც… დინამიკა იმდენად კარგია, რომ მგონი მალე გამომწერენ საავადმყოფოდან. მადლობა „ნიუ ჰოსპიტალს“,- წერს ელენე ხოშტარია. შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარია...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 5 085 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 62 პაციენტი.. ამასთანავე, NCDC-ის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ19-სგან კიდევ 4 428 პირი გამოჯანმრთელდა.
"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია საკვების მიღებას სავარაუდოდ, ხვალიდან დაიწყებს. “ნიუ ჰოსპიტალსის” შინაგანი მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელი აცხადებს ელენე ხოშტარია ამ ეტაპისთვის საკვებ დანამატზე იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამასთან ექიმის თქმით, კვების აღდგენის პროცესში მოსალოდნელია გართულებები. "ამ ეტაპზე პაციენტ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იმყოფება. ვაძლევთ კალორაჟს კილოგრამ წონაზე გადაანგარიშებით. ხვალიდან იგეგმება საკვების მიცემა. ამ ეტაპამდე საკვებ დანამატზეა, რომელიც არჩეულია ჩვენს მიერ, ამით ხდება მკაცრი კონტროლი იმ კალორაჟისა, რომელსაც ვაწვდით. ვინაიდან, კვების ა...
New York Times-ის მონაცემებით, ბოლო 7 დღის განმავლობაში, 100 000 მოსახლეზე კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა. გამოცემის მიხედვით, საშუალო სიკვდილიანობა საქართველოში 74,7-ია, რაც 100 000 სულ მოსახლეზე 2,01 გამოდის. ცხრილში საქართველოს შემდეგ ბულგარეთი, მოლდოვა, უკრაინა და ხორვატიაა. ცნობისთვის ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 851 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 55 პაციენტი გარდაიცვალა. გასული დღე–ღამის განმავლობაში კი 5 530 პირი გამოჯანმრთელდა.
კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" დღეს, კულტურის მინისტრის მიერ დაგეგმილ ბრიფინგზე ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების წარმომადგენლების არ მიწვევის ფაქტს ეხმაურება და მოუწოდებს უწყებას, შეწყვიტოს ჟურნალისტთა დისკრიმინაცია. "მიგვაჩნია, რომ მსგავსი დისკრიმინაციული მიდგომა ლახავს მედიის წარმომადგენლების უფლებას შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია მნიშვნელოვან საკითხებზე. ამასთან, საზოგადოებას ეზღუდება შესაძლებლობა სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით თვალი ადევნოს მიმდინარე პროცესებს. მოვუწოდებთ საქართველოს კულტურის სამინისტროს შეწყვიტოს მედიის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა და ყველა ჟურნალისტს მიეცეს ინფორმაციაზე წვდომის ...
გიული ალასანიამ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა. როგორც ექსპრეზიდენტის დედამ განაცხადა, ვარდების რევოლუციის გმირი რომ გისოსების უკან წევს, კმაყოფილი ვერ იქნება. მისივე თქმით, პალატაში, სარკმელის გაღების უფლება მისცეს, თუმცა სარკმელი გისოსები აქვს, რაც ძალიან დამთრგუნველია. "ვარდების რევოლუციის გმირი რომ გისოსების უკან წევს, ეს მე არ მომწონს, ამით ვერ ვიქნები კმაყოფილი. პალატაში წევს, ყველაფერი უკეთდება, ოტახი პატარაა, მაგრამ ალბათ ამ კლინიკაში მეტი შესაძლებლობა არ არის. სარკმელი გაღებულია ოღონდ იმ სარკმელზე არის გისოსები, რაც ძალიან დამთრგუნველია, მით უმეტეს რომ გავიხსენოთ რა თარიღია ხვალ, ამის ფონზე, ძალიან დამთრგუნველი და არაბუნებრივი სრულია...
შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი მოქალაქე არ არის მოტივირებული დაიწყოს ახალი სამუშაო ადგილი იმის შიშით, რომ სახელმწიფომ არ მოუხსნას სოციალური დახმარება - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ინიციატივით გამოდის, რომ საქართველოში სამუშაო ჯგუფი შეიქმნას. როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ქვეყანაში 600 000 სოიალურად დაუცველი მოქალაქეა და აქედან მინიმუმ 200 000 არის შრომის უნარიანი მოქალაქე, რომლებიც არსებული სოიალური პოლიტიკის გამო არ არიან მოტივირებული, სამუშაო ადგილების მოსაძებნად. პრემიერის თქმით, შექმნილი სამუსაო ჯგუფების შედეგად, მოხდება მათი უამრავ სპეციალობაში გადამზადება, შემუშავდება რამდენიმე კვირიანი პროგრამე...