მთავრობა მოსახლეობის ნაწილს ელექ...

მთავრობა მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის გადასახადს დაუსუბსიდირებს. აღნიშნულის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  როგორც პრემიერმა აღნიშნა, სუბსიდირების პროგრამა იანვრიდან ამოქმედდება და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. „ჩვენი გადაწყვეტილებით, მოსახლეობის დიდ ნაწილს, დაახლოებით 1 მილიონ ადამიანს დავუსუბსიდირებთ ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს. ეს შეეხება მიზნობრივ ჯგუფებს, 150 ათას და ნაკლები ქულის მქონე მოსახლეობას, როგორც უკვე ვთქვი, 1 მილიონ ადამიანს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ აღნიშნული პროგრამა გვქონდა პანდემიის დაწყების დღიდან და ის ორი წელი გრძელდებოდა, იანვარში შეწყდა ეს სუბსიდირების პროგრამა და ამიტომ მივიღეთ გად...

ვაქცინირებული პირებისთვის იზოლაც...

ვაქცინირებული პირებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები დღეიდან მცირდება.  როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, „ასიმპტომური-მსუბუქი შემთხვევებისთვის ეს იქნება 8 დღე, ამასთან სიმპტომების ალაგებიდან გასული უნდა იყოს სულ მცირე 24 საათი და იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღის მანძილზე მკაცრად არის რეკომენდებული ნიღბის ტარება. მისივე თქმით, იზოლაციასა და კარანტინში ყოფნის ვადები ვაქცინირებული, არავაქცინირებული და კოვიდგადატანილი ადამიანებისთვის სხვადასხვა ტიპის იქნება. „მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში გახდა შესაძლებელი და საერთაშორისო რეკომენდაციები გამოიცა იმასთან დაკავშირებით, რომ შემცირდეს იზოლაცია-კარანტინისთვის დაწესებული ვადები. ვადები ...

სიმპტომიან პაციენტებს, რომლებსაც...

„უსიმპტომო პაციენტებს, ვისაც ანტიგენის სწრაფი ტესტით დაუდასტურდებათ COVID-19 ინფექცია, ასევე სიმპტომიან პაციენტებს, რომლებსაც ანტიგენის სწრაფი ტესტით არ დაუდასტურდებათ COVID-19 ინფექცია, დამატებითი ტესტირება PCR მეთოდით ჩაუტარდებათ ოჯახის ექიმის დასკვნის საფუძველზე“, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, ოჯახის ექიმთან კონსულტაციის გავლა ტესტშესაძლებელია ირების პუნქტში შესაბამისი სერვისის არსებობის შემთხვევაში, ან ონლაინ კლინიკის ოჯახის ექიმებთან სატელეფონო კომუნიკაციის გზით. „ტესტირება COVID-19-ის პანდემიის მართვის აუცილებელი კომპონენტია, რადგან მნიშვნელოვანია ინფიცირებულთა დროული გამოვლენა, იზოლირება, გად...

სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებმა ...

თემქაზე, სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებმა, ერთ-ერთმა დევნილმა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „მთავარი არხი“ იუწყება. უკანასკნელი ცნობებით, დევნილები პოლიციას ცხედრის გაყვანის საშუალებას არ აძლევენ. მათი მოთხოვნა კვლავ იგივე რჩება - დააკმაყოფილოს იძულებით გადაადგილებული პირები ხელისუფლებამ, შესაბამისი, უსაფრთხო საცხოვრებელი ფართებით. გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა ცოტა ხნის წინ გზა გადაკეტეს. შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

საპატრიარქო - მიტროპოლიტი სტეფან...

„მიტროპოლიტი სტეფანე, ამჟამად, ექიმების ზედამხედველობით რეაბილიტაციის კურსს გადის და თბილისში, მდებარე ერთ-ერთ მონასტერში გაატარებს“, - ასე გამოეხმაურა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მიტორპოლიტ სტეფანეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. საპატრიარქოს ცნობით, მიტროპოლიტ სტეფანეს დედაქალაქში დარჩენის მთავარი მიზეზი, საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივი სამედიცინო კონსულტაციისა თუ დახმარების მიღებაა. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, მეუფე სტეფანეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „რამდენიმე საათის წინ ინტერნეტგვერდმა ,,მსოფლიო საეკლესიო სიახლენი" ჭყონდიდელ მიტროპოლიტ სტეფანეს (კალაიჯიშვილი) ჯანმრთელობის ...

ლაგოდეხში, ყოფილმა ქმარმა ცოლი გ...

გუშინ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ყოფილმა ქმარმა 35 წლამდე ასაკის ქალი გაგუდა. ქალს სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.  თავდაპირველი მოსაზრებით, ქალის გარდაცვალების მიზეზად, ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდებოდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, კაცმა, ეჭვიანობის ნიადაგზე, ქალი ჯერ გაგუდა, შემდეგ კი გაზქურა მოუშვა და შემთხვევის ადგილი მიიმალა. შსს-ს ცნობით, ამ დროისთვის, სამართალდამცავებმა გარდაცვლილის ყოფილი მეუღლე უკვე დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

შტორმის შედეგად ბათუმის ბულვარი,...

ბათუმის ახალ ბულვარში, შტორმმა სანაპიროს ინფრასტრუქტურა დააზიანა. სანაპირო ბილიკი ხრეშით დაიფარა. დაზიანებულია ასევე, მიმდებარე მწვანე ზოლი და საშხაპეები. ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის განცხადებით, დაბინძურებული სანაპირო ზოლი, უკვე იწმინდება. ადგილზე მობილიზებულია დასუფთავების სამსახურიც. „ახალ ბულვარში შტორმის შედეგად დაბინძურებული სანაპირო ზოლი დილიდან იწმინდება. ადგილზე მობილიზებულია შპს “სანდასუფთავების” სამსახურის რამდენიმე ერთეული სპეციალური ტექნიკა. შტორმის შედეგად ძირითადად ქვა-ღორღით დაიფარა “აკვა-პარკის” მიმდებარე მონაკვეთი, სადაც დაზიანებული საპლაჟე ინფრასტრუქტურა უმოკლეს ვადებში იქნება აღდგენილი. ამ დროისათვის, სანაპირო ზოლზე სა...

16 იანვრის მონაცემებით, საქათველ...

16 იანვრის მონაცემებით, საქართველოში, სულ ჩატარებულია 2 609 515 აცრა. მათგან ბუსტერ დოზა108 893 ადამიანს აქვს გაკეთებული. აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იუწყება. „სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 307 729 ადამიანი - >18 ასაკის მოსახლეობის 45.5% სრულად ვაქცინირებულია 1 191 003  ადამიანი - >18 ასაკის მოსახლეობის 41.5% ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 108 893 ადამიანს 15 იანვარს აიცრა 5 053 ადამიანი“, - წერია განცხადებაში.

საქართველოში, ამ დროისთვის, „ომი...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში, ამ დროისთვის, კორონავირუსის „ომიკრონ” შტამის 1 189 შემთხვევაა დადასტურებული. „16 იანვრის მდგომარეობით ლაბორატორიულად დადასტურებულია ომიკრონის 1 189 შემთხვევა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 504 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 24 პაციენტი.

განათლების სამინისტრო - სასწავლო...

„17 იანვარს სასწავლო პროცესის სკოლის შენობებში განსაახლებლად საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლა სრულ მზადყოფნაშია“, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მოსწავლეთა, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა უსაფრთხოებისთვის და ნებისმიერი სხვა რისკის თავიდან ასაცილებლად სკოლებში ზედმიწევნით იქნება დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია. „17 იანვარს სასწავლო პროცესის სკოლის შენობებში განსაახლებლად საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლა სრულ მზადყოფნაშია. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მშობლებს კვლავ აძლევს შესაძლებლობას, აირჩიონ დისტანციური...

საქართველოში კორონავირუსის 5 504...

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 51 838 კვლევა ტესტით, მათ შორის 25 161 კვლევა ანტიგენის ტესტით და 26 677 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 504 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  995 687-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.62 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.43% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.60%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 304 პირი, ხოლო ჯამშ...

საქართველოში, ამ დროისთვის, „ომი...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში, ამ დროისთვის, კორონავირუსის „ომიკრონ” შტამის  1 185 შემთხვევაა დადასტურებული. „15 იანვრის მდგომარეობით, ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“  1 185 შემთხვევა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5381 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 30 პაციენტი.

სამტრედიის სოციალური მომსახურები...

სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის ცენტრში მამაკაცი გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტო იუწყება. სააგენტოს ცნობით, გარდაცვლილ პირს არ სოციალურად დაუცველის სტატუსი და სოციალური დახმარების მიმღებ პირს არ წარმოადგენდა. „სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადება: სამტრედიაში მომხდარ სამწუხარო ფაქტთან დაკავშირებით, კერძოდ, სოციალური მომსახურების სერვის ცენტრში მამაკაცის გარდაცვალების თაობაზე, განვმარტავთ, რომ გარდაცვლილ მოქალაქეს არ ჰქონდა სოციალურად დაუცველის სტატუსი და არ წარმოადგენს სოციალური დახმარების მიმღებ პირს. აქვე დამატებით გაცნობებთ, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის ცენტრში გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბ...

ხელისუფლება ღამის კლუბებს 14 და ...

ღამის კლუბებს 14 და 15 იანვარს მუშაობის უფლება მიეცათ. საქართველოს მთავრობის მიერ აღნიშნულთან დაკავშირებით, ცვლილება დადგენილებაში დღეს შევიდა. " 2022 წლის 14 იანვრიდან 2022 წლის 16 იანვრის 06:00 საათამდე ამ მუხლის მე-6 პუნქტის შეზღუდვა არ გავრცელდეს ელექტრონული მუსიკის მოსასმენ სივრცეებსა და ღამის კლუბებზე". – წერია დადგენილებაში.

თენგიზ ცერცვაძე - „ომიკრონი“ ნაკ...

„დიახ, „ომიკრონი“ ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევს ვიდრე „დელტა" შტამი და ნაკლებ სიკვდილობას, თუმცა სერთო ჯამში, სიკვდილობა და ჰოსპიტალიზაცია იზრდება“, - აღნიშნულის შესახებ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი სიტყვით, ამერიკაში, ევროპაში და სავარაუდოდ, მომავალში უკვე საქართველოშიც, ავადმყოფების რაოდენობა იმდენად აჭარბებს უკვე „დელტა“ შტამით ინფიცირებულთა რაოდენობას, რომ სხვაობა ფარავს მეტობით იმას, რომ "ომიკრონი" იწვევს ნაკლებ სიკვდილობას.  „დიახ, „ომიკრონი“ ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევს ვიდრე „დელტა" შტამი და ნაკლებ სიკვდილობას, ...

დაავადებათა კონტროლის თანამშრომე...

“კორონავირუსის სიმპტომების შემთხვევაში, სახელმწიფო ანაზღაურებს თქვენს როგორც სწრაფ ასევე პჯრ კვლევას“, - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომელი გიგა გვეტაძე განცხადებას აქვეყნებს. მედიკოსის ცნობით, მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ იცოდეს თავისი უფლებები. „ომიკრონი გააქტიურდა , დაიწყო საგრძნობი მატება ახალი შემთხვევების , მე როგორც დაავადებათა კონტროლის თანამშრომელი და საკითხში კომპეტენტური პირი, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ნებისმიერ თქვენგანს სიმპტომების არსებობის შემთხვევაში(სიცხე,ხველა,თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, გვერდების ტკივილი და ა.შ) ან თუკი ხართ კონტაქტი კოვიდ ინფიცირებულის და დაგეწყოთ ანალოგიური სიმპტომები, თქვ...

ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით,...

„თუ ადამიანს კორონავირუსის ინფექცია გადატანილი აქვს „ალფა", „ბეტა" თუ „დელტა“ ვარიანტით, შეიძლება დაავადების დასრულებიდან მეორე დღეს 50% ჰქონდეს რისკი იმისა, რომ შეხვდეს „ომიკრონი". ვირუსით რეინფიცირების მაჩვენებელი, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მთელს მსოფლიოში დაახლოებით ხუთჯერ არის გაზრდილი“, - ამის შესახებ, ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა. მისივე თქმით, რაც მეტი დროა ვაქცინაციიდან ან ინფექციის გადატანიდან გასული, მით მეტი რეინფიცირების რისკის ქვეშ დგება ადამიანი. „თუ ადამიანს კორონავირუსის ინფექცია გადატანილი აქვს „ალფა", „ბეტა" თუ „დელტა“ ვარიანტით, შეიძლება დაავა...

ორშაბათიდან, ვაქცინირებულთათვის ...

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 17 იანვრიდან, ვაქცინირებული პირებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება. „ასიმპტომური-მსუბუქი შემთხვევებისთვის ეს იქნება 8 დღე, ამასთან სიმპტომების ალაგებიდან გასული უნდა იყოს სულ მცირე 24 საათი და იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღის მანძილზე მკაცრად არის რეკომენდებული ნიღბის ტარება“, - აღნიშნა ჯანდაცვის სამინისტროში ექსპერტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ. მისივე თქმით, იზოლაციასა და კარანტინში ყოფნის ვადები ვაქცინირებული, არავაქცინირებული და კოვიდგადატანილი ადამიანებისთვის სხვადასხვა ტიპის იქნება. „მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში გახდა შესაძლებელი და საერთაშორისო რეკომენდაციები გამოიცა იმასთან და...

კვლევა - „დელტასგან“ განსხვავები...

კორონავირუსის ახალი შტამით, „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევაში, სავარაუდოდ, 91%-ით ნაკლებია იმის შანსი, რომ პაციენტი ვირუსმა იმსხვერპლოს. აღნიშნულის შესახებ, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევა იტყობინება. კვლევის მიხედვით, ჩნდება მყარი მტკიცებულებები იმისა, რომ ვირუსის ამ ვარიანტს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამწვავების რისკი დაბალი აქვს. კვლევაში მონაწილეობა 70 000-ზე მეტმა „ომიკრონით“ ინფიცირებულმა ადამიანმა მიიღო, შედეგად კი, დადგინდა, რომ „დელტა“ შტამით ინფიცირებულთაგან განსხვავებით, მათი ჰოსპიტალიზების საჭიროების შანსი, განახევრებულია და კლინიკებში მკურნალობის საშუალო დრო 5 დღიდან, დღენა...

საქართველოში კორონავირუსის 5 567...

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 60 753 კვლევა ტესტით, მათ შორის 34 092 კვლევა ანტიგენის ტესტით და 26 661 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 567 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  984 802-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.16 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.14% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.84%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 661 პირი, ხოლო ჯამში...