ეს მუდმივად ხდებოდა, მაგრამ ბოლო პერიოდში, კლინიკის პერსონალი მუშაობს წარმოუდგენელი წნეხის ქვეშ, მუქარის ქვეშ - მემუქრებიან მათ შორის მეც და ჩემი ოჯახის წევრებსაც, - ამის შესახებ კლინიკა "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა. ჩხაიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მუქარის ავტორი ყველა პირის ვინაობა დასახელდება და გამოთქვა იმედი, რომ აღნიშნულ ქმედებებს სამართალდამცავი ორგანოების შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. "კონკრეტული ადამიანები, რომლებიც გვემუქრებიან ყველა ექიმს - იქნება კონკრეტულად ეს დასახელებული, ამიტომ ვაკეთებ განცხადებას. წარმოუდგენელი სტრესის ქვეშ მუშაობს პერსონალი იმიტომ, რომ უკვე გადავიდნენ მუქარებზე არა ჩვენზე კონკრეტულად, უკვე ოჯახის წე...
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, გიორგი ჩალაძის განცხადებით, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციაში გადაჰყავთ. როგორც ჩალაძემ მედიის წარმომადგენლებს ცოტა ხნის წინ უთხრა, ექსპრეზიდენტის მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარზეა. "ამ წუთებში პრეზიდენტი სააკაშვილი გადაჰყავთ რეანიმაციაში. ამ წუთას ჩამოვედი პირად ექიმთან საუბრის შემდეგ, ბატონი ზურაბიც საქმის კურსშია. პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის საგანგაშო და კრიტიკულ ზღვარზე. მისი სიცოცხლის შესანარჩუნებელი ღონისძიებების გასატარებლად, საჭიროა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იმყოფებოდეს რეანიმაციულ განყოფილებაში. ამ წუთებში, მზადდება რეანიმაციული პალატა", - განაცხადა გიორგი ჩალაძემ. მისივე ...
ჩვენ ვესაუბრეთ საბადრაგო სამსახურს, პერსონალურ ექთანს, რომელიც იმყოფება იქვე - მათ მიერ გონების კარგვა უშუალოდ ნანახი არ ყოფილა, - ამის შესახებ კლინიკა "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ჩხაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მესამე პრეზიდენტს დაზიანებები არ აღენიშნება. "ჩვენ ვესაუბრეთ საბადრაგო სამსახურს, პერსონალურ ექთანს, რომელიც იმყოფება იქვე - მათ მიერ გონების კარგვა უშუალოდ ნანახი არ ყოფილა. პაციენტის გადმოცემით, მან წამიერად დაკარგა წონასწორობა და ადგილი ჰქონდა დაცემას, როგორც თვითონ ამბობს. ექთნის მიერ ნანახი იქნა უშუალოდ საწოლში და მან განუცხადა ეს, თუ რა მოხდა, როდესაც შევიდა საპირფარე...
საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა წუხელ გონება დაკარგა. როგორც ალასანიამ კლინიკა "ვივამედში" სააკაშვილის მონახულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, მას სისუსტე და მაღალი ტემპერატურა აქვს. "მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა ღამე, 03:00-04:00 საათებს შორის შუალედში. ეს აბაზანაში მოხდა მოძრაობის დროს. როცა მე მოვედი, ექიმები უკვე შესულები იყვნენ და გასინჯეს. თვითონ როგორც მითხრა, რაღაც დაზიანებები მივიღეო... როგორც ყოველთვის, აქვს საშინელი სისუსტე, საშინელი ფერი და სიცხე ძალიან მაღალი - 39-მდე ჰქონდა იმ ფონზე, რომ უკვე კოვიდუარყოფითია", - განაცხადა მესამე პრეზიდენტის დედამ. შეკითხვაზე, როგორი...
იმედი ნუ ექნებათ, რომ ვიღაც რაღაც სიას შეადგენს, - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა განაცხადა. როგორც მეუფე იაკობმა წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში ქადაგებისას თქვა, საქართველომ "უცხოელების" ჭკუაზე არ უნდა იცხოვროს. "ვიღაცები ცდილობენ ხოლმე, უცხოელებმა რამე გვითხრან და იმათ ჭკუაზე ვიცხოვროთ. ერთი რამ ვიცოდეთ, ნებისმიერ ქვეყანაში, პირველ რიგში, უნდა იყოს გატარებული იმ ერის ინტერესი, იმ ხალხის ინტერესი, ვინც იქ ცხოვრობს. დანარჩენი, სხვისი დღის წესრიგით ვერასდროს ვერ ვიცხოვრებთ ისევე, როგორც სხვა ქვეყნებს აქვთ თავის დღის წესრიგი, ჩვენ არ შეიძლება ვინმეს დავაწესებინოთ. მით უმეტეს, ქრისტეს ერი ვართ, ღვთისმშობლის ერი ვართ, დედა ნინო არის ჩვენი დედა. ვინ უ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართულ-პოლონური საწარმოს მიერ განხორციელებულ უპილოტო საფრენი აპარატების სატესტო ჩვენებას დაესწრო. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საბრძოლო და სადაზვერვო უპილოტო საფრენმა აპარატებმა საცდელი ფრენა წარმატებით განახორციელეს. ქართულ-პოლონური საწარმოს - შპს „დელტა-ვებეს" მიერ WARMATE-ისა (კამიკაძე) და FLYEYE-ის სადაზვერვო ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების სადემონსტრაციო ფრენას მხარდამჭერი ცენტრის - "კრწანისის" სასროლეთზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან ვახტანგ გომელაურთან და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო...
ქართული ბიზნეს კომპანიები და საზოგადოება უკრაინის მხარდაჭერას ომის დაწყების პირველი დღეებიდან სხვადასხვა აქტივობით გამოხატავს. ზამთრის დადგომასთან ერთად, უკრაინაში ელექტროსადგურების და ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანებამ, ქვეყნის ენერგომომარაგებას სერიოზული საფრთხე შეუქმნა, მათ შორის სასიცოცხლო ობიექტების: საავადმყოფოების, პურის ქარხნების და სკოლების გამართულ ფუნქციონირებას. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს მოსახლეობამ სოლიდარობის აქციის ფარგლებში „დავეხმაროთ ენერგოკრიზისში მყოფ უკრაინას“ რამდენიმე კვირაში ნახევარი მილიონის ლარის მობილიზება მოახდინა, ჰუმანიტარულ აქციას ქართული ბიზნესიც შეუერთდა. კომპანია GM Pharma (PSP ჯგუფი) და „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა&ldquo...
ე.ი. მატყუებს ჩემი შვილი? - ასე გამოეხმაურა მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია კლინიკა "ვივამედის" კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებას, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ექიმს ან ექთანს მიხეილ სააკაშვილის გონების კარგვა არ დაუფიქსირებია. ალასანიას თქმით, ამბობს იმას, რასაც სააკაშვილი ეუბნება და ამაზე პასუხი ბადრაგებს შეუძლიათ მოსთხოვონ. „ე.ი. მატყუებს ჩემი შვილი? აბა, მე იქ არ ვყოფილვარ და ვამბობ იმას, რასაც ჩემი შვილი მეუბნება. რას ნიშნავს არ სჯერათ? ბადრაგებმა ამაყენესო და ჰკითხონ მაშინ ბადრაგებს“,- განაცხადა ალასანიამ. ცნობისთვის, "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ გონების კარგვასთან დაკავშირებით განცხადება ცოტ...
"ვივამედის" კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, კლინიკის ექიმებსა და ექთნებს მიხეილ სააკაშვილის გონების კარგვის ეპიზოდი არ დაუფიქსირებიათ. როგორც ჩხაიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ისტორიაში ნაჩვენებია, რომ "ეს არის პაციენტის გადმოცემით", თუმცა, შემთხვევა არ ყოფილა. "რაც შეეხება გონების კარგვის ეპიზოდებს, ეს რამდენიმე დღეა ჟღერდება, არც ერთ შემთხვევაში, ექიმის, ექთნის მიერ დაფიქსირებული გონების კარგვის ეპიზოდი არ ყოფილა. 24 საათი ექთანი არის ადგილი, პაციენტზე პერსონალური ექთანია მიმაგრებული. მე გეუბნებით რეალობას და ვის რა რეალობა აწყობს, ეგ ცალკე საკითხია. ისტორიაში ფიქსირდება, რომ ეს არის...
მისი პარამეტრები არანაირად არ შეესაბამება კრიტიკულ დეპარტამენტში გადაყვანას, ამიტომ აგრძელებს მკურნალობას პალატაში, - ამის შესახებ კლინიკა "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ჩხაიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, კოვიდინფიცირებული მიხეილ სააკაშვილის რესპირატორული და ყველა სხვა ტიპის მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია. "პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური. მისი ფიზიოლოგიური პარამეტრები არის სტაბილური. ტემპერატურული რეაქცია არ აღენიშნება პაციენტს. აქედან გამომდინარე, რაც განაცხადა ადვოკატმა, რომ სარეანიმაციო პაციენტია, ეს არის ადვოკატის ხედვა. პაციენტი კონსულტირდება ყოვედღიურად სხვადას...
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ლაგუნა ვერე“ საკუთრებაში გადაეცემა მუნიციპალიტეტს და ინფრასტრუქტურა სრულად აღდგება. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისთვის მან მადლობა ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილსა და საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გადაუხადა. როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ობიექტთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიისა და მიმდებარე არეალის განაშენიანება-მოწესრიგებასთან დაკავშირებით, მინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მივაწოდო ინფორმაცია. მესმის, პროექტთან დაკავშირებით პოლიტიკურად ანგაჟირებული საზოგადოების რეაქცია და ამის მ...
ვაკის პარკში, ანტისაბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის დახვრეტილი გმირების შესახებ საინფორმაციო მემორიალი განთავსდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მოეწყობა სივრცე, სადაც საქართველოს დამოუკიდებელი კომიტეტის სამხედრო ცენტრის, მისი საქმიანობისა და წევრების შესახებ ისტორიული ცნობები იქნება წარმოდგენილი. „2023 წლის მაისში 100 წელი სრულდება ანტისაბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის წევრების - კოტე აფხაზის, ალექსანდრე ანდრონიკაშვილის, ვარდენ წულუკიძის, როსტომ მუსხელიშვილის, გიორგი ხიმშიაშვილის და სხვათა დახვრეტიდან. ისინი შეეწი...
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს 45 წლის გახდა. ზელენსკი დაიბადა 1978 წლის 25 იანვარს, კრივოი-როგში, უკრაინის სსრ-ში, სსრკ-ში, ებრაელი მშობლების ოჯახში. მისი პაპა, სიმიონ ივანეს ძე ზელენსკი მსახურობდა წითელ არმიაში, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. სემიონის მამა და სამი ძმა ჰოლოკოსტის დროს დახოცეს მისი მამა, ალექსანდრ ზელენსკი არის პროფესორი და კრივოი-როგის ეკონომიკის ინსტიტუტის კიბერნეტისა და კომპიუტერული ტექნიკის ხელმძღვანელი. დედა, რიმა ზელენსკა მუშაობდა ინჟინრად. დაწყებითი სკოლის დაწყებამდე ოთხი წლის მანძილზე ცხოვრობდა მონღოლეთში, ქალაქ ერდენეტში სადაც მისი მამა მუშაობდა. 16 წლის ასაკში ჩააბარა ტესტი ინგლისურ ენაში და მიიღო საგანმანათლებლო გრანტი ისრაელში სასწავლებლად ...
რეანიმაციაში გადაყვანაზე საუბარი არ ყოფილა, როგორც ვიცი ეს ინფორმაცია მისმა ადვოკატმა გაავრცელა, არამგონია ადვოკატი მის მდგომარეობას უფრო აფასებდეს, ვიდრე 7 ექიმი, - ასე გამოეხმაურა "ვივამედის" კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე, მიხეილ სააკაშვილი ადვოკატის განცხადებას, რომელიც სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანას ითხოვს. მისივე თქმით, "ვივამედის" კლინიკა აქამდე ჰიბრიდ კლინიკა იყო და არსებობს ყველანაირი საშუალება, რაც არის საჭირო და აუცილებელი სამკურნალოდ. "რეანიმაციაში გადაყვანაზე საუბარი არ ყოფილა, არ ვიცი საიდან გავრცელდა ეს ინფორმაცია, გაავრცელა, როგორც ვიცი ადვოკატმა და არა მგონია ადვოკატი მის მდგომარეობას უფრო აფასებდეს, ვი...
საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ექსპრეზიდენტის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ავრცელებს. როგორც უფლებადამცველი სოციალურ ქსელში წერს, მიხეილ სააკაშვილმა გონება დღესაც დაკარგა. "სააკაშვილს კოვიდი დაუდასტურდა! როგორ? ყველა შეფუთული შევდივართ! დღესაც გონება დაკარგა!",- წერს ხაჭაპურიძე. ამ დროისთვის უცნობია როგორია პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა და ვინ არის მისი ინფიცირების წყარო.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარისთვის მანქანის გადაცემის საქმეზე მოკვლევა დაიწყო. აღნიშნული თემით უწყება პარტიის წევრების მხრიდან სატელევიზიო ეთერებით გაკეთებული განცხადებების საფუძველზე დაინტერესდა. "სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტმა დაიწყო საკითხის მოკვლევა. სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში მოხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება",- აცხადებენ უწყებაში. საქმე ეხება ავტომობილს, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, ნიკა მელიამ საჩუქრად დავით კეზერაშვილისგან მიიღო. როგორც ბეჟაშვილმა 22 იანვარს ტელეკო...
საერთოდ წონა აღარ აქვს ადამიანს და ფეხზე ვერ დგება, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ალასანიამ კლინიკა "ვივამედში" ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, სააკაშვილი "არის ძალიან ცუდად". "არის ძალიან ცუდად, რაც კონკრეტულად იმაში გამოიხატება, რომ საერთოდ წონა აღარ აქვს ადამიანს, ფეხზე ვერ დგება, ვერ ჭამს და ვერაფერს შვება. ოპერაციამდე სჭირდება შხამების გამოყვანა, არავითარი ოპერაცია", - განაცხადა გიული ალასანიამ. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე ან სასჯელისგან გათავისუფლების შუამდგომლობაზე მ...
2022 წელს საქართველოს საზღვარის კვეთა 1 669 005- ჯერ განხორციელდა (შემოსვლა+გასვლა), ხალხის ყველაზე დიდი ნაკადი, 1 405 552 ადამიანი, რუსეთის ფედერაციიდან იყო. საზღვარის კვეთისას 71% უცხოელი იყო, 29% კი - ქართველი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ 1 405 552 ადამიანი, საქართველოში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მარტი-დეკემბრის პერიოდში შემოვიდა. აქედან გამომდინარე, აპრილიდან ნოემბრის ჩათვლით, რუსეთი საქართველოს საზღვრის კვეთის სტატისტიკაში პირველ ადგილზე იყო, შემდეგ კი დეკემბრის თვეში ის თურქეთმა ჩაანაცვლა. 2022 წლის დეკემბრის მონაცემთა მიხედვით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს საზღვრის კვეთა სა...
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, იანვარში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემის, ასევე მუნიციპალიტეტებში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, 20 მილიონი ლარზე მეტი გამოიყოფა. მთავრობის განკარგულებით, სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, მუნიციპალიტეტებს 19 695 000 ლარი გამოეყოფა. „სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს კანონით გათვალისწინებული საქა...
შეიძლება ქალბატონ ნინოს გამორჩა ის დიაგნოზები და ის განმარტებები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ სპეციალისტებისგან, რომლებიც ამბობენ, რომ ადამიანი არის მოწამლული, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა "ვივამედის" დირექტორის განცხადების საპასუხოდ განაცხადა. გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში არის მძიმე მეტალები, რომლებიც ჯერ არ გამოსულა, რის გამოც ექსპრეზიდენტი ვერ იღებს საკვებს და ჭამს იმას, რაც შეუძლია. "შეიძლება ქალბატონ ნინოს გამორჩა ის დიაგნოზები და ის განმარტებები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ სპეციალისტებისგან, მაღალი დონის ექსპერტებისგან, რომლებიც ამბობენ, რომ ადამიანი არის მოწამლული. მძიმე მეტალები ორგან...