ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შ...

ბატონი ღარიბაშვილის შემდეგ, მედიკამენტების ფასების სამართლიანობაზე საუბარი ჯანდაცვის მინისტრმა, ბატონმა აზარაშვილმა განაგრძო. მან განაცხადა, რომ  დაადგენს, სამართლიანია თუ არა ფასები ონკოლოგიურ მედიკამენტებზე. რა სამართლიანობაზეა საუბარი - სახელმწიფო აფინანსებს ონკოლოგიურ პროგრამას და თქვენ გაქვთ ორი ინსტრუმენტი, - ამის შესახებ პარტია "პროგრესი და თავისუფლების" ლიდერი კახა ოქრიაშვილი აცხადებს. ოქრიაშვილის თქმით, აღნიშნული ორი ინსტრუმენტიდან ერთი მედიკამენტების და არა მარტო მედიკამენტების კონსოლიდირებულ შესყიდვას, მეორე კი, რეფერენტული ფასების დაწესებას წარმოადგენს. "1. მედიკამენტების და არა მარტო მედიკამენტების კონსოლიდირებული შესყიდვა, რისთვი...

„გირჩი - მეტი თავისუფლება“ თათია...

ივანიშვილის რუსული მთავრობა ყველას მიადგება. არამარტო მათ, ვისგანაც საფრთხეს გრძნობს,- ასე ეხმაურება პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლება" თათია სამხარაძის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს და მას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.  როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, "ხელისუფლება და მისი პროპაგანდისტები, თათია სამხარაძეს არამხოლოდ აშავებენ, არამედ ფიზიკურად და კანონის უსამართლო გამოყენებით, მასზე ძალადობენ იმისათვის, რომ გადაფარონ გარყვნილი პროპაგანდონის უღირსი საქციელი'' ''სრული მხარდაჭერა, სოლიდარობა და გვერდში დგომა თათია სამხარაძეს. ივანიშვილის რუსული მთავრობა ყველას მიადგება. არამარტო მათ, ვისგანაც საფრთხეს გრძნობს, არამედ მათაც, ვისი გაშავებითაც თავის მცირე ...

ილია II მსოფლიო პატრიარქს უკრაინ...

კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ს უკრაინაში რუსეთის ეკლესიის მხარდამჭერი წერილით მიმართავს და სთხოვს, რომ ჩაერთოს იმ "დაძაბულობის განმუხტვაში", რომელიც უკრაინაში რუსული ეკლესიისთვის კიევ-პეჩორის ლავრის ჩამორთმევის შემდეგ წარმოიქმნა. "როგორც ცნობილია, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის უდიდესმა ნაწილმა ამ ომში თავისი ქვეყნისადმი ერთგულება გამოიჩინა და უკრაინის ძლიერება მათმა ერთსულოვნებამაც განაპირობა. რა თქმა უნდა, იქნებოდნენ განსხვავებული პოზიციის მქონენიც, რაც საერთო სურათს არ ცვლის. ის ფაქტი, რომ უნეტარესი ონოფრე სინოდალური გადაწყვეტილებით გაემიჯნა რუსეთის ეკლესიას და გარკვეული ნაბი...

კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს...

პარტია "პროგრესი და თავისუფლების" ლიდერი კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ღია წერილით მიმართავს, რომელსაც უცვლელად გთვაზობთ: "წელს, პრემიერმა უკვე მეორედ ახსენა კომპანია PSP, PSP ჯგუფს გვიწოდა დესტრუქციული ძალა და ბრალი დაგვდო, თითქოს ერთ-ერთ მედიკამენტზე 300%-იანი ფასნამატი გავაკეთეთ. ეს არის ტყუილი! წინა პერიოდში, ეს ონკოლოგიური პროდუქტი  PSP-ს ქსელში იყიდებოდა სპეციალურ ფასად, თვითღირებულებაზე 3-ჯერ უფრო იაფად, რადგან ჰქონდა მოკლე ვადა. მიღებული პრაქტიკაა, რომ მოკლევადიანი მედიკამენტი რამდენჯერმე უფრო იაფად იყიდება, ვიდრე მისი შესასყიდი ფასია, რათა ვადა არ გაუვიდეს. ჯანდაცვის სამინისტრომ პრემიერს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, პრემიერმა კი, უკვ...

ანალენა ბერბოკი ილიას სახელმწიფო...

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველ სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრისას გერმანელი დიპლომატი ისმენდა ახალგაზრდების პოზიციას თუ როგორ ხედავენ ისინი ქვეყნის მომავალს და ევროპულ პერსპექტივებს, ასევე საუბარი შეეხო იმ დაბრკოლებებს, რაც ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას ხელს უშლის. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის თქმით, ევროკავშირს აქვს ძალიან პრინციპული პოზიცია, რომ საქართველო უდნა იყოს ევროკავშირის წევრი, რაც მამოტივირებალი და ძალის მომცემია. "მნიშვნელოვანი იყო გზავნილი, რომ ისინი ჩვენთან არიან, მხარს გვიჭერენ ყველა შესაძლო ფორმით და ფუსტრირება, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არსებობს ხშირად, შეიძლება ეს იყოს იმედგაცრუებ...

პარლამენტში დღეს დაშვების შეზღუდ...

საქართველოს პარლამენტის შენობაში დღეს დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს. აღნიშნული ინფორმაცია საკანონმდებლო ორგანომ ცოტა ხნის წინ გაავრცელა. მათი ცნობით, შეზღუდვა აკრედიტებულ ჟურნალისტებს არ შეეხებათ. "მიმდინარე წლის 24 მარტს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი. შეზღუდვა არ შეეხება აკრედიტებულ ჟურნალისტებს. აღნიშნული ღონისძიების მიზანია, საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობე...

2022 წელს ევროკავშირში თავშესაფა...

2022 წელს ევროკავშირში დროებითი თავშესაფარი 881 200-მა ადამიანმა მოითხოვა, მათ შორის საქართველოს 25 935-მა მოქალაქეა.  ამის შესახებ ინფორმაცია ევროსტატმა გამოაქვეყნა. ევროსტატის მონაცემებით, თავშესაფრის პირველად მაძიებელთა რაოდენობით საქართველო სტატისტიკის მიხედვით ათელშია შესული და თუ 2021 წელს მე-11 ადგილზე იყო, 2022 წელს მე-8 ადგილზე გადავიდა. 2022 წელს ევროკავშირის ქვეყნებს შორის დროებითი თავშესაფრის მოთხოვნით საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ხშირად მიმართავდნენ: საფრანგეთს - 8905 განაცხადი; გერმანიას - 7965 განაცხადი; იტალიას - 3240 განაცხადი; ირლანდიას - 2705 განაცხადი; ბელგიას - 840 განაცხადი; ესპანეთს - 660 განაცხად...

კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამ...

საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება. ონკოლოგიურ მედიკამენტებზე საოპერაციო ხარჯებისთვის განსაზღვრული პოლიტიკით მინიმალური დარიცხვები 2-დან 25%-მდე არის განსაზღვრული. ჯანდაცვის  სამინისტროსთვის ცნობილია თითოეული ამ მედიკამენტის შესასყიდი  ფასები ანუ თვითღირებულება. მედიკამენტები მიმოქცევის დროს, კონკრეტული პროდუქტის მოკლე ვადიდან გამომდინარე, შესაძლებელია სარეალიზაციო ფასი მნიშნელოვნად შემცირდეს და გახდეს თვითღირებულების მეოთხედიც კი. სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული პოზიციები მოკლე ვადის (04/2023) გამო გაიცემოდა 4-5 ჯერ უფრო დაბალ ფასად. კო...

რესპუბლიკურის დირექტორი - გეგმა,...

არანაირი გეგმა იმის თაობაზე, რომ ამ ტერიტორიაზე რაიმე სხვა ტიპის საინვესტიციო პროექტი განხორციელდება არ არსებობს, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ზაზა ავალიანმა განაცხადა. მისივე თქმით, თანამშრომლების ვნებათაღელვა გამოიწვია იმ საკითხმა, თუ რა ბედი ეწევათ მათ, იქამდე, სანამ ახალი შენობის აშენება ან განახლება მოხდება, ამ ყოველივეზე პასუხი კი მათ, სამინისტროს ოფიციალური განაცხადით მიეწოდებათ. "არანაირი გეგმა იმის თაობაზე, რომ ამ ტერიტორიაზე რაიმე სხვა ტიპის საინვესტიციო პროექტი განხორციელდება, რომ რესპუბლიკური გაიყიდება როგორც ქონება და აქ სხვა რამ აშენდება, ასეთი განზრახვა არ არსებობს. აქ საუბარი მიდის იმ ძირითად ნაწილზე, რაც მათ აღელვებს, რომ როგორი...

ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯ...

ბაზისბანკი, როგორც ქართული ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას. ამჯერად, ბანკის ფინანსური ჩათულობითა და დეველოპერული კომპანია სიეიჩ ჯგუფთან თანამშრომლობით, 11 სართულიანი ბიზნეს კლასის საცხოვრებელი კომპლექსი, „შენი სახლი ნატახტრის ქუჩაზე“, შენდება. პროექტის ჯამური ღირებულება 6 მილიონი აშშ დოლარია. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 4.3 მილიონ ლარს შეადგენს. მშენებლობა მოიცავს 1780  კვ. მ. მიწის ფართობზე, ეკოლოგიურად სუფთა, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ კომპლექსს მიწისქვეშა პარკინგით, ასევე კომერციული და საოფისე ფართებით. კომპლექსი უზრუნველყოფილია კონსიერჟის 24 საათ...

კლინიკა „ვივამედი“ მიხეილ სააკაშ...

იძულებული ვხდებით, მივმართოთ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს პაციენტ მ. სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა. ამის შესახებ განცხადებას კლინიკა “ვივამედი” ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ პაციენტი მიხეილ სააკაშვილი უარს ამბობს შეთავაზებულ მკურნალობაზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ, ესა თუ ის პრეპარატი ან პროცედურა დადებითად აისახება მის სუბიექტურ ან ობიექტურ მონაცემებზე. განცხადების თანახმად, სამედიცინო ცენტრი „ვივამედი“, დაუმსახურებლად იღებს უზარმაზარ რეპუტაციულ დარტყმას რაც კატეგორიულად მიუღებლად მიაჩნიათ.  “მოგახსენებთ, რომ პაციენტი მ. სააკაშვილი, კლინიკა ვივამედში ...

რამიშვილი სექსუალური შევიწროების...

ტყუილი და აბსურდია, - ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია “POS TV”-ის დირექტორი შალვა რამიშვილი მის წინააღმდეგ გაჟღერებულ სექსუალური შევიწროების ბრალდებებს. მისივე თქმით, სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულება არის ბულინგის და არხის მადისკრედიტირებელი კამპანიის წამოწყების ერთ-ერთი საბაბი. "ტყუილი და აბსურდია. მიზანმიმართული კამპანიის ნაწილია. ჩემი დადანაშაულება სექსუალურ შევიწროებაში არის მერე ბულინგის და არხის მადისკრედიტირებელი ვითომ კამპანიის წამოწყების ერთ-ერთი საბაბი”, - განაცხადა შალვა რამიშვილმა “მთავარ არხთან” სატელეფონო საუბრისას. შეგახსენებთ, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში სამმა ქალმა ამხილა. რამიშვილმა სოციალურ ქსელში განა...

„რომ დავანძ*იო, რას იზამ?, იხსნი...

"რომ დავანძ*იო, რას იზამ?, იხსნის შარვალს და მიყურებს - ჟურნალისტმა მაკო ჯაბუამ შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა. მაკო ჯაბუა 2 წელი "ექსპრესნიუსის" ჟურნალისტადაც მუშაობდა. მის მიერ მოყოლილ ისტორიას უცვლელად გთავაზობთ :  "ზუსტად არ მახსოვს რომელი წელია. 7-8 წლის წინ დაახლოებით. ძალიან რთული იყო სამსახურის შოვნა, არავინ მყავდა, ვინც ხელს შემიწყობდა ამ კუთხით. დროებით ხან სად ვმუშაობდი და ხან სად. ჟურნალისტობა მინდოდა მუდამ და სამწუხაროდ, უშედეგო იყო მაშინ ყველა მცდელობა. ჩემი ახლო მეგობარი მუშაობდა შალვა რამიშვილთან (მას ცუდი გამოცდილება არ ჰქონია, თორემ მგლის ხახაში არ შემაგდებდა) მითხრა, რაღაც ტელევიზიის გაკეთებას აპირებს და კადრებს ეძებ...

ჯაღმაიძე - უფლის წყალობით, მე ვუ...

უფლის წყალობით, მე ვუძლებ, დათო ტურაშვილი კი სამწუხაროდ საავადმყოფოში მოხვდა!, - ასე გამოეხმაურა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე, მწერალ დათო ტურაშვილის ირგვლივ დატრიალებულ მოვლენებს, რომლის გამოც იგი ტელეკომპანია "ფორმულას" პირდაპირი ეთერის შემდეგ საავადმყოფოში მოხვდა. ჯაღმაიძის თქმით, სიტყვებიც შეიძლება მკვლელობის იარაღად იქცეს, აქედან გამომდინარე ის იტოვებს იმედს, რომ დათო ტურაშვილი იქნება იმის მაგალითი, რომ დეზინფორმაცია და ცილისწამება ტელევიზიებში აღიკვეთოს და იქნას თავიდან აცილებული. "არაა იოლი გასაძლები! ვიცით, ვის რის ფასად უჯდება პატივისა და ღირსების შელახვის დათმენა?! უფლის წყალობით, მე ვუძლებ; აი, დ...

ბრეგაძე - არც სააკაშვილის, არც ო...

ამ დროისთვის, არ ყოფილა შემოსული არც მიხეილ სააკაშვილის, არც მისი ოჯახის მხრიდან რამე განცხადება, რომლის მიხედვითაც გვთხოვდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართულიყვნენ უცხოელი ექიმები,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა. როგორც ბრეგაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, თუკი, ექსპრეზიდენტის მკურნალობის პროცესში ჩართვის მიზნით, სასურველ უცხოელ ექიმთა სიას წარადგენენ, იუსტიციის სამინისტრო იშუამდგომლებს ჯანდაცვის სამინისტროსთან, რათა აღნიშნულმა ექიმებმა საექიმო საქმიანობის ნებართვა მიიღონ. "სამი დღის წინ, კიდევ დამატებით განვმარტეთ, რომ ჩვენი შეთავაზება ძალაშია და სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური ა...

პირველად საქართველოში, ბაზისბანკ...

ბაზისბანკმა წარმატებით დაასრულა 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სუბორდინირებული ობლიგაციების განთავსება. ობლიგაციების ვადა 7 წელია, რომელთა ემისია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კერძო განთავსების გზით განხორციელდა. აღნიშნული ტრანზაქციის მიზანს, საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება და ბაზისბანკისთვის დამატებითი მეორადი კაპიტალის მოზიდვა წარმოადგენს, რომელიც, ბანკის მდგრადი განვითარების პოლიტიკის შესაბამისად, მიმართული იქნება საცალო, მსხვილი და საშუალო ბიზნესების დასაფინანსებლად. „მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარი განვითარებისკენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს და ბაზისბანკი ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მსგა...

თუ უკრაინა დამარცხდება, პოლონეთი...

თუ უკრაინა ომში დამარცხდება, პოლონეთი რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირ კონფლიქტში შევა, - ამის შესახებ საფრანგეთში პოლონეთის ელჩმა, იან ემერიკ როშიშევსკიმ განაცხადა. როგორც პოლონეთის ელჩმა ფრანგულ ტელეარხ LCI-თან საუბრისას აღნიშნა, როდესაც საფრთხე ღირებულებებს დაემუქრება, პოლონეთს არჩევანი აღარ ექნება. „დღეს ან უკრაინა დაიცავს თავის დამოუკიდებლობას, ან თუ ვერ დაიცავს, ჩვენ იძულებული ვიქნებით ჩავერთოთ ამ კონფლიქტში, რადგან საფრთხე ემუქრება ჩვენს ღირებულებებს, რომლებიც ჩვენი ცივილიზაციის საფუძველია, ამიტომ არჩევანი არ გვექნება“, - ამბობს პოლონეთის ელჩი. 

„საქართველოს ფოსტა“ მსოფლიო საფო...

„საქართველოს ფოსტა“ მსოფლიო საფოსტო კავშირის (Universal Postal Union) ESM მომსახურების ხარისხის შესრულების კატეგორიაში მორიგი ჯილდოს მფლობელი გახდა. მსოფლიო საფოსტო კავშირის ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნულმა საფოსტო ოპერატორმა EMS მომსახურებისთვის განახორციელა სერვისის სრული მოდერნიზაცია და შეიმუშავა საოპერაციო მოდელი, რომელიც სრულად პასუხობს პრემიუმ კლასის მომსახურების სტანდარტებს. შედეგად, EMS მომსახურების ხარისხის შესრულების კატეგორიაში კომპანია გახდა ლიდერი 180-ზე მეტ ქვეყანას შორის. მსოფლიო საფოსტო კავშირში შემავალი ორგანოს „EMS კოოპერატივის“ ორგანიზებით, ყოველწლიურად ტარდება აღნიშნული ორგანიზაციის წევრი ეროვნული საფოსტო ოპე...

ალასანია სააკაშვილზე - როგორც კი...

საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეს ჰგავსო, ნამდვილად ეგრეა. როგორც კი წამოიწევა, არის ცარიელი ჩონჩხი - გული გაგიჩერდება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ალასანიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, პოლონელი ექიმები ექსპრეზიდენთან ვერ ჩამოდიან, რადგან საქართველო ნებართვას არ გასცემს. „საშინელება მე რომ მკითხოთ, ამაზე უარესი უკვე სიკვდილია. საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეს ჰგავსო, ნამდვილად ეგრეა. როგორც კი წამოიწევა არის ცარიელი ჩონჩხი, გული გაგიჩერდება. [პოლონელი ექიმები] ვერ ჩამოდიან, ფაქტია იმიტომ, რომ ის ხალხი გამზადებულია მთელი აღჭურვილობით, თავიანთი მანქანით, რომელშიც ყველაფერია იმ...

გზების დეპარტამენტი - სოფელ ვერტ...

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვერტყვიჭალასთან, მთის ფერდიდან მიწის მაშა ჩამოიშალა და საავტომობილო გზა ჩაკეტა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. გზების დეპარტამენტის ცნობით, ამ დროისთვის, აღნიშნულ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. „რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 161-ე კმ მონაკვეთზე (სოფელ ვერტყვიჭალასთან) მთის ფერდიდან ჩამოვიდა მიწის მასა (შვავი), რომელმაც გამოიწვია საავტომობილო გზის ჩაკეტვა. ამ დროისათვის, გაწმენდითი სამუშაო...