დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 240 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 68 პაციენტი. NCDC-ის ცნობით, ვირუსისგან გასული დღე–ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 2 235 პირი.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს ყველას, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ მოშიმშილე თავისუფლებააღკვეთილი პირის მიმართ თითოეული გადაწყვეტილების მიღებას და ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში შეაფასონ ადამიანის უფლებათა დარღვევის რისკები.- ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემი, მისი სენსიტიური ხასიათის გამო, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემს მიეკუთვნება. “საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად მიღებული ზომების, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებითა და შესაძლო და...
ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ი აცხადებს, რომ მისი კორონავირუსის საწინააღმდეგო აბები ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს თითქმის 90%-ით ამცირებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო The Associated Press-ი ავრცელებს. Pfizer-მა 775 ზრდასრული ადამიანის კვლევის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. იმ პაციენტებში, რომლებიც კომპანიის პრეპარატს სხვა ანტივირუსულ პრეპარატთან ერთად იღებდნენ, ჰოსპიტალიზაციის ან სიკვდილიანობის მაჩვენებელი ერთი თვის შემდეგ 89%-ით შემცირდა. კვლევის მონაწილეები არავაქცინირებულნი იყვნენ, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის კოვიდინფიცირებით და ჯანმრთელობის პრობლემების გამო, როგორიცაა სიმსუქნე, დიაბეტი ან გულის დაავადება ჰოსპიტალიზაციის მაღალ რისკ-ჯგუფს მიე...
საქართველოს პარლამენტში, სადაც პარტია "დროას" ლიდერი და დეპუტატი ელენე ხოშტარია შიმშილობს მედიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. დეპუტატთან შეხვედრაზე იმყოფებიან ჟურნალსიტები, ინგა გრიგოლია, ეკა მიშველაძე და ვახო სანაია. ცნობისთვის, დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადა. ის მე-3 დღეა შიმშილობს.
მიხეილ სააკაშვილს აქვს შიმშილობის ამ ფაზისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი, სამედიცინო ენაზე ამის გადმოცემა, ბუნებრივია გამიჭირდება, მაგრამ ის გამოიყურებოდა უაღრესად სუსტად- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის , მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ, საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, სააკაშვილი უჩვეულოდ არაენერგიულად გამოიყურება და სასწრაფოდ უნდა მოხდეს მისი გადაყვანა სამოქალაქო საავადმყოფოში. "მიხეილ სააკაშვილს აქვს შიმშილობის ამ ფაზისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი, სამედიცინო ენაზე ამის გადმოცემა, ბუნებრივია გამიჭირდება, მაგრამ ის გამოიყურებოდა უაღრესად სუსტად, ...უჩვეულოდ არაენერგიულია, როგორც მიხეილ სააკაშილს ვიცნობთ, ვერც კ...
საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის ციხიდან კიდევ ერთ მიმართვას ავრცელებს. ექსპრეზიდენტი მოქალაქეებს შაბათის აქციაზე გასვლისკენ მოუწოდებს და პროტესტის მოთხოვნებს ახსენებს. "ჩემი დაკვირვებითა და გამოცდილებით მინდა გითხრათ, რომ დღეს საზოგადოება ბევრად უფრო მზადაა ძირეული ცვლილებებისთვის, ვიდრე ვარდების რევოლუციის წინ. ბევრად უფრო წინწსულია, ინფორმირებულია და რაც მთავარია ერთიანია ვიდრე მაშინ. ჩვენმა საზოგადოებამ 30-ში უკვე მოახდინა საარჩევნო რევოლუცია. ახლა ამ საარჩევნო რევოლუციის განვითარებისა და რიგგარეშე არჩევნებში გადაზრდის დროა. მთლიანად მხარს ვუჭერ გამარჯვებული მერებისა და სხვა ლიდერებისგან შემდგარი კოალიციის პოზიციას, რომ ერთდროულად გაიმართოს აქციები ბევრ ...
მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე ციხეში მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჩანაცვლებას ითხოვს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. "ყველაფერს აქვს საზღვარი!!! ამის მოთმენა აღარ შეიძლება!!! მე არ მინდა ვიყო მესამე პრეზიდენტის მკვლელობის თანამონაწილე. ქართულო ოცნებავ,ყველაფერში არღვევთ კანონებს:ითვისებთ წაგებულ არჩევნებს,იჭერთ უდანაშაულო ადამიანებს და თქვენივე კუთვნილი სასამართლოთი თქვენებურად ასამართლებთ. გთხოვთ, კიდევ ერთხელ დაარღვიოთ კანონი და მომცეთ საშუალება ჩავანაცვლო მესამე პრეზიდენტი ციხეში.მიეცით მას მულტიფუნქციურ საავადმყოფოში მკურნალობის საშუალება. უმორჩილესად გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩემი თხოვნა და მე დღესვე ჩამოვფრინდები საქართველოში. ამით თქვენ ორ დიდ საქ...
პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია მოინახულა რომელმაც პარლამენტის შენობაში შიმშილობა დაიწყო. კუჭავას თქმით, მთელი დღის განმავლობაში პარლამენტში მუშაობს ექიმი და საჭიროების შემთხვევაში მოემსახურება. "ელენე ხოშტარია მოვინახულე, მაინტერესებდა, ჰქონდა თუ არა ყველანაირი პირობა და მინდა ყველამ იცოდეს, რომ პარლამენტში მთელი დღის განმავლობაში მუშაობს ექიმი და თუ საჭიროა ყოველთვის იქნება გამოყენებული მისი მომსახურება. მაინტერესებდა თუ აკლდა რაიმე, პირობები და ა.შ. ყველაფრით არის კმაყოფილი და ხაზზე ვიქნები თუ საჭირო იქნება. არ გვისაუბრია ელენეს ჯანმრთელობის გარდა არაფერზე, ადამიანს აქვს შიმშილობის უფლება, ეს მათი უფლებაა. ჩემი მოსვლის...
ეს კარგი მაგალითია იმის, რომ ყველაზე დიდ დაპირისპირებაშიც კი, განსხვავებით სხვებისგან, ადამიანური სახის შენარჩუნება არის შესაძლებელი,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ კახა კუჭავასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელმაც პარლამენტში მოშიმშილე დეპუტატი მოინახულა. „კახა კუჭავას, რა თქმა უნდა, გავაცანი მოთხოვნები, თუმცა, მისი მთავარი მიზანი მოსვლის იყო ადამიანურად მოკითხვა და შევთანხმდით, რომ არანაირი ხელოვნური ბარიერი არ იქნება. ალბათ ეს მაინც კარგი მაგალითია იმის, რომ ყველაზე დიდ დაპირისპირებაშიც კი, განსხვავებით სხვებისგან, ადამიანური სახის შენარჩუნება არის შესაძლებელი, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური უმწვავესი კრიზისი რჩება, ამ თემის გადაჭრაზე ...
„ადამიანები ციხეში არ უნდა გვეჯდეს იმის გამო, რაც უკვე რამდენიმე წელია ლეგალურია ამ ქვეყანაში", - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის" თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ დღევანდელ ბრიფინგზე, სადაც ჯგუფის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პარლამენტში დღეს დარეგისტრირდება, კანაფის და მის პროდუქტებთან ურთიერთობის სამართლებრივ რეგულაციებს შეეხება. „2018 წლიდან, საქართველოში, კანაფის და მისი პროდუქტების მოხმარება ლეგალურია. ამის მიუხედავად, ქვეყანაში ადამიანების დევნა მაინც გრძელდება. იუსტიციის სამინისტროსგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ 311 ადამიანი პრობაციონერია, ხოლო 84 ადამიანი სასჯელს იხდის კანაფის ...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 340 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 62 პაციენტი. NCDC-ის ცნობით, ვირუსისგან გასული დღე–ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 3 631 პირი.
პოლონეთის მთავრობა საქართველოს 468 000 დოზა pfizer-ის ვაქცინას გადმოსცემს. - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დონაციის პირველი ნაწილი ქვეყანაში უკვე შემოვიდა. ტვირთის გადაცემის ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, პოლონეთის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე დაესწრნენ. pfizer-ის ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერაა აღიარებული. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება. pfizer-მა ვაქცინა გერმანულ პარტნიორ კომპანია „ბიონტექთან“ ერთად შექმნა. Covid-19 საწინაა...
არ შემიძლია გვერდი ავუარო ამ თემას, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ეკლესიის მხარდაჭერა, - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ვაქცინაციის ტემპის მომატებისთვის საპატრიარქოს მოწოდებაა საჭირო. მისი თქმით, საქართველოს უკვე აქვს მსგავსი გამოცდილება, როდესაც ეკლესიის მხარდაჭერით ძალიან სერიოზული გარდატეხა მოხდა ტუბერკულიოზის მართვის პროგრამაში. "ყველას კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია რელიგიური რწმენა და შეხედულებები ამ საკითხთან [ვაქცინაციასთან] მიმართებაში და არ შემიძლია გვერდი ავუარო ამ თემას, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ეკლესიის მხარდაჭერა. საქართველოს აქვს გამოცდილება, რომ ეკლესიის მხარდაჭერით ძალიან სერიოზული გარდატეხა მოხდა მაგალითად ტუბე...
საქართველოს კოვიდსტატუსის QR კოდების აღიარება უახლოეს პერიოდში მოხდება. - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. "ჯანდაცვის სამინისტროს აიტი სამსახური, საგარეო და იუსტიციის სამინისტროები მუშაობენ და ვიცი, რომ დაახლოებით 10 დღეში უკვე უნდა მიუერთდეს," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დღეს, თბილისის დროით 13:50 საათზე, ონთან მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფომრაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მაგნიტუდის სიდიდემ 3.7 (ML) შეადგინა.
ეს დაავადება ძალიან ბევრ ქვეყანას რომ მოშორდება, ჩვენ კიდევ არ მოგვშორდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნები, სადაც დაახლოებით 50-60%-ია აცრილი, ავადობა გრძელდება, თუმცა ადამიანები აღარ კვდებიან „სამწუხაროდ, ასეთი ტალღები ჩვენ კიდევ გვექნება. ეს დაავადება ჩვენ არ მოგვშორდება, ცუდი პროგნოზი შეიძლება იყოს ის, რომ ძალიან ბევრ ქვეყანას რომ მოშორდება, ჩვენ კიდევ არ მოგვშორდება. თუ ასეთი ტემპით ავიცრებით, კორონა სულ იქნება. ეს ციკლურობა იქნება, მოიმატებს. კლება როდესაცაა, იკლებს 2-3 ათასამდე და არა ისე, როგორც ადრე ჩამოდიოდა ასეულ შემთხვევებამდე. შეზ...
საკოორდინაციო საბჭოს სხდომას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც დაესწრო. სხდომა 10:00 საათზე დაიწყო და 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც ცნობილია, საბჭოზე ე.წ კოვიდ პასპორტების შემოღებასთან დაკავშირბით იმსჯელეს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები გაგრძელდება და დამატებით ჩაინიშნება საბჭოს სხდომა, რათა მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 206 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 53 პაციენტი. NCDC-ის ცნობით, ვირუსისგან გასული დღე–ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 4 648 პირი.
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ექიმების განსაკუთრებული მობილიზებაა და დაწესებულების მედპერსონალი ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვეღარ მართავს, სიმართლეს არ შეესაბამება. - ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. იგი დაწესებულების მედიკოსების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება კლინიკა „ვივამედიდან“ ანგიოლოგის მისვლის საკითხს, იგი დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის – ნიკოლოზ ყიფშიძის რეკომენდაციის საფუძველზე შევიდა, რადგან თავად არ ...
კლინიკური ჯგუფისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი მედიკამენტების დანერგვის ხელშეწყობა და კიდევ ერთხელ, იყო მსჯელობა იმაზე რა პროტოკოლით მოხდება მონოკლონული ანტისხეულების გამოყენება- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრი მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალსიტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ახალი პრეპარატების ორი ჯგუფი არსებობს ამჟამად საქართველოში, რომლებიც გამოიყეება მძმე და ნაკლებად მძიმე პაციენტების სამკურნალოდ. როგორც გაბუნია აღნიშნას, ეს პრეპარატები უკვე აღიარა აშშ-ს "საკვებისა და მედიკამენტების ორგანიზაციამ". "დღეს შედგა კლინიკური ჯგუფის ექპერტების შეკრება, მოგეხსენებათ. კლინიკური სურათი კვლავაც უკიდურესად რთულია. დღეს 6000-ზე მეტი ახალი შმეთხვევა დაფიქს...