დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 851 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 55 პაციენტი. NCDC-ის ცნობით, გასული დღე–ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 5 530 პირი.
განულებულ ბოკერიასთან ფრთხილად ბატონებო! რეინკარნირებას აპირებს. - ამის შესახებ პარტია "კანონი და სამართალის: ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ხალხს ახლა დიდი გამჭრიახობა მართებს. "მე ხომ თავი ყულფში უნდა გავყო ხოლმე ჰოდა "სიმართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდესო"( ისე, გაქცევა სიმართლისგან არასოდეს მიცდია და არც ახლა ვაპირებ )მოკლედ ასეა: აი ახლა მართებს ხალხს დიდი გამჭრიახობა , ისე როგორც არასდროს. განულებულ ბოკერიასთან ფრთხილად ბატონებო! "რეინკარნირებას" აპირებს -სურვილი აქვს, ზუსტად აი ზუსტად ვიცი, ყველაფერზე მიდის( სასაცილო და "ძველი" ილეთებია) დანარჩენს მოგვიანებით მოგახსე...
ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ, BBC-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ სრულიად შესაძლებელია, რომ ბელარუსის ძალები მიგრანტებს პოლონეთის საზღვრის გადაკვეთაში დაეხმარნენ. თუმცა ის უარყოფს, მიგრანტების საზღვართან მობილიზებასა თუ შეკავებაში მონაწილეობას. „ჩვენ სლავები ვართ და გული გვაქვს. ჩვენმა სამხედროებმა იციან, რომ მიგრანტები გერმანიაში მიდიან. შეიძლება ვიღაც დაეხმარა მათ. ამ საკითხით არც კი დავინტერესდებოდი“, - აცხადებს ლუკაშენკო, BBC-სთან ინტერვიუში. ევროკავშირი, ნატო და აშშ ბელარუსის ლიდერს მიგრანტების პოლონეთის საზღვართან მობილიზებასა და მათთვის ევროკავშირში მარტივად შესვლის ცრუ დაპირებაში ადანაშაულებს. ლუკაშენკო ამ ბრალდებას უარყოფს. &b...
"ნიუ ჰოსპიტალის" რეანიმატოლოგის ალექსანდრე მხარგრძელის ინფორმაციით, „დროას“ ლიდერის, დეპუტატ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმის თქმით, ხოშტარიამ უკვე დაიწყო რეაბილიტაციის პროცესი. "დაეწყო ინტრავენური გადასხმები, ინტრავენური გადასხმების შემდეგ დაწყებულია სპეციალიზირებული კვება მცირე ულუფებით და პროტოკოლის მიხედვით მოხდება კვების გაზრდა," - აღნიშნა ექიმმა. ცნობისათვის, დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა. მისი განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა გახდა ამ გადაწყვეტილების საფუძველი. "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ შიმშილობა 19 ნოემბერს შეწყვიტა. ხოშტარია ...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 318 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 70 პაციენტი. NCDC-ის ცნობით, გასული დღე–ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 2 457 პირი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 278 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 63 პაციენტი. NCDC-ის ცნობით, გასული დღე–ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 4 154 პირი.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქვეყანაში Covid-19-ის სამკურნალო მედიკამენტების შემოტანას აგრძელებს. - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, “Hetero Biopharma Limited”-ის წარმოებული 2000 დოზა ტოცილიზუმაბი და “Roche”-ს მონოკლონური ანტისხეულები - 500 დოზა რონაპრივი (კასირივიმაბი/იმდევიმაბი) უკვე საქართველოშია. „მედიკამენტების შესყიდვა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, მსოფლიო ბანკის „Covid-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის“ დამატებითი დაფინასების ფარგლებში განხორციელდა. 2000 დოზა ტოცილიზუმაბი და 500 დოზა რონაპ...
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამის ფარგლებში მთავრობის ინიციატივის გაჟღერების შემდეგ, რომლის თანახმადაც 60 წელს გადაცილებული პირები პირველივე აცრისას 200-ლარიან დანამატს მიიღებენ, ვაქცინაციის ტემპი მკვეთრად გაიზარდა. იმუნიზაციის პროცესი გააქტიურდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. პენსიონერები განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩევიან რეგიონებში. „თუ შევადარებთ ოქტომბრისა და ნოემბრის მონაცემებს, განსხვავება აშკარაა. მაგალითად, 7 ნოემბრიდან, შიდა ქართლის რეგიონში, 60 და ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, ვაქცინაციის პროცესში მოქალაქეთა აქტივობის 697,39% -იანი ზრდა დაფიქსირდა, 586,11%-იანი ზრდაა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, ხოლო გურიაში, ამავე ასაკობრივ ჯგუფში, 568,18%...
დაიწყება გრიპის შემთხვევების მატების პერიოდი, რაც პიკს დეკემბერ-იანვარში მიაღწევს.- ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ჯანდაცვის ექსპერტმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. მისი თქმით, ყველა ქვეყანას მიღებული აქვს ჯანმო-ს გაფრთხილება, რომ წელს გრიპის გაცილებით მეტი შემთხვევა იქნება, ვიდრე 2020 წელს. ამასთან პროფესორი აღნიშნავს, რომ მიუხედავად ფინანსური წახალისებისა ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა უცვლელი რჩება. „პრაქტიკულად, ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში მდგომარეობა არ შეცვლილა, რაც ძალიან ცუდია. იმიტომ რომ, ჩვენი მოლოდინი, რომ ინფიცირების მაჩვენებელი შემცირდებოდა, ჯერ მოლოდინად რჩე...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 18 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით 2 074 270 პირია აცრილი. NCDC-ის ცნობით, საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით 7 307 პირი აიცრა. „აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522“, - აცხადებენ NCDC-ში.
შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმი სამმა თანამშრომელმა: გვანცა ბერძენიშვილმა, გიორგი თოფურიამ და თემურ ქანთარიამ პროტესტის ნიშნად დატოვა. ისინი ამჟამინდელი ადმინისტრაციის პოლიტიკას უპირისპირდებიან და იქ არსებულ პოლიტიკაზე ღიად საუბრობენ. ამირანაშვილის მუზეუმის დატოვების შესახებ ინფორმაცია ყოფილმა თანამშრომლებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს. "ბოლო თვეების განმავლობაში ხელოვნების მუზეუმში მიმდინარე პროცესები საბოლოოდ მოვიდა წინააღმდეგობაში თითოეული ჩვენგანის პროფესიულ ეთიკასთან. მიუღებელია: თანამშრომლების ახსნა-განმარტების გარეშე ჩამოქვეითება და გაშვება, მათ მიმართ უდიერი და არაკოლეგიალური დამოკიდებულება; არ ვიზიარებთ ამჟამინდელი ადმინისტ...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 446 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 77 პაციენტი. NCDC-ის ცნობით, გასული დღე–ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 5 320 პირი.
უმრავლესობის დეპუტატი ნინო წილოსანი ტელეკომპანია ფორმულას მიმართავს. დეპუტატი სოციალურ ქსელში ვახო სანაიას სტატუსს ავრცელებს და მას დისკრედიტაციასა და ტყუილის გავრცელებაში ადანაშაულებს. "თქვენი ერთ-ერთი ჟურნალისტის მხრიდან გუშინს შემდეგ ვრცელდება მდაბიო ტყუილი, რაც მიზნად ისახავს ჩემს, როგორც დეპუტატის, დისკრედიტაციას და საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებას ამ ერთი ფაქტის გარდა, აღნიშნულმა პიროვნებამ უკვე არაერთხელ გამოხატა დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება ჩემს მიმართ მისი ქმედებები ატარებს მიზანმიმართულ და სისტემატიურად განმეორებად ხასიათს. ეს ყველაფერი ნათლად ემსგავსება ადევნებას და მე, როგორც ქალ პოლიტიკოსს, განსაკუთრებული წ...
თბილისში საახალწლო დეკორაციების გასაახლებლად, სამი ტენდერი გამოცხადდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „წელს საახალწლო დეკორაციების გასაახლებლად სამი ტენდერი გამოვაცხადეთ. მათ შორის, ორი საახალწლო აქსესუარებისა და განათებების, ხოლო ერთი - საახალწლო თემატიკის დეკორატიული მატარებლის შესყიდვას ემსახურება. სამივე ტენდერის ღირებულებაა 207 000 ლარია“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის თქმით, არცერთი ტენდერი დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის განახლების ან შეცვლის მიზნით არ გამოცხადებულა. „მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არცერთი ტენდერი არ გამოცხადებულა დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის ...
დეპუტატი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ იმ 84 ადამიანზე უფრო მეტად ნერვიულობს, რომლებიც ციხეში კანაფის მოხმარების გამო სხედან, ვიდრე მიხეილ სააკაშვილზე. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ აქტს ახორციელებს და საკუთარ თავს მძიმე მდგომარეობაში თავისი ნებით იგდებს. "ეს ადამიანი ხომ თავის პოლიტიკურ აქტს ახორციელებს, თავის ნებით, დამოუკიდებლად, თავისი თავისუფალი ნებით. მე შემიძლია უბრალოდ ზოგადად შევაფასო, მაგრამ, საერთოდ არ არის, ჩემი აზრით, ჩემი აზრი საინტერესო. თავისი ნებით რაღაცა მძიმე მდგომარეობაში იგდებს თავს. ამით რისკავს მთელი ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას. მე შეიძლება სტაბილურობაზე ვინერვიულო, მაგრამ, ხომ არ მომეთხოვება, რომ ამ ადამიანზე ვინერვიულო? მორალურად, ვკ...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 732 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 72 პაციენტი. NCDC-ის ცნობით, გასული დღე–ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 4 812 პირი.
ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული გენადი ბესტაევი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექიმის თქმით, გენადი ბესტაევის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. "პაციენტს ჩაუტარდა თავის ტვინის დეკომპრესიული ტრეპანაცია, ჰემატომის ევაკუაცია. მისი მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე, მართვით სუნთქვაზეა. არასტაბილური ჰერმოდინამიკით. ჯერჯერობით კრიტიკულია მდგომარეობა. სიტუაციიდან და ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე, მკურნალობას გააგრძელებს რეანიმაციულ განყოფილებაში", - ამბობს კლინიკის ექიმი გიორგი გვარამაძე. ცნობისთვის, გენადი ბესტაევი რუსმა სამხედროებმა სოფელ ზარდიაანთკარიდან 2019 წლის 19 ნოემბერს გაიტაცეს. დე...
სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის გიორგი ჩიდრაშვილის განცხადებით, პაციენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მისი თქმით, ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლები როგორიც არის არტერიული წნევა, პულსი, სუნთქვა, სატურაცია, ნორმის ფარგლებშია. „როგორც მოგეხსენებათ, პაციენტი იმყოფება #18 სამკურნალო დაწესებულებაში სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. პაციენტის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლები როგორიც არის არტერიული წნევა, პულსი, სუნთქვა, სატურაცია, ნორმის ფარგლებშია. ასევე, ნორმის ფარგლებშია ძირითადი ლაბორატორიული მაჩვენებლები. მას ინტენსიურად უტარდება ლაბორატორიული ...
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში 60- წლის პირთა წახალსიებამ ვაქციანციის მაჩვენებელი გაზარდა. მისი თქმით, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში აქტიურად მიმდინარეობს ბუსტერ დოზებით ვაქცინაციის პროცესი. "8 ნოემბრიდან ამოქმედდა, ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში 60- წლის პირთა წახალსიების სქემა ამან გარკვეულწილად მისცა სტიმული ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქციანციის პროგრამის გაფართოებას. აცრილთა შორის 28% -დან 44%-მდე გაიზარდა 60 წლის ასაკობრივ ჯგუფში პირთა რიცხვი და ვაქციანციის მაჩვენებელი გუშინ 8000-ს აჭარბებს, რაც იმედის მომეცემია და ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო მატებაა მოსალოდნელი, ამასთან მიმდინარეობს ბუსტერ დოზების გამოყენება ნე...
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, გლდანის #18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ექიმთა კონსილიუმის და გარედან მოწვეული ექსპერტების საჭიროება აღარ დგას. მისი თქმით, საჭიროების სემტხვევაში შესაძლებელია გლდანის დაწესებულებამ მოიწვიოს ექსპერტი და ადგილზევე შეიქმნას კონსილიუმი. "კონსილიუმის წევრებს, რომელიც შეიქმნა რუსთავის დაწესებულებაში, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისთვის, იუსტიციის სამინისტრო მართავდა ამ კონსილუმს. თითქმის მთელი ერთი თვის განმავლობაში. მას შემდეგ უკვე რაც მოხდა პაციენტის გადმოყვანა სამედიცინო დაწესებულებაში, კონსილიუმის, გარედან მოწვეული ექსპერტების საჭიროება ნამდვილად აღარ დგას. ამ შემთხვევაში, უკვე თავად გლდანის და...