არ ვართ ყოვლისშემძლეები, დამოკიდ...

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ საქართველოში ეპიდვითარება საგანგაშოა და ქვეყანაში არ არის მარტივი სიტუაცია. როგორც ტიკარაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, ჯანდაცვის სექტორი არ არის ყოველისშემძლე და ის დამოკიდებულია მოქალაქეების პასუხისმგებლობაზე, რეკომენდაციების დაცვაზე, რათა სექტორში არ მოხდეს კოლაფსი. „მე რამდენჯერმე უკვე გავაკეთე განცხადება და როგორც მე, ასევე ჩემი მოადგილე, ბატონი ამირანი ვაფრთხილებთ მოსახლეობას, რომ მდგომარეობა არის საგანგაშო, არ არის მარტივი სიტუაცია. ჯანდაცვის სამინისტრო, ისევე როგორც მისი ყველა სიპი და მისი ყველა წარმომადგენელი, 24 საათიან რეჟიმში არიან ჩართულნი პროცესის მართვაში. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ გავუმკლავდეთ ამ პროცესს, მაგრამ მინდა...

კორონავირუსით კიდევ 54 ადამიანი ...

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, კორონავირუსით კიდევ 54 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 5 697 ახალი შემთხვევა. ყველაზე მეტი, 2 600 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა. დღე-ღამეში 44 536 ტესტი გაკეთდა. NCDC-ის ცნობით, 24 საათში ჩატარდა 23 744 აცრა, 10 აგვისტოს მონაცემებით კი სრულად აცრილია 204 234 ადამიანი.

დღეიდან პირბადის ტარება ღია სივრ...

დღეიდან ღია სივრცეში, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იკრიბება, პირბადის ტარება სავალდებულო იქნება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.  უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, გადაწყვეტილება ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო მიიღეს. „ბოლო პერიოდში სახეზეა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების ტენდენცია. უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭომ დღეს იმსჯელა ცალკეული შემზღუდავი ღონისძიებების დაწესების შესახებ და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება, ხვალიდან, პირბადის ტარება სავალდებულო იქნება ღია სივრცეში ყველგან, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იკრიბება“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

უამინობამ გორში პრობლემები შექმნა

ძლიერმა ქარმა და წვიმამ  გორში პრობლემები შექმნა.  არსებული ინფორმაციით,  ქარმა ქალაქში 3 საცხოვრებელ კორპუსს გადახადა სახურავი და  სამი ხე წააქცია, დაიტბორა ქალაქის ქუჩების ნაწილი მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. შემთხვევის ადგილებზე გორის მერიის შესაბამისი უწყების, კეთილმოწყობის სააგენტოს და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.

საქართველოში ერთჯერადად აცრილი 1...

ერთჯერადად აცრილებში გვქონდა გარდაცვალების შემთხვევები– ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ განაცხადა. ,,სამწუხაროდ გვაქვს ერთჯერად აცრილებში შემთხვევები, გვქონდა 12 და თუ არ ვცდები დაემატა  შემთხვევა ლეტალური გამოსავლით. ორჯერად აცრილებში ჩვენს კვლევაში ე.წ ვერბალურ აუტოფსიაში გვყავს 2 ადამიანი, რომელიც ჯერ დაზუსტებული არ არის''. - განაცხადა გამყრელიძემ.  

ქორწილის, ქელეხის, იუბილის და მს...

ქორწილის, ქელეხის, იუბილის და მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობისთვის კვების ობიექტებს თუ სხვადასხვა სარიტუალო დარბაზებს პირველ ჯერზე დაეკისრებათ ფინანსური სანქცია - 10 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო მსგავსი ქმედების განმეორებით განხორციელებისთვის აღნიშნული ობიექტები დაილუქება, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, მთავრობის დადგენილებით მგავსი ტიპის ღონისძიებების გამართვა აკრძალულია. „გარდა ამისა, როგორც ცნობილია, მთავრობის დადგენილებით აკრძალულია ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვა, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, იუბილე თუ სხვ. მსგავსი ღონი...

„ფაიზერის“ ვაქცინის მეორე დოზაზე...

კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია 15 აგვისტოდან დაიწყება, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. როგორ გაბუნიამ აღნიშნა, საქართველოში ვაქცინაციის პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს.  „აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროგრამა. ეტაპობრივად ემატება ამცრელი ბრიგადები როგორც თბილისში, ასევე სხვა რეგიონებში. კარგი იყო ბოლო სამი დღის განმავლობაში მოცვა. საშუალო მაჩვენებელი უკანასკნელი 3-4 დღის მანძილზე 20 ათასი იყო დღის განმავლობაში. 15 აგვისტოდან „ფაიზერის“ მეორე დოზებზეც დაიწყება რეგისტრაცია . ამ კვირაში დაზუსტდება რეგისტრაციის პ...

კოვიდგადატანილები, რომლებსაც ვაქ...

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კოვიდგადატანილი პირები, რომლებსაც ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზა გაკეთებული აქვთ, სრულად აცრილებთან გათანაბრდებიან. „ბევრი ქვეყნის პრაქტიკაა, როდესაც ადამიანს გადატანილი აქვს კოვიდი, იქ იცრებიან მხოლოდ ერთხელ და ეს ითვლება სრულად ვაქცინირებულ პირად, შესაბამისად, ჩვენთანაც ხდება გათანაბრება ამ სტატუსით და თუ ადამიანს გადატანილი აქვს და ერთხელ არის აცრილი, იგივე სტატუსი აქვს რაც ორჯერ აცრილ ადამიანს. ეს ჩვენი რეგულაცია არაა, მე ვსაუბრობ იმ ქვეყნებიდან შემოსულ პირებზე, რომლებსაც ეს სტატუსი აქვთ მათ ქვეყანაში მიღებული“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ. ცნობისთვის, დღეს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საჯარო სივრცეში,...

ხვალიდან ღია სივრცეში, სადაც 5-ზ...

ხვალიდან ღია სივრცეში, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იკრიბება, პირბადის ტარება სავალდებულო იქნება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.  უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, გადაწყვეტილება ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო მიიღეს. „ბოლო პერიოდში სახეზეა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების ტენდენცია. უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭომ დღეს იმსჯელა ცალკეული შემზღუდავი ღონისძიებების დაწესების შესახებ და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება, ხვალიდან, პირბადის ტარება სავალდებულო იქნება ღია სივრცეში ყველგან, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იკრიბება“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 9 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით 641 242 პირია აცრილი. NCDC-ის ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 197 118 ადამიანი. „აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522“, - აცხადებენ NCDC-ში.

ირაკლი ღარიბაშვილი - აცრა იცავს ...

ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არგუმენტი, რომლის საპირისპირო კონტრარგუმენტიც უბრალოდ არ არსებობს არის შემდეგი, რომ აცრა ადამიანებს იცავს სიკვდილისგან-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის  მეთაურმა კიდევ ერთხელ სთხოვა მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება და პასუხისმგებლობა და აიცრან. „რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაციის წარმატებით ჩატარება. მე მინდა ვთხოვო ჩვენს მოქალაქეებს, რომ ყველამ კარგად გავითავისოთ და გამოვიჩინოთ მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება და პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის წინაშე. გუშინ ვთქვი და მინდა გავიმეორო, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არგუმენტი, რომლის საპირისპირო კონტრარგუმე...

9 აგვისტო - გამოვლინდა კორონავირ...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 2 236  ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 44 პაციენტი. NCDC-ის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსისგან კიდევ 3 146 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 450 149 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის, 403 762 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება გარდაცვლილებს, მათი საერთო რაოდენობა 6 128-ს შეადგენს.

ნინოწმინდის პანსიონს არასრულწლოვ...

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ნინოწმინდის პანსიონს არასრულწლოვანთა აუდიო-ვიდეო ჩანაწერების კანონის დარღვევით გასაჯაროებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა. უწყების ცნობით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ქ. ნინოწმინდის წმიდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატის არასრულწლოვანი ბენეფიციარების ამსახველი აუდიო-ვიდეო ჩანაწერების, სოციალურ ქსელ „Facebook“-ის საშუალებით, გასაჯაროების კანონიერება შეისწავლა. შემოწმებით დადგინდა, რომ 2021 წლის 4 ივნისს პანსიონატის ხელმძღვანელმა თავის პირად „Facebook“ გვერდზე ე.წ. „პირდაპირ ეთერში“ საჯაროდ განათავსა რამდენიმე აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, რომლებშიც ასახული იყვნე...

8 აგვისტოს მონაცემებით ბოლო 24 ს...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 30 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 6 084-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 344 პირს დაუდასტურდა, 3 376 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 7 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით 606 988 პირია აცრილი. NCDC-ის ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 189 774 ადამიანი. „აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522“, - აცხადებენ NCDC-ში.

საქართველოში კოვიდინფიცირებული პ...

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში კოვიდინფიცირებული პაციენტებისთვის განკუთვნილი საწოლფონდის რაოდენობა გარკვეულ ზღვარზეა. მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ საზოგადოება თავს შეიკავებს ისეთი ღონისძიებებისგან, რომლებიც მთავარი ბუსტერები არიან ინფექციის გავრცელების პროცესში.  „ჯანდაცვის სექტორში საწოლფონდთან მიმართებაში გარკვეულ ზღვარზე ვართ. რა თქმა უნდა, მიმდინარეობს მუშაობა ყოველდღიურად. ასევე გასათვალისწინებია ექიმების გადაღლილობა და დიდი იედი მაქვს, ჩვენი საზოგადოების გონიერების, რომ ისინი დაუდგებიან გვერდში როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე თითოეულ ექიმს და შესაბამისად, თავს შეიკავებენ ისეთი ღონისძიებებისგან, რომლებიც მთავარი ბუსტერები არიან ინ...

3 780 ახალი შემთხვევა და 30 გარდ...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 3 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 30 პაციენტი. NCDC-ის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსისგან კიდევ 2 052 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 440353 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის, 395505 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება გარდაცვლილებს, მათი საერთო რაოდენობა 6 016-ს შეადგენს.

პროკურატურასთან „დროას“ აქტივისტ...

გენერალურ პროკურატურასთან  გამართულ აქციაზე, სადაც აქტივისტები ლუკა სირაძის გარდაცვალებაში ბრალდებული მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლებას აპროტესტებდნენ, მოძრაობა "დროას " აქტივისტი შუშანა მაცაბერიძე დააკავეს- ამის შესახებ იმოძრობა "დროას" ლიდერმა ელენე ხოსტარიამ საკუთარ "ფეისბუქ "გვერდზე დაწერა. "ჩოლოიანის გამოშვების გაპროტესტების გამო შუშანა მაცაბერიძე დააკავეს. შუშანა იამაყებს ამით და თქვენ რა გეშველებათ სისხლში ამოთხვრილებო", - წერს ხოშტარია 

იმნაძის რეკომენდაციაა, რომ აცრილ...

ჩემი პირადი რეკომენდაციაა, რომ აცრილებისთვის შეზღუდვები არ იყოს, აუცრელებისთვის იყოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. იმნაძის თქმით, ერთადერთი გზა, რომლითაც შესაძლებელია მოსალეობის სიცოცხლის დაცვა, არის აცრების მეტად გააქტიურება. „ერთადერთი გზა, რომლითაც შეგვიძლია დავიცვათ მოსახლეობის სიცოცხლე, არის აცრების კიდევ უფრო მეტი გააქტიურება. ჩემი პირადი რეკომენდაციაა აცრა, საწრადოფ აცრა ყველასი და შეზღუდვებს რაც შეეხება, ჩემი პირადი რეკომენდაციაა, რომ აცრილებისთვის შეზღუდვები არ იყოს, აუცრელებისთვის იყოს“, - განაცხადა იმნაძემ.

გენო პეტრიაშვილიიიი ტოკიოს ოლიმპ...

125 კილოგრამ წონით კატეგორიაში  მოჭიდავე ქართველი სპორტსმენი გენო პეტრიაშვილმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალიში გავიდა, მან  ნახევარფინალში ირანელი სპორტსმენი  ამირ ჰუსეინ ზარე ანგარიშით 6:3 დაამარცხა. ფინალური შეხვედრა ხვალ, 6 აგვისტოს გაიმართება.