შსს - გასულ ღამეს, აქციაზე შინაგ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე შსს-ს 21-მა თანამშრომელმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.  როგორც უწყების მიერ, ქვეყნის დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დაშავებულების ნაწილს თავის, სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში მძიმე ხარისხის დაზიანებები აღენიშნება. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, მიმდინარე წლის 1-2 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების შესახებ. აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებების შედეგად, გასულ ღამეს ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო შინაგან საქმ...

პარლამენტთან პროტესტი გრძელდება ...

პარლამენტის შენობასთან მოქალაქეების პროტესტი გრძელდება. ვითარება პერიოდულად იძაბება ჭიჭინაძის ქუჩაზე, სადაც სპეცრაზმმა წყლის ჭავლი გამოიყენა. ასევე, ჭიჭინაძის ქუჩაზე სპეცრაზმის წევრები პერიოდულად ისვრიან ნივთებს აქციის მონაწილეების მისამართით. მიუხედავად დაძაბული სიტუაციისა, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი დაშლას და დანებებას არ აპირებენ. ბოლო სამი ღამის განმავლობაში თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია იმართება. სამი დღის განმავლობაშ ხდება შეტაკება აქციის მონაწილეთა და სპეცდანიშნულების რაზმებს შორის, პირველი დეკემბრის ღამეს სამართალდამცავებმა დემონსტრანტების დასაშლელად რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიყენეს როგორც...

„ევროპროდუქტი“ - ვგმობთ ძალადობა...

ვგმობთ ძალადობას და ვდგავართ ქართველი ხალხისა და ევროპული მომავლის მხარეს,- აღნიშნულ განცხადებას სუპერმარკეტების ქსელი "ევროპროდუქტი" ავრცელებს. მათ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროპა ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია. "ევროპროდუქტისთვის" განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ევროპას და ევროპულ ღირებულებებს!  ეს კომპანიის დასახელებაშივეა ასახული. სწორედ ევროპაა ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი! ვგმობთ ძალადობას და ვდგავართ ქართველი ხალხისა და ევროპული მომავლის მხარეს! წინ ევროპისკენ", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს უნივერსიტეტი - სწავლ...

საქართველოს უნივერსიტეტში სწავლა მომავალ კვირაშიც შეწყდება. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს უნივერსიტეტი სოციალურ ქსელში ავრცელებს. "სხვა შენთვის და შენ სხვისთვის, აი გზა ცხოვრებისა", სწავლა მომავალ კვირასაც შეწყვეტილია",- ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, ბოლო სამი ღამის განმავლობაში თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია იმართება. სამი დღის განმავლობაშ ხდება შეტაკება აქციის მონაწილეთა და სპეცდანიშნულების რაზმებს შორის, პირველი დეკემბრის ღამეს სამართალდამცავებმა დემონსტრანტების დასაშლელად რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიყენეს როგორც წყლის ჭავლი, ისე დიდი რაოდენობით ცრემლმდენი აირი. 29-30 ნო...

„ვაცნობიერებთ ევროპული კურსის მნ...

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, საპროტესტო აქციების დღეებში, სასწავლო პროცესის შეჩერებას ითხოვენ.  გამოქვეყნებულ პეტიციას ხელს 1200-ზე მეტი სტუდენტი აწერს. "ჩვენ, ბსუ-ის სტუდენტები, ვაცნობიერებთ ჩვენი ქვეყნის ევროპული კურსის მნიშვნელობას და ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით. მოვითხოვთ: უნივერსიტეტში სწავლა შეჩერდეს საპროტესტო აქციების დღეებში, რათა ყველა სტუდენტს მიეცეს შესაძლებლობა, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპულ მომავალს აქტიური მონაწილეობით. ეს გადაწყვეტილება უნივერსიტეტის სოლიდარობას გამოხატავს ქართველი ხალხის და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის იდეასთან. ერთად დავიცვათ საქართველოს ევროპული მომავალი!",- ნათქვამია განცხადე...

„რადიო თავისუფლების“ პროდიუსერი ...

ბოლო ოთხი საათია [03:00 საათიდან] რადიო თავისუფლება უშედეგოდ ცდილობს, გაარკვიოს, სად არის მისი თანამშრომელი, ბექა ბერაძე, რომელიც მედიაგამოცემის პროდიუსერია. ის პოლიციამ დააკავა პარლამენტის უკანა შესასვლელთან, აქციის მიმდინარეობის დროს. - ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. რადიო თავისუფლებას აქვს ვიდეომასალა, რომელშიც ბექა ბერაძე დაკავებამდე პოლიციელებს ეკითხება - რაზე არ დაემორჩილა მათ. ბექა პარლამენტთან მდებარე ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე დააკავეს. ის რამდენიმე ასეულ მეტრში, ამაღლების ქუჩაზე ცხოვრობს. ბექა ბერაძე დაკავებამდე ძმასთან და მეგობართან ერთად იყო. ძმა თორნიკე ბერაძე რამდენიმე წუთით ადრე დააკავა პოლიციამ. თორნიკე ავჭალის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი -...

თსუ-ის აკადემიური პერსონალი - კა...

კატეგორიულად ვემიჯნებით საქართველოს კონსტიტუციისა და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსის ღალატის ნებისმიერ მცდელობას,- ასე ეხმაურება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. აკადემიური პერსონალი თსუ-ის აკადემიურ საბჭოს, სთხოვს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი განცხადება გააკეთოს. "კატეგორიულად ვემიჯნებით საქართველოს კონსტიტუციისა და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსის ღალატის ნებისმიერ მცდელობას. ვგმობთ სამართლიანი და მშვიდობიანი პროტესტის ძალისმიერი ჩახშობის ყველა გამოვლინებას. მოვუწოდებთ თსუ-ის აკადემიურ საბჭოს, გააკეთოს შესაბამისი განცხადება",- ნათქამია განცხადებაში.

ბაზისბანკი სულხან-საბა ორბელიანი...

ბაზისბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფონანსური ინსტიტუტი, უკვე ათ წელზე მეტია სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ერთგული მხარდამჭერია. სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში წელსაც წარჩინებულ სტუდენტებს გადაეცათ სტიპენდიები. ბაზისბანკისთვის მნიშვნელოვანია მომავალ თაობას ხელი შეუწყოს სწორი განათლების მიღებაში, დაეხმაროს მათ სამომავლოდ კარიერულ წინსვლაში. შესაბამისად, ბანკი ცდილობს დაეხმაროს სტუდენტებს ახალი იდეების  გენერირებაში. მოტივაციის ამაღლების მიზნით სტიპენდიები გადაეცათ სტუდენტებს, რომლებიც გამოირჩევიან როგორც  მაღალი აკადემიური მოსწრებით, ასევე სწავლის პარალელურად  უნივერსიტეტის აქტივობებში ჩართულობით. წელსაც საბაუნის ბიზნესის ადმინისტირების საბა...

ფარავანის უღელტეხილზე ყველა სახი...

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, დროებით იზღუდება  ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეორ...

„ავერსში“ გრანდიოზული, 60%–იანი ...

„ავერსი“ კიდევ ერთხელ იმსახურებს „მომხმარებლზე ზრუნვის ლიდერის“ ტიტულს, რადგან შავ პარასკევს ნამდვილ თავგადასავლად აქცევს, ხოლო მომხმარებელს უპრეცედენტო ფასდაკლებებს და შეთავაზებებს ჰპირდება. ქალაქის ქუჩებში უკვე შეხვდებით „ავერსის“ ჩანთებით მოსეირნე ადამიანებს, რომლებიც ყველას შავი პარასკევის გრანდიოზულ აქციებზე ეპატიჟებიან. 27 ნოემბრის საღამოს 19:00 საათიდან 29 ნოემბრის ჩათვლით „ავერსი“ გთავაზობთ: ზუსტად 60%–იან ფასდაკლებას წამყვან ბრენდებზე მხოლოდ შეზღუდული დროით თქვენი საყვარელი ბრენდების პროდუქცია წარმოუდგენელ ფასად: AHAVA, ACCOJE, That’So, Mesaud...

Construction Machinery Georgia-მ...

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, Construction Machinery Georgia-მ, სომხურ წამყვან დეველოპერულ კომპანიას Davax LLC-ს  LIEBHERR-ის ბრენდის ყველაზე დიდი სამთო მომპოვებელი და სრულად ჰიდროსტატიკური ამძრაობის ოთხი ბულდოზერი გადასცა. ორივე მხარისთვის უპრეცედენტო შეთანხმებას ერთწლიანი მოლაპარაკებები უძღოდა წინ.  სხვადასხვა ფაქტორის გამო, სომხურ კომპანიას, რომელიც უძრავი ქონების ბიზნესში უკვე 10 წელზე მეტია ოპერირებს და მაღალი სანდოობით გამოირჩევა, ახალი სამუშაო მიდგომის გამოგონება მოუწია. ობექტზე რთული რელიეფური პირობების გამო დადგა საჭიროება შეეცვალათ საკარიერო მოპოვების წესი. Davax LLC-ის ურთულესი ტექნიკური დავალება „ქონსთრაქშენ მეშინერი ჯორჯიას&ldquo...

თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე გ...

ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ133-კმ158 მონაკვეთზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ცნობით, ამ დროისთვის დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. “ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ133-კმ158 მონაკვეთზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტი...

ცესკომ პრეზიდენტის არჩევნებისთვი...

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 დეკემბერს გაიმართება. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 14 დეკემბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ შესაბამისი დადგენილება მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ ცესკო ავრცელებს. მათივე ცნობით, ცესკომ დღესვე მიიღო განკარგულება საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის დადგენის თაობაზე და ასევე განსაზღვრა უფლებამოსილი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისთვის საარჩევნო კოლეგიაში წევრთა კვოტები. "პრეზიდენტის არჩევნების დანიშვნის შესახებ დადგენილება პარლამენტმა დღეს მიიღო. წელს პირველად საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები ახალი სისტემით ჩატარდება. პ...

პრეზიდენტი საგამოცდო პროგრამის ც...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდის პროგრამიდან ამოღებულ ნაწარმოებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.  როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს,  გასაგებია, თუ რა ეროვნული და პატრიოტული იდეით იმართება „განათლების“ სისტემა. "2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამების ჩამონათვლიდან, როცა ამოიღებ ილიას ბენდიერ ერს, პასუხის პასუხს, განდეგილს, აჩრდილს და ოთაარნთ ქვრივს, როცა ამოიღებ პაოლო იაშვილის და პოლიკარპ კაკაბაძეს ნაწარმოებს მთლიანად  ან კიდევ ვაჟას "პატრიოტიზმს და კოსმოპოლიტიზმ"-ს ... ხომ  გასაგებია თუ რა ეროვნული და პატრიოტული იდეით იმართება  "...

განათლების სამინისტრო - თუ კონკრ...

თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პროგრამის ჩამონათვალში არ არის, არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული სკოლებში აღარ ისწავლება,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. როგორც უწყება განმარტავს, „მნიშვნელოვანია, რომ საგამოცდო პროგრამა ეფუძნებოდეს მხოლოდ სავალდებულო ნაწარმოებებს, რათა იყოს დაცული თითოეული აბიტურიენტის ინტერესები და უზრუნველყოფილი განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა“. „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამიდან კონკრეტულ...

გომელაური აქციის მონაწილეებზე - ...

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პარლამენტის შენობის წინ, გუშინ გამართულ აქციას გამოეხმაურა. როგორც გომელაურმა აღნიშნა, იდენტიფიცირებული იქნება ყველა პირი, ვინც რკინის ჯებირზე ხელს ურტყამდა, "ხლაპუშკებს" ისროდა და მისივე თქმით, "ისინი აუცილებლად დაისჯებიან". "რა თქმა უნდა, პროვოკაციები იყო, თუნდაც გუშინდელი დღე, ძალიან სიწყნარე იყო, არავინ არაფერს არ აკეთებდა, იდგენენ უბრალოდ 200-300 ადამიანი და როგორც დაიწყო სხდომა, მივიდნენ, ახალგაზრდებს მოუწოდეს, მივიდნენ რკინის ღობურასთან და აბრახუნებდნენ, ისროდნენ მერე ასაფეთქებელ პატარა "ხლაპუშკებს" აფეთქებდნენ ეზოში, რაც არ შეიძლება და ამაზე დაისჯებიან აუცილებლად ვინც იყვნენ იქ. იდენტიფიცი...

აპარატი - პოლიციელების მხრიდან ნ...

სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელების მხრიდან ნათია ძიძიგურის სავარაუდო სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატი პოლიციელების მხრიდან ნათია ძიძიგურის მიმართ სავარაუდო სექსუალური შევიწროების საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სახალხო დამცველის აპარატი მისი მანდატის ფარგლებში, დეტალურად შეისწავლის საქმის მასალებს და შედეგების თაობაზე დამატებით აცნობებს საზოგადოებას. "სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი 25 ნოემბერს დაუკავშირდა ნათია ძიძიგურს და აცნობა, რომ აპარატი შეისწავლის მის საქმეს და გამოითხოვს ინფორმაციას ყველა შესაბამისი უწყებიდან. მას ასევე დეტალურად განემარტა სახალხო დამცველის მ...

„ლიბერთიმ“ არაუზრუნველყოფილ სამო...

„ლიბერთიმ“, წინასაახალწლოდ, არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებზე ახალი კამპანია „რას ფიქრობ?” დაიწყო და თავის მომხმარებლებს კონკურენტული პირობები შესთავაზა. კამპანიის მთავარი გზავნილია, რომ „ლიბერთის“ მომხმარებელს არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის აღება შეუძლია მარტივად და სწრაფად მობაილ და ინტერნეტ ბანკიდან. მათ, ვინც არ არიან „ლიბერთის“ მომხმარებლები, ასევე მარტივად, ბანკში ვიზიტის გარეშე შეუძლიათ გახდნენ „ლიბერთის“ მომხმარებელი, გახსნან ანგარიში, ჩამოტვირთონ „ლიბერთის“ მობაილ ბანკი და დაიმტკიცონ სესხი. გახდი „ლიბერთის“ მომხმარებელი ბანკში ვიზიტის გარეშე:  h...

გიორგი კალანდარიშვილმა მე-11 მოწ...

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა დღეს საქართველოს პარლამენტის პირველ სხდომაზე არჩევნების შედეგები წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე სიტყვით გამოვიდა და პარლამენტის დროებითი ხმის დამთვლელი კომისიისა და სამანდატო კომისიის წევრების არჩევის შემდეგ დეტალურად ისაუბრა 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების შესახებ. როგორც კალანდარიშვილმა აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია ერთგული რჩება საკუთარი პრინციპების და მტკიცედ ადგას მოდერნიზაციის, მაღალი პროფესიული სტანდარტების უზრუნველყოფის და პროგრესის გზას არჩევნების ადმინისტრი...

თეგეტას მხარდაჭერით მეწარმე ქალთ...

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ადგილობრივ მეწარმე ქალთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა უკვე მესამედ გაიმართა. წელს ღონისძიების მხარდამჭერი „თეგეტა ჰოლდინგი“ გახდა, რომლისთვისაც ქალთა გაძლიერება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. გამოფენაში მონაწილეობა  145 მეწარმე ქალმა მიიღო. მათ შორის იყვნენ ლტოლვილები უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან. მათ ღონისძიების სტუმრებს საკუთარი ნაწარმი — საკვები, ღვინო და სხვა სასმელები, საჩუქრები, სათამაშოები და აქსესუარები, ხელნაკეთი ნივთები და დეკორი, სილამაზისა და თავის მოვლის საშუალებები, საახალწლო სუვენირები და სხვა სადღესასწაუ...