ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ...

​ათასწლეულის გამოწვევის 2023 წლის კონკურსის პირველი ადგილი და მთავარი პრიზი - NASA-ს საზაფხულო სკოლაში გამგზავრება - გუნდმა "TerraTech" მოიპოვა. მაღალტექნოლოგიური, ჭკვიანი უნიფორმა და მაღაროელი რობოტი მოსწავლეებმა მაღაროელებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად შექმნეს. თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის და სენაკის სკოლების მოსწავლეებისგან შემდგარი გუნდი აშშ-ში, NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში, 2024 წლის ზაფხულში გაემგზავრება. მეორე ადგილის მფლობელი თბილისის N199 საჯარო სკოლის გუნდი „FSTF (From Seeable To Feelable)" გახდა. გუნდის წევრები, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) დაფინანსებით, სტენფორდის უნივერსიტეტის (ა...

ბაზისბანკმა „ქართული ლიგის“ სასკ...

ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში „ქართული ლიგის“ სასკოლო ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც 7 საჯარო სკოლის 7 გუნდი მონაწილეობდა. გამარჯვებული ბორჯომის N1 საჯარო სკოლის გუნდი გახდა. ბაზისბანკმა ფესტივალში საპრიზო ადგილზე გასული 3 გუნდი დააჯილდოვა. ღონისძიებას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ფერაძე, საკრებულოს დეპუტატები, ბაზისბანკის წარმომადგენლები და ადგილობრივი მაცხოვრებლები დაესწრნენ. „ბაზისბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურად არის ჩართული კულტურისა და განათლების ხელშემწყობ პროექტებში. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ახალგაზრდა თაობის აქტივობების...

მოსალოდნელია წვიმა, მთაში ძლიერი...

23 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 26 დეკემბრამდე, საქართველოში მეტეოროლოგიური პირობების გართულებაა მოსალოდნელი, კერძოდ: წვიმა, ზოგან ძლიერი, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალ მთაში ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ზღვაზე შესაძლებელია ძლიერი, 6 ბალამდე შტორმი დაფიქსირდეს. "საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პრო...

პაპუაშვილი - პრაღაში მომხდარმა ს...

პრაღაში მომხდარმა სროლამ ღრმად შეგვძრა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) წერს. პაპუაშვილი სამძიმარს უცხადებს ჩეხეთის მოსახლეობას და დაღუპულთა ოჯახებს. „პრაღაში მომხდარმა სროლამ ღრმად შეგვძრა. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მარკეტა პეკაროვა-ადამოვას, მილოშ ვისტრჩილს, ჩეხეთის რესპუბლიკის მოსახლეობას და ოჯახებს. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ამ რთულ პერიოდში ჩვენ ვდგავართ ჩეხეთის გვერდით”, - წერს პაპუაშვილი. შეგახსენებთ, გუშინ, 21 დეკემბერს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რასაც 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად დაშავებულია 25 ...

საგარეო - პრაღაში სროლის შედეგად...

პრაღაში, ჩარლზის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სროლის შედეგად დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც საგარეო უწყებაში განმარტავენ, საქართველოს საელჩო ჩეხეთის რესპუბლიკაში ინფორმირებულია ინციდენტის შესახებ და კავშირზეა ჩეხეთის შესაბამის სტრუქტურებთან. "საქართველოს საელჩო ჩეხეთის რესპუბლიკაში ინფორმირებულია ინციდენტის შესახებ, კავშირზეა ჩეხეთის შესაბამის სტრუქტურებთან. საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ არის", - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, პრაღის უნივერსიტეტში სროლის შედეგად დაიღუპა ათი და დაშავდა 25 ადამიანი - თავდამსხმელ...

მედია - უკრაინის 20-მდე მოქალაქე...

უკრაინის 20-მდე მოქალაქე საბუთებთან დაკავშირებული პრობლემების გამო რუსეთ-საქართველოს სახმელეთო საზღვრის გადაკვეთას ვერ ახერხებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Эхo Кавказа ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ისინი საქართველოს საგუშაგოს ტერიტორიაზე ბუფერულ ზონაში არიან განლაგებულნი. უკრაინის მოქალაქე ანდრეი სურჟკომ გამოცემასთან საუბრისას განაცხადა, რომ სამი კვირაა საზღვარზე იმყოფება და მასთან ერთად არიან ადამიანები, რომლებიც ტუბერკულოზით არიან დაავადებულები, რომლებსაც სარდაფში იატაკზე სძინავთ. "მინდა უკრაინაში წავიდე. ცუდად ვარ: კუჭის წყლული მაქვს, სასწრაფო გამოვიძახე, თუმცა მხოლოდ ტკივილგამაყუჩებლებს მაძლევენ. მკურნალობა მჭირდება და არ ვიცი რა გავაკეთო", -&nbs...

შსს მიგრაციისა და მობილობის შესა...

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიგრაციისა და მობილობის შესახებ საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის გაფორმებული შეთანხმების შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადებას "ინტერექსპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: "მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე და საზოგადოების დამატებით ინფორმირების მიზნით, გვსურს განმარტება გავაკეთოთ მიგრაციისა და მობილობის შესახებ საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის გაფორმებული შეთანხმების შესახებ. გაფორმებული შეთანხმება მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ამასთანავე ქართველი სტუდენტებისა და მკვლევარებისთვი...

„ლიბერთი“ განათლებისთვის - „ლიბე...

"ლი­ბერ­თის" მხარ­და­ჭე­რი­თა და სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბით, ქუ­თა­ი­სის აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტმა პროგ­რა­მი­რე­ბა­ში უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­თა შო­რის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ნა­ხე­ვარ­ფი­ნალს და სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის ღია ჩემ­პი­ო­ნატს უმას­პინ­ძლა.წელს  გამარჯვებულ გუნდებს შორის, ერთმა გუნდმა საქართველოდან ნახევარფინალურ ეტაპზე წარმატებულად იასპარეზა და მომავალ წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იასპარეზებს. "დასრულდა 2...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ც...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დადგენილია იმ მოზარდის ვინაობა, რომელიც ძაღლმა გაკაწრა. ამის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის მოადგილე ეკა ადამიამ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ბავშვს ვაქცინაცია დაწყებული აქვს, რადგან გაკაწვრის შემდეგ, მშობლებმა შესაბამისი ზომები მიიღეს. ცნობისთვის, სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტის ძეგლის მიმდებარედ არსებული „გალფის“ ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე მკვდარ მიუსაფარ ძაღლს, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ცოფი დაუდასტურდა

„ავერსი“ - ჯანდაცვის სამინისტროს...

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება არის მცდარი, ცილისმწამებლური და ემსახურება მომხმარებლების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც "ავერსი" ავრცელებს. როგორც "ავერსის" განცხადებაშია აღნიშნული, "იმის გათვალისწინებით, რომ სამინისტრო ფლობს სრულ და დეტალურ ინფორმაციას, მისი მხრიდან კიდევ უფრო უსამართლო და დისკრედიტაციულია, დიდი ფარმაცევტული ქსელების მიმართ უსაფუძვლო ეჭვების გამოთქმა". "ვეხმაურებით ფარმაცევტული კომპანიების მიმართ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში სამინისტრო) 2023 წლის 19 დეკემბრის განცხადებას.  სამინისტ...

1-ელი იანვრიდან, გარკვეულ საათებ...

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც დედაქალაქის კონკრეტულ ადგილებში დიდი გაბარიტების მქონე ავტომანქანების გადაადგილებაზე შეზღუდვის დაწესებას ითვალისწინებს. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, შეზღუდვა M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებისთვის 08:00-11:00 საათებსა და 17:00-20:00 საათების შუალედში იმოქმედებს. „პარლამენტის მხარდაჭერით მიღებულია კანონი, რომელიც დროის გარკვეულ მონაკვეთში, დედაქალაქის კონკრეტულ ადგილებში კრძალავს დიდი გაბარიტების მქონე მანქანების გადაადგილებას. წინა მთავრობაზე დავავალე ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს, რომ შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებთან კომუნიკაციის საფუძველზე&...

თბილისის მერია „ძუძუს კიბოს სამკ...

თბილისის მერია 2024 წლის იანვრიდან „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების“ პროგრამის ყველა მოსარგებლეს სრულად დააფინანსებს.   ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.   „პროგრამის ფარგლებში, ძვირადღირებული სამკურნალო მედიკამენტები სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი მოქალაქეების მსგავსად, პროგრამის ყველა მოსარგებლეს 100%-ით დაუფინანსდება. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური, აღნიშნულ ცვლილებამდე, პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას სოციალურად დაუცველის სტატუსის არ მქონე პირებს მხოლოდ 80%-ით, რიგ შემთხვევაში კი - 50%-ით უფინანსებდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კი პაციენტებისა და მა...

თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, საც...

თბილისსში, ნუცუბიძის პლატოზე, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "ექსპრესნიუსს" განუცხადეს, მეხანძრე-მაშველებმა ბინაში მოხუცი ქალის ცხედარი იპოვეს. მათივე ცნობით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

სალომე ზურაბიშვილმა ამირან გამყრ...

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამირან გამყრელიძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობთ, გამყრელიძეს ორდენი საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისათვის, ახალი კორონავირუსით გამოწვეული COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში განსაკუთრებული დამსახურებისთვის, უმაღლესი პროფესიონალიზმისა და ქვეყნისათვის თავდაუზოგავი შრომისათვის, წარმატებული პედაგოგიური და მეცნიერული მოღვაწეობისათვის გადაეცა. "მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი დიდი პატივისცემა იმ საქმის  მიმართ, რომელსაც თქვენ აკეთებთ. საამაყოა თქვენი საქმიანობა მედიცინაში, ...

ცესკო - საზღვარგარეთ საარჩევნო უ...

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება იურიდიულ შედეგს ვერ გამოიღებს. ცესკოში ასევე აცხადებენ, რომ სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნების შექმნის შესახებ გადაწყვეტილება, რომელიც ცესკოს მიერ მიიღება სხდომაზე, ეყრდნობა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებულ მონაცემებს. "ბოლო პერიოდში საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნის საკითხზე  არაერთი ინფორმაცია გავრცელდა. მათ შორის არის მოწოდება/განცხადებები საარჩევნო ადმინისტრაციისადმი, რომ გახსნას საარჩევნო უბნები საზ...

PSP - ჯანდაცვის სამინისტროს განც...

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებამ კიდევ ერთხელ შეცდომაში შეიყვანა მოსახლეობა, - ამის შესახებ ფარმაცევტული კომპანია PSP-ს განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გამოქვეყნებული მედიკამენტების ჩამონათვალიდან მხოლოდ ერთი - დიოვანი არის PSP-ს მიერ იმპორტირებული, ხოლო ყველა დანარჩენი შესყიდულია ადგილობრივი მომწოდებლებისგან. „ჯანდაცვის სამინისტრომ სააფთიაქო ქსელებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა არაზუსტი ინფორმაცია, რითაც შეცდომაში შეიყვანა მოსახლეობა. დღეს საქართველოში 50-ზე მეტი GDP-ს სერტიფიცირებული დისტრიბუტორი კომპანია და 100-ზე მეტი ბროკერი ოპერირებს, რომლებიც ე.წ. „დიდი ფარმაცევტული ქსელების“ მომწოდებლებ...

მოემზადე ახალი წლისთვის VISA-თან...

„ლიბერთის“ VISA ბარათის მფლობელებისთვის გაზრდილი CashBack -ის გრანდიოზული, წინასაახალწლო აქცია იწყება. აქციის ფარგლებში, მხოლოდ „ლიბერთის“ მომხმარებლები შეძლებენ იყიდონ საჩუქრები, სასმელი, საახალწლო დეკორაციები ან გალამაზდნენ ახალი წლის ღამისთვის და ამავე დროს დაიბრუნონ გადახდილი თანხის 60%-მდე თავის ანგარიშზე მომენტალურად.  მეგობარი ობიექტები, რომლებშიც „ლიბერთის“ მომხმარებლები გაზრდილი ქეშბექის ახალი წლის აქციით შეძლებენ სარგებლობას: 20 დეკემბერი - BIBLUSI.GE (ონლაინ მაღაზია) - 40%, ლიმიტი - 200 ლარი 20 დეკემბერი - BIBLUSI • ბიბლუსი (მაღაზია) - 40%, ლიმიტი - 200 ლარი 20 ...

თავშესაფრის მაძიებელთა ინდივიდუა...

ჩვენი შეთანხმებით და საქართველოსთვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭებით არაფერი იცვლება, არაფერი იზღუდება თავშესაფრის მაძიებელთა ინდივიდუალური უფლების, ასევე გერმანიაში ჩასვლის უფლების მხრივ,- ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან და საზოგადოებრივ საქმეთა ფედერალურ მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა. როგორ ფეზერმა საქართველოს შს მინისტრ ვახტანგ გომლაურთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების დაკმაყოფილების კვოტა 0.3%-ია. "ჩვენი შეთანხმებით და საქართველოსთვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭებით არაფერი იცვლება, არაფერი იზღუდება თავშესაფრის მაძიებელთა ინდივიდუალური უფლების, ასევე გერმანიაში ჩას...

პარლამენტის შენობის მიმდებარედ, ...

თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ, ჭიჭინაძის ქუჩაზე ხანძარი იყო. ცეცხლი სასტუმრო „შოთას“ შენობაში ცოტა ხნის წინ გაჩნდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობნენ და ხანძრის ლიკვიდირება მალევე მოხერხდა.

სახალხო დამცველის აპარატი - სპონ...

023 წლის 14 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი და სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის დროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს 5 დღით ადრე გაფრთხილების ვალდებულება არაკონსტიტუციურად მიიჩნია,- ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. ომბუდსმენის აპარატის ცნობით, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს შეკრების/მანიფესტაციის ჩატარებამდე არაუგვიანეს 5 დღის ვადაში მუნიციპალიტეტის აღმას...