PSP-მ მონაწილეობა მიიღო თბილისის...

PSP-მ, როგორც პირველმა ფარმაცევტულმა კომპანიამ, რომელმაც ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი ჯერ კიდევ 2007 წელს პირველი ონლაინ აფთიაქის შექმნით დაიწყო, ფარმაციის დარგში წლების მანძილზე ელექტრონული კომერციისა და ბიზნეს პროცესების ციფრული ტრანფორმაციის შესახებ გამოცდილების შესახებ მოხსენება გააკეთა ProdAct Community Georgia-ს მიერ ორგანიზებულ ციფრული პროდუქტების კონფერენციაზე. აღნიშნულ ინფორმაციას PSP ავრცელებს. PSP-ს ცნობით, 2023 წლის 8 ოქტომბერს თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ციფრული  ტექნოლოგიებს და ციფრული პროდუქტების მენეჯმენტით დაინტერესებული 400-მდე ციფრული პროდუქტის მენეჯერები, დიზაინერები, ინჟინრები, მეწარმეები, სტუდენტები შეიკრიბნენ.  "...

ლარის ყველაზე სწრაფი გადარიცხვებ...

მომხმარებლისთვის, დღევანდელ რეალობაში, ბანკებს შორის თანხის სწრაფი გადარიცხვა ერთ-ერთი პრიორიტეტული საბანკო სერვისია. სტატისტიკის მიხედვით, ბანკების მომხმარებელთა დიდი ნაწილი მინიმუმ ორი ბანკის მომსახურებით სარგებლობს და ხშირად საჭიროებს თანხის საკუთარ ანგარიშებს შორის ან სხვასთან გადარიცხვებს. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ გადარიცხვა იყოს მაქსიმალურად სწრაფი და კომფორტული. გამომდინარე იქიდან, რომ ბაზისბანკი მუდმივად ზრუნავს მისი მომხმარებლის კომფორტსა და დროის დაზოგვაზე, ბანკმა შეისწავლა, დანერგა და შესთავაზა მომხმარებელს სწრაფი გადარიცხვები ლარში ბანკებს შორის, რაც საგრძნობლად გაუმარტივებს მათ ბანკთან ურთიერთობას. ბაზისბანკში ამ ეტაპზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაო პროცესი,...

კალაძე ძლიერ ქარზე - ყველაფერს ვ...

მუნიციპალიტეტის მერიის ყველა შესაბამისი სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის წარმომადგენლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, რათა ძლიერი ქარის შედეგად გამოწვეული პრობლემები დროულად აღმოიფხვრას, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ძლიერმა ქარმა გარკვეული პრობლემები ძირითადად, ვაკისა და საბურთალოს რაიონებში შექმნა. „დაფიქსირდა ხეების წაქცევის ფაქტები, რამაც განაპირობა კონკრეტული ქუჩების დროებით გადაკეტვა; დაზიანდა ავტომობილები; ხეების წაქცევამ გამოიწვია საცობებიც, რამაც ავტომობილების გადაადგილება შეზღუდა. ცენტრალური ქუჩები გახსნილია და გადაადგილება თავისუფლად არ...

ძლიერმა ქარმა თბილისში მშენებარე...

თბილისში, მარიჯანის ქუჩაზე, ძლიერმა ქარმა მშენებარე კორპუსიდან სამშენებლო ბლოკები გადმოყარა - დაზიანდა რამდენიმე მანქანა, - ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას სოციალურ ქსელში ორგანიზაცია "ჩემი ქალაქი მკლავს" გაავრცელა.  ძლიერი ქარის გამო პრობლემების შეიქმნა სხვა ქუჩებზეც. მოგლეჯილია ხეები და დაზიანებულია მანქანები.  "თბილისი - მარიჯანის ქუაჩაზე ქარმა მშენებარე კორპუსიდან სამშენებლო ბლოკები გადმოყარა, რამაც ავტომობილები დააზიანა საბედნიეროდ არავინ დაშავებულა", - წერს ორგანზიაცია.

სათხის VIII-XI საუკუნეების მონას...

სათხის VIII-XI საუკუნეების მონასტერი საფრთხეშია,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომლითაც "საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ აქტივისტები კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანსა და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს, ნიკოლოზ აზნაურაშვილს მიმართავენ. როგორც აქტივისტების განცხადებაშია აღნიშნული, სათხის მონასტრის ამჟამინდელი მდგომარეობა საგანგაშოა და დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს, კერძოდ, დაუყოვნებლივ უნდა გაგრძელდეს სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოები, რომელიც  „საყდრისის  კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ინიციატივით, ძეგლზე 2018 წლის გაზაფხულზე დაიწყო და 2020 წელს შეჩერდა.  "სათხის მონასტერი (ბოლნისი...

CSRDG-ის საგრანტო კონკურსის გამა...

ბაზისბანკთან პარტნიორობით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ  გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული ააიპ "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების კავშირი" გახდა. ააიპ "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების კავშირი" 2002 წელს დაარსდა შშმ პირთა ფეხსაცმლის საწარმოს ბაზაზე და აქტიურად არის ჩართული მეწარმეობის განვითარებისა და შშმ პირთა ეკონომიკური გაძლიერების საქმეში. ორგანიზაციას განხორციელებული აქვს სხვადასხვა პროექტი, რომელთა ფარგლებშიც გადამზადდა და დასაქმდა არაერთი შშმ პირი, გარემონტდა და საჭირო ინვენტარითა და დანადგარებით აღიჭურვა საწარმო, შეიქმნა ქართული ფეხსაცმლის ახალი ბრენდი MHF (Make Help Fasio...

„საქართველოს ფოსტამ“ და საქართვე...

„საქართველოს ფოსტისა“ და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლები საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლებს ეწვივნენ. „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა გიორგი კეკელიძემ საოკუპაციო ხაზთან არსებული სოფლების ბიბლიოთეკებს წიგნები გადასცეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ფოსტა“ ავრცელებს. „საქართველოს ფოსტის“ ცნობით, „საქართველოს ფოსტასა“ და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის, მიმდინარე წელს, ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლებში ბიბლიოთეკების მოწყობას ისახავს მიზნად. აღნიშნულ ეტაპზე, წიგნები გად...

ომბუდსმენი - შემაძრწუნებელია 14 ...

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, არასრულწლოვნის მკვლელობას სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეხმაურება. იოსელიანი აღნიშნავს, რომ კვლავ მძიმე პრობლემად რჩება როგორც, ბავშვთა ქორწინების შემთხვევების ასევე, სავარაუდო ქორწინების იძულების ფაქტების გამოვლენა და გადამისამართება. "შემაძრწუნებელია 14 წლის გოგოს მკვლელობის უმძიმესი ფაქტი და საგანგაშოა გავრცელებული ინფორმაცია ამ ტრაგიკულ ფაქტამდე მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და იძულებით ბავშვობის ასაკში ქორწინების შესახებ.   მიუხედავად, შესაძლო ადრეულ ასაკში ქორწინების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების მაღალი მაჩვენებლისა, ქვეყანაში კვლავ პრობლემად რჩება როგორც, ბავშვთა ქორწინების შემთხვევების ასევე, სავარაუდო ქორწინების იძულების ფაქტ...

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტ...

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია “ექსპრესნიუსს” შსს-ში დაუდასტურეს. არსებული ინფორმაციით დაკავებულია ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი და მისი ძმა. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ "შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები პირდაპირ ნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" ქვეყანაში დიქტატურის დამყარებას აპირებს. აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები "ქართული ოცნების" კანონს აპროტესტებენ, რომლის დამტკიცებასაც მმართველი პარტია სამი მოსმენით აპირებს.  შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბერს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს პირველი...

რეგულირების სააგენტოს ცნობით, „...

შპს „იმედის კლინიკაში“ უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტები გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, სამედიცინო დაწესებულებაში ორ მცირეწლოვან პაციენტს ქირურგიული ოპერაცია ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი ნებართვის გარეშე ჩაუტარდა. „შპს „იმედის კლინიკას“ ქირურგიული და რეანიმაციული მომსახურების მიწოდების ნებართვა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ დაწესებულებაში არსებული დარღვევა-ნაკლოვანების გამო 13 სექტემბერს შეუჩერა. მიუხედავად ამისა, კლინიკაში 2 ოქტომბერს გეგმური ქირურგიული ოპერაციები ჩატარდა, რაც...

კალაძე - ვმუშაობთ ინიციატივაზე, ...

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტი მუშაობს ინიციატივაზე, რაც პიკის საათებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის შეზღუდვას გულისხმობს.  როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, საცობებს ქმნის, როგორც ავტომობილების გაზრდილი რაოდენობა, ასევე დიდი სატვირთო ავტომანქანები.  „იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის სატრანსპორტო პოლიტიკა და რეფორმა, რომელიც 2017 წლიდან დავიწყეთ. მანამდე ამ მიმართულებით არაფერი კეთდებოდა. ერთადერთი მერი გახლდათ დავით ნარმანია, რომელმაც კონკრეტული ნაბიჯები გადადგა, შეიძინა MAN-ის ფირმის ახალი ავტობუსები, თუმცა, ყველას გვახსოვს საერთო...

კახა კალაძე - თბილისს მოქმედი კა...

დედაქალაქს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული გერბი და დროშა ექნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.  მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, თბილისი ერთადერთი მუნიციპალიტეტია, რომელსაც მოქმედი კანონის წესით განსაზღვრული გერბი და დროშა არ აქვს. „მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებს განეკუთვნება და მათი დადგენისა და გამოყენების წესი კანონმდებლობით რეგულირდება. თბილისის ჰერალდიკური სიმბოლოები, რომლებიც აქამდე გამოიყენება, ვერ აკმაყოფილებს „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ კანონით დადგენილ კრიტერიუმებს და მოსაყვანია დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში“, - ...

ლანჩხუთის მერია - ხორეთში სტიქია...

სოფელ ხორეთში სტიქიამ 8 სექტემბერს გაკეთებული დროებითი ხიდი დააზიანა. ამის შესახებ ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს. როგორც უწყება წერს, მაშინ დაზიანებული ხიდის ადგილას დროებითი გადასასვლელი გზა მოეწყო, რათა მოსახლეობას გადადგილება შეძლებოდა. მათივე ინფორმაციით, დაწყებულია ძველი ხიდის დემონტაჟი და უახლოეს დღეებში დაიწყება ახალი ხიდის მშენებლობა "აღნიშნული სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შეასრულა და 4 დღეში დროებითი ხიდი მოაწყო, რაზედაც ფინანსური რესურსი არ დახარჯულა. 3 ოქტომბრის სტიქიამ აღნიშნული გადასასვლელი დააზიანა და დღეს ამ დროებით ხიდზე გავლა შეუძლებელია", - წერს მერია.

სუს-ში გამოკითხვაზე ორგანიზაცია ...

ორგანიზაცია „კანვას - საქართველო“ წევრი, ნინო გოგიბერიძე, რომელიც USAID-ის ორგანიზებულ ტრენინგებს ესწრებოდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც ნინო გოგიბერიძემ ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბრისას განაცხადა, ის გამოკითხვაზე 315-ე მუხლით არის დაბარებული. "სუს-ი ორი კვირაა განცხადებას განცხადებაზე ავრცელებს გადატრიალებასთან დაკავშირებით, მათ შორის გამოჰკითხეს ჩემი სერბი კოლეგები და ალბათ, ამასთან დაკავშირებით [დამიბარეს]. როგორც მე განმემარტა, გამოკითხვაზე ვარ დაბარებული 315-ე მუხლით... მე მგონია, რომ ამას აქვს პროპაგანდის ხასიათი, მათ სურვილი აქვთ, შეაკოწ...

დუმბაძე მწერლებზე - ბოიკოტს სახე...

მწერალთა სახლი, 20 დღეში ფესტივალს ორგანიზებას ვერ გაუწევს, - ამის შესახებ მწერალთა სახლის დირექტორმა, ქეთევან დუმბაძემ "მთავარ არხთან" სატელეფონო საუბრისას განაცხადა. დუმბაძე ასევე გამოეხმაურა ბოიკოტის საკითხს და აღნიშნა, რომ მას მწერლებისთვის არასდროს არაფერი დაუშავებია და ისინი ბოიკოტს არა მას, არამედ "სახელმწიფოს, ქვეყანას და ქართულ ლიტერატურას უცხადებენ". "მწერალთა სახლი, 20 დღეში ფესტივალს ორგანიზებას ვერ გაუწევს. მითუმეტეს ამის გამოცდილება არ აქვს... მე პიროვნულად [ბოიკოტს] არ მიცხადებენ, სახელმწიფოს უცხადებენ, ქვეყანას და ქართულ ლიტერატურას. ქეთი დუმბაძეს მათთვის არაფერი არასდროს არ დაუშავებია. მე ფულს ვერ გადავრიცხავ, თუ ხელშეკრულებას არ დავდებ, როგ...

განათლების სამინისტრო სკოლის მოს...

გელათის საჯარო სკოლაში მე-9 კლასელის მიმართ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ბულინგთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტრო განცხადებას ავრცელებს.  უწყების ცნობით, საქმეში ჩართულია სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები, მათ შორის მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი. მათივე ინფორმაციით, სამინისტროს შიდა აუდიტმა უკვე დაიწყო მოკვლევა და შესაძლო გადაცდომის ფაქტებს სწავლობს. "საზოგადოებას გვსურს ვაცნობოთ, რომ ფაქტის გახმაურებისთანავე პროცესში ჩაერთო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ყველა შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, მათ შორის მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი და ფსიქოლოგები უკვე ...

ცესკო - პირველ ოქტომბერს პარლამე...

ხვალ, პირველ ოქტომბერს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბრიფინგი გაიმართა. როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის, კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველი ოქტომბრის არჩევნებს, რომელიც არჩევნების მოდერნიზების პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. „ეს უკვე მერვე არჩევნებია, სადაც საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ ტექნოლოგიებს საპილოტე რეჟიმში იყენებს და ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა 2024 წლის საერთო არჩევნებამდე კიდევ ერთხელ გამოვცადოთ ელექტრონული ტექნოლოგიები. არჩევნების მ...

იმერეთის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლ...

იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლის მიმართ ბულინგის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც ფორმულას უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, მუხლი, შესაძლოა, გადაკვალიფიცირდეს. არასრულწლოვანის უფლებადამცველი აცხადებს, რომ მეცხრე კლასელ მოსწავლეზე ძალადობა თანაკლასელების მხრიდან სისტემატურად ხორციელდებოდა - არასრულწლოვანმა მომხდარის შესახებ ოჯახს აცნობა. უფლებადამცველის თქმით, ამის შესახებ იცოდა სკოლის ადმინისტრაციამ, თუმცა პოლიცია საქმეში მხოლოდ იურისტის მიმართვის საფუძველზე ჩაერთო.

TI - უკრაინაში ომის დაწყების შემ...

2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით  და საქონლის ექსპორტით 2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე 1.6-ჯერ მეტია,- ამის შესახებ ნათქვამია კვლევაში, რომელსაც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" (TI) აქვეყნებს. TI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, 2023 წლის პირველ ნახევარში რუსეთიდან მიღებული შემოსავალი საქართველოს ეკონომიკის (მშპ-ის) მიმართ 14.2% იყო, როცა 2022 წლის პირველ ნახევარში ეს მაჩვენებელი 11.7%-ს შეადგენდა. "კვლევის კონკრეტული მიგნებებიდან აღსანიშნავია შემდეგი: 2023 წლის 6 თვეში საქართველოში 6 539 რუსული კომპანია დარეგისტრირდა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კი 21 326 ...

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ახალგ...

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.  მკვლელობის დეტალები უცნობია, თუმცა არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მკვლელობა გოგოლეს უბანში მოხდა.  როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.