შემოსავლების სამსახური - 25 ოქტო...

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური 25 ოქტომბერს, უქმე დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, 2024 წლის 25 ოქტომბერს, საქართველოს მასშტაბით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრები არ იმუშავებენ. "ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 21 ოქტომბრის №359 დადგენილების და შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის გათვალისწინებით, 2024 წლის 25 ოქტომბერს, გაფორმების ეკონომიკური ზონები, საბაჟო გამშვები პუნქტები, სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სასაზღვრო ინსპექციის განყოფილებები, ასევე გაფორმების განყოფილებები და ...

მთავრობამ ცესკოს მიმართვის საფუძ...

საქართველოს მთავრობამ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. მთავრობის დადგენილებას საფუძვლად დაედო ცესკოს მიმართვა, რომლის თანახმად, ვინაიდან საარჩევნო უბნები განთავსებულია საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, სამუშაო დღეებში მიმდინარე აქტივობამ, შესაძლოა, შეაფერხოს საარჩევნო უბნების დროულად მოწყობა. "ცესკო განმარტავს, რომ საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების საუბნო საარჩევნო კომისიების გამართულად ფუნქციონირებისათვის, მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს საარჩევნო უბნების მოწყობა, რომელიც მიმდინარეობს კენჭისყრის წინა დღეს და სწორედ ამ დღეს საარჩევნო უბნებზე განთავსდება შესაბამი...

„ლიბერთი“ სტუდენტების დასაქმებას...

Craft Your Future Career – "ლიბერთის" სტუდენტების დასაქმების პროგრამას აგრძელებს და წელს ტრადიციულად მორიგი ღონისძიება გაიმართა. აღნიშნული პროგრამის მიზანია, ახალგაზრდების მოზიდვა და მათი დასაქმების პერსპექტივით დაინტერესება. ღონისძიებაში "ლიბერთის" პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებმა მონაწილეობდნენ. კამპანიის დაწყების პირველივე დღიდან, სტუდენტების მხრიდან ინტერესი საკმაოდ დიდი იყო. მათ ბანკში მოქმედი მიმართულებების შესაბამისად ჰქონდათ დასაქმების არჩევანი. რაც შეეხება შერჩევის კრიტერიუმებს, თითოეული მიმართულება თავად ადგენს უნარ-ჩვევების მისაღებ კრიტერიუმს.    "ლიბერთი ბანკისთვის" მნიშვნელოვანია, სტაჟირების პროცესი მაღალი ხარისხის ...

შსს - არც „პოლიციის შესახებ“ კან...

არც „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი და არც მის საფუძველზე გამოცემული არცერთი მოქმედი სამართლებრივი აქტი არ კრძალავს წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის ერთდროულად, ან პარალელურ რეჟიმში გამოყენებას,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც შინგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შსს „ძალადობრივი შეკრება-მანიფესტაციის მართვის დროს, იყენებს ისეთ სპეციალურ საშუალებებს, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან და არაერთი ევროპული ქვეყნის საპოლიციო დანაყოფების მიერ აქტიურად გამოიყენება“. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფო...

ფოთში ქარბორბალამ საცხოვრებელი ს...

ფოთში მესამე დღეა სტიქია გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს. ფოთის მერიის ცნობით, გუშინ საღამოს განმეორდა ქარბორბალა, რამაც დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავები. ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია ეზოები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. "ამ დროის მონაცემებით, ნაბადის უბანში ქარბორბალას შედეგად 13, წვიმის შედეგად კი 23 ოჯახი დაზიანდა. ცენტრის უბანში დაზარალებულია - 45 ოჯახი, კუნძულის უბანში ქარბორბალას შედეგად 3 ხოლო წვიმის შედეგად 20 ოჯახია დაზარალებული. მალთაყვის უბანში ქარბორბალას შედეგად დაზიანდა 30 საცხოვრებელი სახლის სახურავი, დატბორვის შედეგად კი 80 საცხოვრებელი სახლი. შეტყობინებების შემოსვლა და ზარალის ოდენობის დათვლა გრძელდება....

ჯანდაცვის სამინისტროში ონკოპაციე...

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ონკოლოგიურ პაციენტებსა და პაციენტთა ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მხარეებმა, მკურნალობის უწყვეტობისა და სერვისების მაქსიმალური ხელმისაწვდომობისთვის აუცილებელ კომპონენტებზე იმსჯელეს. განიხილეს ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები, მათ შორის საუბარი შეეხო მედიკამენტების დეფიციტების საკითხს. მინისტრის განცხადებით, პაციენტთა ინტერესებისა და მათი ჯანმრთელობის დაცვა, სახელმწიფოს პრიორიტეტია. შესაბამისად, სამინისტრო, ყველა მხარესთან თანამშრომლობით შეეცდება ბენეფიციარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას. "აღსანიშნავია, რომ შეხვედრები, ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძ...

გზების დეპარტამენტი - ფშაველი-აბ...

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის მონაკვეთზე თოვლის და ლიპყინულის გამო მოძრაობა აიკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.  საავტომობილო გზის კმ1-კმ30 მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. "თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ30-კმ72 მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის კმ1-კმ30 მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია",- ნათქვამია განცხადებაში. 

VARTA - საიმედო, ენერგოეფექტური ...

აკუმულატორი ავტომობილის აგებულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, რომლის რესურსიც სეზონურად უნდა შემოწმდეს, რადგან ის დაბალი ტემპერატურის მიმართ ყველაზე სენსიტიურია.აკუმულატორში მიმდინარე ქიმიური პროცესების დახმარებით წარმოიქმნება ელექტრული მუხტი, რომელიც ძრავის ამძრავს ანიჭებს ენერგიას ასამუშავებლად. ზამთარში ავტომობილი აკუმულატორის მეტ რესურსს მოიხმარს, ძრავის დაქოქვას უფრო დიდი ენერგია სჭირდება, შესაბამისად,  აკუმულატორის რესურსის შემოწმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცივი ამინდების მოახლოებისას. „თეგეტა მოტორსი“ გთავაზობთ VARTA-ს უმაღლესი ხარისხის გერმანული წარმოების აკუმულატორების ფართო არჩევანს. ი...

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომ...

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. როგორც ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა - ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3 113 747 ამომრჩეველი მიიღებს. იოსელიანის თქმით, წელს პირველად, 135 922 ახალგაზრდას არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევა. "გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 64 238-მა ამომრჩეველმა მომართა.  სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა 95 910...

ცესკოს თავმჯდომარე საარჩევნო სის...

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროგრამის ვიცე-პრეზიდენტ კატერინა ელენას, (IFES) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს, რენატა ლევოვსკის და მის მოადგილეს, დავით ღონღაძეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა  26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი იყო.  "შეხვედრაზე საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ არჩევნების ორგანიზების მიზნით  განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობები განიხილეს. გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთ...

საარჩევნო ადმინისტრაციაში საოპერ...

საარჩევნო ადმინისტრაციაში საოპერაციო-სასაწყობო სივრცის და 2024 წლის არჩევნების შუალედური ანგარიშის  პრეზენტაცია გაიმართა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საოპერაციო-სასაწყობო სივრცე და მიმდინარე სამუშაო პროცესი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, მედიის წარმომადგენლებს და ექსპერტებს გააცნო. როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, საოპერაციო-სასაწყობო სივრცის მოწყობა 2024 წლის მოდერნიზებული არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზების მიზნით, არჩევნების სფეროში ტექნოლოგიური ინტერვენციის საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით დაიგეგმა და განხორციელდა. გიორგი კალანდარიშვ...

სუს-ი - სოფელ ზემო არცევის მიმდე...

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ფრიდონ ფაკაური თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ის ცნობით, ფრიდონ ფაკაურის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. „საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა სა...

ენმ - გურიანთაში „ერთიანობა - ნა...

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ცნობით, "გურიანთაში "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატს, დავით მჟავანაძეს და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, თათია ნიკოლაშვილს "ქართული ოცნების" ზონდერები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ". როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ერთ-ერთ საჯარო დაწესებულებაში მივიდნენ, სადაც "ქართული ოცნების" მომხრეები სიებს ადგენდნენ. „ჩვენ ვიმყოფებით გურიანთის ცენტრში, ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც ხედავთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ეს შენობა გადაქცეული აქვს „ქართული ოცნებ...

გვარამია - ჩვენი კოალიციისთვის უ...

დღეს ჩვენი პარტიისა და კოალიციისთვის უმძიმესი დღეა, დავკარგეთ ჩვენი თანაგუნდელი ელენე მეგრელიშვილი, რომელიც პირველივე დღეებიდან ჩვენთან ერთად იყო,- ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა. გვარამიამ დაღუპულის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა და აღნიშნა, რომ მომხდარი ტრაგედიის გამო, "კოალიცია ცვლილებისთვის" ბათუმში დღევანდელ ღონისძიებას აუქმებს. "დღეს ჩვენი პარტიისა და კოალიციისთვის უმძიმესი დღეა. დავკარგეთ ჩვენი თანაგუნდელი ელენე, რომელიც პირველივე დღეებიდან ჩვენთან ერთად იყო და მასთან ერთად მანქანაში მყოფი, ავტოავარია მოხდა, სამწუხაროდ, ანა ქართლელიშვილი, "ქართლელა", როგორც ჩვენ მას ვეძახით, ახლა იბრძვის გადარჩენისთვის. ჩ...

პრეზიდენტმა 12 მსჯავრდებული შეიწ...

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 12 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, მათ შორის 9 მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისგან სრულად გათავისუფლდა. "2 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. შეწყალების აქტი შეეხო ასევე ერთ პირობით მსჯავრდებულს, რომელიც სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისგან",- ნათქვამია ინფორმაციაში.

„საქართველოს ფოსტის“ გენერალური ...

"საქართველოს ფოსტის" გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე ევროპის საფოსტო ასოციაციის PostEurop-ის გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობს, რომელიც მიმდინარე წლის 15-17 ოქტომბერს, სერბეთში, ქალაქ ბელგრადში იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს ფოსტა" ავრცელებს. მათი ცნობით, ასამბლეაზე განიხილება ევროპის საფოსტო ოპერატორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის უზრუნველყოფისა და საფოსტო სექტორის სტრატეგიის საკითხები, ასევე, ევროპული კავშირის გაფართოების მიზნები და შესაძლებლობები.  "მნიშვნელოვანია, რომ "საქართველოს ფოსტის" გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრად 2025 წლის ჩათვლით არის არჩეული. ასევე, ლევან ჩიკვაიძე საბჭოში...

სანიოლი - არასწორ გადაწყვეტილებე...

არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებდით, შანსებიც ვერ გამოვიყენეთ, - ასე შეაფასა ერთა ლიგაზე ალბანეთთან წაგებული მატჩი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა. როგორც სანიოლმა აღნიშნა, ალბანეთთან მარცხი გულდასაწყვეტი იყო, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ ეს მარცხი ნაკრებს ბევრს ასწავლის. "ზოგჯერ მარცხის შემდეგ ყველაფრის უარყოფითად დანახვა გვსურს. თუმცა ჩვენ ბურთსაც ვაკონტროლებდით და მეტი საგოლე შესაძლებლობა გვქონდა. მიზეზი ალბათ ისაა, რომ საჯარიმოში არასწორ გადაწყვეტილებებს ვიღებდით. დღეს ძალიან შემტევი შემადგენლობა დავაყენეთ იქიდან გამომდინარე, რომ ვიცოდით, ალბანეთი დაცვიდან ითამაშებდა. ფეხბურთელებს ახალი ტაქტიკას ცუდად არ მიუღიათ, მაგრამ შანსები ვერ გამ...

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ა...

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მეოთხე ტურში ალბანეთს უმასპინძლა.  საქართველოს ნაკრები ალბანეთთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა. ანგარიშთა ნაკრების რიგებიდან გოლი კრისტიან ასლანმა 48 წუთზე გაიტანა. 4 მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 6 ქულა აქვს და ჯგუფში ჯერ პირველ ადგილზეა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ავტოსა...

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად დაშავდა 2 პირი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

შსს - უწყების მხრიდან არანაირი შ...

არანაირი შეტყობინება არ არის დაგზავნილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან და მოქალაქეებს მოვუწოდებთ, არ შევიდნენ შეცდომაში,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც შსს ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მოქალაქეები იტყობინებიან, რომ შს სამინისტროს სახელით გაურკვეველი შინაარსის შეტყობინება მიიღეს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე არაერთი შეტყობინება შემოვიდა, სადაც მოქალაქეები მიუთითებენ, რომ უწყების სახელით გაურკვეველი შინაარსის შეტყობინება მიიღეს. მოქალაქეების ინფორმირების მიზნით გვსურს განვმარტოთ, რომ არანაირი შეტყობინება არ არის დაგზავნილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან და მოქალაქეებს მოვუწოდებთ, არ შევიდნენ შეცდომაში. ასევე,...