5-დღიანი ძებნის შემდეგ, რუსთავში, მდინარე მტკვარში დაკარგული 14 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციის თანახმად, არასრულწლოვანი მდინარე მტკვარში შევიდა და დინებამ გაიტაცა. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მოზარდის ცხედარი, გაუჩინარების ადგილიდან, დაახლოებით, 23 კილომეტრის მოშორებით იპოვეს.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გარეჯვარში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამ ეტაპისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.
პირველად საქართველოში „ჯპს კლუბი“ - N1 სივრცე თქვენი პიროვნული ზრდისთვის და კარგად ყოფნისთვის. როგორ გახდეთ "ჯპს კლუბის" წევრი? რა ბენეფიტებს მიიღებთ? როგორ დაესწროთ სასურველ მასტერკლასებს? სად ვნახოთ ყველა სიახლე კლუბის შესახებ? ამ ყველა კითხვაზე პასუხი ერთ ვიდეოში. #ჯპსაფთიაქიდამეტი #ჯპსკლუბი #gpcclub
დღევანდელ მსოფლიოში ძალიან ბევრი საცდურია ახალგაზრდებისთვის, საჭიროა თავიდანვე სწორი ორიენტირების განსაზღვრა,- აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ჯარის ბანაკის“ გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სწორი ღირებულებების, ოჯახის ღირებულებების პოპულარიზაცია ბაღებიდან, სკოლებიდან უნდა დაიწყოს. "მე მიმაჩნია, რომ ეს ბანაკი ხელს შეუწყობს ჩვენს ახალგაზრდებში ჯანსაღი, სწორი ღირებულებების პოპულარიზაციას. დღევანდელ მსოფლიოში და დღეს, ბუნებრივია, საქართველო არის ამ გლობალიზაციის ნაწილი, ძალიან ბევრი საცდური არის ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ამიტომ ახალგაზრდებს სჭირდება თავიდანვე სწორი ორიე...
მიმაჩნია, რომ აუცილებელია, ჩვენი ახალგაზრდების ჩართულობა, თავიდანვე, სკოლებიდან, ის კი არა, ბაღებშიც უნდა შევიტანოთ სწავლება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მიინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სამხედრო სწავლებასთან დაკაშირებით კოჯორში, თავდაცვის სამინისტროს ახალი პროექტის - „ჯარის ბანაკის" გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ჯარი საზოგადოების განვითარების საქმეში "ძალიან დიდ" როლს ასრულებს. "ჯარის მნიშვნელობა და ზოგადად, ჩვენი საამაყო ჯარის როლი ჩვენი საზოგადოების განვითარების საქმეში ძალიან დიდია. მიმაჩნია, რომ აუცილებელია, ჩვენი ახალგაზ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აბიტურიენტებს მიმართავს და წარმატებას უსურვებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ყველა ეტაპსა და მათ მიერ არჩეულ ახალი ცხოვრების გზაზე. ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა ახალგაზრდებისთვის განათლების უკეთესი ხარისხის მიღების შესაძლებლობისა და უსაფრთხო მომავლის შესაქმნელად მომავალშიც იზრუნებს. „ძვირფასო აბიტურიენტებო, მინდა წარმატება გისურვოთ თითოეულ თქვენგანს ერთიანი ეროვნული გამოცდების ყველა ეტაპზე და თქვენ მიერ არჩეულ ახალი ცხოვრების გზაზე. დარწმუნებული ვარ, თქვენს სათქმელს იტყვით ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში და მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას არ დაიშურებთ უკეთესი მომავლის შესაქმნელად. თანამედროვე მსოფლიოს ...
საქართველოს მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. დღეს, 3 ივლისს ქვეყნის მასშტაბით გახსნილ 24-ვე საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ. ერთიანი ეროვნული გამოცდები 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 6 ივლისიდან ჩაერთვებიან. 12 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, მაგისტრანტობის კანდიდატები კი, საერთო სამაგისტრო გამოცდას 27-28 ივლისს ჩააბარებენ, უფრო კონკრეტულად კი, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული განრიგი ასე გამოიყურება: ქართული ენა და ლიტერატურა: 3 ივლისი (პირველი და მეორე სესია); 4 ივლისი (პირველი და მეო...
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეაპ საქართველოს (ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი) მიერ ორგანიზებულ რეგიონალურ შესარჩევ კონფერენციას წყალტუბომ უმასპინძლა, რომელსაც 50-მდე დელეგატი დაესწრო როგორც საქართველოდან, ასევე ევროპის 30-მდე ქვეყნიდან. სესიის თემას "ახალგაზრდობის ძალაუფლების შესწავლა" წარმოადგენდა. ღონისძიება კონცენტრირებული იყო ახალგაზრდა თაობის ძალის აღმოჩენასა და მათ გავლენაზე საზოგადოებაში, რაც დღევანდელობის საკმაოდ აქტუალური საკითხია. ღონისძიების ფორმატი ოთხი დღისგან შედგებოდა და ყოველ დღეს სხვადასხვა დატვირთვა ჰქონდა - გაცნობითი დღე, სამუშაო დღე, გენერალური ასამბლეის დღე და ასევე, ოფიციალური პირებისა და გუნდების ტრენინგის დღე. კონფერენციის დელეგატებს შორ...
ეს არის კონფერენცია, რომელიც ეძღვნება მშვიდობას, უსაფრთხოებას, კონფლიქტებს და ყველაფერს, რისი კეთებაც ქალებს შეუძლიათ დღევანდელი დაძაბულობების - მსოფლიოში მიმდინარე ომების დასაძლევად, - ამ სიტყვებით გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისის ქალთა მე-2 საერთაშორისო კონფერენცია. სალომე ზურაბიშვილმა ქალთა მე-2 საერთაშორისო კონფერენცია უკრაინელ ქალებს მიუძღვნა. "ეს არის კონფერენცია, რომელიც ეძღვნება მშვიდობას, უსაფრთხოებას, კონფლიქტებს და ყველაფერს, რისი კეთებაც ქალებს შეუძლიათ დღევანდელი დაძაბულობების - მსოფლიოში მიმდინარე ომების დასაძლევად. ქალებს ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ. ქალებზე, რა თქმა უნდა, ომები და მშვიდობა უშუალოდ ახდენს ზემოქმედებს და მინ...
საქართველოს პარლამენტის შენობაში დღეს დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს. აღნიშნული ინფორმაცია საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა. პრესსამსახურის ცნობით, შეზღუდვის მიზანი დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვაა. "30 ივნისს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა აკრედიტებული საპარლამენტო მედიის წარმომადგენლებისა. აღნიშნული ღონისძიების მიზანია, საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომ...
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა (CPJ) "მთავარი არხის" დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო მიანიჭა. როგორც ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის პრეზიდენტმა, ჯოდი გინსბერგმა განაცხადა, პრესაზე თავდასხმები იზრდება, თუმცა ჟურნალისტები განაგრძობენ აქტიურობას და სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხების გაშუქებას. "პრესაზე თავდასხმები იზრდება, თუმცა ჟურნალისტები განაგრძობენ აქტიურობას და სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხების გაშუქებას, რომლებიც ყველას ძალას გვმატებს. ჩვენთვის პატივია, რომ ამ წლის გამარჯვებულები ვაღიაროთ: შესანიშნავი რეპორტიორები, ვინც, მათი გაჩუმებისთვის მნიშვნელოვანი ძალისხმევის მიუხედავად, დაუღალავად მუშაობენ, რათა გამოავლინონ&n...
ტელეკომპანია "ფორულას" ინფორმაციით მიშა მშვილდაძეს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც მშვილდაძემ განაცხადა, ერთ-ერთ მაღაზიაში, მას სახეში მუშტი დაარტყეს, შემდეგ წაიქცა და სანამ წამოდგებოდა, თავდამსხმელი ფიზიკურ ანგარიშსწორებას აგრძელებდა. მომხდარის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან. "უცნობი პირი დამესხა თავს კარფურის შესასვლელში. ყურსასმენები მეკეთა, არც გამიგია თუ დამიძახა მანამდე რამე. გვერდით ჩავუარე უბრალოდ, ორი პიროვნება იდგა, არ დავკვირვებივარ, ვეჭვობ, რომ ერთ-ერთი მათგანი გამომეკიდა და პირდაპირ შესასვლელში, სახეში მუშტი დამარტყა. მერე ფეხი წამოვკარი კიბეს და წავიქეცი, წამოდგომა ვერ მოვახერ...
„საქართველოს ფოსტისა“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, უნივერსიტეტის 105 წლის იუბილეს აღსანიშნავად, წიგის სახელწოდებით - „ივანე ჯავახიშვილისა და ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის ეპისტოლური მემკვიდრეობა“ პრეზენტაცია შედგა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ფოსტა“ ავრცელებს. მათი ცნობით, მნიშვნელოვანია, რომ საიუბილეო გამოცემას თან უნიკალური ფოტოები ერთვის, რომელიც დღემდე უნივერსიტეტის დამაარსებლის საოჯახო ალბომშია დაცული და საზოგადოება მათ პირველად იხილავს. პირადი მიმოწერის კრებულში შესული ქართველი მეცნიერის, უნივერსიტეტის დამაარსებლის, ივანე ჯავახიშვილისა და მისი მეუღლის წერილები, ...
ზონალურ-საათობრივი პარკირება 1-ელი ოქტომბრიდან დამატებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე ამოქმედდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ზონალურ-საათობრივი პარკირება უფასოა ადგილობრივი მცხოვრებლების, შშმ პირების, ელექტრომობილების მფლობელებისა და A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის. „ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა, რომელიც რამდენიმე წლის წინ ავამოქმედეთ და გვინდა, ეტაპობრივად ყველა რაიონში, ყველა ქუჩაზე დაინერგოს. ზონალურ-საათობრივი პარკირების არეალებში პარკირება უფასოა წინასწარ რეგისტრირებული ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, შშმ პირე...
თბილისის ზღვაში მოზარდი დაიხრჩო. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, არასრულწლოვნის ცხედარი მაშველებმა ამოიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი მისი შვილის საქმის ყოფილი გამომძიებლის, სერგო შუბითიძის მხრიდან ბრალის აღიარების საკითხს გამოეხმაურა. როგორც ბაჩალიაშვილის დედა აღნიშნავს, სერგო შუბითიძემ ბრალი ზეწოლის შედეგად აღიარა. მისივე თქმით, ის პროკურატურასთან პერმანენტულ აქციებს გეგმავს, იმ მოტივით, რომ საქმის გამოძიება თავიდან დაიწყოს. "დააშინეს და ათქმევინეს. რომ დაიჭირეს, მერე აღიარა. რა უნდა ვიფიქრო სხვა, თუ არა, რომ ზეწოლის შედეგად [აღიარა]? თავიანთი სტრუქტურის ადამიანი იყო და იმდენი არ იცოდა, რომ ტელეფონი შეეშალა? თამარ ბაჩალიაშვილზე რომ იყო საუბარი, არ იცოდა? პერმანენტულ აქციებს გავმართავ და ყოველდღე მოვალ. ჩემი მოთხოვნა იქნება, რომ სერგო შუბითიძის ჩვენ...
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ჯონი ოდიშვილი ემსხვერპლა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობლები ავრცელებენ. არსებული ინფორმაციით, ოდიშვილი წუხელ, ბახმუტში დაიღუპა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, რუსეთ-უკრაინის ომს, 44 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო “დარიალზე" არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უწყება განმარტავს, სიტუაცია სრულად კონტროლდება და საზღვრის დაკეტვის ან სხვა ღონისძიებების გატარების საჭიროება არ არის. "მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურ “დარიალზე" არსებული მდგომარეობის შესახებ. 24 ივნისის მდგომარეობით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მუშაობა მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში. ამ დროის მონაცემებით, მგზავრთა და ავტომობილთა ნაკადების ზრდა არცერთი მიმართულებით არ ფიქსირდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს, შესაბამისი დანაყოფების მხრიდან სიტუაცია სრ...
ბაზისბანკსა და ელიტარულ ინტელექტ-კლუბ რა? სად? როდის? ურთიერთპარტნიორობა გრძელდება და ბანკი უკვე მეთერთმეტე წელია, კვლავ დაიცავს ტელემაყურებელთა ინტერესებს. ამ დროის განმავლობაში, ბაზისბანკს ათასამდე გამარჯვებული ტელემაყურებელი ჰყავს დაჯილდოებული ფულადი პრიზებით. 24 ივნისიდან, ყოველ შაბათს, ქართული სატელევიზიო სივრცის ყველაზე აზარტული ინტელექტუალური შოუ, 2023 წლის ზაფხულის სერიით, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერს უბრუნდება. შეკითხვის ავტორ ყველა გამარჯვებულ ტელემაყურებელს ბაზისბანკი ფულად პრიზს გადასცემს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სერიის ფინალი ტელემაყურებელთა გამარჯვებით დასრულდება, „ბროლის ბუ“ და 5,000 ლარი ბაზისბანკისგან, საუკეთესო შეკითხვის ავტორს გა...
"ჯორჯიან მანგანეზი" მზად არის, თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსესუსის შემთხვევაში, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს. აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანია განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს. "ჯორჯიან მანგანეზის" განცხადებას "ექსპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: "ჯორჯიან მანგანეზის" არაერთი მცდელობისა და შეთავაზების მიუხედავად, რომ დასაქმებულებსა და დამსაქმებელს შორის შეთანხმება შემდგარიყო, თანამშრომელთა ნაწილმა პროტესტის რადიკალურ ფორმას მიმართა. კომპანიისთვის თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვა და მათი უსაფრთხოება ჩვენი მთავარი ღირებულებაა. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანია ეხმაურება მიმდინარე აქციე...