პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ ...

პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ კონსტიტუციური წარდგინება საკონსტირუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს. სასამართლოს ცნობით, პლენუმი პარლამენტს დასკვნას ერთი თვის ვადაში წარუდგენს. "მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, გაავრცელოს ინფორმაცია №1797 კონსტიტუციურ წარდგინებასთან დაკავშირებით („საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და სხვების (სულ 80 დეპუტატი) კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე“). კონსტიტუციური წარდგინების ავტორებმა საკონსტიტუც...

„ფარმადეპოში“ Back to School ფას...

„ფარმადეპოში“ Back to School ფასდაკლებები გრძელდება. გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას მოსწავლეებს, სტუდენტებს და მშობლებს! შემოიარე შენს სანდო აფთიაქში და ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით კოსმეტიკის რჩეულ ბრენდებზე. გადმოწერე აპლიკაცია - https://onelink.to/qpufbx

პრემიერის განცხადებით, გურიასა დ...

გურიასა და შოვში თითოეული გარდაცვლილის ოჯახისთვის 20 000 ლარის ოდენობით ფინანსური დახმარება გაიცემა,- აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, გურიაში მოქალაქეებს, რომლებსაც სტიქიის შედეგად სახლები დაუზიანდათ, მთავრობა ახალ ბინებს ან თანხას გადასცემს მათ შესაძენად. "კიდევ ერთხელ მინდა შევეხო შოვში დატრიალებულ ტრაგედიას და რამდენიმე დღის წინ გურიაში მომხდარ ტრაგედიას, რამაც 3 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. შოვში 32 ადამიანი, ჩვენი მოქალაქე შეეწირა დიდ ტრაგედიას, დიდ სტიქიას. ამიტომ, ჩვენ გვქონდა მსჯელობა ამის თაობაზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაიცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება გარდაცვლილთა ოჯა...

პრემიერი - ყველა სტუდენტს, ვისაც...

ყველა სტუდენტს, ვისაც შეჩერებული აქვს სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო, დავალიანება გაუნულდება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, დავალიანება, დაახლოებით, 40 მლნ ლარს შეადგენს.  "დაახლოებით, 30 000-მდე სტუდენტს ფინანსური დავალიანების გამო შეჩერებული აქვს სტატუსი. ამიტომ, ჩემი გადაწყვეტილებით, ყველა სტუდენტს, ვისაც შეჩერებული აქვს სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო, დავალიანება გაუნულდება. მათ შეეძლებათ, რომ სურვილის შემთხვევაში, აღიდგინონ სტატუსი და გააგრძელონ სწავლა. ეს არის, დაახლოებით, 40 მლნ ლარის დავალიანება",- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ომბუდსმენმა ბავშვთა და მოზარდთა ...

ომბუდსმენმა ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის მიერ მიწოდებული სერვისის შეწყვეტის საკითხის შესწავლა დაიწყო. ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. სახალხო დამცველი ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, სერვისის მიმწოდებლებს და ყველა პასუხისმგებელ პირს მოუწოდებს, რომ უზრუნველყონ მომსახურებაში ჩართულ ბენეფიციართა, მათ კანონიერ წარმომადგენელთა და მომსახურების განმახორციელებელ თერაპევტთა დროული და სრულყოფილი ინფორმირება, როგორც მომსახურების შეწყვეტის მიზეზების, ისე, შესაბამისი ალტერნატივების თაობაზე. ომბუდსმენი ხაზს უსვამს შშმ ბავშვთა ადრეული განვითარებისა და რეაბილიტაციის აუცილებლობას მათი უფლებების დაცვისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრ...

ბავშვის განვითარების ინსტიტუტი -...

ვმუშაობთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან და შესაბამის ცენტრებთან, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხერხდეს ჩვენი ინსტიტუტის ყველა ბენეფიციარისა და სპეციალისტის გადანაწილება ანალოგიური სერვისების მიმწოდებელ ცენტრებში, - ამის შესახებ აღნიშნულია ბავშვის განვითარების ინსტიტუტის განცხადებაში. მათივე თქმით, საექსპერტო კომპანიის დასკვნის მიხედვით C კორპუსში სასწავლო-კვლევითი ან ნებისმიერი პროცესის წარმართვა საფრთხის შემცველია. „გვინდა, გამოვეხმაუროთ ილიას უნივერისტეტის C კორპუსისა და ბავშვის განვითარების ინსტიტუტის გარშემო გავრცელებულ ინფორმაციას. თქვენ უკვე იცით, რომ C კორპუსს გარკვეული პრობლემები შეექმნა. აკრედიტებული საექსპერტო კომპანიის დასკვნის მიხედვით C კორპუსში სასწავლო-...

„აჭარისწყალი ჯორჯია“ - შუახევი ჰ...

დიდაჭარის კაშხალი სტრუქტურულად მდგრადია, უსაფრთხოა ექსპლუატაციის მიმართულებით და სრულ შესაბამისობაშია ქართულ და საერთაშორისო სტანდარტებთან,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „აჭარისწყალი ჯორჯია“ ავრცელებს. განცხადების თანახმად, 2017 წლის დასაწყისში აგებული დიდაჭარის კაშხალი პასუხობს ყველა საერთაშორისო ტექნიკურ მოთხოვნას, ხოლო ყველა კონსტრუქციას, წინასწარ გაწერილი განრიგისა და პროცედურების შესაბამისად რუტინული მომსახურების სამუშაოები უტარდება. „ბეტონის დიდი კონსტრუქციები აშენებულია კონკრეტული თანმიმდევრობით, ცალკე მდგარი სექციების სახით, სადაც უზრუნველყოფილია სივრცე გაფართოებისა და შეკუმშვის პროცესებისთვის, რომლებიც გამოწვეულია ტემპერატურის ცვალებადობით...

ბაზისბანკის მხარდაჭერით ბათუმში ...

ბაზისბანკის, როგორც ქართული კულტურის მხარდამჭერის ფინანსური კონტრიბუციით, 8 სექტემბრიდან - 13 სექტემბრის ჩათვლით, ბათუმი თოჯინების პირველ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს მასპინძლობს. საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, მონაწილე მსახიობებმა, 6 მეტრიან თოჯინა „ხეტიალასთან“ ერთად გახსნეს და მასთან ერთად ბათუმის ქუჩები მოიარეს, „საოცრებათა მოედანზე“ კი კახაბერის მუსიკის თანხლებით, საოცარი ემოციები შეუქმნეს ადგილობრივ მოსახლეობასა და ქალაქის ვიზიტორებს. თეატრალურ ფესტივალში შვიდი პროფესიული სახელმწიფო თეატრი მონაწილეობს, რომლებიც თურქეთის, ყაზახეთისა და პოლონეთის წარმომადგენლებით დაკომპლექტებულ საერთაშორისო ჟიურის, 8 საკონკურსო და ორ არასაკონკურსო სპექტაკლს წარუდგ...

გურიაში საფრთხის დონე სტიქიის პი...

გურიის მხარეში საფრთხის დონე  სტიქიის პირველ დღესთან შედარებით შემცირებულია. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში 18 ინფრასტრუქტურული ობიექტი, 19 დასახლება და 80 ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი შეფასდა. გარდა ამისა, 35 ოჯახზე გაიცა რეკომენდაცია გეოლოგიურად მდგრად ადგილზე გადაყვანის შესახებ. "გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფები, მოქალაქეების საკარმიდამო ნაკვეთებისა და საცხოვრებელი სახლების მეწყრული პროცესებისაგან დაზიანების ხარისხის შესაფასებლად, სტიქიის ზონაში რჩებიან და რეგიონში განვითარებული მოვლენ...

მდინარე მაგანას აუზზე მეწყრული პ...

მდინარე მაგანას აუზზე, მის შენაკადებსა და არსებულ ფერდობებზე მეწყრულ-გარავიტაციული პროცესების ჩასახვა-გააქტიურების კვალი არ ფიქსირდება. აღნიშნულ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, მდინარის კალაპოტში ასევე არ არის ნაკადის შეგუბების კვალი. "დღეს, გარემოს ეროვნული სააგენტოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მოხდა მდინარე მაგანას წყალშემკრები აუზის დათვალიერება ვეტმფრენის საშუალებით. დათვალიერებისას, მდინარის აუზზე, მის შენაკადებსა და არსებულ ფერდობებზე მეწყრულ-გარავიტაციული პროცესების ჩასახვა-გააქტიურების კვალი არ ფიქსირდება. ასევე უშუალოდ მდინარის კალაპოტში ნაკადის შეგუბები...

პრემიერის მიერ პირადი მიზნებისთვ...

პრემიერ-მინისტრის მიერ პირადი მიზნებისთვის სახელმწიფო რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სამოქალაქო ორგანიზაციები ავრცელებენ. როგორც ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ორგანიზაციები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ ასევე, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა, სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტომ, რეისზე, რომლითაც მთავრობის მეთაური მგზავრობდა, ინფორმაცია გაასაჯაროოს. "სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ეხმიანებიან  2023 წლის 9 სექტემბერს ტელეკომპანია პირველის გადაცემა - “ნოდარ მელაძის შაბათში” გასულ სიუჟეტს. 2023 წლის 9 სექტემბერს ტელეკომპანია პირველის გა...

შსს - რაჭაში, მდინარე ჭანჭახის კ...

მაშველებმა რაჭაში, მდინარე ჭანჭახის კალაპოტში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 32 ცხედარი და ძებნა 1 პირთან დაკავშირებით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ, რაჭაში, მდინარე ჭანჭახის კალაპოტში კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი. ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 32 ცხედარი და ძებნა 1 პირთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს. ღონისძიებაში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუ...

პრემიერი - გლოვის ამ მძიმე წუთებ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მაროკოს მოსახლეობას მიწისძვრის შედეგად ასობით ადამიანის დაღუპვის გამო სამძიმარს უცხადებს. მთავრობის მეთაური დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს. "გულითად თანაგრძნობას  ვუცხადებ მაროკოს მოსახლეობას საშინელი მიწისძვრის შედეგად ასობით ადამიანის დაღუპვის გამო. სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულებს. გლოვის ამ მძიმე წუთებში სოლიდარობას ვუცხადებთ მაროკოს სამეფოს მთავრობას", - წერს პრემიერ-მინისტრი "ტვიტერზე". ცნობისთვის, მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 820-მდე გაიზარდა, დაშავებულია 672 ადამიანი.

გრიგოლეთში ზღვამ ადამიანის ცხედა...

გრიგოლეთში ზღვამ ადამიანის ცხედარი გამორიყა. აღნიშნული ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადასტურებს.  არსებული ინფორმაციით, ცხედარი დიდი ხნისაა და მას შესაბამისი ექსპერტიზა ჩაუტარდება.

მღებრიშვილი გურიაზე - უსაფრთხო ა...

გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, სამაშველო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა და ამ ეტაპზეც აქტიურად მიმდინარეობს. „მაშველების მიერ უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 62 მოქალაქე, როგორც ნავების დახმარებით, ისე ფეხით და ავტოსატრანსპორტო საშუალებით. ამ წუთებშიც მიმდინარეობს მსგავსი ღონისძიებები. მობილიზებულია, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები. მობილიზება გაკეთებულია, როგორც მძიმე ტექნიკის, ასევე მეხანძრე-მაშველების მიმა...

მღებრიშვილი - გურიაში, სტიქიის ზ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა, გურიაში, სტიქიის ზონიდან, მედიასთან შემაჯამებელი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. როგორც მღებრიშვილი აღნიშნავს, სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო 200 მეხანძრე-მაშველი, ასევე საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო როგორც ნავები, ასევე დრონი და კინოლოგიური სამსახური. „ამ დროისთვის მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. დღის განმავლობაში, გზებზე, სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ვცდილობთ, რომ ყველა იმ სოფელში მივიდეთ, სადაც შესაძლოა ადამიანებს ჩვენი დახმარება სჭირდებოდეთ. მთელი ღამის...

საგანგებო - ხანძარი ეროვნული არქ...

ვაჟა-ფშაველას გამზირზე, შენობაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ. მათივე ცნობით, ხანძარი არქივის ეზოში ცალკე მდგომ შენობაში გაჩნდა. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ამასთან, ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ცნობები არ ვრცელდება.

შსს-ს ინფორმაციით, გურიაში, სტიქ...

გურიის რეგიონში, ძებნის ღონისძიების ფარგლებში, კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საერთო ჯამში, ნაპოვნია ორი გარდაცვლილის ცხედარი და ერთი მოზარდის  სამძებრო სამუშაოები გრძელდება. "გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ.  ამ ეტაპზე, მაშველების მიერ გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 11 მოქალაქე, მათ შორის არიან მცირეწლოვნები და არასრულწლოვნები. სტიქიის ადგილებზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი...

შსს - მაშველებმა სოფელ ჯუმათში ა...

მაშველებმა სოფელ ჯუმათში ერთი არასრულწლოვანის ცხედარი იპოვეს. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სტიქიის შედეგად დაკარგული 2 პირის საძიებო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. "გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულია მდინარეების კალაპოტები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები. სტიქიის ადგილებზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები. მოვუწოდებთ რეგიონში მყოფ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფ შინაგან საქმეთა...

გურიაში 3 პირს, მათ შორის 2 არას...

სტიქიის შემდეგ გურიის სხვადასხვა სოფელში, 3 პირის, მათ შორის 2 არასრულწლოვნის ძებნის ღონისძიება მიმდინარეობს. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, გურიისა და აჭარის რეგიონებში ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლები, საველე საბარგულები, მოტეხილია ხეები, ჩამოშლილია მიწის მასა, გარე სამყაროს მოწყვეტილია გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი. "შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი მართვის ცენტრ 112-დან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 100-ზე მეტი შეტყობინებაა შემოსული გურიის და აჭარის რეგიონებიდან. სტიქიის ადგილებზე მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი და...