ფარმადეპომ ახალი წლის ჯადოსნური ...

თქვენ რას აპირებთ ახალ წელს? ფარმადეპომ გადაწყვიტა, რომ ახალი წლის ჯადოსნური დღესასწაული ბავშებთან ერთად აღენიშნა.  მათი ნამდვილი ემოციები აფერადებს სამყაროს.  "გვინდა, რომ დედამიწაზე თითოეული ბავშვი იყოს ბედნიერი, მათი ცხოვრება კი სავსე საოცარი თავგადსავლებით. ჩვენ ერათად შეგვიძლია  სამყარო უკეთესი გავხადოთ.  ზრუნვით იცვლება სამყარო!" - ფარმადეპო.

„ჯანსაღი ეზოს“ პროექტის ფარგლებშ...

,,ჯანსაღი ეზო'' - ამ პროექტის ფარგლებში სააფთიაქო ქსელმა ჯპს-იმ მეოთხე სპორტული მოედანი გახსნა და დიდი დიღმის მოსახლეობას საახალწლოდ საჩუქარი გაუკეთა.  ჯპს-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებმა მეტი დრო დაუთმონ სპორტს, ამისთვის კი აუცილებელია ეზოებში მოეწყოს მეტი სპორტული მოედანი, ჯანსაღი სივრცე ვარჯიშისთვის და გართობისთვის:  პროექტის ფარგლებში კიდევ ბევრ ეზოს გავაფერადებთ ასეთი მოედნებით  ივარჯიშე, გაერთე და #კარგადიყავი  ROCS Georgia  #ჯპსაფთიაქიდამეტი  

PSP პროფესიული განათლების ეროვნუ...

PSP პროფესიული განათლების ეროვნულ დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ბიზნეს პარტნიორად დასახელდა. ათას­წლე­უ­ლის ფონ­დის ორ­გა­ნი­ზე­ბით, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს კონ­კურ­სის წელს მე­ხუ­თედ გა­ი­მარ­თა. კონ­კურ­სის მი­ზა­ნია პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის, რო­გორც ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის გაძ­ლი­ე­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტის, გან­ვი­თა­რე­ბა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია. „PSP პროფესიული განვითარების მიმართულებით ყოველწლიურა...

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურ...

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნულ ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზასთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ექსპერტიზა დანიშნულია სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე მეტალების და მომწამვლელი ნივთიერებების შესაძლო არსებობის თაობაზე და აღნიშნულთან დაკავშირებით, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსგან მიღებულია ოფიციალური პასუხი, რომლის თანახმადაც, დაწესებულებაში ნებისმიერ ბიოლოგიურ (და არაბიოლოგიურ) ობიექტზე, მძიმე მეტალებზე გამოკვლევის ჩატარება შესაძლებელია. "ინტერექსპრესნიუსი" სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: &q...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 5 კმ-ში - სოფელი ბაჯიხევში დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა. ნგრევის შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მსოფლიო პატრიარქი: უკრაინა ერთი ...

მსოფლიო პატრიარქის, ბართლომეოსის საშობაო ეპისტოლე მსოფლიო საპატრიარქოს ვებგვერდზე ქართულ ენაზეც გამოქვეყნდა. კონსტანტინეპოლის პატრიარქი შობის დღესასწაულს ულოცავს ქრისტიანულ სამყაროს, ყურადღებას ამახვილებს კაცობრიობის წინაშე მდგარ გამოწვევებზე და დიდ ყურადღებას უთმობს უკრაინაში მიმდინარე ომს. "წელს, ქრისტესშობის სახარებისეული უწყება ომის დაფდაფეფბთან და უკრაინაში გასროლილი ტყვიების ჟღარუნთან იქნება თანახმიანობაში, რომელიც (უკრაინა) ერთი თავხედური და უკანონო შეჭრის საზარელი შედეგებისაგან იტანჯება. ჩვენთვის, ქრისტიანებისათვის ნებისმიერი ომი არის ძმათამკვლელი და სამოქალაქო, როგორც აღნიშნავს ამას მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა და დიდი კრება, „ომი არის სამყაროში ბოროტებისა და ც...

საპატრიარქო - უცნობი პირები უკავ...

უცნობი პირები მობილური ტელეფონის მეშვეობით უკავშირდებიან მოქალაქეებს და სთხოვენ თანხას ფონდისთვის,- აღნიშნულის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, გარკვეული პირები ეკლესიის სახელის გამოყენებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. „ბოლო დღეების განმავლობაში გახშირდა ისეთი შემთხვევა, როდესაც უცნობი პირები მობილური ტელეფონის მეშვეობით უკავშირდებიან მოქალაქეებს და სთხოვენ თანხას თითქოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ახლად დაარსებული საქველმოქმედო ფონდისთვის. რა თქმა უნდა, მსგავსი ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც ჩანს, გარკვეული პირები ეკლესიის სახელის გამოყენებით ცდილობენ საზოგადოების შ...

დავით კირკიტაძე ჯანმრთელობის მდგ...

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით კირკიტაძე 8-დღიანი შიმშილობის შემდეგ ჰოსპიტალიზებულია. დეპუტატი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, პარლამენტიდან გუშინ, გვიან ღამით საავადმყოფოში გადაიყვანეს.  ენმ-ში აცხადებენ, რომ კირკიტაძე შიმშილობის გაგრძელებას, სავარაუდოდ, ვეღარ შეძლებს. "წნევის მაჩვენებელი ჰქონდა ძალიან რთული და ექიმებმა მიიღეს გადაწყვეტილება მისი კლინიკაში გადაყვანის. გადაყვანილია "ნიუ ჰოსპიტალსში". შიმშილობის გაგრძელებას, ალბათ, ვერ შეძლებს", - ამბობენ პარტიაში. ცნობისთვის, დავით კირკიტაძემ, ენმ-ის რამდენიმე წარმომადგენელთან ერთად, შიმშილობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გ...

„ლიბერთის“ მობაილ და ინტერნეტ ბა...

„ლიბერთიმ“, განახლებული ციფრული ბანკი 2019 წელს წარადგინა და ბოლო წლებში აქტიური მომხმარებლების რაოდენობა სწრაფად გაიზარდა და დღეს, უკვე 500 000-ზე მეტი მობაილ და ინტერნეტ ბანკის მომხმარებელი ჰყავს.  „ლიბერთის“ მობაილ ბანკის მე-500 000 მომხმარებელი ბათუმელი თენგიზ მდინარაძეა, რომელიც „ლიბერთის“ ციფრული სერვისებით სულ ახლახან დაინტერესდა და დარეგისტრირდა. „ლიბერთის“ გუნდმა გადაწყვიტა მისთვის სიურპრიზის გაკეთება - „ლიბერთის“ ციფრული ბანკინგის გუნდი პირადად შეხვდა თენგიზს და საჩუქრად Google Pixel 7 სმარტფონი გადასცა.  “ლიბერთის“ მობაილ ბანკი ჩემთვის ძალიან მარტივი მოსახმარი აღმოჩნდა. აქ ყველაფერია, რაც შე...

სუს - რუსეთის საოკუპაციო ძალების...

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე 3 დღის წინ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე მანუჩარ გულიტაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმი ამოქმედდა. "ინფორმაცია ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.  საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ...

ალასანია - მიხეილ სააკაშვილი მომ...

მიხეილ სააკაშვილი მომავალ დაბადების დღეს აქ არ უნდა იყოს, არც ციხეში უნდა იყოს, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. როგორც ალასანიამ "ვივამედში" მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ აღნიშნა, სააკაშვილმა სისტემის დანგრევისთვის მხოლოდ მადლობა დაიმსახურა. "მიხეილ სააკაშვილი მომავალ დაბადების დღეს აქ არ უნდა იყოს, არც ციხეში უნდა იყოს, მას ეს არ დაუმსახურებია. ამ ადამიანმა საქართველოსგან, უკრაინისგან, ყოფილი სისტემის დანგრევისთვის მხოლოდ მადლობა დაიმსახურა", - უთხრა პრეზიდენტის დედამ მედიის წარმომადგენლებს. ალასანია ასევე გამოეხმაურა სააკაშვილის მოწამვლის საკითხზე პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანე...

პრემიერის გადაწყვეტილებით, 2023 ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 2023 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები უქმე დღეებად განისაზღვრა. შესაბამის დადგენილებას პრემიერ-მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა. როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ და სისტემაში შემავალ სამსახურებს და მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს. დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული...

კალაძე - გადადგით ყველა საჭირო ნ...

თბილისის მერია კომპანია „მამისონთან“ ხელშეკრულებას შეწყვეტს და მეტროსადგურ „გოცირიძის“ ექსპლუატაციაში მისაღებ პროცედურებს თავად განახორციელებს დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელ კომპანია „მამისონთან“ თანამშრომლობას აღარ გააგრძელებს.  როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მეტროსადგურის რეაბილიტაცია დასრულებულია, თუმცა, კომპანიის უპასუხისმგებლობის გამო, სადგური ამ დრომდე ექსპლუატაციაში ვერ შევიდა. „მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები ძალიან დიდი დაგვიანებით, მაგრამ შესრუ...

წინასაახალწლოდ, წიწვოვანი ხე-მცე...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, წინასაახალწლოდ, წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამკაცრებს. იმ რეგიონებში, სადაც წიწვოვანი ტყეებია, დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები ზედამხედველობას 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ.   გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით, ასევე წიწვოვანი ხე-მცენარეების რეალიზაციის პუნქტების მასშტაბური მონიტორინგი მიმდინარეობს; დედაქალაქში ინტენსიურად მოწმდება სპორტის სასახლისა და მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიები. "გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსა...

მეუფე ნიკოლოზი - სააკაშვილი ძალი...

გამხდარი არის ძალიან, მე უფრო მეტად გახდომა თუ შეიძლება ადამიანის, ვერ წარმომიდგენია, - ამის შესახებ ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. როგორც მეუფე ნიკოლოზმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, მისი სურვილია, რომ მესამე პრეზიდენტმა მკურნალობა უცხოეთში გააგრძელოს.  "მინდა გითხრათ, რომ ჩვენი საუბარი, ამ ბოლო დროს, არ ეხება ამქვეყნიურ ამბებს, ეხება ძირითადად სულიერ საკითხებს იმიტომ, რომ მეც გამოვაცხადე ამის წინ და ახლაც მინდა ვთქვა, რომ მე ხმამაღლა ვამბობ ჩემს პირად სურვილს - მე მინდა, რომ ამ ადამიანმა აუცილებლად გააგრძელოს მკურნალობა უცხოეთში. ჩემი ლოც...

პენიტენციური - სააკაშვილის მოწამ...

სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სააკაშვილის მოწამვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელება მსჯავრდებულის მდგომარეობის შესახებ არასწორი საზოგადოებრივი აღქმის ჩამოყალიბებას ემსახურება და მიზნად სახელმწიფოს ინტერესების დაზიანებას ისახავს. "ინტერექსპრესნიუსი" პენიტენციური სამსახურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოების ინფორმირების მიზნით სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს: 2022 წლის 31 მაისს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით, კლინიკა „ვივამ...

„აქ მივყავართ ოცნების პოლიტიკას“...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარეს,  გიორგი კირთაძეს „ფორმულას” პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ.  ოპოზიციონერ პოლიტიკოსს უცნობმა პირმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.  "ესე ლაჩრულად, როცა „ფორმულასთან" პირდაპირი ჩართვა მქონდა, უკნიდან მომეპარა, დაიწყო კვერცხების სროლა და შეურაცხმყოფელი შეძახილები ჩემი და ჟურნალისტის მიმართ. აქ მივყავართ ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების" პოლიტიკას. სამწუხაროდ, ბათუმშიც კი იშოვეს ადამიანი, რომელიც ასე ლაჩარივით მოიქცეოდა", - აცხადებს კირთაძე. 

ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონი ზ...

კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძე ოქროს მედალს დაეუფლა და კვლავ მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ტალახაძემ ატაცში 208/215 კილოგრამი დაძლია და ოქროს მედალს დაეუფლა. ასევე უმაღლესი სინჯის მედალს დაეუფლა აკვრაში დაძლეული 245/251 კილოგრამითაც, ორჭიდის ჯამში მოგროვილი 466 კილოგრამითაც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დადგა. ცნობისთვის, გარდა ჩემპიონობისა მსოფლიოს მრავალგზის უძლიერესმა ძალოსანმა პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიისათვის მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა.

სწრაფად და ურიგოდ შეძენა ამიერიდ...

სწრაფად და ურიგოდ შეძენა ამიერიდან „ავერსის“ კიდევ უფრო მეტ აფთიაქშია შესაძლებელი! დიდი მოთხოვნის გამო კომპანიის სააფთიაქო ქსელს 60 თვითმომსახურების აპარატი შეემატა.  აქამდე თუ „ავერსის“ მხოლოდ 53 აფთიაქში ნახავდით თვითმომსახურების აპარატს, ახლა უკვე ქსელის 113 ფილიალში შეგიძლიათ მისით სარგებლობა.  „ავერსი“ საქართველოში პირველი ფარმაცევტული კომპანიაა, რომელმაც მომხმარებელს ასეთი სერვისი შესთავაზა. ამასთან ერთად, ის ფარმაცევტული სფეროს პირველი წარმომადგენელია, რომელიც ცნობილ გერმანელ მწარმოებელ „პირამიდთან" თანამშრომლობს. საგანგებოდ "ავერსისთვის" გერმანულმა კომპანიამ თვითმომსახურების აპარატი სააფთიაქო ქსელის მოთხოვ...

ქართული ბიზნესის ჰუმანიტარული ტვ...

დავეხმაროთ ენერგოკრიზისში მყოფ უკრიანას - ამ სოლიდარული აქციის ფარგლებში, რომელიც  რამდენიმე კვირის წინ დაიწყო საქართველოს  მოსახლეობის დიდი ნაწილის ჩართულობით, ნახევარი მილიონის ლარის  მოგროვება გახდა შესაძლებელი, ამ ჰუმანიტარულ აქციას  ქართული ბიზნესიც შეუერთდა.  კომპანია  GM Pharma  (PSP ჯგუფი) და „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ (GIG ჯგუფი) 300 - 300 ათასი ლარი გამოყვეს გენერატორების შესაძენად. ჰუმანიტარული ტვირთით პირველი კონტეინერები უკვე მომდევნო კვირაში გაიგზავნება უკრაინაში.   ჰუმანიტარული კატასრტორფის წინაშე დგას როგორც უკრაინის მოსახლეობის  დიდი ნაწილი, ისე   ქვეყნის სასიცოცხლო ობიექტები: საავადმყოფო...