დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 12 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით 1 881 662 პირია აცრილი. NCDC-ის ცნობით, საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით 6 817 პირი აიცრა. „აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522“, - აცხადებენ NCDC-ში.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 4 774 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 37 პაციენტი. NCDC-ის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდ19-ისგან 1 623 პირი გამოჯანმრთელდა.
ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას ხელს აწერს. მეუფეს თქმით, მოქმედმა პირველმა პირმა წინა პირველი პირები ციხეში არ უნდა ჩასვან. "მე ვფიქრობ, რომ ქვეყნის განვითარებისთვის ასე ჯობია, რომ მოქმედმა პირველმა პირმა წინა პირველი პირები არ ჩასვას ციხეში. თვითონ ეს პრინციპი არამგონია სწორი, რომ მერე შემდეგმა პირველმა პირმა ახლანდელი პირველი პირი არ ჩასვას ციხეში. ასე მგონია", - ამბობს მეუფე. ცნობისთვის, პეტიცია სახელწოდებით "თავისუფლება მიშას!" გუშინ, 10 ოქტომბერს შეიქმნა. ხელმომწერები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.
მამა ზაზა თევზაძე ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციას ხელს უკვე მოაწერა. მამა ზაზა თევზაძე "მთავარ არხთან" საუბარში აცხადებს რომ, მოშიმშილე პრეზიდენტი გისოსებს მიღმა სირცხვილია. "სირცხვილია დღევანდელ დღეს მოშიმშილე პრეზიდენტი გისოსებს მიღმა. თვითონ მისი პოლიტიკური აქციები კი არ შემცირდა, გაიზარდა. ეს ვითომ და სამართლებრივი დევნა, პოლიტიკურად მოტივირებულია, ღიმილის მომგვრელია ბრალდებები, რაღაც კოსტუმების საქმე. ეს მთლიანად რუსულ ინტერესებში ზის. რუსულ სივრცეს, რუსულ პოლიტიკურ ძალას არ სჭირდება საქართველოში სახელმწიფო რეფორმები და ძლიერი სახელმწიფო, თუ ვინმე ამას გადადგამს, შურისძიების გზებია დაგეგმილი, ერთ-...
"მე და მისი შვილები შევედით, ძალიან ცდილობდა, რომ კარგად და ყოჩაღად ყოფილიყო, მაგრამ ვერ არის ყოჩაღად."- მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ექსპრეზიდენტი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა. გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მისი შვილი ძველებურად ვერ გამოიყურება, თუმცა შიმშილობის შეწყვეტას მაინც არ აპირებს. „ჩემი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვერ შევაფასებ, მაგრამ ვიცი ის, რომ ადამიანი მე-15 დღეა შიმშილობს. ვიდრე ამ საკანში მოხვდებოდა, ის დღეები, როგორ ჩანს, არაფერი უჭამია. მე ბევრი მოშიმშილე არ მინახავს, მაგრამ ეს ვნახე და ძველებურად ვერ გამოიყურება. მე და მისი შვილები შევედით, ძალიან ცდილობდა, რომ კარგად და ...
საქართველოში პური გაძვირდა. ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტის გაძვირება ფქვილზე ფასის ზრდამ გამოიწვია. დარგის ექსპერტები პურის შესაძლო გაძვირების შესახებ ჯერ კიდევ სექტემბერში ალაპარაკდნენ. სექტემბრის თვეში ერთი ტომარა ფქვილი 61 ლარი ღირდა, დღეს კი მისი ფასი 70 ლარია. მათივე ინფორმაციით, პურის ფასის ზრდა ძირითადად, ნედლეულზე ფასის მატებამ გამოიწვია. ამასთანავე, ბოლო დღეებში, ფასი ზოგიერთ თონეშიც გაიზარდა , სადაც პური 20 თეთრით არის გაძვირებული.
ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. პროცესს სამივე დაკავებული, ბინის მეპატრონე ზაურ ბუდატოვი და მის მიერ დაქირავებული ორი მუშა, მამა-შვილი ხუსეინ და გიორგი სურმანიძეები ესწრებოდნენ. შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. შემთხვევას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაშავდა ერთი ადამიანი. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 37 წლის ზვიად თავდგირიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა. კლინიკა „მედცენტრში“ აცხადებენ, რომ შეინიშნება დადებითი დინამიკა, თუმცა პაციენტი მკურუალობას კლინიკაში აგრძელებს. „მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მაინც მძიმედ ფასდება მისი ძირითადი ტრავმებით და იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რომლითაც შემოვიდა პაციენტი 3 დღის წინ. გვაქვს დადებითი დინამიკა, პაციენტი გონზეა, კონტაქტურია, პასუხობს სწორად შეკითხვებს, ასრულებს დავალებებს, ხოლო რაც შეეხება კვლევებს, იქაც მიღწეულია სტაბილიზაცია“, - განაცხადა ექიმმა. შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო ...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 1 530 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 23 პაციენტი. NCDC-ის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდ19-ისგან 1 848 პირი გამოჯანმრთელდა.
საქართველოში დღეს გლოვის დღეა. ქვეყნის მასშტაბით დღეს ყველა სახელმწიფო უწყებაზე დროშები დაშვებულია. 11 ოქტომბერი გლოვის დღედ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულტა ხსოვნის პატივსაცემად, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით გამოცხადდა. ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა და დაშავდა ერთი ადამიანი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა.
"მე ვთხოვ ხალხს პატივი სცენ ჩვენს პირად ცხოვრებას, ისევე როგორც სანდრას პირად ცხოვრებას" - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ახალი პირადი ცხოვრების შესახებ საზოგადოებაში გაჩენილ ინტერესს Facebook სტატუსით პასუხობს. მესამე პრეზიდენტის განცხადებით, იმაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვან ბრძოლაშიაჩართული, ვიდრე მისი პირადი ცხოვრებაა. „მათთვის, ვინც ჩემი პირადი ცხოვრებით არის დაინტერესებული. ამ ეტაპზე იმაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვან ბრძოლაში ვარ ჩართული, ვიდრე ჩემი პირადი ცხოვრებაა. თუმცა, რადგანაც ჩემი ცხოვრების ეს ნაწილიც ინტერესის სფეროა და არაერთი კითხვა დაისვა ამ თემის გარშემო, მინდა გიპასუხოთ - ჩემი ყველა წარსული ურთიერთობა დასრულებულია...
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი Twitter-ზე ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და მწუხარებას გამოთქვამს. "მონაწილე ვარ საქართველოს მოქალაქეების გლოვისა. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ ბათუმში ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს". - წერს კარლ ჰარცელი ტვიტერზე. ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბრის დილით ჩამოინგრა. ამ ეტაპზე დასტურდება 9 ადამიანის გარდაცვალება, მათ შორის 3 არასრულწლოვანია. სამძებრო სამუშაოები ამ დროისთვის დასრულებულია.
ბათუმში, 37 წლის მამაკაცი, რომელმაც ნანგრევებში 11 საათი გაატარა,ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკა „მედცენტრის“ დირექტორი, მედეა ქაჯაია ავრცელებს. მისი თქმით, პაციენტის მდგომარეობა რჩება მძიმედ, მაგრამ სტაბილურია. "პაციენტის მდგომარეობა რჩება მძიმედ, მაგრამ სტაბილურია, დადებითი გვაქვს ის, რომ პაციენტი მოიხსნა ხელოვნური ვენტილაციიდან, სუნთქავს თავისით, შემოდის კონტაქტში, ასრულებს დავალებებს, პაციენტი დარჩება დღეს მაინც რეანიმაციულ განყოფილებაში, იმიტომ რომ ის დარღვევები, რაც ქონდა შემოსვლის დროს, ყველა კორეგირებული ჯერჯერობით არ არის. მდგომარეობა გუამჯობესდა, მაგრამ პაციენტს სჭირდება ინტენსიური მეთვალყურეობა და ყოვე...
„დიდია მწუხარება, რომელიც ახლახანს ბათუმში მომხდარ ტრაგედიას მოჰყვა." - ბათმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მწუხარებას გამოთქვამს. სამძიმარს საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. "გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, დაზარალებულთ, ვუსამძიმრებთ მთელ საქართველოს. დღეს ყველა ამ ტკივილის თანაზიარია და შეძრულია მომხდარით. ვლოცულობთ გარდაცვლილთათვის. მათი სულების საოხად არაერთი პანაშვიდი იქნა გადახდილი. კვირას, წირვის შემდეგაც, აღევლინება ლოცვა, მათ შორის, სამების საკათედრო ტაძარში. შევთხოვ ღმერთს, მოგვცეს გამძლეობა, მოგვანიჭოს თვისი წყალობა და მშვიდობით აკურთხოს ...
როპის პაპის სადესპანო Twitter-ის საშუალებით, ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და დაღუპულთა ოჯახებს თანაუგრძნობს. "რომის პაპის, ფრანცისკეს სამოციქულო სადესპანო უერთდება მთელ საქართველოს ფიქრებით და ლოცულობს ბათუმის ტრაგედიის მსხვერპლთა სამუდამო განსვენებისთვის, ლოცულობს გადარჩენილებისთვის, რათა მათ ჰპოვონ ნუგეში თავიანთ რწმენაში. მადლიერებას გამოვხატავთ ყველა დამხმარეს მიმართ", - წერია სადესპანოს განცხადებაში. ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბრის დილით ჩამოინგრა. ამ ეტაპზე დასტურდება 9 ადამიანის გარდაცვალება, მათ შორის 3 არასრულწლოვანია. სამძებრო სამუშაოები ამ დროისთვის დასრულებულია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 2 490 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 25 პაციენტი. NCDC-ის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID19-სგან კიდევ 2 056 პირი გამოჯანმრთელდა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა თაფლის და ნატურალური წვენის მიღება დაიწყო. „ორშაბათს დაუმზადდა პირადი ბარათი. მას წვდომა ჰქონდა სხვადასხვა პროდუქტებზე მათ შორის ნატურალურ წვენებზე, თაფლზე და შეკვეთის დადასტურების შემდგომ, როგორც ვიცი, მან მიიღო უკვე რამდენიმე ქილა თაფლი. ასევე, რამდენიმე ლიტრი ნატურალური წვენი. მას დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება, მათ შორის თაფლის და ასევე ნატურალური წვენის რაც ფაქტობრივად ცხადყოფს იმას, რომ ასე თუ ისე ორგანიზმი არ დგას გამოფიტვის წინაშე"- განაცხადა ნიკა ცხვარაშვილმა. მიხეილ სააკაშვილმა ციხის მაღაზიაში 7 ქილა თაფლი შეიძინა.მიხეილ სააკაშვილი საპატიმრო დაწეს...
"დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და ვილოცოთ რომ ეს ადამიანები გამოვიდნენ ცოცხლები"- საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის მიმდებარე ტერიტორია შეაფასა. "ძალიან სამწუხარო ამაბვი მოხდა, ჩვენი მაშველები ყველაფერს აკეთებენ რომ დროულად გაწმინდონ ტერიტორია. დაახლოებით 15 ადმაიანამდეა მოყოლილი და ვაკეთებ ყველაფერს რო დროულად მოხდეს რეაგირება. 300 მაშველი მუშაობს ადგილზე და ყველა საშუალება აქვთ მათ. მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. წინასწარ არმინდა მიზეზებზე ვისაუბრო, არსებობს ბევრი ვერსია, გამოძიება მუშაობს ამაზე და გამოძეიბა დაადგენს ამას."-ამბობს ღარიბაშვილი. ცნობისთვის, კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ...
ახლა მთავარია იმ მოქალაქეებზე ფიქრი, რომელიც ნანგრევებში იმყოფება. - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, ეს ტრაგედია პოლიტიკური პარტიებისთვის დღის წესრიგის თემად არ უნდა იქცეს. "ამ მომენტისთვის საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების პრიორიტეტს ნანგრევებში მოყოლილი მოქალაქეების გამოყვანა წარმოადგენს, მაშველებმა უკვე შეძლეს ნანგრევებში მოყოლილი რამდენიმე ადამიანის გამოყვანა სწორედ ამ ამოცანაზე უნდა ვკონცენტრირდეთ. ამ კონტექსტში ყველას მოვუწოდებ ნუ აქცევენ ნებისმიერ ტრაგედიას საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის თემად, გამოიჩინონ უფრო მეტი თანადგო...
შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში სავარაუდოდ, 10-15 ადამიანია მოყოლილი.- ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ბათუმში, შემთხვევის ადგილას განუცხადა. მისი თქმით, ერთი ვერსიით კორპუსის ნგრევა მესაკუთრის მიერ სამშენებლო სამუშაოებმა გამოიწვია. "მთელმა საქართველომ ნახა რაც მოხდა კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა ჩვენ გამოძიება დავიწყეთ, რა თქმა უნდა, ვადგენთ თუ რამ გამოიწვია ნგრევა. დაახლოებით 5 სართულია ჩამონგრეული, ჩვენი ინფორმაციით დაახლოებით 10-15 ადამიანი უნდა იყოს მოყოლილი ნანგრევებში. კონტაქტზე გამოდის 2 ადამიანი ტელეფონით გვესაუბრება, თუმცა ზუსტად ვერ გვიხსნიან რომელ სართუ...