ონის მუნიციპალიტეტში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელი გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. "შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამბროლაურის რაიონული საამართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელის, 1975 წელს დაბადებული მირიან ჭელიძის გარდაცვალების გამო. პოლიციის მაიორი, ონის მუნიციპალიტეტში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, იგი სტიქიური უბედურების ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მირიან ჭელიძის გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს გარდაც...
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები კურორტ შოვში მიმდინარე სალიკვიდაციო და სამძებრო სამუშაოებს აქტიურად განაგრძობენ. თავდაცვის უწყების ცნობით, სტიქიის ზონაში სამხედრო მოსამსახურეები ორ ლოკაციაზე მუშაობენ. "ადგილზე მობილიზებულია თავდაცვის ძალების მძიმე ტექნიკა და აღჭურვილობა. საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ტექნიკის მოზიდვა მყისიერად იქნება შესაძლებელი. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩართული არიან აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების სამხედრო მოსამსახურეები, საბრძოლო-საინჟინრო ქვედანაყოფები, ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა და ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი. სამხედრო მოსამსახურეები შს...
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი 2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ომბუდსმენი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ყველა საერთაშორისო მექანიზმის გამოყენებითა და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, გააძლიეროს ზეწოლა საოკუპაციო რეჟიმზე ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების უფლებების დასაცავად. "რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა. შეიარაღებული კონფლიქტის შედეგებს დღემდე მწვავედ განიცდის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი და გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა. 2008 წლის საომარი მოქმედებების შედეგად 27 582 იძულებით გადაადგილებული პირია რეგისტრირებული. 2008 წლის რუსეთ...
2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა. ის საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას წარმოადგენს, რომელმაც ქვეყანას უმძიმესი შედეგები მოუტანა. ომის დაწყების ქრონოლოგია 2008 წლის დასაწყისიდან მოვლენები შედარებით მშვიდად ვითარდებოდა. თუმცა, ამის მიუხედავად, ორივე მხარე ერთმანეთს ვითარების დაძაბვის მცდელობაში და პროვოკაციების მოწყობაში პერიოდულად ადანაშაულებდა. ქართულ-რუსული ურთიერთობები 2008 წლის ნატოს სამიტის შემდეგ განსაკუთრებით დაიძაბა. აღნიშნულ სამიტზე, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრმა ქვეყნებმა ერთხმად განაცხადეს, რომ საქართველო ნატოს წევრი სახელმწიფო აუცილებლად გახდებოდა. პარალელურად, მწვავდებოდა ვითარება ცხინვალის რეგიონში. ოს სეპარატისტებსა და ქართ...
შოვში, სტიქიის ზონაში ძებნა-შველის ღონისძიება მთელი ღამის განმავლობაში, სპეციალური განათებებით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დილიდან მუშაობა განაახლა სასაზღვრო პოლიციის ორმა ვერტმფრენმა. "საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ონის მუნიციპალიტეტში მეხუთე დღეა სამაშველო ღონისძიებას აწარმოებენ. სამუშაოებში ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი, თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები. ადგილზე მუშაობს დრონები და სპეცტექნიკა",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში. შეგახსენებთ, სტი...
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. გლოვის დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის შენობასა და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სახელმწიფო დროშები დაეშვება 8 აგვისტოს 00:00 საათიდან 9 აგვისტოს 00:00 საათამდე საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად.
რაჭაში, ონის მუნიცაპლიტეტის ტერიტორიაზე მდებარე კურორტ შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოში დღეს გლოვის დღეა. სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასა და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. სახელმწიფო დროშებია ასევე დაშვებული პარლამენტისა და თავდაცვის სამინისტროს შენობებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, საგარეო უწყებისა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე. შეგახსენებთ, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, სტიქიას 18 ადამიანი ემსხვერპლა, 15-მდე პირი კი, ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. სტიქიის ეპიცენტრიდან 200-ზ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში სამძებრო-სამაშველო სამუშაოების არეალი ეტაპობრივად ფართოვდება. როგორც მღებრიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, დღეს სტიქიის ზონაში აღმოჩენილი ცხედარი მოზარდს ეკუთვნის. "დილიდან მოხერხდა მოზარდის ცხედრის ამოსვენება სტიქიის ზონიდან, გადასვენებულია პროზექტურაში. ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს ისევ ძებნა-შველის ღონისძიებები. ეტაპობრივად ვაფართოვებთ პერიმეტრს. ე.წ. კოტეჯების ტერიტორიის სრულად დათვალიერება ჯერჯერობით ვერ მოესწრო, სამწუხაროდ, ობიექტური მიზეზების გამო, რაც ხელს გვიშლის - მიწის სქელა მასა. ვმუშაობთ ფრთხილად და არ ვჩქარობთ",- განაცხადა მღებრი...
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში აღმოჩენილი 18 ცხედრიდან 12 იდენტიფიცირებულია. როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ქუთაისში ცხედრების ამოცნობის პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. "დღევანდელი მონაცემები არ შეცვლილა. 18 გარდაცვლილი არის ნაპოვნი, მათგან 12 არის იდენტიფიცირებული, თუმცა ახლაც გაემართნენ ახლობლები ქუთაისში, პროზექტურაში ამოცნობის ღონისძიებებისთვის. მიმდინარეობს 18 ადამიანის ძებნის ოპერაცია",- განაცხადა პაპუაშვილმა და სამაშველო ღონისძიებებში ჩართულ უწყებებსა და ადამიანებს მადლობა გადაუხადა. შეგახსენებთ, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხ...
სტიქიის ზონაში, ტექნიკის მობილიზება და მუშაობა პრიორიტეტულ 7 მდებარეობაზე მიმდინარეობს. აღნიშნულ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. გზების დეპარტამენტის ცნობით, ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში, სულ მობილიზებულია 78 ერთეული მძიმე ტექნიკა. "ტექნიკის მობილიზება და მუშაობა, საძიებო სამუშაოებისთვის მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტულ 7 მდებარეობაზე. ამასთან, დროებითი ხიდის მიმდებარედ, გრძელდება მდინარის კალაპოტის ფორმირებისა და მჟავე წყლებთან შემოვლითი გზის მოწყობის სამუშაოები. ძებნისა და კალაპოტის გაწმენდის ს...
ჯუთას გზის რეაბილიტაციის პროექტი დასრულებულია და სამუშაოებისათვის მობილიზაცია დაწყებულია. აღნიშნულ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. გზების დეპარტამენტის ცნობით, სამშენებლო სამუშაოები მომდევნო კვირიდან დაიწყება. "როგორც საზოგადოებას მიმდინარე წლის ივნისში მივაწოდეთ ინფორმაცია, აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის კმ12-კმ16 მონაკვეთზე, მიმდინარეობდა მუდმივი მონიტორინგი და მზადდებოდა პრევენციისა და რეაბილიტაციის პროექტი. 2022 წლის ბოლოს დაწყებული პირველადი კვლევები და საპროექტო გადაწყვეტილებები უკვე დასრულებულია. გამოიკვეთა სამი დაზიანებული და ერთი მეწყრული ადგილი. მიმ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო შოვში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, მუშაობა განაახლა სასაზღვრო პოლიციის ორმა ვერტმფრენმა. "ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის ზონაში მეოთხე დღეა სამაშველო ღონისძიება გრძელდება. დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ, მიწის მასის დამუშავების დროს ნაპოვნია კიდევ ერთი ცხედარი. მუშაობა განაახლა სასაზღვრო პოლიციის ორმა ვერტმფრენმა. სამუშაოებში ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი, თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები. ადგილზ...
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა შორის რამდენიმე არასრულწლოვანია. როგორც ბურჭულაძემ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, ადგილზე, დაახლოებით, 100-მდე ერთეული მძიმე ტექნიკაა მობილიზებული. "ის სრული შემადგენლობა, რაც აღნიშნული სტიქიის აღმოსაფხვრელად გავითვალისწინეთ, უკვე ადგილზეა. გაშლილი გვაქვს საფეხმავლო ხიდი ლამზე გადასაადგილებლად. საჭიროების შემთხვევაში, კიდევ მოვიტანთ ანალოგიურ ხიდებს და გავშლით. აქ მობილიზებულია, დაახლოებით, 100-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა, რომლებიც მუშაობენ. კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს. დიდი უბედურება ტრიალებს რაჭაში და მთელი საზოგადოება არის ამით შოკირებული. ძალიან ემო...
თავდაცვის ძალების სამხედროები სტიქიის ზონაში სამუშაოებს აქტიურად განაგრძობენ. თავდაცვის უწყების ცნობით, დამეწყრილ ტერიტორიაზე, სადაც გადაადგილება შეუძლებელი იყო, ასაწყობი საფეხმავლო ხიდები დამონტაჟდა. სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული კონსტრუქციები სამხედრო მოსამსახურებს და მაშველებს მეტი ფართობის შესწავლისა და გადაადგილების შესაძლებლობას აძლევს. "სამხედროებთან ერთად სტიქიის ზონაში იმყოფებიან თავდაცვის მინისტრი და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩართულია აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობების სამხედროები, საინჟინრო ქვედანაყოფები და ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა მძიმე ტექნიკითა და სპეციალური აღჭურვილობით, ასევე ეროვნული გვარდიის 102-ე...
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსულმა არმიამ 249 700-მდე ჯარისკაცი დაკარგა. რუსეთის სავარაუდო დანაკარგი 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 6 აგვისტოს 06:00 საათისთვის ასეთია: ჯარისკაცი - დაახლოებით 249 700; ტანკი - 4 237; ჯავშანტექნიკა - 8 262; საარტილერიო სისტემა - 4 965; სარაკეტო სისტემა - 705; საზენიტო საბრძოლო სისტემა - 466; თვითმფრინავები - 315; ვერტმფრენი - 311; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 4 126; საკრუიზო რაკეტები - 1 359; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 7 441; გემი/ნავი/კატარღა - 18; სპეციალური აღჭურვილობა - 734. აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილი ჯარისკაცების სრულ ...
გრძელდება ძებნის სამუშაოები, სურათი არის მძიმე, ყველა უწყება ჩართულია სამუშაოებში, ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუშაობს აქტიურად, 80 ერთეული მძიმე ტექნიკაა მობილიზებული და ძალიან ინტენსიური სამუშაოები ტარდება, მობილიზებული არიან მაშველები, სამხედროები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შოვში განაცხადა. კობახიძის თქმით, ნაპოვნია 18 ადამიანის ცხედარი, 18 კი დაკარგულად მიიჩნევა. „18 ადამიანის ცხედარი არის ნაპოვნი, 18 ადამიანია დაკარგული. რაც შეეხება ამოცნობას, რამდენიმე ცხედრის ამოცნობა ჯერჯერობით არ მომხდარა, შეიძლება, გახდეს საჭირო, დაზიანებებიდან გამომდინარე, დეენემის ანალიზის ჩატარება, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება“,-...
დედაქალაქის მერი კახა კალაძე შოვში, სტიქიის ადგილზე იმყოფებოდა. მედიასთან საუბრისას კალაძემ სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ გამოუცხადა სამძიმარი. თბილისის მერმა სამაშველო ღონისძიებებში ჩართულ მაშველებსა და მოხალისეებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ შესაბამისი უწყებები ადგილზე კოორდინირებულად მუშაობენ. „პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, ნათესავებს, სრულიად საქართველოს. ძალიან მძიმეა ის უბედურება, რაც მოხდა რაჭაში, კონკრეტულად შოვში. შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ შოვი აღარ არსებობს, განადგურებულია ყველანაირად. ალბათ, მედიას გქონდათ შესაძლებლობა, გენახათ, რა მასშტაბებზეა საუბარი და რა...
რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე კურორტ შოვში მომხდარ ტრაგედიას ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. ნიდერლანდების საგრეო უწყება მეწყერის შედეგად დაზარალებულებს სამძიმარს უცხადებს. „ვუგზავნით გულითად სამძიმარს მათ, ვინც დაზარალდა შოვში დამანგრეველი მეწყერის შედეგად. იმედს ვიტოვებთ, რომ მიმდინარე სამძებრო და სამაშველო ოპერაციის შედეგად დაკარგული ადამიანების უსაფრთხოდ პოვნა მოხერხდება“,- ნათქვამია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. შეგახსენებთ, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, 18-ს კი...
შოვში, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. შოვში სამაშველო ღონისძიებები მეოთხე დღეა მიმდინარეობს.
უკვე ახალ კამპანიას ვადევნებთ თვალყურს თითქოს, წინა დღეებში რაღაც დაფიქსირდა და ამაზე ხელისუფლებამ რეაგირება არ მოახდინა. ესეც ცალსახა დეზინფორმაციაა, რომლის წინააღმდეგაც ბრძოლა გვიწევს, ესეც უნდა იყოს პასუხგაცემული, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ შოვში მომხდარი ტრაგედიის შესახებ საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მდინარაძემ განმარტა, ქვეყანაში არსებობს 200-მდე სადგური, რომელიც წყლის დონის მონიტორინგს ახორციელებს და წყალმზომებმა ვერ დააფიქსირეს წყლის დონის ცვლილება. „ჩვენ ისეთ დეტალებში გავერკვიეთ ამ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაშიც ბუნებრივია, მე პირადად მანამდე არ ვიყავი გარკვეული. ორი დღეა, კომუნიკაცია გვაქვს ჰ...