დიდუბე-ავჭალის გადასარბენზე, ქსნის ქუჩის მიმდებარედ, ლიანდაგზე დღეს, გამთენიისას ფერდობიდან ქვის მასა ჩამოიშალა. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ქსნის მიმდებარე ტერიტორიაზე ქვათაცვენა აქამდე არ დაფიქსირებულა. მერიაში ასევე ეხმაურებიან გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, აღნიშნულ საკითხზე მოსახლეობის არაერთგზის მიმართვას მუნიციპალიტეტის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია და აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. "აქამდე ქვათაცვენა ამ ტერიტორიაზე არ დაფიქსირებულა. შესაბამისად, მოსახლეობის მხრიდან განცხადება ქვათაცვენის პრობლემის შესახებ აქამდე არც თბილისის მერიაში და არც ნაძალადევის რაიონის გამგეობაში არ შემოსულა ასევე სიცრუეა მედიით გავრცელებულ...
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში ოპერაცია გაუკეთეს. აღნიშნულ ინფორმაციას მედია დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ე.წ. პრესსამსახურის ცნობით, ასლან ბჟანიას სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მათივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო პერიოდი რამდენიმე დღე გაგრძელდება, რის შემდეგაც ე.წ. პრეზიდენტი რუსეთში მივლინებას გააგრძელებს. "საფუძვლიანი დიაგნოსტიკის შემდეგ მას ოპერაცია ჩაუტარდა. პროცედურამ წარმატებით ჩაიარა. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება", - ამბობენ ე.წ. პრესსამსახურში. ცნობისთვის, 10 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთის დე ფაქტ...
დიდუბე-ავჭალის გადასარბენზე, ქსნის ქუჩის მიმდებარედ, ლიანდაგზე დღეს, გამთენიისას ფერდობიდან ქვის მასა ჩამოიშალა. აღნიშნულ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს. მათი ცნობით, მომხდარის შედეგად, ბათუმი-თბილისის, თბილისი-ბორჯომის და თბილისი-ბათუმის მატარებლების მოძრაობა დროებით შეფერხდა. "საქართველოს რკინიგზის" შესაბამისი სამსახურების მიერ ერთი ლიანდაგი ოპერატიულად გაიწმინდა და დროულად მოხერხდა მატარებლების მოძრაობის განახლება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეორე მიმართულების ლიანდაგის გაწმენდითი სამუშაოები. სამუშაოების დასრულებისთანავე მოძრაობა მეორე ლიანდაგზეც უსაფრთხოების ყველა წესის გათვალისწინებით ჩვეულ რეჟიმში განახლდება. ...
მიმდინარე წლის მე-2 კვარტლის (აპრილი-ივნისი) მონაცემების მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის 4 918 036 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 30%-ის შემთხვევაში საზღვარი საქართველოს, ხოლო 70%-ის შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა გადაკვეთეს. აღნიშნულ სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს საზღვარი ყველაზე მეტჯერ რუსეთის ფედერაციიდან გადმოიკვეთა. რუსეთიდან ქვეყანაში შემოსვლა 443 624-ჯერ დაფიქსირდა, გასვლა კი 427 443-ჯერ. შემომსვლელთა რაოდენობის მიხედვით, მეორე ადგილზეა თურქეთი, შემდეგი ხუთეული კი ასე გამოიყურება: სომხეთი, ევროკავშირის ქვეყნები, ისრაელი, აზერბაიჯანი, უკრაინა. შსს-ს ცნობით...
გარდაიცვალა კაცი, რომელსაც ბათუმში სკუტერი დაეჯახა. შემთხვევა დღეს, ცოტა ხნის წინ მოხდა. როგორც გამოცემა "ბათუმელები" წერდა, კაცს სკუტერმა ე.წ. პიშევიკების ტერიტორიაზე გადაუარა. კაცი ზღვიდან უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს - მას ჭრილობა ჰქონდა თავის არეში. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის, წყლის ან საბაგიროს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, ან 1 წლამდე პატიმრობით.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა, შოვში სტიქიის მე-14 დღე შეაჯამა. მისი თქმით, სტიქიის ეპიცენტრში ძებნა-შველის ღონისძიებები მხოლოდ რამოდენიმე პატარა ფრაგმენტზე დარჩათ და ამ ადგილას სამძებრო სამუშაოები სავარაუდოდ ხვალ დასრულდება. ''ფაქტიურად დღეს ჩვენ დავასრულეთ სტიქიის ეპიცენტრში გადამოწმება, ძებნა-შველის ღონისძიების კუთხით სამუშაოები. დარჩენილი გვაქვს სულ რამოდენიმე პატარა ფრაგმენტი ტერიტორიის, რომელზეც მძიმე ტექნიკა ვერ ახერხებდა შესვლას და დღეს ღამის განმავლობაში გავაგრძელებთ ამ მიმართულებით და სავარაუდოდ ხვალ დავასრულებთ'', - განაცხადა მღებრიშვილმა. შეგახსენებთ, რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტუ...
სინანული მინდა გამოვხატო იმასთან დაკავშირებით, რომ დათო ჯელაძეს გული ვატკინე, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, დავით ჯელაძემ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მისი დისშვილი გაეყვანა მაქსიმალურად უსაფრთხო ტერიტორიაზე. მე ჯერ მქონდა სატელეფონო საუბარი დათო ჯელაძესთან, შემდეგ ასევე შევხვდი მას. პირველი, რაც მინდა გითხრათ, ჩემი შთაბეჭდილება მინდა გაგიზიაროთ, პირველ რიგში, ადამიანური. დათო არის გულიანი ვაჟკაცი რაჭველი კაცი, ეს პირველ რიგში მინდა გითხრათ. მან დეტალურად გაიხსენა ის ისტორია, რომელიც მას გადახდა და ნუ, წარმოუდგენელი ისტორიაა, საოცარი ისტორიაა. რეალურად, მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მისი დისშვილი გა...
პროცესები წარიმართა ეფექტიანად, რაიმე სხვა სცენარი რომ წარმოიდგინოთ, სხვაგვარი მუშაობის პირობებშიც ვერც ერთი ადამიანით მეტი ვერ გადარჩებოდა, - ამის შესახებ განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, რომელიც შოვის სტიქიის წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ გატარებულ ზომებზე საუბრობდა. მისივე თქმით, სტიქიის ზონაში სამუშაოები არ შეჩერებულა და გრძელდებოდა მთელი პერიოდის განმავლობაში იმ საშუალებებით, რა საშუალებებიც იყო ხელმისაწვდომი სამაშველო სამსახურისთვის. "სამუშაოები არ შეჩერებულა. სამუშაოები გრძელდებოდა მთელი პერიოდის განმავლობაში იმ საშუალებებით, რა საშუალებებიც იყო ხელმისაწვდომი სამაშველო სამსახურისთვის... პროცესები წარიმართა ეფექტიანად, რა...
თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე სატვირთო მანქანა ამობრუნდა, დაშავებულია მძღოლი. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო აღმაშენებლის ხეივანზე მოძრაობა დროებით შეჩერებული იყო. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.
საქართველოს სახალხო დამცველმა კანონშეუსაბამოდ მიიჩნია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) გადაწყვეტილება, არ დაეშვა ერთ-ერთი აბიტურიენტი დამატებით გამოცდაზე,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ავრცელებს. ომბუდსმენმა რეკომენდაციით მიმართა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს და ისტორიის დამატებითი გამოცდის დაუყოვნებლივ დანიშვნა მოითხოვა. "განსახილველი საქმის შესწავლის შედეგად, საქართველოს სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ აბიტურიენტის ისტორიის დამატებით გამოცდაზე დაშვების საკითხის განხილვისას შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დაარღვია სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების და „კარგი მმართველობის“...
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის განცხადებით, სტიქიის ზონაში აღმოჩენილი 26 ცხედრიდან 23 იდენტიფიცირებულია. როგორც მარგველიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ამ დროისთვის 7 მოქალაქის სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. "დაკარგული 33 მოქალაქიდან ამ დროისთვის არის 26-ის ცხედარი ნაპოვნი. გრძელდება 7 მოქალაქის საძიებო სამუშაოები. 26 ცხედრიდან 23 იდენტიფიცირებულია. შოვის ტერიტორიაზე დარჩენილია რამდენიმე ფრაგმენტი, რომელიც დამუშავდება უახლოეს დღეებში. გაგრძელდება საძიებო სამუშაოები მანამ, სანამ ყველა მოქალაქე არ იქნება ნაპოვნი",- განაცხადა პაპუნა მარგველიძემ. შეგახსენებთ, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე კურორ...
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კონგრესს მოუწოდებს, უკრაინისთვის დამატებით $24,1 მილიარდის გამოყოფასთან დაკავშირებით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მოთხოვნას მხარი დაუყოვნებლივ დაუჭიროს. როგორც ბლინკენმა 15 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აშშ-ისა და მოკავშირეების დახმარებამ უკრაინას საშუალება უნდა მისცეს, მომავლისთვის იბრძოლოს. "გასულ კვირაში ჯო ბაიდენმა მოითხოვა 24,1 მილიარდი დოლარი უკრაინის უსაფრთხოების, ეკონომიკის, ჰუმანიტარული საჭიროებების მხარდაჭერის გასაგრძელებლად, ისევე, როგორც სხვა ქვეყნების, რომლებიც განიცდიან ამ ომის შედეგებს. ჩვენმა ძალისხმევამ და რესურსებმა ისევე, როგორც მოკავშირეებისა და პარტნიორების დახმარებამ, საშუალება უნდა...
ბაზისბანკის მხარდაჭერით, საქართველოს უნივერსიტეტში, მოსწავლეთა შორის STEM-ის ეროვნული შეჯიბრის ფინალი გაიმართა, რომლის მიზანს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენდა. STEM-ის ეროვნულ შეჯიბრში გამარჯვებული პირველი სამი გუნდის წევრები და მათი ხელმძღვანელები, ბაზისბანკის კონტრიბუციით, დაჯილდოვდნენ ჟენევაში მოგზაურობითა და მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია CERN-ში ვიზიტით. შეჯიბრის გამარჯვებულებს შესაძლებლობა მიეცათ ადგილზე დაეთვალიერებინათ CERN-ის მუზეუმის კაბინეტ-ლაბორატორიები და ქალაქ ჟენევის ღირსშესანიშნაობები. „ბაზისბანკი აქტიურად არის ჩართული მომავალი მეცნიერების, ტექნოლოგებისა...
სიონის ტბაში 15 წლის მოზარდს ეძებენ. აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაადასტურეს. როგორც უწყებაში ამბობენ, მოზარდის წყალში გაუჩინარების შესახებ შეტყობინებაა შესული. "ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები და გარდა ამისა, სიონისკენ მიემართებიან განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი ბაზიდან მყვინთავები",- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. სიონის ტბაში 15 წლის ბიჭის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად "ლელო საქართველოსთვის" წარმომადგენელმა, ნიკა ჩერქეზიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. "15 წლის ბიჭი დაიხრჩო სიონის ტბაზე. შემთხვევიდან, დაახლოებით, 20-25 წუთში მო...
შოვში, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. აღნიშნულს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ. ამ მონაცემით, სტიქიური უბედურების მსხვერპლთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა. 7 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. შეგახსენებთ, კურორტ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს.
თბილისის მერია მიმართავს აღმაშენებლის გამზირზე განთავსებული კაფა-ბარების მფლობელებს, 24 აგვისტოს ჩათვლით მოაწესრიგონ დოკუმენტაცია, რათა ღია სივრცის გარკვეული ნაწილის ათვისებაზე ნებართვა მიიღონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაკავებული ტერიტორია სრულად გაათავისუფლონ. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. „რამდენიმე მთავრობის სხდომის წინ ვისაუბრე აღმაშენებლის გამზირზე განთავსებულ კაფე-ბარებზე, სადაც ფეხით გავლა შეუძლებელია, გარეთ გამოტანილი აქვთ მაგიდები, სკამები. ჩვენ ამას არ ვზღუდავთ, პირიქით. როგორც იცით, პანდემიის პირობებში როგორი მხარდაჭერა და თანადგომა ჰქონდათ მერიის მხრიდან, მაგრამ ასე გაგრძელება, როგორც დღეს ...
ა.წ. 11 აგვისტოს საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების ავთენტურობაში სასულიერო პირთა ერთი ნაწილის მხრიდან ეჭვის შეტანა, გაუმართლებელია,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გვერდზე დადებული განცხადება ყოველთვის არის შეთანხმებული კათოლიკოს-პატრიარქთან და საპატრიარქოს ადმინისტრაციასთან. "გვინდა აღვნიშნოთ ისიც (სხვა ფაქტებზე რომ არაფერი ვთქვათ), რომ როდესაც ქვეყანაში მასშტაბური მოვლენა ხდება, რომელზეც შეფასებას პირველიერარქი აკეთებს, მასთან (და, ასევე, ეპარქიის მმართველ მღვდელმთავართან) შეუთანხმებლად ნებისმიერი სასულიერო პირის მხრიდან საჯარო სივცეში განსხვავებული დასკვნის გაკეთება სუბო...
რიკოთის მაგისტრალური გზის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების 86% შესრულებულია. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. გზების დეპარტამენტის ცნობით, პროექტით გათვალისწინებული გვირაბებისა და ხიდების უმრავლესობა უკვე აშენებულია. "რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის პროექტით გათვალისწინებული 51 გვირაბიდან, 45 გვირაბი უკვე გაჭრილია; პროექტით დაგეგმილი 97 ხიდიდან, 81 ხიდი უკვე აშენებულია. ამასთან, 12 გვირაბით და 22 დასრულებული ხიდით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს. ამ დროისთვის, რიკოთის მაგისტრალური გზის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების 86% შესრულებულია",- ნათქვამია დეპარტამენტის ინფორმაცია...
ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 90% გადამოწმებულია. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც სტიქიის ეპიცენტრში, ასევე მდინარეების - რიონის და ჭანჭახის კალაპოტებში. "ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მეხანძრე-მაშველები სამძებრო სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე, მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში. ცნობისთვის, სტიქიური უბედურება შოვში 3 აგვისტოს მოხდა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიას 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 8 პირთან დაკავშირებით სამძებ...
გამორიცხულია არსებობდეს ადამიანი, რომელსაც შველა სჭირდებოდა და ვერ უშველეს,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. მდინარაძის განცხადებით, სტიქიის ზონაში, "სადაც კი სიცოცხლის ნიშანწყალი იყო", ყველა შემთხვევას შესაბამისი რეაგირება მოჰყვა. "ტრაგედიით მოსარგებლეების წამოწყებული კამპანიის ახალი ტალღა, მანიპულაციის და დეზინფორმაციის ახალი ნაზავი… ბევრჯერ აიხსნა და ითქვა, რომ 3 აგვისტოს, იმ უსაშინლესი ტრაგედიის დღეს, დაღამებამდე, რამდენიმე საათი ჰქონდა სამაშველო სამსახურს, რომ სტიქიის ეპიცენტრი დაეთვალიერებინათ როგორც ვერტმფრენებით, ასევე დრონების მეშვეობი...