შემუშავდა აპლიკაცია, რომელიც მოქ...

შრომის ინსპექციის სამსახურის დირექტორის, ბექა ფერაძის ინფორმაციით, საქართველოში შემუშავდა აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება დადგინდეს მოქალაქის კოვიდ-სტატუსი.  ბექა ფერაძის თქმით, აპლიკაციის მოხმარების შესახებ ბიზნესის წარმომადგენლებთან აქტიური შეხვედრები დაიწყება. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს, არ აქვს სმარტფონი, შესაძლებლობა ექნებათ QR კოდი ფურცელზე ამობეჭდონ და ისე წარადგინონ. "სამინისტროს გუნდის მიერ შემუშავებულია სპეციალური აპლიკაცია COVID-სტატუსის დადგენის მიზნით, ე.წ. COVID Pass-ის აპლიკაცია, რომელიც QR კოდის წამკითხველით ახდენს მოქალაქის COVID-სტატუსის იდენტიფიცირებას. იცით, რომ ბევრ ქვეყანაში, ...

ორშაბათიდან ვაქცინირებული პირები...

13 სექტემბრიდან საქართველოში ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია დაიწყება, რომლის ბიუჯეტიც 2.8 მილიონი ლარია და მასში მონაწილეობას ყველა ის პირი მიიღებს, ვინც თუნდაც ერთჯერადად მაინც არის აცრილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით.  მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლის თქმით, ლატარია გათამაშდება როგორც ყოველდღიურად, ასევე ყოველკვირეულად წლის ბოლომდე. წლის ბოლოს კი ფინალური გათამაშება შედგება.  “ორშაბათიდან დაიწყება ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ლატარიის კომპანია ყოველდღიურად გაათამაშებს ფულად ჯილდოებს ვაქცინირებული პირებისთვის. ჯამური საპრიზო ფონდი შეადგენს 2 მილიონ ლარს. ლატარია გათამაშდება ყოველდღიურ რეჟიმში წლი...

13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტ...

13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.  "ყველა სხვა შეზღუდვა ამ ეტაპზე ძალაში რჩება. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სხვადასხვა სპორტული ღონისძიების ჩატარების შესახებ, ოღონდ ეს შეჯიბრებები ჩატარდება მაყურებლის გარეშე, მაგრამ ყველა მონაწილე უნდა იყოს ან აცრილი, ან უნდა ჰქონდეს 72-საათიანი PCR ტესტი, ან 24 საათის განმავლობაში მოქმედი ანტიგენის ტესტი". – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ.  

შეგვიძლია მტკიცედ ვივარაუდოთ, რო...

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უმჯობესდება, აქედან გამომდინარე, 4 ოქტომბერს დიდი ალბათობით, სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება.  "სწავლის [საკლასო ოთახებში] დაწყება ძირითადად დამოკიდებული იქნება ეპიდემიის გავრცელებაზე, მაგრამ აქ გვაქვს უკვე სასიკეთო ცვლილებები ეპიდემიის უკან დახევასთან მიმართებაში, აქედან გამომდინარე, უკვე თითქმის შეგვიძლია მტკიცედ ვივარაუდოთ, რომ დაიწყება სწავლა იმ დასახელებულ თარიღზე, რომელიც ჩვენ დავასახელეთ"- განაცხადა ტიკარაძემ.  შეგახსენებთ, საკოოდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სკოლებში და უნივერსიტეტებში სწავლა 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურად განახლდება.

კორონავისურით 50 ადამიანი გარდაი...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 1 965 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 50 პაციენტი . NCDC-ის ცნობით, გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსისგან 3 996 პირი გამოჯანმრთელდა.

ეკატერინე ტიკარაძე - სავარაუდოდ,...

დიახ, ჩვენ, სავარაუდოდ, მხარს დავუჭერთ ტრანსპორტის გახსნას, როგორც ამას მოქალაქეებს დავპირდით-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა  ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავის 2“-ის ეთერში განაცხადა. „დიახ, ჩვენ, სავარაუდოდ, მხარს დავუჭერთ ტრანსპორტის გახსნას, როგორც ამას მოქალაქეებს დავპირდით, იმისთვის, რომ სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართვისთვის მათ გადაადგილება შეძლონ. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ხვალ მოვისმენთ შრომითი ინსპქციის მხრიდან იმ ეფექტური ღონისძიებების შესახებ, რომელიც შეიძლება გატარდეს სატრანსპორტო საშუალებებში, რათა იქ არ მოხდეს გაზრდილი მობილობის შედეგად ინფექციის გავრცელება და არ დავუბრუნდეთ იმ საწყისს, საკმაოდ ცუდ ნიშნულს, რომელზეც ვიყავით“, - განაცხადა მინისტ...

2022 წლის 1-ლი მარტიდან მოპედები...

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, მეორე მოსმენით მოპედების პროექტი განიხილა. ცვლილებების თანახმას,  2022 წლის 1-ლი მარტიდან მოპედების რეგისტრაცია სავალდებულო იქნება.  "მოპედების მძღოლებს მოუწევთ მოპედების რეგისტრაცია და ახალი ტიპის - AM  კატეგორიის მართის მოწმობის აღება. მოპედების რეგისტრაცია  2022 წლის 1 მარტამდე იქნება ნებაყოფლობითი, ხოლო 2022 წლის 1 მარტიდან სავალდებულო“. - თქვა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ. ამასთან ერთად,  კანონპროექტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდება. 

პარტია „დროას“ წევრები შადრევნი...

მთავრობის ადმინისტრაციასთან შადრევნის წითლად შეღებვის გამო, პარტია "დროას" წევრები, ნათია ლეთოდიანი და შუშანა მაცაბერიძე 5000-5000 ლარით დააჯარიმეს. "უცნობმა რომ ბერლინის კედლის მონუმენტი დააზიანა, ხო გახსოვთ? აღშფოთებების მერე 1000 ლარით დააჯარიმეს. ნათია ლეთოდიანმა რომ შადრევანში წითელი აკვარელი ჩაასხა, ლექსო ლაშქარავას მკვლელობის გასაპროტესტებლად, 5000 ლარით დააჯარიმეს. ჩვენ ვერაფერს დაგვაკლებთ, მაგრამ თავს კი იმაიმუნებთ მერიავ" - წერს ფეისბუკზე "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია.

კორონავირუსით 15 წლის მოზარდი გა...

თბილისში კორონავირუსით 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა. ის მკურნალობას ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში გადიოდა.   როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ აღნიშნა, მოზარდს თანხმლები დაავადებები ჰქონდა და ის კლინიკაში შესვლის დღიდან ჟანგბადდამოკიდებული იყო. „პაციენტი გუშინ გარდაიცვალა. შემოვიდა 1-ში. ის კლინიკაში შემოსვლიდან იყო ჟანგბადდამოკიდებული. ჰქონდა თანხმლები დაავადებები: ჰიდროცეფალია, რაზეც ოპერაცია ჩაუტარდა, ასევე ფსიქომოტორული სფეროს დარღვევა, ცერემბრალური დაბლა, ჭარბწონიანობა. თავდაპირველად ფილტვის დაზიანება იყო 13-ქულიანი, რაც შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდა“,- განაცხადა მაია ჩხაიძემ.

საქართველოში კორონავირუსის 1120 ...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 1 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 61 პაციენტი. NCDC-ის ცნობით, გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსისგან 4 905 პირი გამოჯანმრთელდა.

111 წლის პაციენტი კორონავირუსისგ...

რესპუბლიკურ საავადმყოფოს ცნობით, 111 წლის ინფიცირებული პაციენტი, ლეონილა გვაჯავა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.  მას კლინიკიდან ხვალ გაწერენ. “ჩვენთან მკურნალობის კურსი თერაპიული მიმართულებით გაიარა, ამჟამად თავს ჯანმრთელად გრძნობს და ხვალ, 14:00 საათზე ვაპირებთ, რომ გავწეროთ. პაციენტი 1910 წელსაა დაბადებული. ის აბსულუტურად ემორჩილებოდა ექიმების ყველა მითითებას. ძალიან მოტივირებული იყო, რომ გამოჯანმრთელებულიყო და მკურნალობის კურსი სრულად ჩაიტარა. მისი შვილიც ჩვენს კლინიკაშია მოთავსებული, დაახლოებით 80 წლის არის. ისიც თავს უკეთესად გრძნობს”, - აცხადებენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

სექტემბერი და ოქტომბერი უნდა იყო...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, სექტემბერსა და ოქტომბერში იმუნიზაციის პროცესი ძალიან უნდა გააქტიურდეს. ამირან გამყრელიძემ, სასაწავლო დაწესებულების თანამშრომლებს მოუწოდა, რომ ჩაერთონ იმუნიზაციის პროცესში, რათა სწავლა აუდიტორიებში განახლდეს.  "სექტემბერი და ოქტომბერი უნდა იყოს აცრების ძალიან გააქტიურების 2 თვე. ახლა მე განსაკუთრებით მინდა მივმართო პედაგოგ-მასწავლებლებს, როგორც სკოლების, ისე უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებს, რომ ჩვენ ეს მთავარი პროცესი ქვეყანაში - სწავლა რომ დავიწყოთ, აუცილებელია მათი მაქსიმალური რაოდენობით აცრა. უნივერსიტეტების სტუდენტები უკვე აუცილებელია, რომ იყვნენ აცრილი, რადგან ოქტომბერში, როცა დასწრებული...

საქართველოში ჯამში 1 314 104 აცრ...

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში სულ 1 314 104 აცრა ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.  მათი ინფორმაციით, ერთი დოზით ვაქცინირებულია 838 356 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 29.4%-ს შეადგენს. ხოლო სრულად ვაქცინირებულია 475 748 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 16.7%-ს შეადგენს. მათივე განმარტებით, 4 სექტემბერს აიცრა 22 733 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის 2 210...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 2 210 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 74 პაციენტი . NCDC-ის ცნობით, გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსისგან 5 587 პირი გამოჯანმრთელდა.

გამყრელიძე: აცრა 25-ჯერ შეამცირე...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ორსულებს "ფაიზერით" აცრისკენ მოუწოდებს. ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის ახალი, „დელტა“ შტამი ფეხმძიმე ქალების მიმართ ძალიან აგრესიულია. „შარშან ჩვენ მხოლოდ ერთი გარდაცვალების შემთხვევა გვქონდა, წელს უკვე 13 გარდაცვალება გვაქვს, თუ არ ვცდები, გუშინ კიდევ ერთი გულდასაწყვეტი შემთხვევა დაგვემატა. ძალიან სამწუხარო ფაქტია, ამიტომ ყველას გთხოვთ, რომ აიცრათ. დღეს 25 000-მდე ორსული არის ქვეყანაში. მოვუწოდებ, რომ ყველა მათგანი მივიდეს და აიცრას „ფაიზერით“ და ორსულობის პერიოდში გაიკეთონ აცრის ორივე დოზა. ეს თითქმის 25-ჯერ შეამცირებს მათი დაინფიცირების რისკს და დაახლოებით, 200-ჯერ შეამცირებს გა...

ამირან გამყრელიძე - აცრილიდან აც...

„აცრილიდან აცრილზე გადადების შანსი ბევრად უფრო მცირეა, ვიდრე აცრილიდან აუცრელზე, ან აუცრელიდან აცრილზე“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან  გამყრელიძემ განაცხადა  მათი თქმით, გარდაცვალების სამი შემთხვევა გვაქვს სრულად აცრილებში. „სამწუხაროდ, ბოლო სამ კვირაზე მეტია ჩვენთანაც. მან გადააჭარბა სიკვდილიანობის პირველ მიზეზს, გულსისხლძარღვთა დაავადებას, მეორე მიზეზს - სიმსივნებს. ამიტომ, ეს ძალიან სერიოზული საკიხია. ყველა ათას ინფიცირებულიდან, სამწუხაროდ, იღუპება, 10-15-20 ადამიანი, გააჩნია სიმძიმეს და თანმხლებ დაავადებებს[...] სამწუხაროდ, გვაქვს სამი გარდაცვალება ორჯერ აცრილებში“-განაცხადა ამირან გამყრელიძემ

საქართველოში 3.8 მაგნიტუდის მიწი...

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,საქართველოში მიწისძვრა მოხდა - ეპიცენტრი ამჯერადაც სოფელი სამება იყო.  მიწისძვრის სიმძლავრე 3.8 მაგნიტუდა იყო. ის თბილისის დროის 14:29 საათზე მოხდა.   

საელჩო თურქეთში მყოფ საქართველოს...

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თურქეთში 6 სექტემბრიდან დამატებითი შეზღუდვები წესდება. თურქეთში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს. „თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 6 სექტემბრიდან, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით წესდება ახალი შეზღუდვები: საქალაქთაშორისო მგზავრობისას, მათ შორის თვითმფრინავით, ავტობუსით, მატარებლით ან სხვა ნებისმიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას, მოქალაქე ვალდებულია აპლიკაციის „Hayat Evev Sığar -HES kodu“ საშუალებით წარადგინოს სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტი...

მარინა ეზუგბაია - რაოდენობის მატ...

რაოდენობის მატებას თანდათან მოჰყვება ლეტალობის მაჩვენებლის მატება, მაგრამ რაოდენობის კლებას ჯერ ვერ წაჰყვება ლეტალობის შემცირება, ეს მოხდება 2-3 კვირის შემდეგ-ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ კოვიდკლინიკების ხელმძღვანელებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ახლანდელი ლეტალობის მაჩვენებელი დამოკიდებული არ არის არასწორად მართულ პაციენტებზე, ეს არის გამოძახილი ადრე დაწყებული დაავადების რაოდენობის მატების. ,,მეოთხე ტალღის დაწყებასთან ერთად დაიწყო გავრცელების მატება, რასაც მოჰყვება მაღალი სიკვდილობაც. შემთხვევების რაოდენობაზე არის დამოკიდებული მძიმე და კრიტიკული პაციენტების ხვედრითი წილი, როდესაც ხდება რაოდენობის მკვეთრი მა...

საქართველოში 4 სექტემბრიდან გამო...

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ძლიერი ქარი ხვალ დილამდე შენარჩუნდება. 3 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +18, +23 გრადუსი იქნება. 4 სექტემბერს გამოიდარებს და 8 სექტემბრამდე მცირე წვიმა შესაძლოა აღინიშნოს მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა +22, +27 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში 4 სექტემბრის დილამდე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს. 8 სექტემბრამდე ზოგან იწვიმებს, შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +23, +28 გრადუსი იქნება. თბილისში 4 სექტემბრის დილამდე იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ღამის...